23 May 2018

მზად ხართ?!



ჰეი მორწმუნენო! არ შეგეშინდეთ იმ დღის, როდესაც მოკვდებით! ნუ იდარდებთ სხეულზე, რომელსაც რამოდენიმე ხნის განმავლობაში უვლიდით! რა, როგორ მოხდება? არ შეწუხდეთ! რადგან მუსლიმები თქვენთვის იმას გააკეთებენ, რაც საჭიროა:
1) ტანსაცმელს გაგხდიან,
2) სხეულს წყლით გაასუფთავებენ და დიდ აბდესს აგაღებინებენ,
3) ახალ სამოსში, თეთრ ნაჭერში გაგახვევენ,
4) სახლიდან გარეთ გაგიყვანებენ,
5) და ახალი სახლისკენ, საფლავისკენ წაგიყვანებენ,
6) ზოგიერთი პიროვნება საქმეს მიატოვებს და ჯანაზასთვის მოვა,
7) პირად ნივთებს შეკრებენ: ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი და რაც არის, ყველაფერს გადაანაწილებენ, თუ მოისურვეს ნივთებს მოწყალების მიზნით ღარიბებს დაურიგებენ.

დამიჯერეთ, სიკვდილის შემდეგ დანარჩენი ყველა თავის საქმეს დაუბრუნდება, თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს.

თქვენი ქონება, რომლის გამოც დაკითხვას გაივლით, თქვენს მემკვიდრეებზე გადანაწილდება. სიკვდილის შემდეგ პირველი რასაც მიიღებთ ეს თქვენი ახალი სახელია: გარდაცვლილი.

საკუთარ სახელს არავინ დაგიძახებთ. ნამაზის შესასრულებლად მოსული ხალხი იკითხავს თუ სად არის გარდაცვლილი.

ასე, რომ ფრთხილად იყავით! გვარმა, სახელმა და ფულმა არ მოგატყუოთ.

ეს ქვეყანა რაოდენ უმნიშვნელოა, ხოლო ის, რაც წინ გველოდება რაოდენ დიდი და საშიშია.

სიკვდილის შემდეგ, თქვენთვის მწუხარებას სამი სახის ადამიანი გამოხატავს:
1) ის, ვინც ცოტათი გიცნობთ, იტყვის: "სამწუხაროა!".
2) თქვენი ახლო მეგობრები და ნათესავები რამოდენიმე საათი ან რამოდენიმე დღე შეწუხებული იქნებიან, შემდეგ კი თავიანთ ხუმრობებს და საქმეებს დაუბრუნდებიან.
3) თქვენი ოჯახი, რომელიც თქვენს არყოფნას ყველაზე მეტად განიცდის და წუხს, რამოდენიმე კვირა ან თვე ან წელი წუხილში იქნება, შემდეგ კი თქვენ მის არქივში აღმოჩნდებით.

ამგვარად, შენი ისტორია დასრულდება, ყველაფერი რაც გაგაჩნდა: ქონება, სილამაზე, ჯანმრთელობა და ა.შ. ხელიდან გამოგეცლება და შენი ნამდვილი ამბავი სიკვდილის შემდეგ დაიწყება.

სიკვდილისთვის, საფლავისთვის და იმ ქვეყნისთვის რამდენად მზად ხართ?!