21 November 2021

4. ქვეყნების ჰუქმები - მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა

 თუ არსებობს თვისება, მაშინ არსებობს ჰუქმიც. ხოლო, თუ არ არის თვისება, არ არის ჰუქმიც. ეს არის ის, რაზეც სწავლულებმა თქვეს: „ჰუქმის არსებობა ან არ არსებობა დამოკიდებულია თვისებაზე.“

სწავლულები გვესაუბრებიან ორი მიზეზის შესახებ, რომელთა საფუძველზეც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა:

პირველი: ძალა და ბატონობა - ამაზე მიუთითებს აბუ იუსუფისა და მუჰამმედ იბნუ’ლ-ჰასენის სიტყვები: „რომელიმე ტერიტორიის ჩვენზე ან მათზე მიკუთვნება განისაზღვრება ძალაუფლებითა და ბატონობით.“

მეორე: ქვეყანაში არსებული ჰუქმების სახეობა - ამის შესახებ სწავლულების სხვადასხვა გადმოცემებში უკვე ვისაუბრეთ.

ყურადღებას თუ მიაქცევთ, ორივე მიზეზი ერთი დანიშნულებისაა, რაც ქვეყნის ჰუქმს განსაზღვრავს. ამ ორს შორის არავითარი დაპირისპირება არ არის, რადგან ძალაუფლების ფლობა და მისგან გამომდინარე კანონების (ჰუქმების) გატარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პიროვნება ძალაუფლების მქონედ მაშინ ჩაითვლება, თუ მას ბრძანებისა და აკრძალვის უფლებაც გააჩნია. ბრძანება და აკრძალვა კი, ავტორიტეტისა და ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამომხატველი ნიშანია. მუსლიმი მმართველი ისლამის კანონებს დააკანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუსლიმი ვერ იქნება. ქააფირი მმართველი კი, ქუფრ კანონებს. ყოველივე ამის გამო, რომელიმე ქვეყნის შესახებ ჰუქმს განსაზღვრავს იქ მოქმედი კანონი, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე თუ ვის ხელშიცაა ძალაუფლება და ბატონობა. სწორედ ესაა, რაც გადმოსცა სარაჰსიმ და აბუ ჰანიფას ორმა მოსწავლემ: „იქ, სადაც შირქის ჰუქმები მოქმედებს ძალაუფლებაც მუშრიქებს ეკუთვნით და იქაურობა დარულ-ჰარბია. ხოლო, იქ, სადაც ისლამური ჰუქმები მოქმედებს, ძალაუფლებაც მუსლიმებისაა.“

ქააფირების მიერ ისლამური ქვეყნის დაკავების შემთხვევაში, როდესაც ისლამური კანონები ჯერ კიდევ მოქმედია[1], გულისხმობს, რომ ეს არის ქვეყნის ნახევრად ოკუპირება, თუმცა იქაურობა მაინც დარულ-ისლამად ითვლება, ვინაიდან მოქმედი კანონი ისლამისაა.

როგორც ხედავთ, ქვეყნის ჰუქმზე პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს არსებული კანონი, ვინაიდან ქვეყანას ფორმას არა მმართველი, არამედ კანონი აძლევს. ისლამის ჰუქმები, ბრძანებები და აკრძალვები ქვეყანას ისლამად დააფორმირებს. ასევე, ქუფრის ჰუქმები, ბრძანებები და აკრძალვებიც ქვეყანას შესაბამისად დააფორმირებს. ამგვარ ქვეყნებში, მურთადობა (რწმენიდან განდგომა), ურწმუნოება, რელიგიის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ყოველგვარი სასჯელის გარეშე ნებადართულია.

ასევე, ქუფრი ქვეყნის მახასიათებლებიდანაა: პროცენტი; მრუშობა; სიშიშვლე; კაცისა და ქალის ერთად ყოფნა; ნამაზისა და მარხვის მიმტოვებლის არ დასჯა; დასჯა მათი, ვინ მოუწოდებს სიკეთისკენ და უკრძალავს უკეთურებას, განსაკუთრებით, მაშინ როცა ამას ხელით ასრულებენ; და კიდევ ბევრი რამ...

ქვეყანაზე ფორმის მიმცემი მმართველი კი არა, არამედ კანონებია. ვინაიდან, მმართველი რამის გაკეთებას თუ გადაწყვეტს, მას ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბრძანებებისა და აკრძალვების საფუძველზე აქვს. ბრძანების გამცემი, ამკრძალავი ან თავისუფლების მიმნიჭებელი კანონებია, მმართველი კი საკუთარი ძალით კანონს განახორციელებს.

არგუმენტები იმისა, როცა კანონის სახეობა განსაზღვრავს ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სუბიექტს

„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ (1) (ვინც ჰიჯრა არ გააკეთა და ურწმუნოებთან დარჩენა არჩია), შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული (2) (რას აკეთებდით რწმენისათვის)? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე (3) (მექაში)! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით (4) (როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში)? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!“

კონკრეტულ ქვეყანაში გადასახლებით პასუხისმგებელი მუსლიმების უძლურად ყოფნა არგუმენტია იმისა, რომ ამავე ქვეყანაში ძალაუფლება ქააფირების ხელთ იყო. სხვა აიათში გადმოცემულია:

„7/88. და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუღეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს...“

აიათში მოხსენებული სიტყვა „ყარიათუნაა“ და მისი ბოლოსართი „ნაა“ გულისხმობს კუთვნილებას ანუ „ჩვენი ქვეყანა“. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ქააფირებისაა. ასევე, ამ ქვეყანაში მათი ძალაუფლება გამოიხატება ბრძანებებისა და აკრძალვების უფლების ქონით, რის მიხედვითაც, მუსლიმებს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან, რაც თავისთავად გვიჩვენებს, რომ დარულ-ქუფრი არის ტერიტორია, სადაც ბრძანებები და აკრძალვები ქააფირების ხელთაა. როდესაც ვამბობთ ბრძანებებსა და აკრძალვებს, პირველი რაც აზრად მოგვდის ეს - კანონებია. ეს ორი რამ - ბრძანებები და აკრძალვები - ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მაჩვენებლებია.

მსგავსი სხვა აიათი შემდეგია:

„14/13. და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: ‘თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.’“

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამავე აიათის შესახებ. ეს აიათები არგუმენტია იმისა, რომ დარულ-ქუფრია ქვეყანა, როდესაც ბრძანებებისა და აკრძალვების უფლება ქააფირების ხელთაა.

მექქას დაკავების შემდეგ, შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნათქვამი სიტყვები: „დაპყრობის (დამორჩილების) შემდეგ ჰიჯრათი (გადასახლება) აღარ არის.“[2]

მექქადან მედინაში ჰიჯრათი ვააჯიბი იყო, რადგან მექქას აღებამდე იქაურობა დარულ-ქუფრის სტატუსს ატარებდა. დაპყრობის შემდეგ კი, მექქა დარულ-ისლამად გადაიქცა, შესაბამისად მექქადან ჰიჯრათის აუცილებლობაც გაუქმდა. ჰუქმების შეცვლა გახლდათ ის, რამაც მექქას აღებამდე მოქმედი ჰუქმები შეცვალა. რაც აგრეთვე არგუმენტია იმისა, რომ რომელიმე ქვეყანაზე გასაცემი ჰუქმი პირდაპირ კავშირშია ამავე ქვეყანაში არსებულ ზემდგომი კლასის და მასზე დაკავშირებულ ჰუქმებზე. უეჭველად, ქააფირი დააკანონებს იმით, რაც ქააფირებს ეკუთვნით, ხოლო მუსლიმანი დააკანონებს იმით, რაც მუსლიმებს ეკუთვნით. ასე თუ არ მოიქცა, ისეც ქააფირი გახდება.

იბნი ჰაზმის შემდეგი სიტყვები, საკითხს სიცხადეს მატებს: „რომელიმე ქვეყანა მიეკუთვნება მას, ვინც ამავე ქვეყანაში ძალაუფლებასა და დაკანონების უფლებას ფლობს.“[3]

ეს არის ის, რის მიხედვითაც ქვეყნის შესახებ ჰუქმი გაიცემა.

ამ თემის მიმართ ზოგიერთი შეცდომაში ჩავარდა და იფიქრეს, რომ რომელიმე ქვეყანაში მუსლიმების უმეტესობა უსაფრთხოდ თუ ცხოვრობს, ნამაზს, ეზანს, მარხვას და მსგავს ღვთისმსახურებებს ღიად თუ ასრულებს, მაშინ ეს ქვეყანა დარულ-ისლამია. უფრო მეტიც, ზოგიერთმა თქვა: „როგორ შეიძლება ქვეყანას დარულ-ქუფრი უწოდო, როცა დედაქალაქში ათასზე მეტი მესჯიდია?!“

ამგვარი განცხადებები არასწორია და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. წინა გვერდებზე განვმარტეთ, რომ ქვეყნის ჰუქმს განსაზღვრავს ძალაუფლების მქონე კლასი და მოქმედი კანონები. მათ გარდა, სხვა რამის საფუძველზე ქვეყნის შესახებ ჰუქმი არ გაიცემა.



[1] ამის შესახებ დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

[2] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.

[3] ალ-მუჰალლაა, 11/200;

04 November 2021

3. ქვეყნების ჰუქმები - „დარ’ულ-ისლამი“-სა და „დარ’ულ-ქუფრი“-ს განმარტება

 ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, დარულ ისლამი არის ქვეყანა, სადაც მუსლების ავტორიტეტი და მმართველობაა. ხოლო, დარულ ქუფრი არის ქვეყანა, სადაც ქააფირების ავტორიტეტი და მმართველობაა. ამ თემის შესახებ სწავლულების შეხედულებები შემდეგნაირია:

·         იბნუ’ლ-ყაიიმ-მა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „სწავლულთა უმეტესობა ამ აზრზეა: დარულ ისლამი არის ქვეყანა, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ და ისლამის კანონები მოქმედებს. ისლამის კანონები თუ არ მოქმედებს, ქვეყანა მაინც არ ითვლება დარულ ისლამად, თუნდაც დარულ ისლამთან ტერიტორიულად დაახლოებული იყოს. ტაიფა მექქასთან ახლოს მდებარეობდა, თუმცა მექქას აღების დროს ის (ტაიფა) დარულ ისლამად არ ითვლებოდა.“[1]

·         იმამ ას-სარაჰსი ალ-ჰანეფი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აბუ ჰანიფას (რაჰიმაჰულლაჰ) მიხედვით, იმისათვის, რომ ქვეყანა დარულ ჰარბი იყოს, სამი პირობა აუცილებელია:

1.      ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდნენ რწმენის გამო მუსლიმანი და დაცვის ქვეშ მყოფი არამუსლიმები.

2.      შირქის ჰუქმები გაბატონებული უნდა იყოს.

3.      ამ ქვეყნის მდებარეობა დარულ-ჰარბის ახლოს, მათ შორის კი დარულ-ისლამი არ უნდა იყოს.

აბუ იუსუფისგან და მუჰამმედისგან (რაჰიმაჰულლაჰ) გადმოცემულია: „რომელიმე ქვეყანაში შირქის კანონები თუ ბატონობს, მაშინ ის დარულ ჰარბია. რომელიმე ტერიტორიის ჩვენზე ან მათზე მიკუთვნება განისაზღვრება ძალითა და ბატონობით. იქ, სადაც შირქის კანონებია გავრცელებული, ძალაუფლებაც მუშრიქებს ეკუთვნით, რაც დარულ ჰარბია. ხოლო, იქ, სადაც ისლამის კანონები მოქმედებს, შესაბამისად ძალაუფლებაც მუსლიმანების ხელშია.“[2]

აქედან გამომდინარე, იმამების[3] მიხედვით, საფუძველი არის ერთი: ვის ხელშია ძალაუფლება და ვისი კანონები მოქმედებს.

სწავლულებმა აბუ ჰანიფას მიერ დასახელებულ სამ პირობას ყურადღება არ მიაქციეს. უფრო მეტიც, როგორც სარაჰსიმ თქვა, აბუ ჰანიფას ორმა მოსწავლემ მის მოსაზრებას შეეწინააღმდეგა. ამის შესახებ ალაუდდინ ალ-ყასსანი გვიამბობს და ორი სწავლულის შეხედულებებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „რომელიმე ქვეყანა ან ისლამს მიეკუთვნება ან ქუფრს. მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ისლამს მიეკუთვნება არის იქ მოქმედი შარიათული კანონები, ხოლო მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ქუფრს მიეკუთვნება არის იქ მოქმედი ქუფრის კანონები. მაგალითად, იმის გამო, რომ სამოთხეში სიმშვიდე, ხოლო ჯოჯოხეთში სასჯელია, სამოთხეს ეწოდება ‘დარუს-სალამ’, ხოლო ჯოჯოხეთს ‘დარულ-ბევარ’...“[4]

როგორ ხედავთ, ყასანი ქვეყნის ჰუქმს იქ მოქმედ კანონებს უკავშირებს.

იბნ ყუდამა ალ-ჰანბელი, აბუ ჰანიფას მიერ დასახელებულ პირობებს აკრიტიკებს და ამბობს: „რომელიმე ქვეყნის ხალხი, რომელიც რელიგიას შეიცვლის და საკუთარი კანონების დაკანონებას დაიწყებს, ამ დროს ეს ქვეყანა გადაიქცევა დარულ-ჰარბად, სადაც ნადავლის აღება და ხალხის დატყვევება დაშვებულია. იმამის ვალდებულება მათ წინააღმდეგ ბრძოლაა. აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საჰაბეებთან ერთად მურთადების წინააღმდეგ იბრძოლა, რადგან ალლაჰი ყურანის არაერთ ადგილას ქააფირებთან ბრძოლას ბრძანებს. ისინი კი (მურთადები), ქააფირებს შორის ყველაზე მეტად იმსახურებდნენ ბრძოლას. ვინაიდან, ამგვარი ხალხის წინააღმდეგ ჯიჰადის მიტოვება გამოიწვევდა მათი მსგავსი ხალხის მომრავლებას და ამგვარად, ზიანი გამრავლდებოდა. მათთან ბრძოლის დროს გაქცეულებს უნდა დაედევნონ, დაჭრილები უნდა მოკვდნენ და ნადავლი მითვისებული უნდა იქნას. ამ აზრზეა იმამ შაფიი.

აბუ ჰანიფას მიხედვით კი, შემდეგი სამი პირობის არ არსებობის შემთხვევაში ქვეყანა დარულ-ჰარბი არ გახდება:

1.      ამ ქვეყნის მდებარეობა დარულ-ჰარბის ახლოს, მათ შორის კი დარულ-ისლამი არ უნდა იყოს.

2.      ქვეყანაში არ უნდა იმყოფებოდეს უსაფრთხოდ მცხოვრები მუსლიმანი და არც დაცვის ქვეშ მყოფი არამუსლიმი.

3.      ქვეყანაში ქააფირების კანონი უნდა მოქმედებდეს.

ჩვენთვის კი, საკუთარი კანონებით გამართული ქვეყანა ქააფირების ქვეყანაა, რის გამოც ის დარულ-ჰარბია.“[5]

როგორც იბნი ყუდამამ აღნიშნა, რომელიმე ქვეყანაზე გასაცემი ჰუქმი უკავშირდება არსებულ კანონებს.

ას-სარაჰსი ნაწარმოების განმარტებისას, რომლის სახელწოდებაა „ას-სიიერუ’ლ ქებირ“, გადმოსცემს: „ქვეყანა მუსლიმანური ქვეყანა გახდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისლამური კანონები იმოქმედებს.“[6]

ყადი აბუ ია’ლა ალ-ჰანბელი ამბობს: „არაისლამური კანონებით, არამედ ქუფრი კანონებით მოქმედი ქვეყანა დარულ-ქუფრია.“[7]

შეიხ მანსურ ალ-ბაჰვათი ამბობს: „დარულ-ჰარბში მცხოვრებისთვის, რომლისთვისაც რელიგიურად ცხოვრება შეუძლებელია, ჰიჯრათი ვააჯიბია. დარულ-ჰარბი კი არის ქვეყანა, სადაც ქუფრის კანონები მოქმედებს.“[8]



[1] აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 1/366.

[2] ას-სარაჰსი, ალ-მებსუუთ, 10/114.

[3] აბუ ჰანიფას ორი მოსწავლე: აბუ იუსუფი და მუჰამმედ ბინ ჰასან აშ-შეიბან.

[4] ალ-ყასდანი, ბედაიუ’ს-სანაი, 9/4375.

[5] იბნ ყუდამე, ალ-მუღნი მეა’შ-შერხი’ლ-ქები, 10/95.

[6] ას-სიიერუ’ლ-ქაბირ, 5/2197;

[7] ალ-მუ’თემედ ფი უსული’დ-დინ, 276;

[8] ქეშშაფუ’ლ-ქინა, 3/43;