18 November 2022

8.2 პირველი პუნქტი - მორჩილებაში შირქი

 იგულისხმება ქააფირებისადმი მორჩილება, როგორც შარიათის კანონი. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ დღევანდელი ხალხის მხარდაჭერა, რომლებიც ჰარამს ჰალალად აქცევენ და ჰალალს ჰარამად. მაგალითად, ღვინის ჰალალად გადაქცევა. მორჩილებაში შირქი ვლინდება მათზე მხარდაჭერის საჭიროების მიჩნევით და მორჩილება ხმის მიცემის ფორმით.

შეიხ შანქითიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „აშკარა ქუფრი ჩაიდინა მან, ვინც შუამავლის რელიგიისა და შარიათის გარდა სხვას დაემორჩილა...“[1]

„ის, ვინც ალლაჰის კანონების საწინააღმდეგო კანონის დამკანონებელს დაემორჩილება, უეჭველად ალლაჰს გაუტოლა ის, ვისაც დაემორჩილა.“[2]

ალლაჰი ბრძანებს:

„სურა ან’ამ 6/121. და ნუ შეჭამთ იმას, რაზედაც ალლაჰის სახელი არაა ნახსენები. ის სიბილწეა. ეშმაკები მათ მეგობრებს აქეზებენ, რათა გეკამათონ. და თუკი მათ დაემორჩილებით, უეჭველად წარმართები (მუშრიქები) იქნებით.“

აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: მექქელმა მუშრიქებმა ლეშის შესახებ მუსლიმებს მიმართეს: ‘ალლაჰის ნებით მკვდარ ხორცს არ მიირთმევთ, ხოლო თქვენს მიერ დაკლულს კი, ჭამთ.’ ამ სიტყვების გაგონებისას ზოგიერთს ეჭვი გაუჩნდა, რაზეც აიათი მოევლინა. ალლაჰი გვამცნობს, რომ ამ საკითხში მუშრიქებზე მორჩილება შირქია. ანუ ის, ვინც ალლაჰის მიერ დადგენილი ჰარამებისა და ჰალალების მიუხედავად, მუშრიქებს შარიათულ საკითხებში დაემორჩილება, მუშრიქი გახდება. იმამ იბნ ქასირი აიათის ხსენების შემდეგ ამბობს: „ანუ, ალლაჰის ბრძანებისა და შარიათის გარდა, სხვის სიტყვებს თუ დაემორჩილებით, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაც ალლაჰზე წინ დააყენეთ, რაც შირქია.“[3]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ალი იმრან 3/149. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათ, ვინც ურწმუნოა, მიგაბრუნებენ თქვენ უკან და გაქცევენ წაგებულად.“

შეიხ შანქითი ამ აიათის განმარტებისას ამბობს: „ის, ვინც ალლაჰის კანონების საწინააღმდეგო კანონის დამკანონებელს დაემორჩილება, უეჭველად ალლაჰს გაუტოლა ის, ვისაც დაემორჩილა.“[4]

როგორც გავიგეთ, ქააფირებზე მორჩილება, როგორც შარიათული კანონი, ქუფრია. ეს ჰუქმი წარღვნის დღემდე მოქმედია. იგი მოიცავს, როგორც გუშინდელ მუშრიქებს, ასევე თანამედროვე მუშრიქებსაც. ამგვარად, დემოკრატიისა და მსგავსი სისტემების განსახიერება, სხვადასხვა ტარიყატის[5] შეიხების ლიდერად დადგენა, მათ ქუფრ კანონებზე დამორჩილება შირქია. ამგვარი ქმედების ჩამდენი სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს მანამ, სანამ გულწრფელად არ მოინანიებს და ისლამს არ დაუბრუნდება.



[1] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან, 3/40;

[2] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან, 7/56;

[3] იბნ ქასირ, თეფსირუ’ლ-ყურ’ანი’ლ-აზიმ: 3/295;

[4] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან, 7/56;

[5] თასავვუფის ჯამაათები.

04 November 2022

8.1 პირველი პუნქტი - შირქის სახეობები

შირქი იყოფა ორ ნაწილად: დიდი და პატარა შირქი. მწერლის მიერ მოხსენებული შირქი - დიდი შირქია. ვინაიდან, დიდ  შირქს გამოჰყავს ადამიანი რწმენიდან და ურწმუნოდ აქცევს. ასევე, მონანიების გარეშე, იგი ჯოჯოხეთში სამუდამოდ ყოფნის მიზეზია. მნიშვნელობა არ აქვს შირქი სერიოზულად იქნება შესრულებული, ხუმრობით, უცოდინრობით, თუ სხვა მიზეზით. ალლაჰის კუთვნილი რომელიმე თვისების (მაგ. არაფრისგან რაღაცის შემქნელი) სხვაზე მინიჭება ან უპირობოდ მბრძანებლობის უფლების მის გარდა სხვაზე გადაცემა ან შესაწირის შეწირვისა და მსგავსი ღვთისმსახურებების ალლაჰის გარდა სხვაზე შესრულება დიდი შირქის საფუძვლებიდანაა.

შეიხ ჰაფიზ ალ-ჰაქემმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) დიდი შირქის შესახებ თქვა: „შირქი არის ქმნილების დადგენა, რომლისგანაც გვეშინია ისე, როგორც ალლაჰის უნდა გვეშინოდეს. რომელსაც მივენდობით, ვევედრებით, მივეკედლებით, ვემორჩილებით იმ საკითხებში, რომლებიც ალლაჰის წინააღმდეგ სრულდება და ვასრულებთ იმ ქმედებებს, რომლებზეც ალლაჰის კმაყოფილება არ არის.“[1]

პატარა შირქს ადამიანი რწმენიდან არ გაჰყავს, თუმცა რწმენას ამცირებს და ასევე, პატარა შირქის ხშირად შესრულებას ადამიანი დიდ შირქამდე მიჰყავს. პატარა შირქი არ არის მიზეზი ჯოჯოხეთში სამუდამოდ ყოფნისა. ასევე, იგი არ აუქმებს მუსლიმის სისხლისა და ქონების ხელშეუხებლობას. პატარა შირქის მაგალითია: ალლაჰის სახელის გარდა, სხვაზე დაფიცება.

დიდი შირქის ნაწილები

დიდი შირქის არაერთი სახეობა არსებობს. მათგან რომელიმეს შემსრულებელი იჯმათი[2] ქააფირი გახდება. მუშრიქის წოდება ექნება მანამ, სანამ არ მოინანიებს.

შეიხ სულეიმან ბინ აბდულლაჰმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ადამიანისთვის ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის წარმოთქმა ცოდნისა და მოქმედების გარეშე, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მუსლიმი იყოს. ასევე, საკუთარ თავს მუვაჰიდი (ერთღმერთანი) რომც უწოდოს, თუმცა ალლაჰის მიმართ შესასრულებელ ღვთისმსახურებებს, როგორიცაა: დუ’ა (ვედრება), ხავფ (შიში), ყურბნის შეწირვა, მონანიება და სხვა... ალლაჰის გარდა სხვის მიმართ ასრულებს, მაშინ მისი სიტყვები საკმარისი არ არის და იგი მხოლოდ და მხოლოდ მუშრიქია.“[3]

რაც შეეხება დღესდღეობით გავრცელებულ დიდი შირქის სახეობებს, ესენია:

ვედრებაში შირქი

ვედრებაში შირქი წარმოიშვება მაშინ, როდესაც ვედრება ალლაჰის გარდა სხვაზე იქნება მიმართული. რაც გულისხმობს: სიცოცხლისა და სიკვდილის ალლაჰის გარდა სხვაზე მოთხოვნა; ჯინების ან ადამიანების სიავისგან სხვაზე შეკედლება; ავადმყოფობის ან პრობლების დროს სხვაზე დახმარების თხოვნა; შუამდგომლობის ან ჭეშმარიტ გზაზე დაყენების სხვაზე მოთხოვნა და სხვა.[4]

შიეხუ’ლ ისლამ იბნ თეიმიიემ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) შირქის შემცველი ვედრებების შესახებ თქვა: „ალლაჰის გარდა მკვდარზე ან მასზე, ვინც მის გვერდით[5] არ იმყოფება შემდეგი სიტყვების თქმა: „ჰეი ვიღაც შენ! დამეხმარე; შენ შემოგეკედლები; შენგან ვითხოვ დახმარებას; მტრის წინააღმდეგ დამეხმარე და სხვა მსგავსი ვედრებები შირქია. მათგან უფრო დიდი კი, როგორც მუშრიქი ჯააჰილებიდან ზოგიერთი ამბობს: ‘მე მომიტევე, ცოდვები მაპატიე.’“[6]

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა აჰყაფ 46/5. და ვინ არის მასზე უფრო გზააბნეული, ვინც მოუხმობს ალლაჰის მაგივრად იმას, რომელიც ვერ შეისმენს მას აღდგომის დღემდე. და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ.

6. და როცა შეიკრიბება ხალხი, იქნებიან მათი მტრები და იქნებიან მათი თაყვანისცემის უარმყოფნი.“

ალლაჰი აიათში განაცხადებს, რომ გზააბნეულთა წინამძღოლები არიან ისინი, ვინც ვედრების აღვლენა ალლაჰის მიმართ მიატოვა და მიმართა ანგელოზების, შუამავლების, ევლიების, მკვდრების ან ცოცხლების მიმართ. ალლაჰი აიათის ბოლოს კი, მათ მიერ სხვის მიმართ ვედრების აღვლენას ღვთისმსახურებას/თაყვანისცემას უწოდებს. ვინაიდან, დუ’ა (ვედრება) იჯმათი (სწავლულთა ერთხმიანი აზრით) ‘იბადეთია (ღვთისმსახურებაა).

ნუმან ბინ ბეშირის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) თქვა: „დუ’ა (ვედრება) თვით ღვთისმსახურებაა.“[7]

შეიხ სანანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ვედრების ღვთისმსახურეობისა და მისი ალლაჰის გარდა სხვის მიმართ შესრულების ჰუქმის შესახებ თქვა: „ვინც დღე და ღამე, ღიად და აშკარად, შიშითა და სიამოვნებით ალლაჰს შეევედრება, შემდეგ კი, სხვა ვინმესაც მოიხმობს, ღვთისმსახურებაში ალლაჰზე თანაზიარის დამდგენი გახდება, რადგან დუ’ა ღვთისმსახურებაა. ვინაიდან, ალლაჰმა საკუთარ წიგნში (ყურანში) დუ’ა (ვედრება) მოიხსენია, როგორც ‘იბადეთი (ღვთისმსახურება).“[8]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ისრა 17/56. უთხარი: მოუხმეთ იმათ, რომლებზედაც ჰყვებოდით მის გარდა. მათ არ შეუძლიათ ზარალის აცილება თქვენთვის და არც შეცვლა.

57. ისინი, რომლებიც უხმობენ ეძიებენ გზას (საშუალებას) თავიანთ ღმერთთან დასაახლოვებლად. იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. მართლაც, რომ შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია.“

აიათი ‘ისა შუამავლისა და მისი დედის, უზეირ შუამავლის, ანგელოზებისა და ჯინების შესახებ საუბრობს. თუმცა, აიათი ზოგადია და ალლაჰის გარდა სხვაზე თაყვანისცემის ობიექტს მოიცავს.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასანმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის გარდა სხვაზე რამის თხოვნა (ისე, როგორც ალლაჰზე თხოვნა) შირქია. ამგვარი საქციელი წინააღმდეგობაში მოდის ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-თან, რაც თავჰიდს შლის. ვინაიდან, თვითონ ეს სიტყვა ამგვარ საქციელს ანუ შირქს უარყოფს. ალლაჰის გარდა სხვაზე ვედრება ნიშნავს, რომ ამ ვიღაცას ღვთაებად მიიჩნევ და მას ეთაყვანები... როგორც აიათშია გადმოცემული: მას, ვისაც ევედრებიან არც ზიანის მოტანა შეუძლია და არც სარგებლის, რადგან მთხოვნელიც უსუსურია და ის, ვისაც თხოვენ. უფრო მეტიც, ვისაც თხოვენ, შუამავალი ან ანგელოზი, რომც იყოს, მდგომარეობა მაინც არ იცვლება. ამ აიათით ალლაჰი გვამცნობს იმ მუშრიქების რწმენის აფსურდობის შესახებ, რომლებიც ალლაჰის გარდა სხვას ევედრებიან. ასევე, თავჰიდს ანუ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს ძალიან კარგად განმარტავს.“[9]

როგორც გავიგეთ, ვედრების (დუ’ის) მსგავსი ღვთისმსახურებების შესრულება ალლაჰის გარდა სხვის მიმართ, შირქია. ამგვარი ქმედების ჩამდენი სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს მანამ, სანამ გულწრფელად არ მოინანიებს და ისლამს არ დაუბრუნდება.



[1] ჰაფიზ ალ-ჰაქემი, ა’ლამუ’ს-სუნნეთი’ლ-მენშურა: 41;

[2] სწავლულთა ერთხმიანი აზრი

[3] სულეიმან ბინ აბდულლაჰ, თეისირუ’ლ-აზიზი’ლ-ჰამიდ: 110;

[4] ისეთი ქმედებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ძალუძს

[5] თუნდაც, რომ ეს ვიღაც შუამავლებიდან ან ალლაჰთან დაახლოებული პიროვნებებიდან რომელიმე იყოს

[6] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფეთავა, 1/350-351;

[7] სახიხი ჰადისი. აბუ დავუდ 1479; თირმიზი 2969;

[8] სანანი, თათჰირუ’ლ-ითიყად: 66;

[9] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ, 97;