25 April 2023

10.2 მესამე პუნქტი - თაქფირის პირობები

 თაქფირი დასაშვები, რომ იყოს, ამისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი აუცილებელი პირობები. ამ პირობების გარეშე მუსლიმის მიმართ თაქფირის გამოტანა დასაშვები არ არის.

არგუმენტები, რომლებიც ქმედების ქუფრზე მიუთითებს, ყათ’ი უნდა იყოს

ქუფრი          სიტყვიერი იქნება, თუ ქმედითი მნიშვნელობა არ აქვს, მის შესახებ არგუმენტი უნდა იყოს „ყათ’ი“[1] და არა, „ზანნი“[2].

საკითხის შესახებ შეიხ შავქანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მორწმუნეს, რომელსაც სწამს ალლაჰის და ახირეთის დღის, არ შეეფერება აშკარა და მზესავით ნათელი არგუმენტების გარეშე რომელიმე ადამიანზე თქვას, რომ ისლამიდან გავიდა და ქუფრში შევიდა.“[3]

აშკარა და ღია უნდა იყოს ის, რომ მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება შეასრულა

ყოველგვარი ეჭვისა და ვარაუდის გარეშე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოქმედმა პირმა მართლაც შეასრულა ესა თუ ის ქუფრი ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაქფირი დასაშვები არ არის.

შეიხულ ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პიროვნების ისლამი/რწმენა ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ გაუქმდება, თუ ამავე პიროვნების ისლამი/რწმენა აშკარა და ცხადი იყო. ვინაიდან, როდესაც არგუმენტი მყარია და ეჭვი არსებობს, პიროვნების მუსლიმობა გაგრძელდება მანამ, სანამ ეჭვი არ გაქარწყლდება.“[4]

მოქმედი პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს

იგულისხმება ადამიანის გონებრიობა და ზრდასრულობა. ვინაიდან, გიჟები და ბავშვები შარიათულ ვალდებულებაზე პასუხისმგებლები არ არიან.

მოქმედმა პირმა ქმედების შესრულება უნდა განიზრახოს

მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება (სიტყვა ან საქმე) არა განზრახვით, არამედ შეცდომით, თუ შეასრულა, ქმედებაზე პასუხისმგებელი არ იქნება.

იმამ იბნ რაჯაბმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მავიწყარის და შეცდომის დამშვების ცოდვა ნაპატიებია, რადგან ცოდვა მიზნისა და განზრახვის შედეგია. მას, ვისაც დაავიწყდა და შეცდომა დაუშვა, ცოდვის შესრულების მიზანი და განზრახვა არ ჰქონია, რის გამოც, მათზე ცოდვა არ არის. თუმცა, რაც შეეხება მათი ჰუქმების საკითხს, ამ არგუმენტებს მსგავსი შინაარსი არ გააჩნიათ. ჰუქმის შენარჩუნება ან განულება სხვა დამატებით არგუმენტს მოითხოვს.“[5]

მოქმედა პირმა ქმედება საკუთარი ნებით უნდა შეასრულოს

მოქმედმა პირმა ქმედება საკუთარი ნებით და არა ძალდატანებით უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებელი არ იქნება.

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ძალდატანების ქვეშ მყოფმა ქუფრი, რომ თქვას, ქააფირი არ გახდება, რადგან ეს მისი ნების გარეშე განხორციელდა.“[6]

უნდა დამტკიცდეს, რომ მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება შეასრულა

მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ ქუფრი ქმედება ამა თუ იმ პიროვნებამ ჩაიდინა, ის უდანაშაულოდ ითვლება. დადასტურება ორნაირადაა შესაძლებელი:

პირველი: ამავე პიროვნების აღიარება.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავალი (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) სასჯელს მანამ არ აღასრულებდა, სანამ ქმედება აღიარებული არ იქნებოდა ან დადასტურებული, თუნდაც ეს ამბავი ვაჰით, საკუთარი ცოდნით ან სხვა პიროვნების თქმულებით ყოფილიყო.“[7]

მეორე: ორი მუსლიმი მამაკაცი (გონიერი, ზრდასრული და სამართლიანი), თუ დაადასტურებს პიროვნების მიერ შესრულებულ ქუფრს.

იმამ იბნ მუნზირმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სწავლულების საერთო აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ მუსლიმზე მურთადობის ჰუქმის გამოსატანად ორი მოწმის მოწმეობა მიღებულია...“[8]



[1] დალილი, არგუმენტი, რომელიც აშკარა და გასაგებია.

[2] დალილი, არგუმენტი, რომელსაც სჭირდება დამატებითი ახნსა-განმარტება.

[3] შავქანი, ას-საილუ’ლ-ჯარარ: 4/578;

[4] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 12/501;

[5] იბნ რაჯაბ, ჯამიუ’ლ-ულუმ ვა’ლ-ჰიქემ: 2/369;

[6] იბნ ყაიიმ, ილამუ’ლ-მუვაყყიინ: 3/56;

[7] იბნ თაიმიია, ას-სარიმუ’ლ-მასლულ: 362;

[8] იბნ მუნზირ, ქითაბუ’ლ-იჯმა: 123;

19 April 2023

10.1 მესამე პუნქტი - ყაიდის დეტალები

 ეს ყაიდა შეიცავს დეტალებს:

1.             ის, ვინც „ასლი“ ქააფირებს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება

ყადი იიადმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც ებრაელებს, ქრისტიანებს და მურთადებს თაქფირს არ გაუკეთებს ან დაყოვნდება ან ეჭვი შეეპარება, ქააფირი გახდება.“[1]

აქედან გამომდინარე, ვინც ებრაელებსა და ქრისტიანებს (აჰლი ქითაბს), ბუდისტებსა და ათეისტების მსგავს ქააფირებს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება.

2.             ვინც ყურანისა და სუნნეთის მიერ ქააფირად წოდებულს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება

იმამ ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევარს თაქფირს არ გამოუტანს ან მათ ურწმუნოებაში დაეჭვდება ან მათ გზასაც სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება, მიუხედავად იმისა, საკუთარ თავს მუსლიმანს და მორწმუნეს რომც უწოდებდეს.“[2]

აქედან გამომდინარე, ვინც ყურანისა და სუნნეთის მიხედვით ისლამში არ შესულს, ასევე ქააფირად გაცხადებულ ეშმაკს, ფარაონს, აბუ ლეჰებს, აბუ ჯაჰილს, დაჯჯალს და მსგავსებს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება.

3.             ვინც იჯმათი გაცხადებულ პიროვნებებს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება

აქედან გამომდინარე, ვინც „ვაჰდეთ-ი ვუჯუდ“-ის[3] მრწამსის მატარებლებს, რაფიზიტებსა[4] და ნუსაირიტების[5] მსგავს პიროვნებებს, ასევე, ისლამის კუთვნილ წეს-ჩვეულებების არაფრად მიმჩნევლებს, ტაღუთებსა და მათ მხარდამჭერებს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება.

4.             ვინც შარიათულ არგუმენტებზე დაყრდნობით გაცხადებულ ქააფირს თაქფირს არ გაუკეთებს, ქააფირი გახდება

იმამ იბნ აბდულბარრიმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ვააჯიბია შემდეგი რამ: ქააფირად ცნობა იმის, ვისზეც არსებობს იჯმა[6] ან ღია არგუმენტი ყურანისა და სუნნეთის, რომ ეს პიროვნება ქააფირია.“[7]

აქედან გამომდინარე, ვინც თაქფირს არ გაუკეთებს მას, რომელიც გარდაცვლილებს შესაწირს უძღვნის, ვინც ალლაჰის გარდა სხვას სთხოვს დახმარებას და ვინც ალლაჰის შარიათი გვერდით გადადო და სხვა კანონი გამოსცა, ქააფირი გახდება.

Ø   ყურადღება: მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

-                თაქფირს არ იმსახურებენ ისინი, რომლებისთვისაც სხვა პიროვნების ქუფრი ცნობილი არ არის. ვინაიდან, ეჭვი თვით ქუფრ ქმედებაში კი არა, არამედ ამა თუ იმ პიროვნების შესრულებულ ქმედებაშია.[8]

-                თაქფირი არ სრულდება იმ საკითხის მიმართ, რაზეც სწავლულთა შორის სხვადასხვა აზრია. მაგალითად, ერთი-ორი ნამაზის მიმტოვებლის ჰუქმის შესახებ საკითხი. თაქფირს არ იმსახურებს ის, ვინც ერთ-ორ ნამაზის მიმტოვებელს თაქფირს არ უკეთებს, რადგან ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არსებობს.



[1] ყადი იიად, აშ-შიფა: 2/603;

[2] ნავავი, რავზათუ’თ-თაალიბინ: 10/70;

[3] სუფისტური მიმდინარეობა, რომელთა მიხედვითაც მხოლოდ ალლაჰი არსებობს და სხვა დანარჩენი ფანტაზიაა. ანუ ყველაფერი დანარჩენი ალლაჰის ნაწილი-განსახიერებაა. ალლაჰს მივეკედლები მსგავსი მრწამსისგან.

[4] ებრაელთა მიმდინარეობა, რომლებმაც უარყვეს სუნნეთი და დაუკავშირდნენ ხალიფა ალის (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი).

[5] შიიტების მიმდინარეობა, რომლებიც ხალიფა ალის (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) აღმერთებენ.

[6] სწავლულთა საერთო აზრი

[7] იბნ აბდულბარ, ათ-თამჰიდ: 21/17;

[8] მაგალითად: პიროვნება „ა“ აღიარებს, რომ ალლაჰის გარდა სხვის მიმართ ვედრების აღვლენა ქუფრია. პიროვნება „ბ“ კი, ალლაჰის გარდა სხვას ევედრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშრიქია. თუმცა, პიროვნება „ა“-მ პიროვნება „ბ“-ის ამგვარი ქმედების შესახებ არ იცის. შესაბამისად, პიროვნება „ა“-სთვის პიროვნება „ბ“ ჯერ კიდევ მუსლიმია. აქვე შეიძლება გამოჩნდეს პიროვნება „გ“, რომლისთვისაც პიროვნება „ბ“-ს შირქი ცნობილია და შესაბამისად, მისთვის პიროვნება „ბ“ მუშრიქია. ვინაიდან, პიროვნება „ა“-მ არ იცის პიროვნება „ბ“-ის მიერ შესრულებული შირქი და შესაბამისად თაქფირს არ უკეთებს, ამავე დროს პიროვნება „გ“-მ თაქფირი არ უნდა გაუკეთოს პიროვნება „ა“-ს, რადგან ამ უკანასკნელმა იცის რომ, ალლაჰის გარდა სხვაზე აღვლენილი ვედრება შირქია, თუმცა პიროვნება „ბ“-ის მიერ შესრულებული ქმედება არ იცის.

12 April 2023

10.0 მესამე პუნქტი - ის, ვინც მუშრიქებს ურწმუნოდ არ შერაცხავს ან მათ ურწმუნოებაში ეჭვს შეიტანს ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება

 ·               ის, ვინც მუშრიქებს ურწმუნოდ არ შერაცხავს  ან მათ ურწმუნოებაში ეჭვს შეიტანს ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება.

პიროვნების მიერ მუშრიქის ურწმუნოდ არ ცნობა

ამ საკითხთან დაკავშირებით აჰლი სუნნათში იჯმაა (საერთო აზრია). შეიხ ვალიდ ბინ რაშიდ ას-სუეიდან-მა თქვა: „სწავლულების საერთო აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ქააფირია ის, ვინც ქააფირებსა და მუშრიქებს თაქფირს არ გაუკეთებს, მათ ქუფრში ეჭვი შეეპარება ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს.“[1]

მუშრიქის ურწმუნოდ არ ცნობა ქუფრია

მუშრიქზე თაქფირის არ შესრულება ან მათ ქუფრში ეჭვის შეტანა, ქუფრია. აქედან გამომდინარე, ქააფირი გახდება ის, ვინც ისეთი პიროვნების მიმართ თაქფირს არ შეასრულებს, რომლის ქუფრიც აშკარა და მტკიცეა. მიზეზი, რის გამოც ქააფირი გახდება შემდეგია: არ იღებს იმ ჰუქმსა და სახელს, რაც შარიათული კანონებითაა გამყარებული. ანუ, უარყოფს ყურანის, სუნნეთისა და იჯმას იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუფრისა და ქააფირობის შესახებ მიგვითითებს. მუსლიმთა შორის ყველაზე მცირე ცოდნის მფლობელმაც კი იცის, რომ ყურანისა და სუნნეთის მიერ გამოტანილი ჰუქმისა და წოდებული სახელის მიღება-დამოწმება იმანი, ხოლო უარყოფა ქუფრია.

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ალ-ანქებუთ 29/47... არავინ უარყოფს ჩვენს აიათებს ურწმუნოთა გარდა.“

„სურა ალ-ანქებუთ 29/68. და ვინ არის მასზე უსამართლო, ვინც თხზავდა სიცრუეებს ალლაჰზე, ანდა ცრუდ რაცხავდა ჭეშმარიტებას როცა განეცხადა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სამყოფელი?!

ყადი იიადმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ყადი აბუ ბაქრმა თქვა: ‘ვინც ქააფირების თაქფირის საკითხში შეყოვნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უარყო არგუმენტი[2] ან ეჭვი შეიტანა მასში. ხოლო, მათი (ყურანისა და სუნნეთის) ცრუდ შერაცხვა ან მათ მიმართ ეჭვი მხოლოდ ქააფირის ქმედებაა.“[3]

იმამ აბუ ჰანიფას ჰკითხეს: „რა იქნება იმ ადამიანის ჰუქმი, რომელმაც თქვა: ‘მე ქააფირს ქააფირად არ ვცნობ.’ იმამმა უპასუხა: ‘ამ ქააფირის მსგავსია.’“[4]

იმამ ბეიჰაყი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) სელემე ბინ შებიბისგან გადმოსცემს: „ვინც ქააფირს ქააფირს არ უწოდებს, ქააფირი გახდება.“[5]

აქედან გამომდინარე, ის, ვინც ყურანითა და სუნნეთით გაცხადებულ ქააფირს ან მუშრიქს თაქფირს არ გამოუტანს, იმის გამო, რომ ყურანისა და სუნნეთის უარმყოფელად ჩაითვლება, იჯმათი ქააფირი გახდება. ეს ჰუქმი მზესავით ნათელია. ამ ღვთაებრივ ჰუქმში შედიან ისინიც, რომლებსაც ქრისტიანებზე, ებრაელებზე, ტაღუთებზე და მათ მხარდამჭერებზე თაქფირი არ გამოაქვთ, მაშინ, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილთა ქუფრი არგუმენტების მიხედვით, აშკარა და ცხადია.



[1] ვალიდ ბინ რაშიდ, ალ-იჯმაუ’ლ-აყდი: 54. (374. ნაწილი)

[2] ნასს - წყარო რელიგიისა: ყურანი და სუნნეთი

[3] ყადი იიად, აშ-შიფა: 2/280-281;

[4] ფიყჰუ’ლ-ებსათ: 40;

[5] ფიყჰუ’ლ-ებსათ: 42;

05 April 2023

9.0 მეორე პუნქტი - პიროვნების მიერ ალლაჰსა და მის შორის შუამდგომლის დაყენება

 ·               ის, ვინც ალლაჰსა და მის შორის შუამავლებს (შუამდგომლებს) დაიყენებს, მათ შეევედრება, მათგან შუამდგომლობას მოითხოვს ან მათ მიენდობა, იჯმათი[1]  ქააფირი გახდება.

პიროვნების მიერ ალლაჰსა და მის შორის შუამდგომლის დაყენება

უეჭველად, პიროვნების მიერ მასსა და ალლაჰს შორის შუამდგომლის დაყენება, მათზე ვედრება, მათგან შუამდგომლობის მოთხოვნა და მათზე მინდობა ქუფრია.[2]

აჰლი სუნნეთს სწავლულთა შორის ამ საკითხისადმი იჯმაა. შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თეიმიია (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც ანგელოზებსა და მოციქულებს ვედრების სუბიექტად დაიყენებს, მათ მიენდობა, სარგებლის მოტანასა და ზიანის თავიდან აცილებას მათგან თუ ისურვებს... მაგ, ცოდვების მიტევება, ჰიდაეთი (ჭეშმარიტ გზაზე დაყენება), სიძნელეების გადალახვას და საჭიროებების შესრულებას მათგან თუ მოისურვებს, მუსლიმების ერთხმიანი აზრით ქააფირი გახდება.“[3]

შუამდგომლის დაყენების მნიშვნელობა

შუამდგომლის დაყენებაში იგულისხმება: მინდობა, დახმარების მოლოდინი და შუამდგომლობის მოთხოვნა ისეთი პიროვნებისგან, რომელიც სხვა პიროვნების შეხედულებით, ის ალლაჰის წინაშე ღირებული და დაფასებულია, ან რაღაცის ალლაჰსა და მის შორის დადგენა.

ამგვარი ქმედებებით სრულდება შემდეგი:

1)      უზენაესი ალლაჰის მიმსგავსება ადამიანებზე.

2)      სხვის მიმართ ისეთი რამის მოთხოვნა ხორციელდება, რომლის შესრულებაც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს შეუძლია.

3)      მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კუთვნილი თვისების სხვაზე მიკუთვნება.

4)      ვიღაცის ალლაჰის წინაშე ამაღლება და ძალაუფლების მქონედ მიჩნევა.

შუამდგომლის დაყენება არ  არის საჭირო

ალლაჰი ერთადერთი ჭეშმარიტი ბატონი და ღვთაებაა. მხოლოდ და მხოლოდ ის არის, ვისთანაც ბრუნდება ყოველი საქმე. ყოველი ქმნილების შემქმნელი, მაცხოვრებელი და მმართველი ალლაჰია. ქმნილებათა ყოველი მდგომარეობა იცის, ხედავს და ესმის. თავისი ცოდნით, ძალაუფლებით, სმენით, მმართველობით და სხვა მსგავსი ‘რუბუბიეთ’ თვისებებით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველას მოიცავს.

სურა ჰადიდ 57/1. ადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და იგია ძლევამოსილი, ბრძენი.

2. მისია მეუფება ცათა და ქვეყნისა, აცოცხლებს და აკვდინებს და იგი, ჭეშმარიტად, ყოვლისშემძლეა.

3. იგია პირველი და უკანასკნელი, გარსი და არსი (ზაჰირი და ბატნი). და იგი ჭეშმარიტად, ყოვლისმცოდნეა.

4. იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა 'არშზე, იცის, რაც შედის მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც გარდმოედინება ზეციდან და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც უნდა იყოთ და ხედავს, რასაც აკეთებთ.

5. მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა და სწორედ მის წიაღ დაბრუნდებიან საქმენი.

6. ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და იგი გულისთქმათა მცოდნეა.“

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „უნდა ვიცოდეთ, რომ არც შუამავალს და არც წინა შუამავლებს არ უთქვამთ, რომ შევევედროთ ანგელოზებს, შუამავლებს ან მორწმუნეებს... არც ის, რომ მათგან შუამავლობა უნდა მოვითხოვოთ... არცერთ მათგანს არ უთქვამს: ‘ჰეი ანგელოზებო! ალლაჰის წინაშე მიშუამდგომლეთ, ალლაჰს სთხოვეთ, რომ დამეხმაროს, სარჩო მომცეს ან ჭეშმარიტ გზაზე დამაყენოს.’ ასევე, არცერთ მათგანს არ უთხოვია გარდაცვლილი შუამავლებისგან ან მორწმუნეებისგან: ‘ჰეი ალლაჰის შუამავალო! ჩემთვის ალლაჰს შეევედრე, ალლაჰს ჩემთვის პატიება სთხოვე, ცოდვები მაპატიოს, ჭეშმარიტ გზაზე დამაყენოს, დამეხმაროს ან ჯანმრთელობა მომცეს.’...

ისლამში ამგვარი რამ შუამავალს, რომ არ უბრძანებია აშკარა და იჯმათი ცნობილია. არც საჰაბეები მოქცეულან ასე და არც მათი მიმდევრები.

ანგელოზებზე ან გარდაცვალების შემდეგ, შუამავლებზე ან მორწმუნეებზე მსგავსი ფორმით მიმართვა არსებულ შირქთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.“[4]

ადამიანებს არ სჭირდებათ შუამდგომელი იმისთვის, რომ ალლაჰს ხმა მიაწვდინონ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლად მცოდნე, ყოვლად მხედველი და ყოვლად გამგონია. იგი ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორს დგას.

შუამდგომლის დაყენება შირქია

მათ, რომლებსაც ალლაჰთან დასაკავშირებლად შუამდგომლები სჭირდებათ, ჰგონიათ, რომ ალლაჰი უსუსურია და იგი ჰგავს მმართველებს, რომლებთან დაკავშირებაც შუამდგომლების გარეშე შეუძლებელია. ამგვარი ფიქრების გამო, მექქელი მუშრიქებიც ალლაჰთან დასაახლოებლად კერპებს იყენებდნენ და მათ ევედრებოდნენ. ყოველივე ამის გამო, ალლაჰმა ისინი მატყუარებად და ქააფირებად მოიხსენია. იგი ყურანში ბრძანებს:

„სურა ზუმერ 39/3. ჭეშმარიტად, ხალასი რწმენა ალლაჰისაა! ისინი კი, რომელთაც აიყვანეს მის გარდა მფარველები, (ამბობენ): არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვაახლოონ ალლაჰთან სიახლოვითო. ჭეშმარიტად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვინც მატყუარა და ქააფირია.“

შუამდგომლის დამყენებლები თავიანთი პირით აღიარებენ, რომ ალლაჰთან დაახლოების მიზნით შუამდგომლებს იდგენენ და მათ ემსახურებიან. მათ მიმართ ღვთისმსახურებას კი, ვედრებისა და დახმარების თხოვნით, მათგან შუამდგომლობის მოთხოვნითა და მინდობით ასრულებენ. უეჭველად, ჩამოთვლილი ღვთისმსახურებებიდან რომელიმეს შემსრულებელი ალლაჰის გარდა სხვის მიმართ, იჯმათი მუშრიქია. როგორც ალლაჰი ამბობს, იგი მატყუარა და ქააფირია.

„სურა ალ-ისრა 17/ 57. ისინი, რომლებიც უხმობენ (სხვას), ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან. იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია.“

ეს აიათი ზოგადია და მოიცავს ყველას და ყველაფერ მას, ვისაც ალლაჰის გარდა მიმართავენ და ევედრებიან. აიათის საშუალებით ალლაჰი გვაფრთხილებს, რომ მის გარდა სხვას არ შევევედროთ. ვინაიდან, მათ არ აქვთ არც სარგებლის მოცემის და არც ზიანის მოყენების შესაძლებლობა.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის გარდა სხვაზე რაღაცის შევედრება შირქია. ამგვარი ქმედება ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის წინააღმდეგ მოდის და თავჰიდს არღვევს. ვინაიდან, ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’- ი ამგვარ ცრუ ქმედებას, ანუ შირქს უარყოფს. ალლაჰის გარდა სხვაზე შევედრება გულისხმობს, რომ ის, ვიღაც ან რაღაც ღვთაებაა. აიათშიც ნათლადაა გამოხატული, რომ მას, ვისაც ევედრებიან, არც ზიანის და არც სარგებლის მოტანა არ შეუძლია, რადგან მთხოვნელიც უსუსურია და ის, ვისაც სთხოვენ. მდგომარეობა იგივე რჩება მაშინაც კი, თუ ვედრების სუბიექტი შუამავალი ან ანგელოზია...“[5]

სხვა აიათში ალლაჰი ბრძანებს:

„სურა აჰყაფ 46/5. და ვინ არის მასზე უფრო გზააბნეული, ვინც მოუხმობს ალლაჰის მაგივრად იმას, რომელიც ვერ შეისმენს მას აღდგომის დღემდე. და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ.

6. და როცა შეიკრიბება ხალხი, იქნებიან მათი მტრები და იქნებიან მათი თაყვანისცემის უარმყოფნი.“

შეიხუ’ლ ისლამ იბნ თაიმიიას (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ჰკითხეს ადამიანის შესახებ, რომელმაც თქვა: „ჩვენსა და ალლაჰს შორის შუამავლის არ არსებობა გარდაუვალია. მის გარეშე ალლაჰს ვერ დავუკავშირდებით.“ შეიხმა ამ სიტყვების ავტორის შესახებ თქვა: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის. ეს სიტყვები სწორია, თუ გულისხმობს იმას, რომ ალლაჰის ბრძანებების ჩვენამდე მოსაღწევად შუამავალია საჭირო. ვინაიდან, ალლაჰი თავის ბრძანებებსა და აკრძალვებს შუამავლების საშუალებით გვამცნობს. თუმცა, ამ სიტყვებში თუ იგულისხმება სარგებლის მოტანისა და ზიანის თავიდან აცილებისთვის, სარჩოს ბოძებისთვის და ჭეშმარიტ გზაზე დაყენებისთვის შუამავლის (შუამდგომლის) არსებობა, მაშინ ეს დიდი შირქია და ალლაჰისთვის მსგავსი პიროვნება მუშრიქია, რადგან მათ ალლაჰის გარდა სხვა მეგობარი და შუამდგომელი დაიყენეს...“[6]

როგორც გავიგეთ, ადამიანის მიერ მასსა და ალლაჰს შორის შუამდგომლის დადგენა, მასზე მინდობა და შუამდგომლობის მოთხოვნა, ისლამიდან გამყვანი დიდი ქუფრია.[7]



[1] სწავლულთა საერთო შეხედულებით

[2] როგორც ცნობილია, შუამდგომლობა ორი სახისაა: „მუსბეთ“ (ალლაჰის ნებით მიცემული შუამდგომლობის მოთხოვნის უფლების მქონე პიროვნების მიერ შუამდგომლობის მოთხოვნა მასზე, ვისზეც ალლაჰი კმაყოფლია) და „მენფი“ (შუამდგომლობის მოთხოვნის ისეთი ფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ძალუძს). ჩვენ ვსაუბრობთ „მენფი“-ს შესახებ, რომელიც ქუფრია.

[3] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფეთავა: 1/124;

[4] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 1/123;

[5] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ: 97;

[6] იბნ თაიმია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 1/121;

[7] თვითონ ქმედება თავისი შინაარსით შირქია, თუმცა ყოველი შირქი ქუფრიცაა. ვინაიდან, შირქის შედეგი ურწმუნოებაა.