25 April 2023

10.2 მესამე პუნქტი - თაქფირის პირობები

 თაქფირი დასაშვები, რომ იყოს, ამისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი აუცილებელი პირობები. ამ პირობების გარეშე მუსლიმის მიმართ თაქფირის გამოტანა დასაშვები არ არის.

არგუმენტები, რომლებიც ქმედების ქუფრზე მიუთითებს, ყათ’ი უნდა იყოს

ქუფრი          სიტყვიერი იქნება, თუ ქმედითი მნიშვნელობა არ აქვს, მის შესახებ არგუმენტი უნდა იყოს „ყათ’ი“[1] და არა, „ზანნი“[2].

საკითხის შესახებ შეიხ შავქანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მორწმუნეს, რომელსაც სწამს ალლაჰის და ახირეთის დღის, არ შეეფერება აშკარა და მზესავით ნათელი არგუმენტების გარეშე რომელიმე ადამიანზე თქვას, რომ ისლამიდან გავიდა და ქუფრში შევიდა.“[3]

აშკარა და ღია უნდა იყოს ის, რომ მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება შეასრულა

ყოველგვარი ეჭვისა და ვარაუდის გარეშე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოქმედმა პირმა მართლაც შეასრულა ესა თუ ის ქუფრი ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაქფირი დასაშვები არ არის.

შეიხულ ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პიროვნების ისლამი/რწმენა ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ გაუქმდება, თუ ამავე პიროვნების ისლამი/რწმენა აშკარა და ცხადი იყო. ვინაიდან, როდესაც არგუმენტი მყარია და ეჭვი არსებობს, პიროვნების მუსლიმობა გაგრძელდება მანამ, სანამ ეჭვი არ გაქარწყლდება.“[4]

მოქმედი პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს

იგულისხმება ადამიანის გონებრიობა და ზრდასრულობა. ვინაიდან, გიჟები და ბავშვები შარიათულ ვალდებულებაზე პასუხისმგებლები არ არიან.

მოქმედმა პირმა ქმედების შესრულება უნდა განიზრახოს

მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება (სიტყვა ან საქმე) არა განზრახვით, არამედ შეცდომით, თუ შეასრულა, ქმედებაზე პასუხისმგებელი არ იქნება.

იმამ იბნ რაჯაბმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მავიწყარის და შეცდომის დამშვების ცოდვა ნაპატიებია, რადგან ცოდვა მიზნისა და განზრახვის შედეგია. მას, ვისაც დაავიწყდა და შეცდომა დაუშვა, ცოდვის შესრულების მიზანი და განზრახვა არ ჰქონია, რის გამოც, მათზე ცოდვა არ არის. თუმცა, რაც შეეხება მათი ჰუქმების საკითხს, ამ არგუმენტებს მსგავსი შინაარსი არ გააჩნიათ. ჰუქმის შენარჩუნება ან განულება სხვა დამატებით არგუმენტს მოითხოვს.“[5]

მოქმედა პირმა ქმედება საკუთარი ნებით უნდა შეასრულოს

მოქმედმა პირმა ქმედება საკუთარი ნებით და არა ძალდატანებით უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებელი არ იქნება.

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ძალდატანების ქვეშ მყოფმა ქუფრი, რომ თქვას, ქააფირი არ გახდება, რადგან ეს მისი ნების გარეშე განხორციელდა.“[6]

უნდა დამტკიცდეს, რომ მოქმედმა პირმა ქუფრი ქმედება შეასრულა

მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ ქუფრი ქმედება ამა თუ იმ პიროვნებამ ჩაიდინა, ის უდანაშაულოდ ითვლება. დადასტურება ორნაირადაა შესაძლებელი:

პირველი: ამავე პიროვნების აღიარება.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავალი (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) სასჯელს მანამ არ აღასრულებდა, სანამ ქმედება აღიარებული არ იქნებოდა ან დადასტურებული, თუნდაც ეს ამბავი ვაჰით, საკუთარი ცოდნით ან სხვა პიროვნების თქმულებით ყოფილიყო.“[7]

მეორე: ორი მუსლიმი მამაკაცი (გონიერი, ზრდასრული და სამართლიანი), თუ დაადასტურებს პიროვნების მიერ შესრულებულ ქუფრს.

იმამ იბნ მუნზირმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სწავლულების საერთო აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ მუსლიმზე მურთადობის ჰუქმის გამოსატანად ორი მოწმის მოწმეობა მიღებულია...“[8]



[1] დალილი, არგუმენტი, რომელიც აშკარა და გასაგებია.

[2] დალილი, არგუმენტი, რომელსაც სჭირდება დამატებითი ახნსა-განმარტება.

[3] შავქანი, ას-საილუ’ლ-ჯარარ: 4/578;

[4] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 12/501;

[5] იბნ რაჯაბ, ჯამიუ’ლ-ულუმ ვა’ლ-ჰიქემ: 2/369;

[6] იბნ ყაიიმ, ილამუ’ლ-მუვაყყიინ: 3/56;

[7] იბნ თაიმიია, ას-სარიმუ’ლ-მასლულ: 362;

[8] იბნ მუნზირ, ქითაბუ’ლ-იჯმა: 123;