29 June 2019

1. ნამაზის არასწორი შემსრულებლის შესახებ ჰადისი

„აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მესჯიდში შევიდა, რის შემდეგაც მესჯიდში სხვა პიროვნებაც შევიდა. ჯერ ნამაზი შეასრულა, შემდეგ კი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სალამი მისცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მის სალამს უპასუხა და უთხრა: ‘უკან დაბრუნდი და ნამაზი შეასრულე, რადგან შენ ნამაზი არ შეგისრულებია.’ ის დაბრუნდა და ნამაზი იგივე ფორმით შეასრულა, რის შემდეგაც ისევ შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და სალამი მისცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა: ‘უკან დაბრუნდი და ნამაზი შეასრულე, რადგან შენ ნამაზი არ შეგისრულებია.’ ეს პროცესი სამჯერ განმეორდა. ბოლოს კი, ადამიანმა უთხრა: ‘ვფიცავ მას, ვინც შენ ჭეშმარიტებით გამოგგზავნა. ამის გარდა სხვა ფორმით ნამაზის შესრულება არ ვიცი. მასწავლე ის.’ ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ნამაზისთვის დადგომისას თაქბირი შეასრულე.[1] შემდეგ ყურანიდან წაიკითხე ის, რაც იცი. შემდეგ შეასრულე რუქუღი[2] მანამ, სანამ ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს. შემდეგ თავი წამოსწიე მანამ, სანამ ზომიერად არ დადგები. შემდეგ სეჯდე[3] შეასრულე მანამ, სანამ მთელი ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს. შემდეგ თავი ასწიე და გაჩერდი მანამ, სანამ მთელი ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს და ამ ფორმით სრული ნამაზი შეასრულე.’“[4]
მუსლიმის გადმოცემაში კი შემდეგნაირადაა: „ნამაზის შესასრულებლად როდესაც წამოდგები აბდესი[5] კარგად აიღე, შემდეგ კი ყიბლისკენ[6] მიტრიალდი და თაქბირი შეასრულე.“[7]




[1] თაქბირი არის: ალლაჰუ აქბარ (დიდება ალლაჰს).
[2] რუქუღი: ნამაზის შესრულების დროს წელში მოხრა.
[3] სეჯდე: ქედის მოხრა. სეჯდის დროს შუბლი, ცხვირი, ორივე ხელის თითები, ორივე მუხლი და ორივე ფეხის თითები მიწას უნდა ეხებოდეს.
[4] ბუხარი, 1/184.
[5] აბდესი: მცირე განბანვა და ნამაზის შესრულებისთვის ერთ-ერთი პირობაა.
[6] ყიბლე: მუსლიმებისთვის ყიბლე არის ‘ქააბა’, რომელიც ქალაქ მექქაში მდებარეობს.
[7] მუსლიმ, 1/298, ჰადისის : 397.

14 June 2019

21. ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი ან მის ქუფრში ეჭვის შემტანი ქააფირი გახდება


ეს წესი თაქფირის დოგმებიდან საბოლოოა.[1] წინა ნაწილში განვმარტეთ თუ რაოდენ საშიშია შარიათული არგუმენტების გარეშე მუსლიმანზე თაქფირის გამოტანა. ამ თავში კი განვმარტავთ საშიშროებას, რომელიც აშკარად ქუფრში მყოფ პიროვნებაზე თაქფირის არ გაკეთება იწვევს.
როგორც ცნობილია, ჩვენი რელიგია გვიბრძანებს, რომ ყველაფერს მისი ადგილი მივუჩინოთ. ისლამში რაღაცის იმ ადგილას მოთავსებას, სადაც მისი ადგილი არ არის „ზულუმი“[2] ეწოდება, რაც ალლაჰის მხრიდან მოუწონარი ქმედებაა. ალლაჰმა რომელიმე პიროვნებას მუსლიმანი თუ უწოდა, ხოლო ჩვენ ამ პიროვნებას სხვა სახელს თუ დავარქმევთ, მაშინ ეს ზულუმი იქნება. ასევე, ალლაჰმა რომელიმე პიროვნებას ურწმუნო თუ უწოდა, ხოლო ჩვენ მას სხვა სახელს თუ დავარქმევთ, მაშინ ესეც ზულუმი იქნება. აქედან გამომდინარე, ქმნილებები ისევე უნდა დავახასიათოდ, როგორც ალლაჰმა დაახასიათა. ყოველ ქმნილებას ის სახელი უნდა მივანიჭოთ, რაც მათ ეკუთვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მათ, ასევე საკუთარ თავებსაც უსამართლოდ მოვექცევით.
„ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი ან მის ქუფრში ეჭვის შემტანი ქააფირი გახდება“ - ეს დოგმა შარიათული არგუმენტების საფუძველზეა ჩამოყალიბებული. ახლა კი, მის ახსნა-განმარტებას შევუდგეთ.
1)      უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „109/1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო!“
ალლაჰმა თავის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა, რომ ქააფირებისთვის მიემართა, როგორც ურწმუნოები. აიათის მოვლენის მიზეზს თუ დავაკვირდებით ეს სიტყვები მექქელ მუშრიქებს ეკუთვნით. მიუხედავად ამისა, ალლაჰს შუამავლისთვის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ უბრძანებია: „უთხარი: ჰეი ყურეიშელებო!“ ან „უთხარი: ჰეი, მექქელებო!“ პირიქით, ალლაჰმა ბრძანა, რომ იმ სახელით მიემართა მათთვის, რასაც იმსახურებდნენ. როგორც ისლამის შესწავლის მეთოდოლოგიაშია ცნობილი, საწინააღმდეგო ნიშნის/კრიტერიუმების არ არსებობის შემთხვევაში ბრძანებები ფარძობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში კი საწინააღმდეგო ნიშანი არ არის, რის გამოც შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათზე ამ ფორმით მიმართვა სავალდებულო გახდა.
ასევე, როგორც ისლამის შესწავლის მეთოდოლოგიაშია ცნობილი, განსაზღვრის შესახებ რამე ნიშანი თუ არ არის, მაშინ შუამავლისადმი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიმართვა ამავე დროს ყოველ მუსლიმზეც ვრცელდება ანუ შუამავალი რითიცაა პასუხისმგებელი ასევეა მუსლიმანებიც. გამონაკლისია ის მდგომარეობები, რომელიც მხოლოდ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეხება. მოცემულ აიათში დაკონკრეტებული არაფერი არ არის, რის გამოც მასში არსებული მიმართვა უმმეთსაც[3] ეხება. აიათში არაბულად მოცემული სიტყვა „ყულ“ ნიშნავს: უთხარი, აცნობე, განაცხადე, გამოაცხადე. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეს ბრძანება შეასრულა და მექქელ მუშრიქებს ამგვარად მიმართა.
თუ გაიხსენებთ, ამ წიგნის დასაწყისში უტბა ბინ რაბიას და შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შორის საუბარი გადმოვეცით. ამბავი შემდეგია:
უტბა ბინ რაბია შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და უთხრა: „ჰეი ძმიშვილო! როგორც იცი შენ ჩვენს შორის დაფასებული პიროვნება ხარ. თუმცა ხალხთან ისეთი რამ მოიტანე, რითაც მათი ერთობა დაასუსტე, მათ გონებას უჭკუო უწოდე, მათი ღვთაებები და რელიგია უარყავი და მათ მამებს თაქფირი გამოუტანე. ახლა კი მომისმინე: რაღაცას შემოგთავაზებ...“[4]
ასევე, გადმოვეცით აბუ ბაქრისა და შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საუბარი, რა დროსაც აბუ ბაქრი მუსლიმანი ჯერ კიდევ არ იყო. იბნ-ი ისჰაყის გადმოცემის მიხედვით, ამბავი შემდეგნაირია:
„აბუ ბაქრი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შეხვდება და ეტყვის: ‘ჰეი მუჰამმედ! მართალია ის, რომ ჩვენი ღვთაებები უარყავი, უგუნურობაში დაგვდე ბრალი და ჩვენს მამებს თაქფირი გამოუტანე?’ შუამავალიც (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეტყვის, რომ ეს სიმართლეა...“[5]
ამ და სხვა მსგავსი გადმოცემების მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქადაქების დროს ყოველგვარი შემსუბუქების გარეშე, როგორც მექქელ დიდგვაროვნებს, ასევე სხვებსაც აშკარად თაქფირი გამოუტანა. იმ დონეზე იყო შუამავლის მათდამი თაქფირი, რომ ეს მოვლენა ხალხში მალევე გავრცელდა. მექქელი დიდგვაროვნები შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ღირსეულ პიროვნებად მიიჩნევდნენ, რის გამოც მის ამგვარ საქციელს ვერ ამართლებდნენ და ცდილობდნენ, რომ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დაწყებული საქმე მიეტოვებინა.
დღესდღეობით ზოგიერთი პიროვნება გაიძახის, რომ ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სხვა ადამიანისთვის ურწმუნო არ უწოდებია. ამ ეჭვის საპასუხოდ მკითხველს ვუტოვებთ სურა ქააფირუნს და ასევე იმ საკითხებს, რომლის ახსნა-განმარტებასაც გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ წაკითხვის დროს მკითხველი კეთილსინდისიერებას გამოიჩენს.
2)      უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „60/4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან[6] და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას!“
ჩვენს წინ არის „სამაგალითო შუამავალი“, რომელმაც საკუთარ საზოგადოებას თავიანთი ურწმუნოების გამო თაქფირი გამოუტანა. როგორც იბრაჰიმ (‘ალეისალამ) შუამავალმა, ასევე მის გვერდით მყოფმა მუსლიმანებმა ურწმუნო საზოგადოებას დამსახურებულად თაქფირი გამოუტანეს, რის გამოც „სამაგალითოდ“ გვევლინებიან.
რწმენის საჭიროება მოითხოვს ისეთ პიროვნებაზე თაქფირის გამოტანას, რომლის ქუფრიც აშკარაა. ის, ვინც აშკარა ქუფრის მატარებელი პიროვნების თაქფირს დააყოვნებს, რომლის შესახებაც არავითარი ეჭვები ან იხთილაფი არ არის, ნიშნავს იმას, რომ მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია თუ რწმენა მისგან რას ითხოვს. რწმენა მოითხოვს, რომ ყოველ ქმნილებას მიეცეს ის ჰუქმი[7], რა ჰუქმსაც იმსახურებს.
მანამ, სანამ საკითხის დეტალურად ახსნა-განმარტებას შევუდგებოდეთ, გვინდა, რომ მცირე შეხსენება გავაკეთოთ: ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ქააფირზე თაქფირის გამოტანა საჭიროა, არ ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანებს სახეში მუდამ ქააფირი ვეძახოთ, როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენ და ფიქრობენ. მსგავსი რამ მხოლოდ იბრაჰიმ (‘ალეისალამ) შუამავლის მაგალითის მსგავსად გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. ამ სიტყვით რისი თქმაც გვინდა არის ის, რომ ქააფირი ადამიანების წინაშე მათი მდგომარეობის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. მაგალითად: ნამაზის შესრულების დროს მათ უკან ნამაზს არ შევასრულებთ. გასათხოვარ გოგოს ქააფირზე არ დავაქორწინებთ. როდესაც გარდაიცვლებიან ჯანაზა ნამაზს არ შევასრულებთ და ა.შ. ანუ რასაც მუსლიმანების წინაშე ვასრულებთ მათ წინაშე აღარ შევასრულებთ. ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია, რის გამოც ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

მიზეზი, რის გამოც ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი ქააფირია

ქააფირზე თაქფირის არ გაკეთება ქუფრია. საიდ ჰავა ამბობს: „ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი და მის ქუფრში ეჭვის შემტანი ქააფირი გახდება.“[8]
ყადი იაზი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ებრაელებს, ქრისტიანებს და რწმენიდან დაბრუნებულებს (მურთადებს) თაქფირს არ გამოუტანს, დააყოვნებს ან დაეჭვდება ქააფირი გახდება.“[9]
ცოტახნის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით სწავლულების შეხედულებებს გადმოვცემთ. ზემოთ მოყვანილი ორი ალიმის მიხედვით, ის, ვინც აშკარა ქააფირს თაქფირს არ გამოუტანს ან მის ქააფირობაში დაეჭვდება, მათ მსგავსად ქააფირი გახდება. მისი ქააფირობის მიზეზი კი შემდეგია: აშკარა ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელმა პიროვნებამ ქმნილებებს ის სახელ-თვისებები მიანიჭა, რასაც არ იმსახურებენ. ასევე, ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმისგან განსხვავებული ჰუქმი გასცა. ალლაჰმა და მის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვინმეს ქააფირი თუ უწოდა, ეს პიროვნება ქააფირის შესახებ განსხვავებულს აცხადებს და ამგვარად ალლაჰსა და მისი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიცრუეში ადანაშაულებს, რაც თავისთავად ქუფრია.
აბდულმუნ’იმი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „მიზეზი, რის გამოც ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი ქააფირია არის ის, რომ მან ქმნილებებს არ მიანიჭა ის სახელ-თვისება, რაც შარიათმა არგუნა და ასევე ის, რომ მან ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმის საწინააღმდეგო ჰუქმი გასცა. ამგვარად: მსგავსმა პიროვნებამ ქუფრი და შირქი რწმენად მიიღო, ხოლო ქააფირი და მუშრიქი მუსლიმანად, რომელთანაც მეგობრობა ვააჯიბია, მაშინ როცა ქააფირისა და მუშრიქის წინააღმდეგ მტრობა აუცილებელია. ყოველივე ეს კი ალლაჰის ჰუქმის მიტოვებას და ალლაჰის ბრძანებების სიცრუედ გამოცხადებას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, პიროვნებამ მისი ქმედება უარფოფაში რომც არ ჩათვალოს. მსგავსი რამ კი უეჭველად აშკარა ქუფრი და უარყოფაა.“[10]
ალლაჰის მიერ ურწმუნოდ გამოცხადებულ ქმნილებაზე თაქფირის არ გაკეთება ალლაჰის უარყოფაზე მიუთითებს. მაგალითად: ვიღაცა თუ იტყვის, რომ ფარაონს თაქფირს ვერ გამოუტანს, მაშინ ის ავტომატურად უარყოფს იმ აიათებს, რომლებიც ფარაონის ქააფირობის შესახებაა მოვლენილი. ამგვარად, დღესდღეობით ზოგიერთებსს ისეთ პიროვნებებზე არ გამოაქვთ თაქფირი, რომლებიც ფარაონის მსგავსად ქუფრის წინამძღოლები არიან, რის გამოც ალლაჰის წიგნში არსებულ რამდენიმე მტკიცებულებას უარყოფენ. მათ ეს რომც არ აღიარონ, მათი მსგავსი საქციელი უარყოფის გარდა სხვა არაფერია.

ამ დოგმის ჭეშმარიტების შესახებ სწავლულების მიერ ნათქვამი სიტყვები

ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება თუ ამ დოგმის შესახებ ზოგიერთი სწავლულის შეხედულებებს გადმოვცემთ. იმისათვის, რომ ეჭვის მქონე პირთათვის ეჭვი გაქარწყლებული იყოს.
გამოკვლევების შედეგად 42 სხვადასხვა მწერლის წიგნებში ამ დოგმის შესახებ ინფორმაცია ვიხილეთ. ახლა კი ზოგიერთი სწავლულის შეხედულებების გადმოცემით, საკითხის ახსნა-განმარტება გავაგრძელოთ.
ყადი იაზი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ებრაელებს, ქრისტიანებს და მურთადებს თაქფირს არ გამოუტანს ან მათ ურწმუნოებაში დაეჭვდება, ქააფირი გახდება.“[11]
ასევე, ყადი იაზი (რაჰიმაჰულლაჰ) სხვა ადგილას ამბობს: „ჩვენ თაქფირს ვუკეთებთ მათ, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევრებს თაქფირს არ უკეთებს ან მათ შესახებ ყოყმანობს ან ეჭვებშია ან მათი რელიგიის ჭეშმარიტებას აღიარებს. მსგავსი პიროვნებები, რაც არ უნდა საკუთარ თავს მორწმუნედ და ერთღმერთიანებად თვლიდნენ, მათში არსებული ურწმუნოების გამო ქააფირები არიან.“[12]
იმამ ნავავი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევრებს თაქფირს არ გამოუტანს ან მათ ურწმუნოებაში დაეჭვდება ან მათი რელიგიის ჭეშმარიტებას აღიარებს, საკუთარი თავი მუსლიმად რომც მიიჩნიონ, მაინც ქააფირები გახდებიან.“[13]
აბუ ბათინ (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „სწავლულებმა ერთხმიანი აზრით თაქფირი გამოუტანეს მათ, ვინც ებრაელებსა და ქრისტიანებს თაქფირს არ უკეთებს ან მათ ურწმუნოებაში ეჭვი ეპარება.“[14]
ვალიდ ბინ რაშიდ ას-სუაიდაანი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „სწავლულებმა ერთხმიანად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქააფირებსა და მუშრიქებზე თაქფირის არ გამომტანი, მათ ურწმუნოებაში ეჭვის შემტანი ან მათი გზის ჭეშმარიტების მაღიარებლები ქააფირები არიან.“[15]
აბდულლაჰ ალ-ასარიი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის სწავლულები კონკრეტულ მუსლიმანზე თაქფირის გამოტანას ერიდებოდნენ და ასევე აცხადებდნენ იმ საშიშროების შესახებ, რაც უცოდინრობით მუსლიმანზე თაქფირის გაკეთებას მოყვება. ამასთან ერთად, ისინი თაქფირისგან თავს არ იკავებდნენ მაშინ, როცა შარიათული კანონების ფარგლებში პიროვნების ქუფრი აშკარა და უდავო იყო. იმის გამო, რომ შარიათის მიხედვით ქუფრის გამკეთებელზე ან ქუფრი სიტყვის წარმომთქმელზე თაქფირის გამოტანა შესაძლებელია, მათ (სწავლულებს) ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ ურწმუნოდ გამოცხადებულ პიროვნებების მიმართ თაქფირის გამოტანა არ დაუყოვნებიათ. უფრო მეტიც, ქააფირზე თაქფირის გამოტანა რწმენის საფუძვლების ნაწილად მიიჩნიეს და ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელი ან მის ქუფრში ეჭვის შემტანი ქააფირად გამოაცხადეს. ქააფირისა და მუშრიქების მიმართ თაქფირისადმი მსგავსი ყურადღება სწავლულების ნება-სურვილებზე დაფუძნებული არ არის. ამგვარი საქციელით მათი მიზანი ალლაჰზე მსახურება და ვალასა და ბარას შესრულება იყო...“[16]
ალი ბინ ნაიფი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ებრაელების, ქრისტიანების და კერპთაყვანისმცემლების მსგავსი პიროვნებების ქააფირებად ცნობა, ალლაჰისა და მისი შუამავლის მტრებად და მათი სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვედრის რწმუნება ისლამის მთავარი საფუძვლებიდანაა.“[17]
აქ მოყვანილი შეხედულებების საფუძველზე გასაგები გახდა ამ დოგმის შინაარსი და მისი ადგილი ისლამში.

ერთ-ერთი გაფრთხილება

დოგმა, რომლის ახსნა-განმარტებასაც შევეცადეთ, ყოველ ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებელს არ მოიცავს. ამ დოგმის ზოგადად გამოყენება და ყოველ ქააფირზე თაქფირის არ გამკეთებლის ურწმუნოდ გამოცხადება დასაშვები არ არის. სადაც ეს დოგმა იქნება მოხსენებული იქ აუცილებლად გამოყოფა/განსხვავებაა საჭირო. არიან ისეთები, რომლებიც იჯთიჰადზე ან თა’ვილზე დაყრდნობით თაქფირისგან შორს დგანან. არიან ისეთები, რომლებიც ქაფირის ქუფრი და ქუფრის ხარისხი (ნიშან-თვისება) არ იციან, რის გამოც თაქფირისგან შორს დგანან. არიან ისეთებიც, რომლებიც რომელიმე დამაბრკოლებლის არსებობის გამო თაქფირს ერიდება. მსგავსი ალბათობების შემთხვევაში ამ დოგმის განზოგადება სწორი არ არის.
ჩვენს მიერ განმარტებულ დოგმაში ვგულისხმობთ ისეთ პიროვნებებს, რომელთა ქუფრიც უდავო და აშკარაა. მსგავს პიროვნებებზე თაქფირის არ გამკეთებლები ყურანისა და სუნნეთის წინააღმდეგ მოქმედების გამო ქუფრში ვარდებიან. ვისი მდგომარეობაც ამგვარია, მაშინ ამ დოგმის მასზე მიმართვა სწორი იქნება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის დეტალებად დაყოფა და მისი კონკრეტულად განსაზღვრა აუცილებელია. აქვე სასარგებლო იქნება თუ შეიხ აბუ ჰუმამ ალ-ასარის სიტყვებს გადმოვცემთ. ის ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „ალ-ყავყაბუ’დ-დურრიიუ’ლ-მუნიირ“ ამბობს:
„ჩვენ ამ საკითხს შემდეგნაირად ვაყალიბებთ:
1)      ის, ვინც ალლაჰის მიერ გამოცხადებულ ქააფირს ქააფირად არ სცნობს ქააფირი გახდება. ის, ვინც ეშმაკს, ფარაონს, ჰამანს, აბუ ლეჰებს, აბუ ჯაჰილს, აბუ ტალიბს და ყურანითა და სუნნეთით გამოცხადებულ ქააფირებს თაქფირს არ გამოუტანს, ვაჰის[18] უარყოფის გამო ქააფირები გახდებიან.
2)      ის, ვინც ქრისტიანებს, ებრაელებს და კერპთაყვანისმცემლებს თაქფირს არ გამოუტანს ქააფირი გახდება. ყადი იაზი ამბობს: ‘ის, ვინც ებრაელებს, ქრისტიანებს და მურთადებს თაქფირს არ გამოუტანს ან მათ ურწმუნოებაში დაეჭვდება ქააფირი გახდება.’ (აშ-შიფაა, 846)
3)      ის, ვინც სწავლულების ერთხმიანი აზრით ურწმუნოდ გამოცხადებულ პიროვნებებს თაქფირს არ გამოუტანს ქააფირი გახდება. ჰაფიზ საჰაავიი იბნი მუყრინის ნაწარმოებიდან, რომლის სახელწოდებაა „არ-რავდ“ გადმოსცემს: ‘ის, ვინც ებრაელებს, ქრისტიანებს, იბნი არაბიის და მის მიმდევრებზე თაქფირს დააბრკოლებს ქააფირი გახდება.’
4)      ის, ვინც შარიათული არგუმენტების საფუძველზე რომელიმე პიროვნების ქუფრს დაინახავს და მის მიმართ თაქფირში შეყოვნდება ქააფირი გახდება. აბუ ზურ’ა არ-რაზი ამბობს: ‘ის, ვინც ყურანს შექმნილად ირწმუნებს, უზენაესი ალლაჰის წინაშე რწმენიდან გამყვანი ქუფრით ქააფირი გახდება. ხოლო ის, ვინც მსგავსი ადამიანის ქუფრში ეჭვს შეიტანს ისიც ქააფირი გახდება.’[19]
იმამ ტავუსი ჰაჯჯაჯს თაქფირს უკეთებდა. სალაფებიდან ზოგიერთიც იგივე შეხედულებაზე იყვნენ.[20] მიუხედავად ამისა ის (იმამ ტავუსი) ჰაჯჯაჯზე თაქფირის არ გამკეთებლების შესახებ ასე ამბობდა: „მიკვირს ჩემი ერაყელი ძმების შესახებ! ისინი ჰაჯჯაჯს მორწმუნედ თვლიან.“[21]
მიუხედავად იმისა, რომ იმამ ტავუსმა ჰაჯჯაჯს თაქფირი გამოუტანა, ის ჰაჯჯაჯზე მორწმუნის მთქმელებს „ძმებად“ მოიხსენიებს და არ მიდის იმ მუსლიმანი ძმების წინააღმდეგ, რომლებმაც მის მიერ ურწმუნოდ გამოცხადებულ პიროვნებას თაქფირი არ გამოუტანეს. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ჰაჯჯაჯის თაქფირში იჯმა არ არსებობდა. ამ მდგომარეობის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გაუგებარი გახდება და მუსლიმანები ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოექცევიან.

ებრაელებსა და ქრისტიანებზე თაქფირის არ გაკეთება

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პიროვნებები, რომლებიც საკუთარ თავს ისლამს აკუთვნებენ, „ღმერთი სამთაგან მესამე“-ს მთქმელზე, ღმერთზე შვილის მიმნიჭებლებზე და შუამავალ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უარმყოფელ ებრაელებზე და ქრისიანებზე აცხადებენ, რომ მათი რწმენა სწორია და სამოთხეში მოხვდებიან. ეს მართლაც და უცნაური განცხადებაა. ისტორიაში მსგავსი სიტყვების მთქმელი სწავლული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი ზემოთ მოყვანილ შეხედულებას ემხრობა და მის გასავრცელებლად დღე-ღამე მუშაობს. მსგავსი პიროვნებების ისლამში ადგილის გასაგებად საჭიროა თემის ახსნა-განმარტება.
ისლამის ისტორიაში არსებული სწავლულების ერთხმიანი აზრით ებრალებისა და ქრისტიანების საიქიო სამყოფელი ჯოჯოხეთია. არ არსებობს სწავლული, რომლის შეხედულებაც ამისგან განსხვაბებული იქნება. ყოველივე ამის მიუხედავად, ზოგიერთებს ალლაჰის მტრები - ებრაელები და ქრისტიანები მეგობრად აყავთ. უფრო მეტიც ამბობენ, რომ მათი საიქიო სამყოფელი სამოთხეა. ამ საკითხის შესახებ ზემოთ მოყვანილ გადმოცემებს აქ ისევ გავიმეორებთ, რითაც მკითხველს შევახსენებთ, რომ ებრაელებსა და ქრისტიანებზე თაქფირის არ გამოტანა რწმენიდან გამსვლელი ქუფრია.
ყადი იაზი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ებრაელს, ქრისტიანს და მურთადს თაქფირს არ გამოუტანს, დააბრკოლებს მას ან დაეჭვდება, ქააფირი გახდება.“[22]
იმამ ნავავი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევრებს თაქფირს არ გამოუტანს ან მათ ურწმუნოებაში დაეჭვდება ან მათი რელიგიის ჭეშმარიტებას აღიარებს, საკუთარი თავი მუსლიმად რომც მიიჩნიონ მაინც ქააფირები გახდებიან.“[23]
აბუ ბათინ (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „სწავლულებმა ერთხმიანი აზრით თაქფირი გამოუტანეს მათ, ვინც ებრაელებსა და ქრისტიანებს თაქფირს არ უკეთებს ან მათ ურწმუნოებაში ეჭვი ეპარება.“[24]
ამ საკითხის მიმართ ბევრი არგუმეტნის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა ესეც საკმარისია. ვინაიდან ამ საკითხში სწავლულებს შორის უთანხმოება არ არსებობს.
მსგავსი ქმედების სუბიექტი ყველა სწავლულის მიერ ქააფირია. მათი ქააფირობის მიზეზი კი ყურანსა და სუნნეთში არსებული არგუმენტების უარყოფა და ამქვეყნიური სარგებლის გამო რელიგიის ჰუქმების გაყიდვაა.
მათი ეს მდგომარეობა ცნობილია მათთვის, ვისაც რელიგიის ცოდნა მცირედით მაინც გააჩნია. ალლაჰს ვთხოვ, რომ მსგავს ადამიანებს ჰიდაეთი (ჭეშმარიტი გზა) მისცეს, რითაც ჩვენ თემას ვასრულებთ.



[1] აქამდე განმარტებული თაქფირის დოგმები აბდულმუნ’იმ მუსტაფა ათ-თართუსის ნაწარმოებიდან ავარჩიეთ, რომლის სახელია „ყავა’იდ ფი’თ-თაქფირ“. რათქმაუნდა თაქფირის დოგმები ამით არ სრულდება. ჩვენ გადმოვეცით მხოლოდ ის ნაწილი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ვისაც სურს შეუძლია მითითებულ ნაწარმოებში დოგმების სრული ვერსია იხილოს.
[2] უსამართლოდ მოპყრობა.
[3] მუსლიმებს.
[4] სიირეთუ იბნ-ი ჰიშამ, გვ: 293.
[5] სიირეთუ იბნ-ი ისჰაყ, 1/44; ასევე იხ: „დელაილუ’ნ-ნუბუვვა“, 2/33, 468-ე ნომრიანი ამბავი.
[6] ორიგინალში მოცემულია სიტყვები „ქეფერნაა ბიქუმ“, რაც ნიშნავს: „უარგყავით, თქვენგან შორს ვართ.“
[7] განჩინება.
[8] ალ-ისლამ, გვ: 122.
[9] აშ-შიფაა, ბი ტა’რიფი ჰუქუქი’ლ-მუსტაფაა, გვ: 846.
[10] ყავა’იდ ფი’თ-თაქფირ, გვ: 256.
[11] აშ-შიფა, ბი ტა’რიფი-ჰუქუქი’ლ-მუსტაფა, გვ: 846.
[12] აშ-შიფა, ბი ტა’რიფი-ჰუქუქი’ლ-მუსტაფა, გვ: 851. აღებულია სხვა გამომცემლობის წიგნიდან და არა „დაარუ’ლ-ფაიჰა“-დან.
[13] რავდათუ’თ-თალიბინ, 10/70.
[14] ალ-ინთისაარ ლი ჰიზბილლაჰი’ლ-მუვაჰჰიდინ, გვ: 32.
[15] ალ-იჯმაუ’ლ-აყდი, გვ: 54, 374-ე თავი.
[16] ალ-იმან, ჰაყიყათუჰუ, ჰავარიმუჰუ, ნავაყიდუჰუ, გვ:129.
[17] ალ-მუფასსალ ფი’ლ-რედდი ალაა შუბუჰაათი ა’დააი’ლ-ისლამ, გვ: 82.
[18] ყურანის, ალლაჰის სიტყვის, რელიგიის...
[19] ალ-ყავყაბუ’დ-დურრიიუ’ლ-მუნირ, გვ: 11.
[20] მათგან ზოგიერთია: საიდ ბინ ჯუბაირი, იბრაჰიმ ან-ნაჰაი, იმამ მუჯაჰიდი და იმამ შა’ბი.
[21] ყავა’იდ ფი’თ-თაქფირ, გვ: 257.
[22] აშ-შიფა, ბი ტა’რიფი ჰუქუქი’ლ-მუსტადა, გვ: 846.
[23] რავდათუ’თ-თალიბინ, 10/70.
[24] ალ-ინთისაარ ლი ჰიზბილლაჰი’ლ-მუვაჰჰიდინ, გვ: 32.