21 January 2019

15. თაქფირისტი ან ხარიჯიტი ვისზე შეიძლება, რომ ვთქვათ?


ჩვენს საზოგადოებაში გაუგებარ თემებს შორის ერთ-ერთი ხარიჯიტობისა და თაქფირისტობის საკითხია. ზოგიერთი პიროვნება სხვა პიროვნების პირიდან სიტყვა „თაქფირს“ როგორც კი გაიგონებს, ყოველგვარი გამოკვლევისა და გამოძიების გარეშე, თაქფირისტს ან ხარიჯიტს უწოდებს. მსგავსი ქმედება კი, მართლაც და უსამართლობაა, რადგან ადამიანს იმ თვისებას მიაწერ, რაც სინამდვილეში არ გააჩნია.

საკითხის ახსნა-განმარტებას სანამ შევუდგებოდეთ, მანამ ზოგიერთი რამ გავიხსენოთ: როგორც ცნობილია, ხარიჯიტობის/თაქფირისტობის თვისებები არსებობს. ისინი შემდეგნაირად გამოიყურებიან:

1)      ხარიჯიტები დიდი ცოდვების[1] გამო ყველას თაქფირს უკეთებენ და ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ისინი (ანუ დიდი ცოდვების შემსრულებელნი) სამუდამოდ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან.

2)      ყოველგვარი განსხვავების გარეშე, დარულ ქუფრში მცხოვრებ ყოველ მუსლიმს თაქფირს უკეთებენ.

3)      ალლაჰის კანონებით დამკანონებელ მუსლიმანი ხალიფას წინააღმდეგ მიდიან.

4)      საჰაბეებზე თაქფირი გამოაქვთ.

პიროვნება ხარიჯიტის რომელიმე თვისებას (და არა ყველას ერთად) თუ ფლობს, მაშინ მასზე ხარიჯიტის შერქმევა სწორი არ არის. როგორც კი, ქააფირს (ურწმუნოს) არ ვანიჭებთ მუსლიმანის ჰუქმს, მაშინ, როცა იმანის საფეხურებიდან ერთ-ერთს შეასრულებს (მაგ: გზის დამაბრკოლებებიდან გასუფთავება, დედ-მამის მიმართ სიკეთე და ა.შ) ან როგორც კი, ქააფირის ჰუქმს არ ვანიჭებთ მუსლიმანს, რომელიც ადამიანს მოკლავს, იქურდებს ან იმრუშებს და ა.შ, ასევე, პიროვნებას ხარიჯიტს ვერ ვუწოდებთ მანამ, სანამ ხარიჯიტობის ყველა თვისებას არ გამოამჟღავნებს. პიროვნება მათი თვისებებიდან რომელიმეს თუ ამჟღავნებს, მაშინ ვიტყვით, რომ ის ხარიჯიტობის ერ-ერთი თვისების მატარებალია.
აბუ ჰუმამ ალ ასარიი (ჰაფიზეჰულლაჰ - ალლაჰმა დაიფაროს იგი) ამბობს: „პიროვნება ხარიჯიტი არ გახდება მანამ, სანამ ხარიჯიტობის ყველა თვისების მატარებელი არ იქნება. წარსულში მყოფმა ალიმებმა ამგვარად განმარტეს...“[2]
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ოთხი რამ არსებობს. ესენი პიროვნებაში თუ მოიძებნება, მაშინ ის ნამდვილი მუნაფიყი (ორპირი) გახდება. ვინც ოთხიდან ერთ-ერთის მატარებელი იქნება, მაშინ მანამ, სანამ მას (ერ-ერთ თვისებას) არ მიატოვებს, ნიფაყის (ორპირის) ერთ-ერთი თვისების მატარებელი იქნება. ესენია: ამანათს, როდესაც ჩააბარებენ მას ღალატობს, საუბრის დროს იტყუება, მიცემულ სიტყვას არ ასრულებს და მტრობის დროს ზღვარს ცდება.“[3]
პიროვნებაში ნიფაყის თვისებებიდან რომელიმეს თუ შევამჩნევთ, არ ვიტყვით, რომ ის მუნაფიყია. იმისათვის, რომ მას მუნაფიყი ვუწოდოთ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი თვისება ერთად უნდა გააჩნდეს. ასევე, პიროვნება ხარიჯიტობის ერთ-ერთ თვისებას თუ ატარებს, მას ხარიჯიტს/თაქფირისტს ვერ ვუწოდებთ, მანამ, სანამ ხარიჯიტობის ყველა თვისებას არ შეიძენს.
ასევე, პიროვნებას ხარიჯიტი ან თაქფირისტი, რომ ვუწოდოთ, მაშინ მან დიდი ცოდვების საფუძველზე თაქფირი უნდა გამოიტანოს. პიროვნება ისეთი ქმედების შემსრულებელს ქააფირს თუ უწოდებს, რომელი ქმედებაც ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ ქუფრად არის შეფასებული, მაშინ მასზე ხარიჯიტის ან თაქფირისტის წოდება არასწორი იქნება.
ასევე, პიროვნება ხელში არსებული არგუმენტების საფუძველზე, რომელიმე ქმედებას ან რომელიმე ქმედების მიტოვებას ქუფრად თუ მიიჩნევს და ამის საფუძველზე თაქფირი თუ გამოაქვს, მაშინ მასზე ხარიჯიტის ან თაქფირისტის წოდება არ შეიძლება. მაგალითად: პიროვნება, რომელიც ხელთ არსებული არგუმენტების საფუძველზე ნამაზის მიმტოვებელს ურწმუნოდ თვლის, ბუნებრივია, რომ ნამაზის მიმტოვებელს თაქფირს გამოუტანს, რაც შეცდომა არ არის. ასეთ დროს პიროვნებაზე თაქფირისტის თქმა დაუშვებელია.

დასკვნა: რომელიმე პიროვნებას თაქფირისტი ან ხარიჯიტი, რომ ვუწოდოთ, მაშინ პიროვნება ხარიჯიტობის ყველა თვისების მატარებელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარიჯიტი ან თაქფირისტი ვერ იქნება.

ზოგიერთი ადამიანი თაქფირისტად ან ხარიჯიტად მოიხსენიებს მას, ვინც ადამიანის მიერ გამოგონილი კანონებით დამკანონებელს თაქფირს უკეთებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ალლაჰის კანონების გარდა, სხვა კანონებით დამკანონებელს უზენაესმა ალლაჰმა ქააფირი უწოდა. აქედან გამომდინარე, მუსლიმანი ვალდებულია, რომ პიროვნებას იგივე ჰუქმი მიანიჭოს, რა ჰუქმიც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე გამოიტანა.

ზოგიერთს კი, ისეთ საკითხზე გამოაქვს თაქფირი, სადაც ქუფრის შესახებ დალილები უდავო/აშკარა არ არის და რომელიც იჯთიჰადზეა დაფუძნებული. უფრო მეტიც, ასეთ დროს ჯაჭვურ თაქფირსაც კი აკეთებენ. ასეთი პიროვნებები თაქფირისტები ან ხარიჯიტები არ არიან, თუმცა მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხარიჯიტობის თვისების მატარებლები არიან.


[1] დიდ ცოდვებში რწმენიდან არ გამყვანი დიდი ცოდვები იგულისხმება
[2] ალ-ყავყებუ’დ-დურრიიუ’ლ მუნიირ, გვ: 45
[3] ბუხარი, იმან, 24; მუსლიმ, იმან, 25

20 January 2019

14. თაქფირის გაკეთება ვისი უფლებამოსილებაა?


დღესდღეობით გაუგებარ საკითხებს შორის ერთ-ერთი თაქფირის გამკეთებლის უფლებამოსილებაა. ადამიანები ცოდნით თუ უცოდინრობით, დაუფიქრებლად თუ დაფიქრებულად ალლაჰის ჰუქმების შესახებ იმ დონეზე საუბრობენ, რა დონეზე საუბარი ალიმებსაც კი, უძნელდებოდათ. ეს ერთგვარი ავადმყოფობაა, რომელიც გარს შემოგვხვევია. უზენაეს ალლაჰს ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ვთხოვთ.

საკითხის ახსნა-განმარტებამდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ: ტაღუთის უარმყოფელ მუსლიმანზე, ისეთი საკითხის გამო თაქფირის გამოტანა, რომლის შესახებაც არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის, მართლაც დიდი და რთული საქმეა. ასეთ დროს, თაქფირის გამკეთებელი, თაქფირის პირობებისა და დამაბრკოლებლების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე თაქფირს თუ გამოიტანს, ალლაჰის წინაშე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ერთღმერთიანი მუვაჰიდების მიმართ თაქფირის გამოტანას მაქსიმალურად უნდა ვუფრთხილდეთ (მანამ, სანამ ქუფრის შესახებ არგუმენტები მზესავით ნათელი არ გახდება). ამ შეხსენების შემდეგ, თემის ახსნა-განმარტებას შევუდგეთ.
მორწმუნის მიმართ, რომელმაც შირქი, ტაღუთი და ქუფრი უარყო, ქააფირობის ჰუქმის გამოტანა ისეთი პიროვნების უფლებამოსილებაა, რომელიც თაქფირის წესების, პირობებისა და დამაბრკოლებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს. ისლამურ მიწაზე თაქფირის გაკეთების უფლება სწავლულის ხელშია, თუმცა მიღებული ჰუქმი არ განხორციელდება, რადგან ჰუქმის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ყადის უფლებამოსილებაა. ანუ სწავლულმა ან რომელიმე პიროვნებამ ისლამურ მიწაზე კონკრეტული პიროვნების შესახებ მურთადის ჰუქმი რომ გასცეს, ეს ჰუქმი აღსრულებული არ იქნება, რადგან ჰუქმისა და სასჯელის აღსრულება ყადის (მოსამართლის) ხელშია. ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია.
რომელიმე მუსლიმანზე თაქფირის გამოტანის უფლება, ამ ორი კატეგორიის გარდა, სხვას არ აქვს.
ფაჰდ აბდულლაჰი ამბობს: „რომელიმე აზრზე, შემთხვევაზე ან პიროვნებაზე ქააფირობის ჰუქმის მინიჭება მხოლოდ და მხოლოდ შარიათის მცოდნე ალიმების საქმეა. ის, ვინც ცოდნის ამგვარ დონეზე არ არის, მისთვის თაქფირის გაკეთება ჰარამია. ესენი ორ ჯგუფად იყოფიან: მოსწავლეები და ჩვეულებრივი ხალხი.“[1]
ფაჰდ აბდულლაჰი წიგნის მომდევნო გვერდებზე ამბობს: „თაქფირის საკითხი სერიოზული და საყურადღებოა, რის გამოც ამ ჰუქმის გაცემაზე უფლებამოსილნი სწავლულები და მოსამართლეები არიან. ზოგიერთების შეცდომა უმმეთის ალიმებზე უკითხავად თაქფირის გაკეთებაა. თაქფირის ჰუქმის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ სწავლულებს შეუძლიათ. მოსწავლე რა დონის ცოდნასაც არ უნდა ფლობდეს, მანამ, სანამ უფლებამოსილი სწავლული არ გახდება, პიროვნულ (მუ’აიენ) თაქფირს ვერ გააკეთებს, რადგან გამოსაკვლევი და ვარაუდის შემცველი საკითხებიც არსებობს, რომლებსაც ძლიერად განსწავლულების გარდა, სხვა ვერ გაითვალისწინებს.“[2]
შამის დიდი ‘ალიმი მუსტაფა საიდ ალ ჰინნი ამბობს: „პიროვნული/კონკრეტული (მუ’აიენ) თაქფირის გაკეთების დროს სიფრთხილე ყველაზე სასარგებლო რამაა. რომელიმე პიროვნების ან საზოგადოების შესახებ თაქფირის გამოტანის საუკეთესო მეთოდი არის ის, რომ ეს საქმე განსწავლულს და საკითხის დეტალებით მცოდნეს გადავცეთ. ჩვეულებრივი ხალხის მიერ გამოტანილ ჰუქმებზე დაყრდნობით თაქფირის საკითხებში ჩარევის აკრძალვაც საუკეთესო გზაა (ანუ ჩვეულებრივი ხალხის მიერ გამოტანილ ჰუქმებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ). უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება![3]

აქედან გამომდინარე, რომელიმე მუსლიმანზე ქააფირობის ჰუქმის გამომტანი სწავლული ან ყადი (მოსამართლე) უნდა იყოს, რადგან მუსლიმის მიერ შესრულებული ქმედება შეიძლება ვარაუდს შეიცავდეს, რის გამოც მურთადის ჰუქმს ვერ გავცემთ.
საყურადღებოა შემდეგი საკითხი: როგორც ცნობილია, ისლამის სწავლულებმა ქუფრის შესახებ საკითხები ორ ნაწილად ჩამოაყალიბეს: საკითხები, რომლებიც ყველას მიერ ცნობილი-გასაგებია (ზაახირ) და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სწავლულებისთვისაა გასაგები და ცნობილი (ხაფი).

1)   ‘ზაახირი’ საკითხები, რომელიც ყველას მიერ გასაგებია

ქუფრის ისეთი საკითხებია, რომლებიც ყველას მიერ ადვილად გასაგებია. მაგალითად: ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვა, ისლამის დაცინვა და ა.შ. ასეთ საკითხში სწავლული ან მოსამართლე აუცილებელი არ არის. რომელიმე მუსლიმანი იქრაჰის გარეშე, ზემოთ მოხსენებულ რომელიმე ქმედებას თუ შეასრულებს, სწავლული იქნება თუ ჯაჰილი, მისგას თაქფირს მიიღებს. მაგალითად, მუსლიმანმა ალლაჰი, რომ გალანძღოს, მაშინ ამის მოწმე და გამგონი ვინც იქნება, ყველა თაქფირს გამოიტანს. ასეთ დროს სწავლულის პირობა არ მოიძებნება. სწავლული მოიძებნება მაშინ, როდესაც საკითხი ‘ხაფია’, რომელზეც მეორე კატეგორიაში ვისაუბრებთ.

2)   ‘ხაფი საკითხები,’ რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სწავლულებისთვისაა გასაგები

ხაფი საკითხებში იგულისხმება: საკითხები, რომლებსაც ქუფრის შესახებ უდავო დალილები არ გააჩნიათ ან საკითხი, რომელსაც დალილი მოეძებნება, თუმცა სავარაუდოა (ან მრავალმნიშვნელოვანია) ის, რომ ეს დალილი ნამდვილად ქუფრზე მიუთითებს თუ არა. ასეთ დროს სწავლულისა და მოსამართლის (ყადის) გარდა, სხვას სიტყვის თქმის უფლება არ აქვს.
აქედან გამომდინარე, საკითხი რის შესახებაც მუსლიმებს ვაფრთხილებთ, ზემოთაა მოცემული ანუ მუსლიმანებმა ‘ხაფი’ საკითხებში თაქფირისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ... ამ საკითხში სიტყვის თქმის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საკითხის სიღრმისეულად მცოდნე სწავლულებს აქვთ. ფაჰდ აბდულლაჰი ამბობს: „პიროვნებაზე თაქფირის გაკეთება მხოლოდ სწავლულების საქმეა. თუმცა, ეს ასე არ არის, როდესაც საქმე ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვას ეხება და ასევე მაშინ, როცა ისლამის საწინააღმდეგო განცხადებები გვხვდება, სადაც უდავო/აშკარა ქუფრია.“[4]

დასკვნა: მუსლიმებს ვარაუდის შემცველ საკითხებში ერთმანეთისთვის თაქფირის გამოტანის უფლება არ აქვთ. ასეთ დროს, სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ საკითხის დეტალურად მცოდნე სწავლულს ეკუთვნის. ჯაჰილებისთვის სიჩუმე, როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც სასარგებლოა.

რაც შეეხება საკითხებს, რომლის ქუფრიც მზესავით ნათელია: ასეთ შემთხვევაში, ყველამ ერთიდაიგივე მოქმედების სახე უნდა გამოააშკარავოს და ისეთი საკითხების მიმართ იხთილაფში არ უნდა ჩავარდნენ, სადაც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა თაქფირი გამოიტანეს ან რომელიმე ქმედება ქუფრად გამოაცხადეს. ასეთ დროს ალიმობა ან ყადობა სავალდებულო პირობა არ არის.
მუსლიმებმა ისეთ საკითხებში ერთმანეთს თაქფირი არ უნდა გამოუტანონ, სადაც ქუფრის შესახებ არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის, რადგან ასეთ დროს საკითხის შესახებ სრული და საკმარისი არგუმენტები არ გააჩნიათ. ასევე, ამის უფლებაც არ აქვთ. თუმცა, მათ შორის ცოდნის მფლობელი, არგუმენტების სწორად გამომყენებელი და თაქფირის წესების მცოდნე თუ არის, მაშინ მდგომარეობა სხვაა. ასეთი ადამიანი იჯთიჰადზე დაყრდნობით, ისეთი ქმედების შემსრულებელ პიროვნებაზე თაქფირს გამოიტანს, რომელი ქმედებაც მან ქუფრად ჩათვალა. ამის პასუხს კი, ალლაჰს გასცემს. თუ სწორი იქნება ორ, ხოლო თუ შეცდება ერთ მადლს მიიღებს.

ასევე, საყურადღებოა შემდეგი საკითხი: ასეთი სიტუაციის დროს, ამ სწავლულს უფლება არ აქვს, რომ ასეთ მდგომარეობაში (მდგომარეობა, რა დროსაც არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის) საკუთარ აზრზე არ მყოფებს თაქფირი გამოუტანოს, რადგან მისი მოსაზრება იჯთიჰადზეა დაფუძნებული. იჯთიჰადზე დაფუძნებულ საკითხებში კი, ურთიერთსაპირისპირო თაქფირი არ შეიძლება.
ალლაჰმა უკეთესად იცის.


[1] ათ-თაქფირ; ჰუქმუჰუ დავააბიტუჰუ ალ ღულუვვუ ფიყჰი, გვ: 40; მოსწავლეში იგულისხმება ისეთი მოსწავლე, რომელიც მუსლიმანი სწავლულისგან ცოდნას იღებს და მის შესაბამისად მოქმედებს
[2] იგივე ნაწარმოები, გვ: 103, 104
[3] ალ აყიდეთ’ულ ისლამიიე ერყაანუჰა ჰაყაიყუჰა მუფსიდაათუჰა, გვ: 582
[4] იგივე ნაწარმოები, გვ: 160

16 January 2019

74. სურა მუდდასსირ აიათი 38-56: ჯოჯოხეთის ყარაულები


74/38. ყოველი სული მძევალია იმის, რაც მოიხვეჭა,
39. გარდა მარჯვენა მხარის (ასჰააბელ იემიინ) ხალხისა.
40. სამოთხეში შეეკითხებიან ერთმანეთს,
41. ცოდვილთა შესახებ:
42. „რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში?“
43. მიუგეს: „არ ვიყავით მლოცველთაგან
44. და არ ვაპურებდით უპოვართ,
45. და ვყბედობდით ყბედებთან ერთად,
46. და ჩვენ ცრუდ ვრაცხდით განკითხვის დღეს,
47. და ბოლოს მოგვეწია სიკვდილმა.“
48. უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა.
49. ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?
50. თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი (1) (გარეული ვირი)
51. გარბიან ლომისგან.
52. უფრო მეტიც, მათგან ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს ფურცლები გაშლილი.
53. არამც და არამც! მათ არ ეშინიათ საიქიოსი!
54. უეჭველად, იგი შეგონებაა!
55. მაშ, შეიგონებს მას, ინებებს ვინც!
56. და არ შეიგონებენ, თუ არა ნება ალლაჰისა. იგია ღვთისმოშიშობის და მიტევების წყარო!

განმარტება:

ყოველი სული მძევალია იმის, რაც მოიხვეჭა“ - ანუ უზენაესი ალლაჰი ყოველ სულს ამელის შესაბამისად განსჯის. ეს განმარტება იბნ აბბას და სხვებს ეკუთვნით.
გარდა მარჯვენა მხარის (ასჰააბელ იემიინ) ხალხისა“ - რადგან ისინი „სამოთხეში შეეკითხებიან ერთმანეთს“ - ანუ სამოთხის კოშკებში მყოფნი, ჯოჯოხეთის მკვიდრთა შესახებ კითხვებს სვამენ:
„რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში? მიუგეს: არ ვიყავით მლოცველთაგან და არ ვაპურებდით უპოვართ“ - ანუ ჩვენ ალლაჰს არ ვემსახურებოდით და არც ალლაჰის ქმნილებების მიმართ სიკეთეს ვიჩენდით.
და ვყბედობდით ყბედებთან ერთად“ - ანუ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რაზეც ცოდნა და ინფორმაცია არ გვქონდა. ყათადე ამბობს: „ყოველი უკეთურების გამოჩენის დროს ჩვენ მას ვასრულებდით.“
და ჩვენ ცრუდ ვრაცხდით განკითხვის დღეს“ - ბოლოს კი, „მოგვეწია სიკვდილმა“, რაც ალლაჰის სხვა სიტყვების მსგავსია: „15/99. თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მას (ოსმან ბინ მაზ’უნს) სიკვდილი ეწვია.“[1]
უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა“ - ანუ ზემოთ მოცემული თვისებების მატარებელ პიროვნებებს, შუამდგომლების შუამდგომლობა სარგებელს არ მოუტანს, რადგან შუამდგომლობა სარგებელს მას მოუტანს, ვინც ამის ღირსია.  სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნა გარდაუვალია მისთვის, ვინც ალლაჰის წინაშე ქააფირად წარსდგა.
ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?“ - ანუ რა ემართებათ შენს მოწინააღმდეგე ქააფირებს? ისინი შეხსენებას ზურგს რატომ აქცევენ?
თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი (1) (გარეული ვირი) გარბიან ლომისგან.“ - ანუ ისინი თავიანთი ქმედებით (შეხსენებაზე ზურგის შექცევით) ლომისგან გაქცეული გარეული ვირის მსგავსნი არიან.
უფრო მეტიც, მათგან ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს ფურცლები გაშლილი“ - ანუ ისინი შეხსენებაზე ზურგის შექცევით არ კმაყოფილდებიან და უნდათ, რომ მათ ალლაჰის მიერ შუამავალზე ბოძებული წიგნის მსგავსი წიგნი ებოძოთ. ეს განმარტება მუჯაჰიდს და სხვებს ეკუთვნით. ამ მხრივ ეს აიათი, ალლაჰის სხვა აიათის მსგავსია: „6/124. და როცა მოევლინათ მათ (1) (მექას მკვიდრთ) აიათი თქვეს: არ დავიჯერებთ, სანამ ჩვენც იგივე არ მოგვევლინება, რაც მოევლინათ ალლაჰის შუამავალთ. ალლაჰმა უკეთ უწყის, ვის უნდა მიანიჭოს შუამავლობა.“
ყათადედან მოსული ერთ-ერთი შეხედულების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამელი არ აქვთ, სურთ, რომ ებოძოთ დოკუმენტი (პირობა), რაც სამუდამოდ ჯოჯოხეთში არ დარჩენაზე მიუთითებს.
არამც და არამც! მათ არ ეშინიათ საიქიოსი!“ - მათი ცუდი მდგომარეობის მიზეზი, ახირეთის (იმქვეყნის, აღდგომის დღის) უარყოფაა. ამის შემდეგ კი, ალლაჰი ბრძანებს: „უეჭველად, იგი შეგონებაა!“ - მართლაც და ყურანი შეგონებაა.
მაშ, შეიგონებს მას, ინებებს ვინც! და არ შეიგონებენ, თუ არა ნება ალლაჰისა.“ - ეს კი, ალლაჰის ერთ-ერთი ბრძანების მსგავსია: „76/30. და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა.“
„იგია ღვთისმოშიშობის და მიტევების წყარო!“ - ანუ ალლაჰი არის ის, ვისიც უნდა გვეშინოდეს და ასევე ალლაჰი არის ის, ვისაც პატიება უნდა ვთხოვოთ, რადგანაც მიტევება მხოლოდ და მხოლოდ მას ძალუძს. ეს განმარტება ყათადას ეკუთვნის.
სურა მუდდასსირის თაფსირის დასასრული.
ქება-დიდება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.



[1] ბუხარი, 3929;

14 January 2019

13. აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია


საკითხის ახსნა-განმარტებამდე „აჰლი ყიბლე“-ს მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. აჰლი ყიბლეს მნიშვნელობა შემდეგია: „ყიბლის მიმართულებით ნამაზის მლოცველნი.“ რომელიმე პიროვნება აჰლი ყიბლეს, რომ მივაკუთვნოთ, ქუფრისა და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელი უნდა იყოს. პიროვნება ქუფრთან და შირქთან ერთად ნამაზს თუ ასრულებს, მაშინ აჰლი ყიბლეს არ მიეკუთვნება. შირქთან და ქუფრთან ერთად შესრულებული ნამაზი, პოროვნებას აჰლი ყიბლეს ვერ მიაკუთვნებს.
ზოგიერთი ცოდვების გამო ისეთ პიროვნებაზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია, რომელიც ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელია. ასევე, მათი აჰლი ყიბლედან გარიცხვაც მიუღებელია. სწავლულების სიტყვები: „აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია“ მსგავს ადამიანებს (მუსლიმებს) მოიცავს. ხოლო, პიროვნება ქუფრსა და შირქთან ერთად, ნამაზს თუ ასრულებს, მაშინ ის აჰლი ყიბლეს წევრი ვერ იქნება, რადგან ალიმებმა (ისლამის სწავლულებმა) ამ სიტყვებში ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელი პიროვნება იგულისხმეს, რომელიც პატარა ცოდვების[1] ჩამდენია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია, ვგულისხმობთ ისეთი კატეგორიის მუსლიმანებს, რომლებიც შირქისგან, ქუფრისგან შორს არიან და რწმენიდან არ გამყვან ცოდვებს ასრულებენ. ასევე, ზღვარგადასულად მივიჩნევთ მათ, რომლებსაც ასეთ პიროვნებებზე თაქფირი გამოაქვთ, რადგან რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების საფუძველზე თაქფირის გამკეთებელი, ხარიჯიტების ერთ-ერთი თვისების მატარებელია. როგორც ვიცით, აჰლი სუნნეთი რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების გამო პიროვნებას თაქფირს არ უკეთებს, რითაც ხარიჯიტებისგან განსხვავდებიან. ჩვენი, როგორც აჰლი სუნნეთის მიმდევრების აზრით, რწმენიდან არ გამსვლელი ცოდვების შემსრულებელ მუსლიმანზე თაქფირი არ კეთდება.

ქუფრთან ერთად, ნამაზის შემსრულებელი პიროვნება აჰლი ყიბლეს მიეკუთვნება?

აჰლი სუნნეთის მიხედვით, პიროვნება ქუფრს თუ შეასრულებს, რწმენიდან გავა და აჰლი ყიბლის სტატუსს დაკარგავს. მის მიერ შესრულებული ნამაზი კი, ქუფრის ჩადენისგან ვერ იხსნის. ასევე აჰლი ყიბლის სტატუსსაც ვერ შეუნარჩუნებს. ასეთ პიროვნებას ნამაზი სარგებელს არ მოუტანს მანამ, სანამ საკუთარ ქუფრს არ მოინანიებს და მას არ მიატოვებს. ამ საკითხში ალიმებს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს. აქვე, იმამ ალიიუ’ლ ყაარიის სიტყვების მოყვანა სარგებლის მომტანი იქნება. ის ნაწარმოებში, რომლის სახელია „ფიყჰუ’ლ აქბარ“, ამბობს: „იცოდე, რომ... აჰლი სუნნეთის მიხედვით, სიტყვებში „აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია“ ნაგულისხმევია ისეთ პიროვნებაზე თაქფირის არ გაკეთება, რომელიც ქუფრის ნიშნებს არ ატარებს.“[2]

დასკვნა: აჰლი ყიბლეს სტატუსის მატარებელ მუსლიმანს, ჩადენილი ცოდვების (რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების) გამო თაქფირს არ ვუკეთებთ. ასევე, ნამაზის შემსრულებელ ყოველ პიროვნებას აჰლი ყიბლეს არ მივაკუთვნებთ. აჰლი ყიბლეში ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფ ნამაზის მლოცველს ვგულისხმობთ და არა ნამაზის მლოცველს, რომელიც ქუფრში და შირქშია.



[1] როგორც ვიცით ცოდვები ორი ნაწილისგან შედგება: რწმენიდან გამყვანი და რწმენიდან არ გამყვანი ცოდვები. რწმენიდან გამყვანი ცოდვების მაგალითებია: ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვა, ისლამის კანონების არაფრად მიჩნევა, ალლაჰის კანონების შეცვლა, ქააფირების მეგობრად აყვანა და მსგავსი. რწმენიდან არ გამყვანი ცოდვებია: ალკ. სასმელი, პროცენტი, მრუშობა და მსგავსი. იმისათვის, რომ პიროვნება ქააფირი გახდეს, მან რწმენიდან არ გამყვანი ცოდვები ჰალალად უნდა მიიჩნიოს. ხოლო, რწმენიდან გამყვანი ქმედებების შემსრულებელი, შესრულებულ ქმედებას ჰალალად მიიჩნევს თუ არა, მოსაკითხი და მნიშვნელოვანი არ არის. ამ საკითხის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანია
[2] შერხუ  ქითაბი’ლ ფიყჰუ’ლ აქბარ, გვ: 258

07 January 2019

39. სურა ზუმარ აიათი 17-18


39/17. და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ, მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი!
18. რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს. სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.
განმარტება:
აბდურრაჰმან ბინ ზეიდ ბინ ასლამი მამამისიდან გადმოგვცემს: „და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ“ აიათი ამრ ბინ ნუფაილის, აბუ ზერრისა და სელმან-ი ფარისის შესახებ მოევლინა. სახიხი კი არის ის, რომ აიათი როგორც მათ შესახებ, ასევე სხვა, დანარჩენი ხალხის შესახებაც მოევლინა, რომლებმაც კერპების თაყვანისცემა მიატოვეს და ალლაჰის მსახურებაში მოექცნენ. აი ასეთი ადამიანებისთვის, როგორც ამქვეყნად, ასევე იმ ქვეყნადაც სასიხარულო ამბავია. ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი! რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს.“ - ანუ სიტყვას ისმენენ და საჭიროებისამებრ მოქმედებენ. მსგავსად, უზენაესმა ალლაჰმა მუსას (‘ალეისალამ) თევრათი, როდესაც უბოძა, ბრძანა: „7/145. და ჩვენ დავუწერეთ მას დაფებზე (1) (თორას ფურცლებზე) რჩევა-დარიგება ყველაფერზე და განმარტება ყველაფრისა. მაშ, გეჭიროს მყარად და უბრძანე შენს ხალხს საუკეთესოდ მისდიონ ამას!“
სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას“ - ისინი არიან, რომლებსაც უზენაესმა ალლაჰმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ჰიდაეთი და ჭეშმარიტი გზა უბოძა.
და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.“ - ისინი არიან, ვინც სწორ აზროვნებას და ფითრათს (ბუნებას) ფლობენ.

** იბნი ქასირის თაფსირიდან, ტ: 6;

06 January 2019

19. სურა მარიამ აიათი 59-60: მომავალი თაობა


მომდევნო თაობა

19/59. მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას,
60. გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. აი ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!
განმარტება:
მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა“ - იქიდან გამომდინარე, რომ მათ ნამაზი მიატოვეს, ამასთან ერთად სხვა ფარძი ღვთისმსახურებების შესრულებაზეც ხელი აიღეს, რადგან ნამაზი ისლამის საყრდენი, მისი ფეხზე დამყენებელი და მსახურთა ქმედებებიდან ყველაზე სასარგებლოა. მათ ნამაზი მიატოვეს და ამ ქვეყნიურ სურვილებსა და ვნებებისკენ მიბრუნდნენ, მათით დაკმაყოფილდნენ. ამის გამო ისინი აღსდგომის დღეს უსიამოვნებას გადაეყრებიან.
სხვადასხვა აზრია იმასთან დაკავშირებით თუ ნამაზის მიტოვებაში რა იგულისხმება. ზოგიერთმა სწავლულმა ამ სიტყვებში ნამაზის მთლიანად მიტოვება იგულისხმა. მსგავსი განმარტება მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ ქურაზის, იბნ ზეიდ ბინ ასლამსა და სუდდის ეკუთვნის, იბნი ჯარირიც ამ შეხედულებას იზიარებს. სწორედ ამის გამო, სალაფების, მათი შთამომავლებისა და იმამების - იმამა აჰმედისა და შაფიის ერთ-ერთი - შეხედულების მიხედვით, ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი გახდება. არგუმენტად კი, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისი მოჰყავთ:
„მსახურსა და შირქს შორის დამაბრკოლებელი ნამაზის მიტოვებაა.“[1]
„ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება ნამაზია. ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი გახდება.“[2]
ავზაი მუსა ბინ სულეიმანისგან, ეს კი, ალ ყასიმ ბინ მუჰაიმირისგან ალლაჰის სიტყვების: „მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა“ შესახებ გადმოგვცემს: „მათ მხოლოდ ნამაზის დრო გადააცილეს. ნამაზის მიტოვებას, რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ ეს ქუფრი იქნებოდა.“
იბნ მესუდის გადმოცემის მიხედვით, მას ალლაჰის შემდეგი სიტყვების: „107/5. ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!“, „70/23. რომელნიც ლოცვას აღავლენენ გამუდმებით,“, „70/34. და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ“ შესახებ ჰკითხეს, რის შემდეგაც იბნ მესუდმა უპასუხა: „ისინი ნამაზის დროს იცავენ.“ მკითხველმა იკითხა: „ჩვენი შეხედულების მიხედვით, ეს სიტყვები ნამაზის სრულად მიტოვებას გულისხმობს.“ ამის შემდეგ იბნ მესუდმა უპასუხა: „რაც თქვენ თქვით ქუფრია.“
ომარ ბინ აბდულაზიზმა აიათი „მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას“ წაიკითხა. შემდეგ კი, თქვა: „ნამაზის მიტოვებაში ნამაზის დროის მიტოვება ანუ დროის გასვლის შემდეგ ნამაზის შესრულება იგულისხმება და არა მთლიანად ნამაზის მიტოვება.“
სულ მალე გადაეყრებიან ღეიას“ -ალი ბინ აბუ ტალჰა იბნ აბბასისგან გადმოგვცემს: „ისინი უსიამოვნებას გადაეყრებიან.“ ყათადე ამბობს, რომ ისინი ცუდს/ბოროტებას გადაეყრებიან.
გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე“ - ანუ უსიამოვნება არ შეეხებათ მათ, რომლებმაც ნამაზი მიატოვეს და თავიანთ ვნებებს გაჰყვენ, ამის შემდეგ კი, მოინანიეს და უკან დაბრუნდნენ. ალლაჰი მათ ცოდვას მიუტევებს და სამოთხის მემკვიდრეებს შორის მოათავსებს, რის გამოც უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „აი ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!“ მონანიება წაშლის მას, რაც მანამდე (მონანიებამდე) იყო.
სხვა ჰადისში ნათქვამია: „ცოდვის მომნანიებელი მსგავსია იმის, ვისაც ცოდვა არ აქვს.[3]
ამ აიათში დაშვებული გამონაკლისი ფურყან სურაში დაშვებული გამონაკლისის მსგავსია:
„25/68. ისინი არ მოუწოდებენ სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართლის აღდგენისა და არ მრუშობენ. ვინც იქმს ამას, სასჯელს გადაეყრება!
69. მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და დარჩება მარად დამცირებული!
70. ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!“

*იბნ-ი ქასირის თაფსირიდან


[1] წყარო ნისა სურის 31-ე აიათში მითითებულია. ჰადისი სახიხია
[2] წყარო ნისა სურაშია. ჰადისი სახიხია
[3] ჰადისი ჰასენია. იბნ მაჯე, 4252; თაბერანი, ქაბირ, 10281; აბუ ნუაიმ, ჰილიე, 4/210; ქუდაი, 108