27 November 2019

მე-7 ნაწილი: ალლაჰისა და მისი შუამავლის მლანძღველის ჰუქმი და მისი არგუმენტები


ალლაჰისა და მისი შუამავლის მლანძღველი პიროვნება ქუფრი სიტყვების წარმოთქმის გამო ქააფირი გახდება. ასეთ დროს მის განზრახვას მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით აჰლი სუნნეთს შორის იხთილაფი (სხვადასხვა შეხედულება) არ არსებოს. ყურანში და სუნნეთში არსებული არგუმენტები, ასევე, საჰაბეებისა და მათი შემდგომი თაობის მეზჰები ამაზე მიუთითებს. ამ საკითხის მიმართ წინააღმდეგობაში მურჯიტებისა და ჯაჰმიტების გარდა სხვა არავინ მოექცევა. მსგავსი ადამიანი მურთადი გახდება და მონანიებისკენ მოპატიჟების გარეშე სიკვდილით დაისჯება. რაც შეეხება არგუმენტებს:
ა) ყურანში არსებული არგუმენტები
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „9/12. და თუ შეთანხმების შემდგომ გატეხენ თავიანთ ფიცს და თქვენს რწმენას შეურაცხყოფენ, მაშინ შეებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს, რადგანაც მათთვის არ არსებობს ფიცი; ეგების შეეშვნენ ეგენი.“
უზენაესი ალლაჰი ისლამზე ცუდის მთქმელს „ურწმუნოთა წინამძღოლებად“ მოიხსენიებს. რელიგიის ძაგება ხდება როგორც შეუსაბამო საუბრით, ასევე რელიგიაში არსებული რაღაცის მახსრად აგდებით. ქუფრის წინამძღოლობა დიდ ქუფრზე დამატებული ქუფრია ანუ რელიგიის ძაგებით საკუთარ ქუფრს ქუფრი დაამატეს. იმამ ყურტუბი ამბობს: „ალლაჰის სიტყვებში „ურწმუნოთა წინამძღოლებად“ ნახსენები სიტყვა „აიმმა“ იმამის (წინამძღოლის) მრავლობითი ფორმაა. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ამ სიტყვებში აბუ ჯაჰილი, უტბა, შაიბა და უმაიია ბინ ჰალეფის მსგავსი ზოგიერთი ყურაიშელი წინამღძოლი იგულისხმება. თუმცა, ამგვარი შეხედულება მწირეა, რადგან ეს აიათი თავბა სურაშია, რომლის მოვლენის დროსაც ალლაჰს ყურაიშელების სიძლიერის წყარო უკვე დაკნინებული ჰქონდა. მათგან დარჩენილი ან მუსლიმანი იყო ან ზავდადებული. აქედან გამომდინარე, სიტყვებში „ურწმუნოთა წინამძღოლებად“ იგულისმება ყოველი ის პიროვნება, რომელიც შეთანმხებას დაარღვევს და რელიგიას დააძაგებს.“[1]
იბნი თაიმიია ამბობს: „იმის გამო, რომ რელიგია ცუდად მოიხსენიეს, ალლაჰმა მათ „ქუფრის მეთაურები“ უწოდა. ამგვარად, რელიგიის დამძაგებელი ადამიანი ქუფრის ლიდერად მიიჩნევა.“[2]
“9/65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?
66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს , დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.
ამ აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: „თაბუქის ლაშქრობის დროს ერთ-ერთმა თქვა: ‘ყურანის მკითხველთა მსგავსად მუცელდაშვებული, მატყუარა და მშიშარა არავინ მინახავს.’ იქვე მყოფმა სხვა საჰაბემ წამოიძახა: ‘შენ იტყუები. მუნააფიყი ხარ. ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გიჩივლებ.’ ამ ამბავმა შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიაღწია და აიათიც მოევლინა.“[3]
აბდულმუნ’იმ მუსტაფამ აიათისა და მისი მოვლენის მიზეზის განმარტების შემდეგ თქვა: „გადმოცემები აშკარა არგუმენტია იმისა, რომ ალლაჰის, მისი აიათებისა და შუამავლის დამცინავი ქააფირი გახდება, თუნდაც რომ ეს გართობის ან ხუმრობის მიზნით იყოს ნათქვამი. უმმეთს შორის არ არის იხთილაფი იმასთან დაკავშირებით, რომ ქუფრი სიტყვისა თუ საქმის შესრულება გართობის/ხუმრობის მიზნით ქუფრია...“[4]
გადმოცემულ არგუმენტებში აშკარაა ის, რომ თაბუქის ლაშქრობის დროს ზოგიერთმა საჰაბემ შუამავალი და საჰაბეები ცუდად მოიხსენიეს (ხუმრობით და არა გულით), მიუხედავად ამისა, მათი სიტყვების გამო ურწმუნოებაში აღმოჩდნენ. როგორც აიათშია მოხსენებული, ისინი სიტყვის თქმამდე მორწმუნეები იყვნენ, სიტყვის თქმის შემდეგ კი ქუფრში ჩავარდნენ.
იმამ ყურტუბი, ყადი აბუ ბაქირ იბნუ’ლ-არაბის სიტყვებს გადმოგვცემს: „ქუფრი სიტყვებით ხუმრობა ქუფრია. ამ საკითხში უმმეთის იმამებს შორის იხთილაფი არ არის.“[5]
იმამ ჯასსასი „აჰქამუ’ლ ყურ’ან“-ში აიათის განმარტების დროს ამბობს: „აიათში არის ნიშანი იმისა, რომ იქრაჰის გარეშე ქუფრი სიტყვის ხუმრობით ან სერიოზულობით წარმოთქმა ერთიდაიგივეა... ეს აიათი გვიჩვენებს იმას, რომ ქუფრი სიტყვის სერიოზულად ან ხუმრობით მთქმელს ერთიდაიგივე ჰუქმი აქვთ.“[6]
იბნუ’ლ ჯავზი ამბობს: „ეს გადმოცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქუფრი სიტყვის სერიოზულობით და ხუმრობით წარმოთქმა ერთიდაიგივეა.“[7]
იმამ ალუსი ამბობს: „ზოგიერთმა სწავლულმა ეს აიათი მოიყვანა არგუმენტად და თქვა, რომ ქუფრი სიტყვის სერიოზულობით და ხუმრობით წარმოთქმა ერთიდაიგივეა, რაც თავისთავად ამ საკითხში უმმეთს შორის იხთილაფი არ არის.“[8]
იბნი ნუჯაიმმა თქვა: „ის, ვინც სერიოზულობით ან ხუმრობით ქუფრ სიტყვას იტყვის, ყველა სწავლულის მიხედვით ქააფირი გახდება. ამ საკითხში განზრახვას მნიშვნელობა არ აქვს.“[9]
იბნი ჰუმამი ამბობს: „მოკლედ, ზოგიერთი ქმედება არსებობს (მსგავსი ქააფირების კუთვნილი ნიშნებისა), რომელიც უარყოფას ნიშნავს. როგორც კი ქუფრისგან შორს უნდა ვიყოთ, ასევე შორს უნდა ვიყოთ ამგვარი ქმედებებისგან. ალლაჰმა პასუხი გასცა „ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ“ მათ, ვინ ამბობდა „მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით“. ალლაჰმა მათ არ უთხრა „თქვენ იცრუეთ“. პირიქით, ალლაჰმა მათ აცნობა, რომ ქუფრის ყველაზე მკვეთრი თვისებების („დროის უქმად გაყვანა“ და „გართობა“) საფუძველზე ისლამთან კავშირი გაწყვიტეს და ქუფრში ჩავარდენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები პიროვნებაში თუ მოიძებნება, მაშინ ეს პიროვნება ქააფირი გახდება, მიუხედავად მისი განზრახვისა...“[10]



[1] ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან, 4/18-19;
[2] ას-სარიმუ’ლ-მესლულ ალა შატიმი’რ-რასუულ, გვ: 21.
[3] თეფსირუ’თ-თაბერი, 6/172.
[4] „რელიგიიდან გამყვანი ქმედებები“, გვ: 155.
[5] ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან, 4/101;
[6] აჰქამუ’ლ-ყურ’ან, 3/207;
[7] ზადუ’ლ-მესირ, გვ: 593;
[8] თეფსირუ რუჰი’ლ-მეანი, 6/190;
[9] ალ-ბაჰრუ’რ-რაიყ, 5/134;
[10] ფეიდუ’ლ-ბარი, 11/50;

25 November 2019

მე-6 ნაწილი: მურჯიზმის თანამედროვე განშტოებები


მურჯიტებმა, როგორც პირველ პერიოდში მცხოვრებ ხალხზე, ასევე დღევანდელ მცხოვრებლებზეც მოახდინეს ზეგავლენა. უფრო მეტიც, მათი მრწამსი დღეს უფროა გავრცელებული. არსებობენ ისეთი მურჯიტები, რომლებიც აჰლი სუნნეთის მსგავსად - გულით დამოწმებას, ენით წარმოთქმას და ორგანოებით მოქმედებას იმანში მოიაზრებენ. აბდუ’ლ მუნ’იმი ამგვარი მრწამსის მატარებლების შესახებ ამბობს: „მათ მიერ შესრულებული ყველაზე ცუდი რამ არის ის, რომ საკუთარი არასწორი შეხედულებები ცილისწამებითა და ტყუილით სალაფებს მიაკუთვნეს. ყოველივე ამის მიუხედავად კი, საკუთარ თავებს სალაფებსა და აჰლი სუნნეთს უწოდებენ.“[1]
ეს ადამიანები (მურჯიტები) ყველას წინაშე მურჯიტები, რომ ყოფილიყვნენ, მდგომარეობა უფრო მსუბუქი იქნებოდა. ისინი ადამიანებს განარჩევენ. დაჩაგრული და ჩვეულებრივი მუსლიმანების მიმართ ძალიან მკაცრები არიან. ყველაზე პატარა შეცდომის ან ცოდვის გამო მათ წინააღმდეგ შუღლს აღვივებენ, განზრახვისა და სურვილის გათვალისწინების გარეშე მათ ფასიყად, ცოდვილად და უფრო მეტიც, ქააფირადაც კი მოიხსენიებენ. ხოლო, რაც შეეხება ქუფრის წინამძღოლებს და ტაღუთს, მათ მიმართ ძალიან მორიდებული და შემწყნარებლები არიან. მათ მხარდაჭერას უცხადებენ, შეცდომისა და ცოდვის შემთხვევაში თა’ვილს (ინტერპრეტაცია) აკეთებენ, ხშირად ისეთ თა’ვილებს აკეთებენ, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას ცდება და შარიათის საწინააღმდეგოც კია. ამგვარი ქმედებებით თავიანთ მრწამსში ხარიჯიტებისა და მურჯიტების სხვადასხვა ნიშან-თვისებაა თავმოყრილი. მათ შესახებ ნათქვამი შემდეგი სიტყვები მართლაც და ჭეშმარიტებაა: „ისინი ჭეშმარიტი რწმენისკენ მომპატიჟებლებისა და სხვა აზრზე მყოფთა მიმართ ხარიტიჯები, ხოლო ტაღუთის მიმართ, რომელშიც ქუფრი და ნიფაყია თავმოყრილი, მურჯიტები არიან.“[2]
ისტორიაში მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. თუმცა, დღესდღეობით ჩვენ ამ ყველაფრის მოწმენი გავხდით. ალლაჰმა ჭეშმარიტი გზიდან არ გადაგვიყვანოს (ამინ).
იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა უკეთ გასაგები იყოს, მათი შეიხის, ნასირუდდინ ალ-ალბანის[3] რამოდენიმე შეხედულებას მოვიყვანთ, რის შემდეგაც მოყვანილ შეხედულებებს აჰლი სუნნეთის მანჰაჯს შევადარებთ.
ალბანი ამბობს: „ჩვენ სრულიად ქააფირად არ მიგვაჩნია ის, ვინც ალლაჰს და მის შუამავალს გალანძღავს, რადგან გალანძღვის მიზეზი ზოგჯერ ჯაჰილობა (უცოდინრობა), ზოგჯერ ცუდი აღზრდა, ზოგჯერ უყურადღებობა, ზოგჯერ კი შეგნებით/ნებით შესრულებაცაა. პიროვნება ალლაჰს და მის შუამავალს შეგნებითა და ნებაყოფლობით თუ გალანძღავს, მაშინ მურთადი გახდება. ხოლო, სხვა დანარჩენი მიზეზის არსებობის შემთხვევაში კი, თაქფირის გაკეთების შეყოვნება და სულსწრაფობის არ გამოხატვა რელიგიის მხრივ უფრო მოსაწონია.“[4]
„ჩვენ გულით განზრახულ ქუფრსა და გარეგნობით შესრულებულ ქუფრს, რომელიც გულით განზრახული არ არის, ერთმანეთისგან ვყოფთ.“
„ქუფრი - გულით შესასრულებელი ქმედებაა და არა ორგანოებით შესასრულებელი.“[5]
შეიხის ამგვარი სიტყვები ბევრია. იმისათვის, რომ თემა გასაგებია, რამოდენიმე მათგანით ვკმაყოფილდებით. ახლა კი, ვიხილოთ ის თუ რამდენად არის შეიხის სიტყვები ყურანთან, სუნნეთთან და აჰლი სუნნეთის მანჰაჯთან შესაბამისობაში.



[1] ალ-ინთისარ ლი აჰლი’თ-თავჰიდ, გვ: 10.
[2] აბდუ’ლ მუნ’იმ მუსტაფა, ალ-ინთისარ ლი აჰლი’თ-თავჰიდ, გვ: 9.
[3] შეიხ ალბანი ჰადისის ნაწილში ძალიან ძლიერი სწავლულია. თუმცა, მისი ამგვარი წოდება არ ნიშნავს იმას, რომ უმმეთის გზიდან ამცდენი შეხედულებები უყურადღებოდ დარჩება და არ განიკიცხება. განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში, მისი არასწორი შეხედულების ქვეშ უამრავი მოსწავლე მოექცა. ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ მოექცევა და ხალხს მისკენ მოუწოდებს, ჩვენი მოვალეობა ნორმების დაცვით მის წინააღმდეგ წასვლაა. ამგვარად, როგორც იმ პიროვნებისთვის, ასევე გზასაცდენილი ხალხისთვის სარგებელს მოვიტანთ.
[4] „შარითათუ ალ-ქუფრუ ქუფრან“ შესავალი ნაწილი და „ალ-ინთისარ ლი აჰლით-თავჰიდ“ გვ: 26.
[5] იხილეთ: „შარითათუ ალ-ქუფრუ ქუფრან“ და „ალ-ინთისარ ლი აჰლით-თავჰიდ“.

24 November 2019

მე-5 ნაწილი: მურჯიზმი

1)      მურჯიტების მიხედვით ქუფრი მხოლოდ გულით სრულდება

როგორც წინა აბზაცებში ვახსენეთ, მურჯიტების აზრით ქუფრი მხოლოდ გულით უარყოფით სრულდება. მათი შეხედულების მიხედვით ამელი (ქმედება) იმანის (რწმენის) ნაწილი არ არის, რის გამოც ნებისმიერი ქუფრი ქმედება ადამიანს რწმენიდან არ გაიყვანს მანამ, სანამ ქუფრს გულით არ იწამებს. მაგალითად, ადამიანმა ალლაჰი და მისი შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რომ გალანძღოს, ყურანი რომ შეურაცხყოს, კერპს თაყვანი რომ სცეს, ალლაჰის შარიათის ნაცვლად საკუთარი კანონები რომ გამოსცეს, არამუსლიმების კუთვნილი წმინდა სიმბოლოები რომ ატაროს, მუსლიმანების წინააღმდეგ რომ წავიდეს, ისლამის განადგურებაში ურწმუნოებს ხელი რომ შეუწყოს, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, ქუფრის ჯართან ერთად მუსლიმანების წინააღმდეგ რომ გაილაშქროს და ა.შ, ანუ სხვადასხვა ქუფრი რომც განახორციელოს, მორწმუნედ დარჩება მანამ, სანამ გულით ალლაჰის სწამს. მათი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ქუფრის შემსრულებელი აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მსგავსად მორწმუნეა!

ამგვარმა რწმენამ ისლამური სამყარო უამრავ შეცდომაში ჩააგდო. პირველ ადგილს იკავებს მმართველების, რომელთაც ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვთ, „შემოსევა“ მუსლიმანებზე. იგივე დონის საშიშროებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამგვარი მმართველები ალლაჰის სახელის ცუდი მიზნით გამოყენებით ხალხს შეაყვარეს და მათზე მორჩილება მოუწოდეს, მათ ნამდვილ სახეს კი ხალხისგან ფარავენ. საზოგადოება მურჯიტების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რადგან მისგან თავი დაიცვას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მურჯიზმის ზეგავლენის ქვეშ უამრავი ხალხია. დღესდღეობით საზოგადოების რომელიმე წევრი ქუფრს თუ ჩაიდენს და მას ეტყვიან, რომ ის ამგავრად რწმენიდან გადის, გასაცემი პასუხი უკვე მზად აქვს: „შენ ჩემს გულს შეხედე!“

ამგვარი აყიდის ცრუ შეხედულებების შედეგად ხალხი ქუფრი სიტყვისა და ქმედების მიმართ უგულისყუროა. ამ უბედურებისგან ალლაჰმა დაგვიფაროს (ამინ).

18 November 2019

4. სურა ნისა აიათი 155-159 ებრაელების წყევლა

ებრაელების წყევლა

„4/155. და იმისათვის (დაწყევლილი იქმნენ) რომ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ‘ჩვენი გულები დახურულიაო (არ შევისმენთ შენს სიტყვებს).’ პირიქით, ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ, თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა;
156. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს (დააბრალეს მრუშობა);
157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა.“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,
158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
159. და წიგნის ხალხთაგან თითოეული იწამებს მას (‘ისას) სიკვდილამდე. და აღდგომის დღეს ის იქნება მათი მოწმე.“
განმარტება:
“და იმისათვის (დაწყევლილი იქმნენ) რომ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო (არ შევისმენთ შენს სიტყვებს)’” - ეს დანაშაულებები მიზეზია მათი წყევლისა და ჰიდაეთისგან (ჭეშმარიტი გზისგან) შორს ყოფნისა. ვინაიდან, მათ თავიანთი დადებული სიტყვა და კონტრაქტი დაარღვიეს, ალლაჰის აიათები ანუ შეგონებები (ნებართვები და აკრძალვები), ცხადი სამხილები და შუამავლების მიერ შესრულებული აშკარა სასწაულები უარყეს.
და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო’“ - იბნი აბბასი, მუჯაჰიდი, საიდ ბინ ჯუბაირი, სუდდი, ყათადა და სხვები, აიათში მოხსენებულ სიტყვა „ღულფ“-ს თარგმნიან, როგორც „საფარი, ხუფი“. ეს მსგავსია მუშრიქების შემდეგი სიტყვებისა: „41/5. და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ...“
და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა“ - ანუ მათი გულები ქუფრს (ურწმუნოებას) მიჩვეულია.
და (დაწყევლილი იქმნენ) იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს“ - ალი ბინ აბუ ტალჰას გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ)[1] ეს აიათი შემდეგნაირად განმარტა: „ანუ დაწყევლილი არიან იმის გამო, რომ მარიამს (‘ალეისალამ)[2] მრუშობაში ბრალი დასდეს.“ სუდდიმ, ჯუვაიბირმა, მუჰამმედ ბინ ისჰაყმა და სხვა ბევრმა ამგვარად განმარტა. აიათის გარეგანი მნიშვნელობითაც იგივეა ნათქვამი. მათ მარიამს (‘ალეისალამ) და მის შვილს ცილი დასწამეს, მარიამს მრუშობა დააბრალეს და ‘ისა (‘ალეისალამ) მრუშის შვილად მიიჩნიეს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ამბობდა, რომ მარიამმა (‘ალეისალამ) ციკლის (მენსტრუაციის) დროს იმრუშა. ალლაჰის უწყვეტი წყევლა ყიამეთის (აღდგომის) დღემდე მათზე (მარიამზე და მის შვილზე ცილის დამწამებლებზე) იყოს (ამინ).

აჰლი ქითაბის[3]  განცხადება: „’ისა (იესო) მოკვდა.“

და (დაწყევლილი იქმნენ) მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა.“ - ანუ აცხადებდნენ, რომ „ის ადამიანი მოვკალით ვინც საკუთარ თავს შუამავალს უწოდებდა“-ო. ამ სიტყვებით ებრაელები იესოს (‘ისას) დასცინოდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ. ეს სიტყვები მსგავსია იმ მუშრიქების (მრავალღმერთიანების) სიტყვებისა, რომლებიც შუამავალ მუჰამმედს (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) უთხრეს: „15/6. და უთხრეს (1) (მექქას ურწმუნოებმა, მუჰამმედ შუამავალს): ,,ჰეი შენ, რომელსაც ზეგარდმოგევლინა შეგონება (2) (ყურანი)! უეჭველად, შეშლილი ხარ!“ ალლაჰმა იესო (‘ისა) ცხადი არგუმენტებით ჭეშმარიტი გზის გზამკვლევად როდესაც გამოგზავნა, მას თან სხვადასხვა სასწაულების შესრულების უნარიც მიანიჭა, რის გამოც ებრაელებს მისი შურდათ. იესოს სასწაულებიდან ზოგიერთია: ‘ისა (მშვიდობა მას) დაბადებიდანვე ბრმა და კანის დაავადების მქონე ადამიანებს კურნავდა. ასევე, მკვდრებს აცოცხლებდა. რათქმაუნდა ყველაფერი ეს ალლაჰის ნება-სურვილის საფუძველზე ხდებოდა. ტალახისგან ჩიტის ფორმას ძერწავდა, შემდგომ კი შეუბერებდა და ალლაჰის ნებით მფრინავ და ცოცხალ ჩიტად გადაიქცეოდა. ალლაჰის მიერ მასზე ბოძებული სხვა სასწაულებიც არსებობს. მიუხედავად ამისა, ებრაელებმა იგი ცრუდ შერაცხეს, მის წინააღმდეგ წავიდნენ და ყველა ფორმის ტანჯვა-წამება მიაყენეს. ამგვარად, ‘ისა (იესო) მათთან ერთად ერთ ქალაქში ვერ დარჩა. მის დედასთან, მარიამთან (მშვიდობა მას) ერთად ხშირად მოგზაურობაში იყო. ებრაელები ამით ვერ დაკმაყოფილდნენ და შამის (სირიის) იმ პერიოდის მეფე იესოს წინააღმდეგ განაწყვეს. მეფე ვარსკვლავებზე თაყვანისმცემელი იყო, რის გამოც ამ გზის მიმდევრებს ბერძნებს ეძახდნენ. ებრაელებმა მეფეს შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნეს: „იერუსალიმში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ადამიანებს გონებას ურევს და მეფის წინააღმდეგ განაწყობს.“ ამის გამო გაბრაზებულმა მეფემ იერუსალიმის იმ დროინდელ გუბერნატორს უბრძანა: „ზემოაღნიშნული ადამიანი ჯვარზე გააკარი და თავში ეკალი ჩაარჭე. ამგვარად ადამიანები მისი ბოროტებისგან დაიცავი.“ გუბერნატორმა ბრძანება როგორც კი მიიღო მოქმედება დაიწყო. რამოდენიმე ებრაელთან ერთად იმ ადგილას წავიდა, სადაც იესო იმყოფებოდა. პარასკევი დღის სამხრობის დროს და შაბათი დღის საღამოს იესო და მისი 12 ან 13 მეგობარი (ნათქვამია ის, რომ 17-იც იყვნენ) ალყაში მოაქციეს. ‘ისამ (იესომ) მოსალოდნელი საფრთხე, როდესაც იგრძნო იქვე მყოფ მეგობრებს მიმართა: „ვის სურს სამოთხეში ჯილდოდ ჩემი მეგობრობის სანაცვლოდ ჩემი სახე მიიღოს (ჩემს ფორმაში შევიდეს)?“ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ეს შემოთავაზება მიიღო, თუმცა იესომ ის ძალიან ახალგაზრდად მიიჩნია და კითხვა ორ-სამჯერ ისევ გაიმეორა. ყოველ კითხვას ეს ახალგაზრდა პასუხობდა, რის გამოც ‘ისამ (მშვიდობა მას) უთხრა: „კარგი. ეს შენ იქნები.“ ამ ახალგაზრდამ ისეთივე ფორმა მიიღო (ალლაჰის ნებით), როგორიც იესო იყო. სახლის ჭერში ფანჯარა გაიხსნა. იესო მძინარის ფორმაში შევიდა და ცაში ამაღლდა ისევე, როგორც უზენაესმა ალლაჰმა ყურანში ბრძანა: „3/55. მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან...“ ცად ამაღლების შემდეგ, ‘ისას (მშვიდობა მას) მეგობრები გარეთ გავიდნენ. ურწმუნო ებრაელებმა ახალგაზრდა ბიჭი როდესაც დაინახეს, იესო ეგონათ და დაიჭირეს, რის შემდეგაც იმავე საღამოს ჯვარზე გააკრეს და თავზე ეკალი დაადეს. ყოველივე ამის შემდეგ, ებრაელებმა იესოს სიკვდილი აღნიშნეს და ამით ხარობდნენ. უვიცობის გამო ზოგიერთმა ქრისტიანულმა ჯგუფმა იესოს სიკვდილი დაიჯერა. იესოს სიკვდილი მხოლოდ მათ არ დაიჯერეს, რომლებიც ცად ამაღლებამდე მასთან ერთად იმყოფებოდნენ, რადგან ცად ამაღლების მოწმე თვითონვე იყვნენ. სხვა დანარჩენმა კი ურწმუნო ებრაელების მსგავსად იესოს სიკვდილი დაიჯერეს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ ჯვარზე გაკრული იესოს მისი დედა მარიამი დასტიროდა.
„და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ“ - ანუ იხილეს ‘ისას (იესოს) მსგავსი და ეგონეს იესო. ყოველივე ამის გამო უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი.“ ვინც იესოს სიკვდილი დაიჯერა ებრაელები და ქრისტიანები იყვნენ. თითოეული მათგანი ამ საკითხის მიმართ ეჭვებში და გზააბნეულობაში ჩავარდნენ, რის გამოც ალლაჰი გადაწყვეტით ამბობს: „და არ მოუკლავთ იგი.“ ანუ მათ არ მოუკლავთ იმ რწმენით, რომ ის იესო იყო. მისი მოკვლის დროსაც კი ეჭვებში იყვნენ.
„არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ - ადგილი, სადაც იესოა, მყარი და უსაფრთხოა. ვინც ალლაჰის „კარებს“ შეაღებს ის სრულ უსაფრთხოებაში იქნება.
„რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ ­- მის გაჩენილის მიმართ დადგენილ ბედისწერაში სრულიად ბრძენია. უსასრულო სიბრძნე, ჭეშმარიტი არგუმენტი და უკვდავება ალლაჰისაა.
იბნ აბუ ჰათიმი, საიდ ბინ ჯუბაირისგან იბნი აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სიტყვებს გადმოგვცემს: „ალლაჰმა ‘ისას (‘ალეისალამ) ცად ამაღლება როდესაც მოისურვა, იესო მის მეგობრებთან თავზე წყლის დასხმით მივიდა და თქვა: ‘თქვენგან ერთ-ერთმა ჩემი რწმუნების შემდეგ 12-ჯერ უარმყო.’ შემდეგ კი, იკითხა: ‘თქვენგან ვის სურს, რომ ჩემი ფორმა/შეხედულება მიიღოს და იქნას მოკლული, რის საფუძველზეც სამოთხეში ჩემთან ერთად იქნება?’ ასაკით ყველაზე პატარამ სურვილი გამოხატა. იესომ მას უთხრა, რომ დამჯდარიყო. კითხვა გაიმეორა, რის შემდეგაც იგივე ახალგაზრდა წამოდგა. იესომ ისევ დაჯდომა უბრძანა. კითხვა მესამედ გაიმეორა და პასუხი ისევ ახალგაზრდამ გასცა. მაშინ იესომ თქვა: ‘ეს შენ იქნები.’ ახალგაზრდას იესოს ფორმა მიეცა და იესო სახლის ფანჯრიდან ცად ამაღლდა. ებრაელები მოვიდნენ და იესოს ფორმაში შესული ახალგაზრდა მოკლეს, შემდეგ კი ჯვარს გააკრეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი რწმუნების შემდეგ 12-ჯერ ქააფირი გახდა. ქრისტიანები ამ ამბის შემდეგ სამად გაიყვნენ. ერთ-ერთმა ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰი ჩვენთან იყო და ცად ამაღლდა’, ეს ჯგუფი იაყუბის მიმდევრები იყვნენ. მეორე ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰის შვილი ჩვენთან იყო და ცად ამაღლდა’, ესენი ნესტორიანელები იყვნენ. მესამე ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰის მსახური და შუამავალი განსაზღვრული დროით ჩვენთან იყო, შემდეგ კი ალლაჰმა ის თავისთან აამაღლა.’ ესენი მუსლიმანები (იმ დროის სწორი მორწმუნენი) იყვნენ. პირველმა ორმა ურწმუნო ჯგუფმა გაერთიანებული ძალებით მესამე ჯგუფის მორწმუნენი მოკლეს. ამგვარად ისლამის შუქი შუამავალ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოსვლამდე ჩამქრალი იყო.“ იბნი აბბასის ეს გადმოცემა სახიხია. იგივეს გადმოგვცემს ნესაიც.
„და წიგნის ხალხთაგან თითოეული იწამებს მას (‘ისას) სიკვდილამდე“ - თაბერი ამბობს: ყურანის განმმარტებლებმა ამ აიათის შესახებ სხვადასხვა აზრი გამოთქვეს. „და წიგნის ხალხთაგან თითოეული სიკვდილამდე...“ - ანუ ‘ისას (იესოს) სიკვდილამდე „მას“ ანუ იესოს „იწამებს“. დეჯჯალის მოსაკლავად ჩამოსვლისას აჰლი ქითაბიდან (ქრისტიანები და იუდეველები) ყველა მას ირწმუნებს. ამგვარად, ყოველი რელიგია ერთ რელიგიაში ანუ იბრაჰიმის (აბრაამის) (‘ალეისალამ) რელიგიაში მოექცევა. ყოველივე ეს აიათის ამგვარ განმარტების სისწორეს აძლიერებს. ახლა კი, ჩამოვთვალოთ ისინი, ვინც აიათის ამგვარ განმარტებას იზიარებს: საიდ ბინ ჯუბაირის გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „და წიგნის ხალხთაგან თითოეული სიკვდილამდე...“ ანუ იესოს (‘ალეისალამ) გარდაცვალებამდე „მას იწამებენ.“
აბუ მალიქი ამ აიათის შესახებ ამბობს: „მარიამის შვილი იესო დედამიწაზე როდესაც ჩამოვა, აჰლი ქითაბიდან თითოეული მას იწამებს.“
დაჰჰაყი, იბნი აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ამ აიათში ნაგულისხმევი მხოლოდ იუდეველები არიან.“
ჰასან-ი ბასრის მიხედვით კი, აქ ნაგულისხმევი „ნეჯაში და მისი ხალხია.“ ბოლო ორ შეხედულებას იბნ აბი ჰათიმი გადმოსცემს.
თაბერი, ჰასან-ი ბასრისგან გადმოსცემს: „ანუ იესოს გარდაცვალებამდე მას იწამებენ. ვფიცავ ალლაჰს, რომ იესო ცოცხალია და ის ახლა ალლაჰთან იმყოფება. დედამიწაზე ჩამოსვლის დროს კი მას ყველა იწამებს.“
თაბერი ამბობს: ზოგიერთი სწავლული აიათში მოხსენებულ სიტყვაში „სიკვდილამდე“, აჰლი ქითაბის ხალხს (იუდეველებსა და ქრისტიანებს) მოიაზრებს. ამ აზრის არგუმენტად კი ამბობენ იმას, რომ მათგან თითოეული სიკვდილის დროს ჭეშმარიტებას სიცრუისგან გაარჩევს, რადგან სული მანამ არ დატოვებს სხეულს, სანამ ჭეშმარიტებას და სიცრუეს არ გაიგებს. ჩვენამდე მოღწეული ამბავის მიხედვით, ალი ბინ აბუ ტალჰა, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ აიათის შესახებ გადმოგვცემს: „არცერთი იუდეველი არ მოკვდება მანამ, სანამ იესოს არ იწამებს.“
მუჯაჰიდის მიერ ნათქვამი სიტყვები შემდეგნაირად გვიამბეს: „აჰლი ქითაბის ყოველი წევრი სიკვდილამდე იესოს იწამებს.“
იბნი აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „იუდეველს ან ქრისტიანს თავი რომც მოკვეთონ, მანამ არ მოკვდება, სანამ იესოს არ იწამებს.“
იქრიმეს გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „იარაღით რომც იყოს მოკლული, არცერთი იუდეველი არ მოკვდება მანამ, სანამ არ იწამებს, რომ იესო ალლაჰის მსახური და შუამავალია.“
აბდურრაზზაყი აიათის შესახებ ჰასან-ი ბასრის სიტყვებს გადმოსცემს: „იუდეველებიდან არცერთი არ მოკვდება მანამ, სანამ იესოს არ იწამებს.“
იმამ თაბერი ამბობს: ზოგიერთმა კი ეს აიათი შემდეგნაირად განმარტა: „უეჭველად აჰლი ქითაბის ყოველი წევრი გარდაცვალებამდე მუჰამმედ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იწამებს.“
ჰუმეიდისგან ჩვენამდე მოღწეული ამბის მიხედვით, იქრიმე იბნი აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „იუდეველები და ქრისტიანები მანამ არ მოკვდებიან, სანამ მუჰამმედს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ იწამებენ.“
თაბერი ბოლოს ამბობს: „პირველი შეხედულება სისწორესთან უფრო ახლოს არის ანუ იესო დედამიწაზე როდესაც ჩამოვა, იუდეველები და ქრისტიანები მის (იესოს) სიკვდილამდე მას (იესოს) იწამებენ.“ უეჭველად იმამ თაბერის ეს შეხედულება ჭეშმარიტია, რადგან როგორც აიათების წყობა გვიჩვენებს, მთავარი მიზანია იესოს სიკვდილისა და ჯვარზე გაკვრის სიცრუის გამოაშკარავება, რაც იუდეველებმა გამოაცხადეს და ქრისტიანებმა დაეთანხმნენ. ამგვარად, უზენაესი ალლაჰი აცხადებს, რომ არ არის ჭეშმარიტება და სიმართლე ის, რასაც ისინი აცხადებენ იესოს შესახებ. მაშინ როცა იესოს ნაცვლად მის ფორმაში შესული ადამიანი მოკლეს, რომელიც იესო ეგონათ, ალლაჰმა იესო თავისთან აამაღლა. ამგვარად, იგი (იესო) ცოცხალია და ყიამეთამდე (წარღვნამდე) ის დედამიწაზე ჩამოვა. როგორც ჰადისებშია მოცემული, იესო დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ დეჯჯალს (ანტიქრისტეს) მოკლავს, ჯვარს დაამტვრევს, ღორს მოკლავს და ჯიზიას[4] გააუქმებს ანუ სხვა რელიგიის მიმდევართაგან ჯიზიას აღარ მიიღებს და მათ ორი არჩევანის წინაშე დააყენებს: ისლამი ან ხმალი. ამ აიათში ნახსენებია ის, რომ აჰლი ქითაბიდან ყოველივე იესოს იწამებს ანუ ყოველი იუდეველი და ქრისტიანი ჭეშმარიტებას დაეთანხმება და იწამებს (იმას, რომ იესო არ მოუკლავთ და ჯვარზე არ გაუკრავთ).
„და აღდგომის დღეს ის იქნება მათი მოწმე“ - ანუ დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ იესო მათ ნამოქმედარს დაამოწმებს. ეს აიათი შესაბამისობაში მოდის იმ განმმარტებლების სიტყვებთან, რომლებიც აიათის შესახებ ამბობენ: „იუდეველები და ქრისტიანები მანამ არ მოკვდებიან, სანამ იესოს (მშვიდობა მას) და მუჰამმედს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ იწამებენ.“ რადგან სიკვდილის პირას მყოფი ჭეშმარიტებას იხილავს და იწამებს მას. თუმცა, სიკვდილის ანგელოზის დანახვის შემდეგ თუ იწამებს, მაშინ ეს რწმუნება მისთვის სასარგებლო აღარ იქნება. ვინაიდან, უზენაესი ალლაჰი ამ სურას დასაწყისში ბრძანებს: „4/18. და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.“ ანუ მაშინ, როდესაც სასჯელს იხილავენ იტყვიან: „ვიწამეთ ალლაჰი და უარვყავით ყველაფერი, რაც მას თანაზიარად დავუყენეთ.“ თუმცა, სასჯელის დანახვის შემდეგ მონანიება მათ სარგებელს აღარ მოუტანს. აი ეს ალლაჰის ურყევი კანონია.
„40/84. შემდეგ როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი, თქვეს: „ვიწამეთ ალლაჰი და მისი ერთადერთობა და უარვყავით იგი, რასაც ზიარვუქმნიდით მას!“
ეს უკანასკნელი იმამ თაბერის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისუსტეზე მიუთითებს. იმამ თაბერის განცხადების მიხედვით, უსარგებლო დროს მიღებული რწმენით პიროვნება მუსლიმანი გახდება. ეს შეხედულება კი კარგი არ არის. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.


[1] ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი.
[2] სალამი მას.
[3] ებრაელები და ქრისტიანები. ისინი, ვისაც ღვთიური წიგნი ებოძათ.
[4] უსაფრთხოების გარანტიის გადასახადი, რომელსაც იხდის არამუსლიმი.