31 May 2018

ხორცის შესახებ


მორწმუნეებისთვის ჰარამად დაწესებული საჭმელი
„5/3. თქვენ აგეკრძალათ... ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა...“
განმარტება:
ჰარამია საქონლის ხორცი, რომელიც ალლაჰის გარდა სხვისი სახელით დაიკლა, რადგან უზენაესმა ალლაჰმა საქონლის დაკვლა მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელით ბრძანა. საქონელი ალლაჰის სახელის გარდა კერპის, ქანდაკების ან ქმნილებებიდან რომელიმეს სახელით თუ დაიკლა, მაშინ ის იჯმათი ჰარამია. ალიმებს შორის იჰთილაფია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა განძრახვით ან დავიწყების საფუძველზე ალლაჰის სახელის მოუხსენებლად დაკლული საქონლის ხორცის ჭამა.

აჰლი ქითაბის საჭმელი

„5/5...ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი (1) (იუდეველთა და ქრისტიანთა) ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები.“
განმარტება:
უზენაესი ალლაჰი აიათით გვამცნობს, რომ იუდეველებისა და ქრისტიანების მიერ დაკლული საქონლის ხორცი ჰალალია. იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ), აბუ უმამე, მუჯაჰიდი, საიდ ბინ ჯუბარი, იქრიმა, ათა, ჰასანი ბასრი, მაქჰული, იბრაჰიმ ან ნაჰაი, სუდდი და მუყათილ ბინ ჰაიაანი ამბობს, რომ სიტყვა „საჭმელში“ საქონლის ხორცი იგულისხმება. მათი რწმენა, რაც არ უნდა შორს იყოს ჭეშმარიტებისგან, მათ სწამთ, რომ ალლაჰის სახელის გარდა სხვისი სახელით დაკვლა ჰარამია, რის გამოც მუსლიმებისთვის მათი დაკლული ხორცი ჰალალია.
ჰაიბერის წარმომადგენლებმა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ცხიმში შემწვარი ცხვარი მიართვეს. ცხვარი მოწამლული იყო. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ცხვრის ფეხი ჩაკბიჩა, რის შემდეგაც ფეხმა უთხრა, რომ მოწამლული იყო. შუამავალმა სასწრაფოდ გადმოაფურთხა, თუმცა საწამლავმა სისხლში მაინც გაერია. იგივე ცხვრის ხორცი შაუამავალთან ერთად ბიშრ ბინ ბერრა ბინ მარ’ურ-მაც მიირთვა და საწამლავის გამო გარდაიცვალა. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა სამაგიეროს გადახდის მიზნით ის ქალი სიკვდილით დასაჯა, რომელმაც ხორცი მოწამლა.“ საკითხთან დაკავშირებით ჰადისის მნიშვნელობა შემდეგია: „ალლაჰის შუამავალმა და მისთან ერთად მყოფმა პიროვნებებმა ხორცის ჭამა დაიწყეს, ისე, რომ შუამავალს მათთვის (იუდეველებისთვის) არ უკითხავს ხორცი თუ იყო გაწმენდილი იმ ცხიმისგან, რომელიც მათი აზრით ჰარამი იყო.
რაც შეეხება სხვა ჰადისს: ერთ-ერთმა იუდეველმა შუამავალს ხორბლის პური და ქონი მიართვა.“[1](Buhari, 5437; Müslim, 2041; Ebu Davud, 3782; Ahmed b. Hanbel 3/210; İbn Hibban, 4539).
აჰლი ქითაბი შესაწირს ალლაჰის სახელით კლავდა, რაც მათთვის ერთ-ერთი ღვთისმსახურება იყო. ამის გამო, უზენაესმა ალლაჰმა მათ გარდა, სხვა მუშრიქების დაკლული საქონლის ხორცი ჰალალად არ დააწესა, რადგან ისინი (აჰლი ქითაბის გარდა სხვა მუშრიქები) საქონელს ალლაჰის სახელით არ კლავენ, უფრო მეტიც საქონლის დაკვლა პირობათაც კი არ მიაჩნიათ, რის გამოც ლეშს მიირთმევენ.
რაც შეეხება მეჯუსებს (ცეცხლის, ძროხის და მსგავსი რაღაცაების თაყვანისმცემლები) მათი დაკლული საქონლის ხორცი და მათ ქალებზე ქორწინება ჰარამია.
„ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები“ - ანუ თქვენი (მუსლიმების) დაკლული საქონლის ხორცის მათზე მიცემა ჰალალია. ეს აიათი წინა აითზე დაყრდნობით შესაბამის პასუხს სცემს ანუ როგორც კი მათი დაკლული თქვენთვის ჰალალია, ასევე თქვენი დაკლულიც მათთვის ჰალალია.

ალლაჰის სახელით დაკლული საქონელი

„6/118. მაშ, ჭამეთ ის, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, თუკი ხართ მისი აიათების დამჯერნი.
119. და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ, რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იყოთ თქვენ. უეჭველად, მათგან უმეტესნი უვიცობით გზას აცდნენ თავიანთი ვნებებით. უეჭველად, ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ზღვარგადასულნი ვინც არიან.“
განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აცნობებს, რომ ალლაჰის სახელით დაკლული საქონლის ხორცი მათთვის ჰალალია. „მაშ, ჭამეთ ის, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, თუკი ხართ მისი აიათების დამჯერნი.“ - ამ აიათის საპირისპირო მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰის სახელის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი ჰალალი არ არის. მუშრიქი ურწმუნოები კი ლეშს მიირთმევენ, ასევე კერპებისა და ქანდაკებისთვის შეწირულ ხორცს ნებადართულად თვლიან.
შემდეგ აიათში უზენაესი ალლაჰი მისი სახელით დაკლული ხორცის ჭამისკენ მოუწოდებს: „და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები,
იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იყოთ თქვენ.“ - ანუ აუცილებელი შემთხვევის გარდა, რადგან ასეთ დროს (აუცილებლობის შემთხვევაში) ნაპოვნი საკვები ჰალალია.
„რამეთუ მან უკვე განგიცხადათ, რაც აკრძალა თქვენთვის,“ - ანუ უზენაესმა ალლაჰმა განმარტა ის, რაც კი ჰარამი იყო.
ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი იმ პიროვნებების უცოდინრობას და ჯაჰილობას განმარტავს, რომლებიც მუშრიქების ლეშს და ალლაჰის სახელის გარდა სხვისი სახელით დაკლული საქონლის ხორცს ჰალალად მიიჩნევს და შემდეგნაირად ბრძანებს: „უეჭველად, მათგან უმეტესნი უვიცობით გზას აცდნენ თავიანთი ვნებებით. უეჭველად, ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ზღვარგადასულნი ვინც არიან.“ - ანუ უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის მათი ზღვარს გადასულობა, ტყუილი და ცილისწამება.

არ მიირთვათ ისეთი საქონლის ხორცი, რომელზეც ალლაჰის სახელი არ ხსენებულა

6/121. და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენებული. უეჭველად, იგი ძალიან დიდი ცოდვაა და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი (მუშრიქი) იქნებით!
განმარტება:
ეს დალილი მოჰყავთ იმამებს, რომელთა აზრით ყასაბი მუსლიმი რომც იყოს, თუმცა ალლაჰის სახელით თუ არ დაკლავს, მაშინ ის ხორცი ჰარამია. ამ საკითხთან დაკავშირებით იმამებს შორის (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) სამი სხვადასხვა შეხედულება არსებობს:
1)           პირველი შეხედულება: განძრახვით ან დავიწყების საფუძველზე ალლაჰის სახელის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი ჰარამია. გადმოგვცემს იბნ ომერი (რადიალლაჰუ ‘ანჰ), იმამ მალიქი და იმამ აჰმედი.
ამ შეხედულების მომხრე იმამებს დალილად ზემოთ მოყვანილი აიათი და ალლაჰის შუამავლის ჰადისი მოაქვთ, რომლის მიხედვითად ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მონადირე ცხოველის მიერ თქვენთვის მონადირებულიც მიირთვით და ალლაჰის სახელი ახსენეთ.“
ასევე, აიათში განსაკუთრებულად მოხსენებულია სიტყვა „არ მიირთვათ ის“.
უეჭველად, იგი ძალიან დიდი ცოდვაა“ - ზოგიერთის მიხედვით „იგი -ში „ასეთი ხორცის ჭამა“, ზოგიერთის მიხედვით კი „სხვისი სახელით დაკლული“ იგულისხმება.
ამ შეხედულების მომხრეებს შემდეგი დალილიც მოაქვთ: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მონადირე ცხოველს ალლაჰის სახელით სანადიროდ თუ გააგზავნი და შენთვის რაიმეს დაიჭერს, მაშინ მიირთვი მისგან.“
2)           მეორე შეხედულება: საქონლის დაკვლის დროს ალლაჰის სახელის მოხსენება პირობა არ არის. ის მუსთეჰაბია. აქედან გამომდინარე, ყასაბმა განძრახვით ან დავიწყებით, რომ არ თქვას ალლაჰის სახელი, პრობლემა არ არის. ეს მოსაზრება იმამ შააფისა და მისი მიმდევრების მოსაზრებაა. მსგავსი გადმოცემა იმამ მალიქისგანაც არსებობს. ამას აღნიშნავს მისი (იმამ მალიქის) მოსწავლეც, აშჰაბ ბინ აბდულაზიზ. ასევე ეს მოსაზრება გადმოცემულია იბნ აბბასის, აბუ ჰურაირას და ათა აბუ რაბაჰის მიერ.
იმამ შააფიმ ეს აიათი „და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული. უეჭველად, იგი ძალიან დიდი ცოდვაა.“ შემდეგნაირად განმარტა: „არ მიირთვათ ალლაჰის სახელის გარდა სხვა სახელით დაკლული საქონლის ხორცი.
იბნ ჯურაიჯი, ათადან გადმოგვცემს: უზენაესი ალლაჰი ამ აიათით „და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული. უეჭველად, იგი ძალიან დიდი ცოდვაა.“ ყურაიშელების მიერ კერპებისთვის შეწირულ და მეჯუსების მიერ დაკლულ საქონლის ხორცს კრძალავს.
იბნ აბუ ჰათიმი საიდ ბინ ჯუბაირის მეშვეობით, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ამ აიათში ‘და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული. უეჭველად, იგი ძალიან დიდი ცოდვაა.’ ლეში (მკვდარი საქონლის ხორცი) იგულისხმება.“
3)   მესამე შეხედულება: ყასაბს დაკვლის დროს ალლაჰის სახელის ხსენება თუ დაავიწყდა, მაშინ ზარალი არ არის, ხოლო განძრახვით თუ არ წარმოთქვა, მაშინ ის ხორცი ჰარამია. იმამ მალიქისა და იმამ აჰმედ ბინ ჰანბელის ცნობილი შეხედულება ეს არის. იმამ აბუ ჰანიფა, მისი მოსწავლეები და ისჰაქ ბინ რაჰუია-ც ამ აზრზე არიან. ამას გადმოგვცემს ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ), იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ), საიდ ბინ მისაიიაბი, ათა, თაბუს, ჰასანი ბასრი, აბუ მალიქი, აბდურრაჰმან ბინ ზაიდი, ჯაფერ ბინ მუჰამმადი და რაბია ბინ აბუ აბდურრაჰმანი.
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ“ - იბნ აბუ ჰათიმი, აბუ ისჰაყისგან გადმოსცემს: ერთი ადამიანი იბნ ომართან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მივიდა და უთხრა: ‘ესა და ეს პიროვნება ამბობს, რომ ვაჰი (ზეშთაგონება) მოუდის.’ იბნი ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უთხრა, რომ ის კაცი მართალს ამბობდა და შემდეგი აიათი წაიკითხა: ‘და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ’“ (ანუ იმ კაცს ეშმაკის ვასვასა მოუდიოდა).
შემდეგ იბნ აბუ ჰათიმი, აბუ ზუმაილისგან გადმოსცემს: ერთხელ მექქაში იბნ აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გვერდით ვიჯექი. იმ დროს მუჰთარ ბინ აბუ უბაიდიც ჰაჯობაზე იყო. ერთი კაცი იბნ აბბასთან მოვიდა და უთხრა: ‘ჰეი იბნ აბბას, აბუ ისჰაყი ამბობს, რომ წინა საღამოს ვაჰი მოუვიდა.’ იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უპასუხა: ‘მართალი უთქვამს.’ მე ეს არ მომეწონა და იბნი აბბას ვუთხარი: ‘რა? მართალი უთქვამს?!’ იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიპასუხა: ‘ვაჰი ორი სახეობისაა: პირველი ეს ალლაჰიდან წამოსული ვაჰია, მეორე კი ეშმაკისგან.’ ამის შემდეგ კი აიათი წაიკითხა: „და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ“.
და თუ დაჰყვებით მათ“ - ანუ ალლაჰის ბრძანებებსა და შარიათს თუ მიატოვებთ და მის მაგივრად სხვას თუ აიღებთ, ეს იგივეა, რომ ალლაჰის ბრძანებებზე წინ სხვისი ბრძანებები დააყენოთ, რაც შირქია. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „9/31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა.“

ჰარამი საკვები

6/145. უთხარი შენ: ვერ ვპოულობ რაც მე მეუწყა იმაში აკრძალულს საჭმელებიდან, გარდა ლეშისა ან დანთხეული სისხლისა ან ღორის ხორცისა, უეჭველად, იგი სიბინძურეა ან საქონელი, რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა; მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე (2) (გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და სხვა საჭმელს ვერ პოულობდეს, მირთმევა ნებადართულია), არა ზღვარგადასულობითა და არა მოძალადეობით. უეჭველად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მუჰამმად შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიმართავს: ჰეი მუჰამმად! მათ, რომელთაც ჩემს მიერ მათზე ბოძებული წყალობა ჰარამად მიიჩნიეს „უთხარი შენ: ვერ ვპოულობ რაც მე მეუწყა იმაში აკრძალულს საჭმელებიდან, გარდა ლეშისა, ან დანთხეული სისხლი, ან ღორის ხორცისა (უეჭველად, იგი სიბინძურეა) ან საქონელი, რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა;“ ზოგიერთის მიხედვით მნიშვნელობა შემდეგია: „თქვენს მიერ აკრძალულ საკვებთა შორის ამათ გარდა სხვა ჰარამს ვერ ვპოულობ.“ ზოგიერთის მიხედვით კი მნიშვნელობა შემდეგია: „ცხოველებიდან ამათ გარდა სხვა ჰარამ ცხოველს ვერ ვპოულობ.“ ასეთ დროს, მაიდა სურას აიათის თაფსირში მოხსენებული ჰარამი, ამ აიათის მნიშვნელობას აუქმებს. ზოგიერთები ამას გამაუქმებელს უწოდებს. ალიმების უმეტესობა კი ამგვარად არ მოიხსენიებს, რადგან მსგავრი რამ ერთ-ერთი საფუძვლის „ყველაფერში მნიშვნელოვანი მუბაჰობაა.“ საჭიროებისამებრ, მუბაჰი რაღაცის მუბაჰობის გაუქმებაზე მიუთითებს. უკეთესად ალლაჰმა იცის.
ჰუმაიდი სუფიანის საშუალებით, ამრ ბინ დინარისგან გადმოსცემს: ჯაბირ ბინ აბდულლაჰს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ვუთხარი: „ზოგიერთი ამბობს, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰაიბერის მგზავრობის დროს შინაური ვირის ხორცი აკრძალა.“ ჯაბირმა მიპასუხა: „ამას ალ ჰაქემ ბინ ამრ ალ ღიფარი ბასრაში ყოფნის დროს ამბობდა, თუმცა იბნ აბბასმა ამას არ დაეთანხმა და აიათი წაიკითხა: „უთხარი შენ: ვერ ვპოულობ რაც მე მეუწყა იმაში აკრძალულს საჭმელებიდან, გარდა ლეშისა, ან დანთხეული სისხლი, ან ღორის ხორცისა, უეჭველად, იგი სიბინძურეა, ან საქონელი, რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა;“[2](Buhari, 5529; Ebu Davud, 3808).
მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე (2) (გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და სხვა საჭმელს ვერ პოულობდეს, მირთმევა ნებადართულია), არა ზღვარგადასულობითა და არა მოძალადეობით.“ - ანუ ის, ვინც იძულებული იქნება, რომ მიირთვას ის, რაც ალლაჰმა აკრძალა, ამასთანავე სხვის უფლებებს არ დაარღვევს და ზღვარს თუ არ გასცდება იცოდეთ, რომ „უეჭველად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.“
უზენაეს ალლაჰს ამ აიათის საშუალებით მუშრიქებზე პასუხის გაცემა სურდა. უზენაესმა ალლაჰმა შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა მუშრიქებისთვის ეცნობინებინა ის, რომ ალლაჰის მიერ აკრძალული ლეშის, დანთხეული სისხლის, ღორისა და ალლაჰის სახელის მოუხსნებლად დაკლულის გარდა სხვა ჰარამი ვერ იპოვა იმათგან, რასაც მუშრიქები ამბობდნენ. რაც შემდეგს ნიშნავს: „მიუხედავად ამისა, როგორ შეგიძლიათ ჰარამად გამოაცხადოთ ის, რაზეც ალლაჰს ჰარამი არ უთქვამს? მაშინ, როცა ალლაჰმა ჰარამად არ დააწესა, თქვენ როგორ შეგიძლიათ მისი ჰარამად გამოცხადება?“ ამის შემდეგ აიათში არ არის მოხსენებული ზოგიერთი პირუტყვის ჰარამობის შესახებ ინფორმაცია. ალიმების ცნობილი შეხედულების მიხედვით, შინაური ვირი, გარეული ცხოველი და ბრჭყალების მქონე ყველა ჩიტის შესახებ აკრძალვაა მოსული.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით...
ქება-დიდება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. მხოლოდ მას ვადიდებთ  და მხოლოდ მისგან ვითხოვთ შეწყალებასა და დახმარებას. საკუთარი თავის სიავისგან და ჩვენი ცუდი საქმეებისგან მას მივეკედლებით. ვერავინ ააცდენს ჭეშმარიტი გზიდან მას, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტი გზა არგუნა და ვერავინ დააყენებს ჭეშმარიტ გზაზე მას, ვისაც ალლაჰმა სიმრუდე უბოძა. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) მისი მსახური და შუამავალია... ამის შემდეგ:
მუსლიმისა და აჰლი ქითაბის გარდა, რომელიმე სხვა რელიგიის მიმდევრის მიერ დაკლული ხორცი, ალლაჰის სახელით დაკლული, რომც იყოს ჰალალი არ არის.
დალილი ყურანშია მოცემული:
„5/3. თქვენ აგეკრძალათ ლეში (1) (რომ მიირთვათ იგი), სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა; აგრეთვე დახრჩობილი, დარტყმით მოკლული, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, რქებზე წამოგებული, გარეული ცხოველის დაგლეჯილი, იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ (2) (მიუსწარით სულის ამოსვლამდე და დაკალით); და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და ისიც, რომ ისრებით მოკლული გაინაწილოთ; ეს ყველაფერი სიბილწეა.“
უზენაესი ალლაჰი აიათში ბრძანებს: იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ“ - რაც ნიშნავს იმას, რომ შარიათული წესით დაკვლა მხოლოდ მუსლიმების უფლებაა.
იმამ ალ-მავსილი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „რაც შეეხება ყასაბის მუსლიმობის აუცილებლობას, ეს ალლაჰის სიტყვებიდანიმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრგამომდინარეა. ეს მიმართვა მუსლიმებს ეკუთვნით.“[3](el-Mevsilî: el-İhtiyar li Talili’l-Muhtâr: 5/10).
უზენაესი ალლაჰი ამ სიტყვების შემდეგ, მომდევნო აიათებში აჰლი ქითაბის მიერ დაკლული ხორცის ჰალალობაზე საუბრობს:
„5/5. დღეიდან თქვენთვის საკვებად ნებადართულია ყველაფერი, რაც რამ კარგი და სუფთაა. ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი (1) (იუდეველთა და ქრისტიანთა საჭმელები), ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები...“
ალლაჰის სიტყვებში:“ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნიიუდეველებისა და ქრისტიანების მიერ დაკლული საქონლის ხორცი იგულისხმება.
იმამ იბნ ქასირი (რაჰიმაჰულლაჰ) აიათის განმარტებაში ამბობს: „უზენაესი ალლაჰი აჰლი ქითაბის დაკლული საქონლის ხორცის ჰუქმის შესახებ ბრძანებს: ‘ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი.’ იბნი აბბასი, აბუ უმამა, მუჯაჰიდი, საიდ ბინ ჯუბაირი, იქრიმა, ათა, ჰასანი, მაქქული, იბრაჰიმ ან ნაჰაი, სუდდი და მუყათილ ბინ ჰაიიანი ამბობს, რომ აიათში მოხსენებულ სიტყვა საჭმელში“ მათი დაკლული საქონლის ხორცი იგულისხმება. ამ საკითხში ისლამის ალიმებს შორის იჯმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დაკლული საქონელი მუსლიმებისთვის ჰალალია.“[4](Tefsîru’l-Kur’âni’l-Azîm: 3/40).
რაც შეეხება სუნნეთიდან დალილებს: იმამ იბნ აბუ შაიბი და იმამ აბდურრაზზაყი ნაწარმოებში, რომლის სახელიაMusannef“, იმამ აბუ იუსუფი ნაწარმოებში, რომლის სახელიაKitabu’l-Harac“, იმამ ბეიჰაყი ნაწარმოებში, რომლის სახელიაes-Sünenü’l-Kubraდა იმამ თაჰავი ნაწარმოებში, რომლის სახელიაŞerhu Müşkili’l-Asarამბობენ:
ალ-ჰასან ბინ მუჰამმად ბინ ალის გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ჰაჯარის მეჯუსები წერილობითი სახით ისლამისკენ მოიპატიჟა. მუსლიმებისთვის ჰარამი გახდა მათი დაკლულის ხორცი და ქალები, რომელთაც მოპატიჟებას ზურგი შეაქცია, რის შემდეგაც მათთვის ჯიზია განისაზღვრა.“[5](İbn Ebî Şeybe, Musannef: 6/429 (32645); Abdurrezzâk, Musannef: 6/69 (10028); Ebû Yûsuf, Kitâbu’l- Harâc: 142; Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/323 (18663); Tahâvî, Şerhu Müşkili’l-Âsâr: 5/268 (2033)).
შეიჰუ ისლამ იბნ თაიმიაამ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „ეს ჰადისი მურსელი ჰადისია და ხუთი საჰაბე გადმოგვცემს. არ არის ცნობილი, რომ მათ ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა აზრი ჰქონდათ. რაც შეეხება ჰუზაიფას, იმამ აჰმადი მის იუდეველ ქალზე ქორწილს გადმოსცემს. სწავლულების უმეტესი ნაწილი ამ ჰადისით მოქმედებს. სწავლულების ორი ჯგუფიდან ერთ-ერთის აზრით მურსელი ჰადისი ჰუჯჯათია. მსგავსი აბუ ჰანიფეს, მალიქისა და აჰმედისგან გადმოცემულისა. მეორე ჯგუფის მიხედვით, ყურანის ზედაპირული მნიშვნელობა ან სხვა გზით მოსული მურსელი ჰადისი, არსებულ მურსელ ჰადისს თუ მხარს დაუჭერს, მაშინ მურსელი ჰადისი ჰუჯჯათი იქნება. ეს კი იმამ შააფის ჯგუფია. ხოლო რაც შეეხება ზემოთ გადმოცემულ მურსელ ჰადისისს, ყველა ალიმი მას ჰუჯჯათათ თვლის.“[6](bn Teymiyye: el-Fetâvâ el-Kübrâ: 3/109).
იმამ იბნ აბდილბარრიმ (რაჰიმაჰულლაჰ) ნაწარმოებში, რომლის სახელია „el-İstizkar“ თქვა:
„ალიმებს შორის იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ მეჯუსმა და კერპთაყვანისმცემელმა დაკვლის დროს ალლაჰის სახელი, რომც ახსენოს, ის ხორცი ჰარამია.“[7](İbn Abdilberr: el-İstizkâr: 5/250).
აჰლი ქითაბის გარდა, სხვა მუშრიქმა დაკვლის დროს ალლაჰის სახელი, რომც ახსენოს, მათი ხორცი მაინც ჰარამია. რაც შეეხება ამის დალილებს:
იმამ იბნ მუნზირი ნაწარმოებში, რომლის სახელია „Kitabu’l-İcma“, იმამ იბნ ჰუბაირა ნაწარმოებში, რომლის სახელია „İhtilafu Eimmeti’l-Ulema“, იმამ ალ-ბაღავი (რაჰიმაჰულლაჰ) ნაწარმოებში, რომლის სახელია “Mealimu’t-Tenzil”, იმამ იბნ ჯავზი (რაჰიმაჰულლაჰ) ნაწარმოებში, რომლის სახელია „Zadu’l-Mesir“, იმამ ალ-ჰაზინი ნაწარმოებში, რომლის სახელია „Lubabu’t-Te’vil“, იმამ იბნ ყუდამა ნაწარმოებში, რომლის სახელია „el-Muğni“, იბნ რუშდი ნაწარმოებში, რომლის სახელია „Bidayetü’l-Müctehid“ და ზაფერ აჰმად ათ-თაჰანავი ნაწარმოებში, რომლის სახელია „İlau’s-Sünen“.[8](Kitâbu’l-İcmâ: 61; İhtilâfu Eimmeti’l-Ulemâ: 2/349; Meâlimu’t-Tenzîl: 2/336; Zâdu’l-Mesir: 1/518; Lubâbu’t-Te’vîl: 2/14; el-Muğni: 7/131; 9/392; Bidâye-tu’l- Müctehid: 2/212; İlâu’s-Sünen: 17/94).
იბნ თაიმიიამ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „იჯმას მნიშვნელობა შემდეგია: იჯმა ალიმების რომელიმე საკითხის მიმართ ერთიან აზრთან მიღწევას ნიშნავს. რომელიმე საკითხზე უმმეთის იჯმა თუ არსებობს, მაშინ არავის აქვს უფლება, რომ იჯმას შეეწინააღმდეგოს ან წინ აღუდგეს, რადგან უმმეთი საეჭვო საკითხის ირგვლივ არ გაერთიანდება.“[9](Mecmûu’l-Fetâvâ; 20/10).
რაც შეეხება საჰაბეებს:
ალის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შესახებ გადმოცემულის მიხედვით, მას შემდეგნაირად უთქვამს: „მეჯუსების საკვების მირთმევაში ცუდი არაფერია, მხოლოდ მათი დაკლული ხორცია აკრძალული.“[10](Dârekutnî, Sünen: 5/534 (4807); Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/479 (19172)).
იბნ მეს’უდს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უთქვამს: „არ მიირთვათ დაკლული, გარდა მუსლიმებისა და აჰლი ქითაბისა.“[11](el-Bûhiti, Keşşâfu’l-Kınâ: 6/205; İbn Muflih, el-Mubdi: 8/23; ed-Dureru’s-Seniyye: 7/479).
იბნ აბბასს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უთქვამს: „(მუსლიმის გარდა) მხოლოდ იუდეველებისა და ქრისტიანების დაკლული ჰალალია, რადგან მათ თორა და ინჯილი ებოძათ.“[12](Hâkim, el-Mustedrek: 2/341 (3213); Taberânî, Mu’cemu’l-Kebîr: 11/293 (11779); Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/474 (19155).
ამის შემდეგ, არსებობს საფუძველი, რომლის თაობაზეც უმმეთის იმამებს შორის ერთიანი აზრია (იჯმაა). ეს საფუძველი შემდეგია:
„დაკლულ საქონლის ხორცში მთავარი (მნიშვნელოვანი) ჰარამობა და ეჭვია.[13](İbn Kayyım, İlâmu’l-Muvakkıîn: 1/256).
რაც შეეხება ამ საფუძვლის დალილს:
ადიი ბინ ჰათიმის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ნადირზე ძაღლის მისევის დროს ალლაჰის სახელი ახსენეთ! თუ დაიჭერს და ნადირს ცოცხალს მიუსწრებთ, მაშინ დაკალით ის. მკვდარს თუ მიუსწარი და ძაღლს პირი არ დაუკარებია, მაშინ მიირთვით ის. ხოლო ძაღლის ერთად თუ სხვა ძაღლიც არის და ძაღლს ის თუ მოუკლავს, მაშინ არ მიირთვათ, რადგან არ იცით რომელმა მათგანმა მოკლა ნადირი. ისარს თუ გაისვრი ალლაჰის სახელი ახსენე! თუ ნადირს ერთი დღის შემდეგ იპოვი და შენი ნასროლი ისრის გარდა სხვა კვალი არ იქნება, მაშინ შეგიძლია მიირთვა ის, ხოლო ნადირს წყალში დახრჩობილს თუ იპოვი, მაშინ არ ჭამო ის!“[14]([(SAHÎH HADÎS:) Müslim (1929); Nesâî (4263)…]).
იმამ ნავავი (რაჰიმაჰულლაჰ) ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვებში: „ძაღლის ერთად თუ სხვა ძაღლიც არის და ძაღლს ის თუ მოუკლავს, მაშინ არ მიირთვათ, რადგან არ იცი რომელმა მათგანმა მოკლა ნადირი.“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძვლის გამოცხადებაა. ეს საფუძველი შემდეგია: ‘ნაწილში, რომელიც საქონლის ხორცს ჰალალს ხდის, ეჭვი თუ გაჩნდა, მაშინ ის ჰალალი აღარ იქნება, რადგან საქონელში ძირითადი (მთავარი) ჰარამობაა. ამ საკითხში იჰთილაფი (სხვადასხვა აზრი) არ არის.’“[15](Nevevî, el-Minhac fi Şerhi Sahîhi Müslim: 13/78).
უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათით მისი სახელის მოხსენების გარეშე დაკლული საქონლის ხორცი აკრძალა:
„6/118. მაშ, ჭამეთ ის, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, თუკი ხართ მისი აიათების დამჯერნი.“
ყადი ბაიდავი (რაჰიმაჰულლაჰ) აიათის განმარტებაში ამბობს: „აიათის მნიშვნელობა შემდეგია: მიირთვით ის, რომელიც ალლაჰის სახელითაა დაკლული და არ მიირთვათ ის, რომელიც სხვისი სახელით დაიკლა ან თავისით მოკვდა.“[16](Beydâvî, Envâru’t-Tenzîl: 2/180).
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„6/119. და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ, რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იყოთ თქვენ.“
იბნ ქასირი (რაჰიმაჰულლაჰ) აიათის განმარტებაში ამბობს: „უზენაესმა ალლაჰმა მუბაჰად (ნებადართულად) დააწესა ისეთი საქონელი, რომელთა დაკვლის დროს ალლაჰის სახელია ნახსენები ანუ მუბაჰი არ არის ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ ხსნებულა.“[17](Tefsîru’l-Kur’âni’l-Azîm: 3/323).
„6/121. და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული. უეჭველად, იგი ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა.“
აიათში მოცემული ამკრძალავი სიტყვები: „და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული.“ სისუფთავისთვისაა. აქედან გამომდინარე, დაკვლის დროს ალლაჰის სახელის მოხსენება პირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალლაჰის სახელის გარეშე დაკლული საქონელი ჰალალი არ არის. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მიირთვით იქიდან, რომელსაც სისხლი გამონადენი აქვს და ალლაჰის სახელითაა დაკლული.“[18][(SAHÎH HADÎS:) Buhârî (2488); Müslim (1968)…]
რაც შეეხება დავიწყების საფუძველზე ალლაჰის სახელის გარეშე დაკლული საქონლის ხორცს, ის ჰალალია. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად, უზენაესმა ალლაჰმა ამ უმმეთს დავიწყების, ძალადობისა და შეცდომის შედეგად გამოწვეული ცოდვები აპატია.“[19](İbn Mâce (2043); Darâkutnî (4351); İbn Ebî Şeybe (19051); Abdurrezzâk (11416); İbn Hibbân (7219); Hâkim (2801); Taberânî (Sağîr: 765); Beyhakî (Sağîr: 2584, 2689)).
ამ შეხედულებას ეყრდნობა ალი ბინ აბუ ტალიბი, ჰასანი ბასრი, აბუ ჰანიფა, ისჰაყ იბნ რაჰუიე, სუფიანი სავრი, მალიქ ბინ ანასი, აჰმად ბინ ჰანბელი, იბნი აბბასი, საიდ იბნ ალ-მუსაიიაბ (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი).
დალილებიდან გამომდინარე, მუსლიმისა და აჰლი ქითაბის გარდა, სხვა რელიგიის მიმდევართა მიერ დაკლული საქონლის ხორცი ჰალალი არ არის. ასევე, მუსლიმებისა და აჰლი ქითაბის მიერ ალლაჰის სახელის გარეშე დაკლული (ნებაყოფლობით, განძრახვით და არა დავიწყებით) და ალლაჰის გარდა სხვა რაიმეზე ან ვინმეზე შეწირული ხორცი ჰარამია.
ქება დიდება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მშვიდობა და სალამი ალლაჰის შუამავალს, მის საჰაბეს და ოჯახს.
აბდულლაჰ საიდ ალ-მუდარრის
1433 ჰ./2012 გრ.
ხორცის საკითხი დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა. არამუსლიმურ ქვეყნებში  მურთადები თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყასაბის მდგომარეობა უცნობია. ალბათობა არსებობს იმისა, რომ ის (ყასაბი) მურთადი იყოს. მსგავს სიტუაციაში ხორცის ყიდვისგან და ჭამისგან თავი უნდა შევიკავოთ თუ მყიდველი ვალდებულია ყასაბის (ზოგჯერ ყასაბი გამყიდველის გარდა სხვა პიროვნებაცაა) მდგომარეობა გამოიკვლიოს?
საკითხის მიმართ არსებული განხილვა მურთადის მიერ დაკლულის ჰარამობას ეყრდნობა, რაც მართებულია. შავქანის (რაჰიმაჰულლაჰ) აზრით, არამუსლიმის მიერ, თუმცა ალლაჰის სახელით დაკლულის ჭამა შეიძლება. ასევე აცხადებს, რომ ასეთი ხორცის ჰარამობის შესახებ დალილი არ უნახავს.“[20](Es-Seylu’l-Cerrar: 4/64). ეს შეხედულება მცდარია.
შეიჰ მანსურ ალ-ბავჰათი გადმოგვცემს: „მურთადი გინდ აჰლი ქითაბის რელიგიაზე დაბრუნდეს, გინდ კერპთაყვანისმცემლობაზე ან სხვა რომელიმე რელიგიაზე, მისი დაკლული ჰალალი არ არის.  ხოლო ალლაჰის სიტყვების: „5/5.. ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი..“ მნიშვნელობა შემდეგია: ‘ეჰლი ქითაბის გარდა სხვა არამუსლიმის საკვები ჰარამია.’“[21](Keşşafu’l-Kına: 6/205).
ასე, რომ არამუსლიმურ ქვეყნებში დაკლული საქონელი სამ ნაწილად იყოფა:
1)            ყასაბი აჰლი ქითაბიდან (ქრისტიანი, იუდეველი) ან მუსლიმი (რომლის მდგომარეობაც ცნობილია) თუ იქნება, მაშინ ხორცი ჰალალია.
2)            ყასაბი მურთადი ან (აჰლი ქითაბის გარდა) კერპთაყვანისმცემელი თუ არის, მაშინ ხორცი ისეთივე ჰარამია, როგორც ლეში.
3)            ყასაბის მდგომარეობა თუ უცნობია (სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და საკამათო თემა) და ხორცი დარულ ისლამის მიწაზე (ისლამურ მიწაზე) თუ იყიდება, ალიმების ერთიანი აზრით ყოველგვარი გამოკითხვისა და გამოძიების გარეშე ხორცის ყიდვა (ანუ მირთმევა) შეიძლება. დარულ ისლამში არამუსლიმი ყასაბის მიერ დაკლული საქონლის ხორცის ბაზარში გაყიდვა აკრძალულია (თუმცა ჩვენ მათი ნამდვილი მდგომარეობა რადგან არ ვიცით, შესაძლებელია რომ ბაზარში არამუსლიმის მიერ დაკლული საქონლის ხორციც აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში დარულ ისლამში) მათი გარეგნული მდგომარეობის საფუძველზე (მუსლიმური გარეგნობის საფუძველზე) ხორცს ჰალალად მივიჩნევთ. (ანუ გარეგნობის მიხედვით დარულ ისლამის ბაზარში ნაყიდი ხორცი ჰალალია, რადგან ისლამურ მიწაზე შარიათი ჰარამ ხორცს ბაზარში არ დაუშვებს, თუმცა შესაძლებელია, რომ ჰარამი ხორციც იყოს გარეული, რომლის დადგენაც თითქმის შეუძლებელია, რის გამოც ჩვენ გარეგნობის მიხედვით ვმოქმედებთ და ხორცს ვყიდულობთ)[22](İbn Receb, Camiu’l-Ulumi ve’l-Hikem, გვ: 60; el-Muğni Mea’ş-Şerhi’l-Kebir: 4/308;). სწორედ ამის გამო, ალიმების ერთიანი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ დარულ ისლამში ჰალალობის გარკვევა-გამოკვლევის გარეშე ხორცის ყიდვა შეიძლება. საკითხთან დაკავშირებით შეიჰ მანსურ ალ ბაჰვათი თავის ნაწარმოებში, რომლის სახელია „Şerhu’l-İkna“ ამბობს: „ისეთ ადგილას, სადაც ხალხის უმეტესი ნაწილის მიერ დაკლული საქონლის ხორცი ჰალალია, მიუხედავად ამისა, ცნობილი რომც არ იყოს რომელიმე ხორცი ალლაჰის სახელით დაიკლა თუ არა, ხორცი მაინც ჰალალია, რადგან ყოველი ხორცი ალლაჰის სახელით დაიკლა თუ არა ამის გაგება რთულია, ამიტომ გარეგნობის მიხედვით ვმოქმედებთ.“[23](Keşşafu’l-Kına: 6/212). ეს რაც შეეხებოდა დარულ ისლამში არსებულ მდგომარეობას.

-               როგორი იქნება ხორცის მდგომარეობა ისეთ ქვეყნებში, სადაც მურთადების არსებობის ალბათობა დიდია?
ასეთ დროს ჰარამობა და ჰალალობა ეჭვის სიძლიერისა და სისუსტის მიხედვითაა: ისეთ ადგილას, სადაც მურთადების არსებობის ალბათობა დიდია, გაურკვეველი ხორცის ჰალალობის ეჭვი დიდი იქნება, რის გამოც მისი აკრძალვა უფრო მისაღებია, ვიდრე მისი მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადგილას ხორცის ყიდვა არ შეიძლება. ხოლო ისეთ ადგილას, სადაც მურთადების არსებობის ალბათობა ნაკლებია, ხორცის ჰალალობის მიმართ ეჭვი შემცირდება, რადგან ასეთ შემთხვევაში მურთადების მიერ დაკლული საქონლის ხორცის მდგომარეობა იგივე იქნება, რაც ლეშის ჰალალ ხორცში გარევა, რომლის ამორჩევაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მსგავს სიტუაციაში ხორცის ყიდვა დაშვებულია.
იბნ თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ისეთ რაღაცაში, რისი დათვლაც (ან შეფასებაც) შეუძლებელია, თუ ჰარამი ჰალალშია შერეული... მაგალითად: რომელიმე ადგილას მცხოვრებ საზოგადეობაში პიროვნების საკუთარი და (ან ძმა) შერეული თუა, მოპარული (მოტაცებული) რაიმე ან ლეში სხვა ადგილას შერეული თუა... ასე შემთხვევაში, იმის გამო, რომ საკუთარი და (ან ძმა) სხვა ქალებს (ან კაცებს) შორისაა გარეული ან იმის გამო, რომ დაკლული ხორცი ლეშშია გარეული, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადგილას ვინცაა ან რაცაა ყველა და ყველაფერი ჰარამია. ჩვენს მიერ განსაზღვრული შერეულის ეს ერთი რაოდენობა, უცნობი მდგომარეობის ხორცის ჰარამობას არ საჭიროებს (არ იწვევს).“[24](Mecmuu’l-Ferava: 21/532).
ის (რაჰიმაჰულლაჰ) ასევე ამბობს: „ჰარამის ჰალალში შერევა ორნაირადაა შესაძლებელი: პირველი ის, რაც ლეშისა და საკუთარი დის მსგავსად ჰარამია. ასეთი ჰარამი ურიცხვ რაღაცაში თუ გაერია, ჰარამობას ადგილი აღარ ექნება. მაგალითად: მსგავსი სიტუაციისა, როცა პიროვნებამ იცის, რომ რომელიმე ადგილას მცხოვრებ საზოგადოებაში საკუთარი და ცხოვრობს, თუმცა პირადად მას არ იცნობს, ასევე იცის, რომ ბაზარში სადღაც ლეშის ხორცი იყიდება, თუმცა კონკრეტულად რომელი ხორცია არ იცის. ასეთ შემთხვევაში, პიროვნებისთვის არც სხვა დანარჩენი ქალი და არც სხვა დანარჩენი ხორცი ჰარამი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ პიროვნების საკუთარი და სხვა რომელიმე (ერთ) ქალთან ერთად თუ იმყოფება (და არ იცნობს მას) ან დაკლული საქონლის ხორცი რომელიმე ერთი ლეშის ხორცში თუ აირევა (და არიცის თუ რომელია ის), ასეთ შემთხვევაში ყველა ჰარამი გახდება.“(რადგან ჰარამობის ალბათობა ძლიერია)[25](Mecmuu’l-Ferava: 29/272).
ბოლო წინადადებიდან შემდეგი აზრი გამომდინარეობს: თუ ერთი რაღაცის მეორე რაღაცაში შერევა მცირე რაოდენობით მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვის მდგომარეობა ძლიერია, ჰარამობას უპირატესობა მიენიჭება. ალიმების დიდი ნაწილი ამ აზრზეა - ანუ მცირე რაოდენობით ჰარამი რაღაც, დიდ რაოდენობა ჰალალში თუ გაერია, მაშინ ჰალალობას უპირატესობა ენიჭება, ხოლო შეზღუდულ ანუ მცირე რაოდენობის ჰალალში, დიდი რაოდენობის ჰარამი თუ გაერია, მაშინ ჰარამობას უპირატესობა ენიჭება).[26](El-muğni Mea’ş-Şerhi’l-Kebir: 1/51, İbnu’l-Kayyım, Bedaiu’l-Fevaid: 3/258, İbn Receb el-Hanbeli, 3l-Kavaid, გვ: 3, Alauddin el-Merdavi, el-İnsaf: 1/78-79, eş-Şevkani, Risaletu Keşfi’ş-Şubuhati Ani’l-Müştebihat, გვ: 16).
მსგავს ქვეყანაში მუსლიმის ვალდებულებაა, რომ ხორცის ყიდვის დროს, ყასაბთა შორის მოძებნოს ისეთი, რომელიც სანდო მორწმუნეა. ამის გაკეთება თუ შეუძლებელია, მაშინ გამყიდველს უნდა ჰკითხოს ყასაბის მდგომარეობისა და მუსლიმობის შესახებ. ესეც თუ შეუძლებელია, როგორც ზემოთ განვმარტეთ, მაშინ პიროვნებამ ჰარამის ჰალალში რიცხობრიობის წესის მიხედვით უნდა იმოქმედოს.
გამოკვლევის გარეშე, ხორცის ჭამის დროს მხოლოდ ალლაჰის სახელის მოხსენება საკმარისი არ არის. ხოლო ჰადისში სადაც ნათქვამია: „...ჭამის დაწყებამდე ალლაჰის სახელი ახსენეთ და მიირთვით.“ იგულისხმებიან ის მუსლიმები, რომლებსაც საქონლის დაკვლის დროს არ ახსოვთ ალლაჰის სახელი ახსენეს თუ არა. ჰადისი სულაც არ ეხება იმას, ვისი მდგომარეობაც უცნობია.
აიშა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ერთ დღეს ადამიანთა ნაწილმა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უთხრა: ‘ზოგიერთს ჩვენთან ხორცი მოაქვს, ჩვენ კი არ ვიცით დაკვლის დროს ალლაჰის სახელით დაიკლა თუ არა.’ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უთხრა: ‘ჭამამდე ალლაჰის სახელი ახსენეთ და მიირთვით.’“ აიშამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა, რომ ისინი ქუფრიდან ახალად გამოსულები იყვნენ.[27](Buhari: 5507). ანუ შესაძლებელია ის, რომ მათ საქონლის დაკვლის დროს ალლაჰის სახელის ხსენების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ არ სცოდნოდათ.“[28](Mecmuu Fetava ibn Teymiyye: 35/240).
ხორცის (რომლის მდგომარეობა უცნობია) მირთმევა არ მირთმევის საკითხი, მუსლიმებს შორის კამათსა და დაპირისპირებას არ უნდა იწვევდეს, რადგან ეს საკითხი „იჯთიჰად“-ის საკითხია. შეიძლება პიროვნებამ ხორცი არ მიირთვას, რადგან ფიქრობს, რომ იმ ადგილას ხორცის ჰარამობის ეჭვი ძლიერია. სხვა ვიღაცის შეხედულება კი შეიძლება ამის საპირისპირო აღმოჩნდეს. მანამ, სანამ ალბათობა იარსებებს, ადამიანები არ განიკიცხებიან, რადგან ალბათობის შემცველ საკითხებში გაკიცხვა არ შეიძლება. გაკიცხვა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ, ნათელ და მყარ საკითხებშია შესაძლებელი (დაშვებული). მაგალითად: რომელიმე პიროვნება, საყოველთაოდ ცნობილი მურთადის დაკლულ ხორცს თუ შეჭამს, მაშინ ეს ქმედება ლეშის ჭამის ტოლფასი იქნება, რის გამოც პიროვნება გაიკიცხება.
აქამდე რა თემასაც შევეხეთ, ეხებოდა უცნობი მდგომარეობის პიროვნებას, რომლის გამოკვლევა მხოლოდ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაშია დაშვებული.
აბდულქადირ ბინ აბდულაზიზ



[1] Buhari, 5437; Müslim, 2041; Ebu Davud, 3782; Ahmed b. Hanbel 3/210; İbn Hibban, 4539
[2] Buhari, 5529; Ebu Davud, 3808
[3] el-Mevsilî: el-İhtiyar li Talili’l-Muhtâr: 5/10
[4] Tefsîru’l-Kur’âni’l-Azîm: 3/40
[5] İbn Ebî Şeybe, Musannef: 6/429 (32645); Abdurrezzâk, Musannef: 6/69 (10028); Ebû
Yûsuf, Kitâbu’l- Harâc: 142; Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/323 (18663); Tahâvî, Şerhu
Müşkili’l-Âsâr: 5/268 (2033)
[6] İbn Teymiyye: el-Fetâvâ el-Kübrâ: 3/109
[7] İbn Abdilberr: el-İstizkâr: 5/250
[8] Kitâbu’l-İcmâ: 61; İhtilâfu Eimmeti’l-Ulemâ: 2/349; Meâlimu’t-Tenzîl: 2/336; Zâdu’l-Mesir: 1/518; Lubâbu’t-Te’vîl: 2/14; el-Muğni: 7/131; 9/392; Bidâye-tu’l- Müctehid: 2/212; İlâu’s-Sünen: 17/94
[9] Mecmûu’l-Fetâvâ; 20/10
[10] Dârekutnî, Sünen: 5/534 (4807); Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/479 (19172)
[11] el-Bûhiti, Keşşâfu’l-Kınâ: 6/205; İbn Muflih, el-Mubdi: 8/23; ed-Dureru’s-Seniyye: 7/479
[12] Hâkim, el-Mustedrek: 2/341 (3213); Taberânî, Mu’cemu’l-Kebîr: 11/293 (11779); Beyhakî, es-Sünenü’l-Kübrâ: 9/474 (19155)
[13] İbn Kayyım, İlâmu’l-Muvakkıîn: 1/256
[14] [(SAHÎH HADÎS:) Müslim (1929); Nesâî (4263)…]
[15] Nevevî, el-Minhac fi Şerhi Sahîhi Müslim: 13/78
[16] Beydâvî, Envâru’t-Tenzîl: 2/180
[17] Tefsîru’l-Kur’âni’l-Azîm: 3/323
[18] [(SAHÎH HADÎS:) Buhârî (2488); Müslim (1968)…]
[19] İbn Mâce (2043); Darâkutnî (4351); İbn Ebî Şeybe (19051); Abdurrezzâk (11416); İbn Hibbân (7219); Hâkim (2801); Taberânî (Sağîr: 765); Beyhakî (Sağîr: 2584, 2689)
[20] Es-Seylu’l-Cerrar: 4/64
[21] Keşşafu’l-Kına: 6/205
[22] İbn Receb, Camiu’l-Ulumi ve’l-Hikem, გვ: 60; el-Muğni Mea’ş-Şerhi’l-Kebir: 4/308;
[23] Keşşafu’l-Kına: 6/212
[24] Mecmuu’l-Ferava: 21/532
[25] Mecmuu’l-Ferava: 29/272
[26] El-muğni Mea’ş-Şerhi’l-Kebir: 1/51, İbnu’l-Kayyım, Bedaiu’l-Fevaid: 3/258, İbn Receb el-Hanbeli, 3l-Kavaid, გვ: 3, Alauddin el-Merdavi, el-İnsaf: 1/78-79, eş-Şevkani, Risaletu Keşfi’ş-Şubuhati Ani’l-Müştebihat, გვ: 16
[27] Buhari: 5507
[28] Mecmuu Fetava ibn Teymiyye: 35/240