23 May 2018

2. სურა ბაყარა აიათი 256 - სარწმუნოებაში იძულება არ არის


2/256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

განმარტება:
იძულება არაა სარწმუნოებაში“ - უზენაესი ალლაჰი გვიბრძანებს, რომ არავის არ დავაძალოთ ისლამში შესვლა, რადგან ისლამი აშკარა და განსაზღვრულია. დალილები და მტკიცებულებები იმდენად საკმარისია, რომ არ არის საჭირო ვინმესთვის ისლამის მიღებისთვის დაძალება. უეჭველად, ალლაჰი ვისაც ჰიდაეთს მისცემს, ის ისლამს შეგნებულად აღიარებს, ხოლო ალლაჰი ვის გულსაც დალუქავს, მასზე ისლამის მიღებისთვის დაძალებას არავითარი აზრი და სარგებელი არ აქვს. აიათის მოვლენის ორი აზრი არსებობს: ერთი ის, რომ აიათი ზოგადად მოევლინა, მეორე აზრის მიხედვით კი, აიათი ანსარების ერთ-ერთი ჯგუფის შესახებ მოევლინა.

იმამ თაბარი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ჯაჰილობის პერიოდში ქალმა აღთქმა დადო, რომლის მიხედვითაც ბაშვები ცოცხლები, რომ გადარჩენილიყვნენ, მათ იუდეველებად აქცევდა. მაშინ, როცა იუდეველების ერთ-ერთი საგვარეულო მედინადან გაიდევნა, მათ შორის ანსარის ზოგიერთი ბავშვიც იყო. მშობლებმა იუდეველებს უთხრეს, რომ ისინი თავიანთ ბავშვებს არ მიატოვებდნენ (ანუ არ მისცემდნენ უფლებას, რომ იუდეველებს მათი შვილები თან წაეყვანათ). ამის შემდეგ კი ალლაჰმა აიათი „იძულება არაა სარწმუნოებაში“ მოავლინა.“1(Taberi, 5818, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს). იგივეს აბუ დავუდი და ნესაი-ც გადმოსცემს.)
ალიმების დიდმა ნაწილმა აიათს აჰლი ქითაბის ხალხი მიაკუთვნა. მათი მიხედვით, ისინი თუ რელიგიას ყოველგვარი ფორმის დამახინჯების გარეშე, ძველი ფორმატით გაჰყვებოდნენ და ჯიზიას გადაიხდიდნენ, მაშინ იძულებულები აღარ იქნებობდნენ, რომ ისლამი მიეღოთ. დანარჩენი სწავლულის მიხედვით კი: ეს აიათი სხვა, ბრძოლის აიათის მოვლენის შედეგად გაუქმებულია. ამის შემდეგ, მათგან რომელიმე (აჰლი ქითაბი ხალხისგან რომელიმე) ისლამის მიღებაზე და ჯიზიას გადახდაზე უარს თუ იტყვის, მის წინააღმდეგ სიკვდილამდე ბრძოლა სავალდებულოა. იძულების მნიშვნელობა კი აი ეს არის.

მართლაც, უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „48/16. უთხარი ურჩ ბედუინებს: „თქვენ მოხმობილ იქნებით ძალღონით აღსავსე ხალხის წინაშე. თქვენ შეებრძოლებით მათ ან ჩაგბარდებიან ისინი...

9/73. ჰეი, შუამავალო! შეებრძოლე ურწმუნოებს (1) (ძალით) და პირმოთნეებს (ორპირებს) იყავი მკაცრი მათ მიმართ. თავშესაფარი მათი ჯოჯოხეთია. და (იგი) რა საზარელი განსასვენებელია!

9/123. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ებრძოლეთ, რომელნიც თქვენს სიახლოვეს არიან ურწმუნოთაგან, რათა დარწმუნდნენ ისინი თქვენს სიმტკიცეში, და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.

საჰიჰ ჰადისში გადმოცემულია: „ალლაჰი ბორკილ დადებულ საზოგადოების ერთ ნაწილს, სამოთხეში შესვლით განაცვიფრებს.“2(Buhari, 3010; Ahmed b. Hanbel, 2/302; Ebu Davud, 2677; İbn Hibban, 134. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს). ჰადისში მოცემული ხალხი არიან ისინი, რომლებიც ისლამის ტერიტორიაზე ბორკილებით, ჯაჭვებით და თოკებით შევიდნენ, შემდეგ კი მუსლიმები გახდნენ, რის გამოც სამოთხე მოიპოვეს.

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, ანას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთ კაცს უბრძანა: „მუსლიმი გახდი (მიიღე ისლამი).“ კაცმა უთხრა: „არ მსურს, რომ მუსლიმი გავხდე.“ შუამავალმა უთხრა: „თუნდაც არ გსურდეს, მაინც მიიღე ისლამი.“3(Sahih. Ahmed b. Hanbel, 3/109;). ჰადისი საჰიჰია, თუმცა ამ სახეობაში (ძალადობაში) არ შედის, რადგან ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) (იმისთვის, რომ კაცს ისლამი მიეღო) მასზე არ უძალადია, არამედ მას ისლამის მიღებისკენ მოუწოდა. მან კი, განაცხადა, რომ ისლამის მიღება არ სურდა, რის შემდეგაც ალლაჰის შუამავალმა უთხრა, რომ (მიუხედავად მისი უარყოფითი განწყობისა) ისლამი მიეღო, რადგან დროთა განმავლობაში ალლაჰი მას კარგ ნიათს და გულწრფელ რწმენას უწყალობებდა.

მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.“ ანუ ის, ვინც უარყოფს ეშმაკს და ეშმაკისეულ ყველა გზას, რომელიც ალლაჰის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვინც ღვთისმსახურებას მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს მიუძღვნის: „უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული.“ იმამ ბა’ავი, იბნ ფაიდ ალ-აბსი-სგან გადმოგვცემს: ომარ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ყურანში მოცემული სიტყვა ‘ჯიბთ’-ი ჯადოს, ‘ტაღუთი’ კი ეშმაკს ნიშნავს. გამბედაობა და შიში არის ის, რაც ადამიანის ბუნებაშია. გამბედავი ადამიანი იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვისაც არ იცნობს. მშიშარა კი საკუთარი დედისგანაც კი გარბის. ადამიანი საიდანაც არ უნდა იყოს, მისი პატიოსნება-დიდება რელიგია, სულგრძელობა კი ზნეობაა.“ თაბარი და აბუ ჰათიმი-ც იგივეს გადმოსცემენ. ომარ-ის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) განმარტება ძალიან ძლიერია, რადგან ეშმაკი არის ყოველივე უბედურების მიზეზი.

უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული“ - მუჯაჰიდმა აიათში მოხსენებული სიტყვა „საყრდენი-სახელური“ თარგმნა, როგორც „რწმენა.“ სუდდი-მ თარგმნა, როგორც „ისლამი.“ საიდ ბინ ჯუბაირ-მა და დაჰჰაქ-მა თარგმენს, როგორც „ლაა ილაჰა ილლალლაჰ.“ ანას ბინ მალიქ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თარგმნა, როგორც „ყურ’ანი.“ სალიმ ბინ აბი ჯა’დ’დან-მა თარგმნა, როგორც „ალლაჰის კმაყოფილებისთვის სიყვარული და სიძულვილი.“ ყველა ეს შეხედულება სწორია. მუაზ ბინ ჯაბალ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათში მოცემული სიტყვა „მყარი“ თარგმნა, როგორც „საყრდენი, რომელიც სამოთხეში შესვლამდე მყარი იქნება.“ მუჯაჰიდმა და საიდ ბინ ჯუბაირ-მა აიათის „უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული“ წაკითხვის შემდეგ სხვა, მეორე აიათიც წაიკითხეს: „13/11. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება...