24 May 2018

8. სურა ანფალ აიათი 73 - ურწმუნოები ერთმანეთის მეგობრები არიან

8/73. რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის მეგობრები არიან. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ (1) (და თუ მათ წინააღმდეგ არ შექმნით მეგობრულ და ძმურ კავშირს, რათა დედამიწაზე აღმოიფხვრას უკეთურობა, არეულობა და დაისადგუროს მშვიდობამ და თანადგომამ), დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება (2) (ურწმუნოთა გაძლიერებით და მუსლიმთა სისუსტით).

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს, რომ მორწმუნეები მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან და მათი ქააფირებთან მეგობრობა დაუშვებელია.

ჰაქიმ-ი, უსამა ბინ ზაიდ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ორ განსხვავებულ რელიგიის წარმომადგენელს შორის მემკვიდრეობა არ არსებობს. მუსლიმი ქააფირის, ხოლო ქააფირი მუსლიმის მემკვიდრე ვერ იქნება.“ და შემდეგ ეს აიათი წაიკითხა: „რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის მეგობრები არიან. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება.““1(Hakim, 2/240, Sahih;).

ამავე ჰადისს ბუჰარი და მუსლიმი, უსამა ბინ ზეიდი-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუსლიმი ქააფირის, ქააფირი კი მუსლიმის მემკვიდრე ვერ იქნება.“2(Buhari, 6764; Müslim, 1614; Ebu Davud, 2909; Tirmizi, 2107; Nesai, Sünen-İ Kübra, 6372, 6374; Ahmed b. Hanbel, 5/200, 208; İbn Hibban, 6033; Beyhaki, 6/317;).

ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება.“ ანუ მუსლიმებთან თუ არ იმეგობრებთ და ქააფირებს თუ არ მოშორდებით, მაშინ ხალხს შორის ფითნა (არეულობა) დაისადგურებს, რაც მორწმუნისა და ქააფირის ერთმანეთში არევას გამოიწვევს. ამგვარად ადამიანებს შორის, დიდი და ფართო გავლენიანი უბედურება თავს იჩენს.