29 May 2018

12. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ხარისხი

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ხარისხი

ამ სიტყვას ალლაჰის გვერდით ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ეს სიტყვა შელოცვებიდან/ზიქრებიდან საუკეთესოა. პიროვნება ამ სიტყვების წარმოთქმით ალლაჰს ყველაზე ღირებული სიტყვებით განადიდებს. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ზიქრებიდან ყველაზე უნაკლო/უმწიკლო არის ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’.“ ( Tirmizi, 3383.). ამ სიტყვის ხარისხის შესახებ მრავალი ჰადისია გადმოცემული. ზოგიერთი მათგანი შემდეგია: ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „უზენაესი ალლაჰი წარღვნის დღეს ერთ პიროვნებას ყველა დანარჩენისგან გამოჰყოფს და მის მიერ ჩადენილის შესახებ 99 ოქმს/ჩანაწერს გახსნის. ყოველი ოქმის ზომა აღემატება თვალის ხედვის არეალს. ამის შემდეგ ალლაჰი პიროვნებას ჰკითხავს: ‘ამათგან რომელიმეს უარყოფ?’, პიროვნება იტყვის: ‘არა ჩემო ბატონო.’ ალლაჰის ეტყვის: ‘რაიმე საპატიო მიზეზი გაქვს?’. პიროვნება ეტყვის: ‘არა ჩემო ბატონო.’ ამის შემდეგ ალლაჰი ბრძანებს: ‘ჩემს გვერდით არის შენს მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მე მივიღე და რის გამოც შენ უსამართლობა არ შეგეხება.’ ამის შემდეგ ცნობილი გახდება ის ოქმი, სადაც წერია ‘ვამოწმებ რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მისი შუამავალია.’ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ‘შენი ადგილისთვის მოემზადე.’ პიროვნება იტყვის: ‘ჩემო ბატონო, რა არის ეს პატარა და დიდი ფურცლები/ჩანაწერები/ოქმები?’ ალლაჰი ბრძანებს: ‘შენ არ დაიჩაგრები.’ ყველა დანარჩენი ოქმი სასწორის ერთ მხარეს დაიდება, ხოლო ოქმი სადაც ქელიმეი შაჰადა წერია მეორე მხარეს. ქელიმეი შაჰადა გადასწონის მეორე მხარეს განთავსებულ ყველა ოქმს.“ (Tirmizi, 2639).
„ყული (მონა/მსახური) დიდ ცოდვებს თუ განერიდება და რწფელი გულით „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს იტყვის, მისთვის ცის კარები გაიხსნება.“ (Tirmizi, 3590).
„მუსა (‘ალეისსალამ): ‘ია რაბბ! მასაწვლე ის, რის შემდეგაც შენი გახსენებისთანავე ვედრების გაკეთებას შევძლებ.’ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ჰეი მუსა! თქვი ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ.’ მუსა (‘ალეისსალამ) უპასუხებს: „ჩემო ბატონო! ამ სიტყვას ყველა შენი მსახური ისეც ამბობს.“ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ჰეი მუსა! შვიდი ცა და რაც მის შიგნითაა სასწორის ერთ მხარეს, რომ დადო და მეორე მხარეს ლაა ილაჰა ილლალლაჰ, ლაა ილაჰა ილლალლაჰ უფრო მძიმე იქნება.“ (გადმოგვცემს ჰაქიმი. ჰადისი საჰიჰია).

„ის, ვინც ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ს იტყვის და ამით ალლაჰს მოიხსენიებს, მისთვის ჯოჯოხეთი ჰარამი გახდება.“ (Buhari, 425).

„ის, ვინც ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ს იტყვის და ამით მოკვდება, უეჭველად სამოთხეში შევა.“ (Buhari, 5827).

ის, ვინც ამ სიტყვას იტყვის და მისით იცხოვრებს სარგებელს მიიღებს. ზოგი მათგანი შემდეგია:
1)  სამოთხეში შესვლა,
2)  ცეცხლისგან გადარჩენა,
3)  ჯოჯოხეთიდან გამოსვლა,
4)  ალლაჰის შუამავლის შუამდგომლობის მიღება (ალლაჰის ნებით),
5)  ამ ქვეყანაზე (დედამიწაზე) ქონებისა და სისხლის უსაფრთხოება,
6)  ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყანაზე დაცულად ყოფნა. (ჩამონათვლის სანახავად იხილეთ „Pratik Akait Dersleri, გვ. 48,49.“).

იბნი რეჯეფ ალ-ჰანბელი ამ სიტყვის ხარისხს შემდეგნაირად განმარტავს: „სიტყვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სამოთხის სამაგიეროა. ის, ვინც ამ სიტყვების წარმოთქმის დროს გარდაიცვლება, სამოთხეში შევა. ეს სიტყვა ცეცხლისგან დასაცავად საუკეთესოა. ცოდვის ფურცლებს წაშლის და გულში რწმენას გაანახლებს. ეს სიტყვა ზიქრებიდან ყველაზე ღირებული სიტყვაა. ამელებიდან ყველაზე ღირსეული და ყველაზე დიდი მადლის მქონე სიტყვაა. ამ სიტყვით ალლაჰს მივეკედლებით ეშმაკისგან. საფლავის სიმხეცისგან თავდაცვაა. მისი მთქმელისთვის სამოთხის 8 კარი გაიხსნება და საიდანაც უნდა იქიდან შევა. ცოდვილი მუსლიმები, ცოდვის სანაცვლოდ ჯოჯოხეთში შევლენ, ხოლო შემდგომ ამ სიტყვის საფუძველზე ჯოჯოხეთიდან გამოვლენ და სამოთხეში შევლენ.“ (Kelimetü’l İhlâs, გვ. 54).