29 May 2018

14. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის პირობები

ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის პირობები

სიტყვა „პირობის“ მნიშვნელობა

ერთად ვნახოთ თუ როგორ განმარტავენ სწავლულები ამ სიტყვას. შამ-ის ცნობილი სწავლულებიდან ერთ-ერთი მუსტაფა საიდ ალ-ჰინნ-ი, სიტყვა „პირობას“ შემდეგნაირად განმარტავს: „პირობა არის ის, რომლის არ არსებობაც საკითხს/ქმედებას აუქმებს და რომლის არსებობის შემთხვევაში, საკითხის/ქმედების არსებობა სავალდებულო არ არის.“  (el- Kafi’l-Vafî fî Usuli’l-Fıkhi’l-İslamî, sf. 52, Müessesetü’r-Risale baskısı.)

ვაჰბა ზუჰაილი-ც დაახლოებით იგივენაირად განმარტავს.  (იხ: Usulu’l Fıkhi’l İslami, 1/99. Daru’l-Fikri’l Muasır baskısı.).

ახლა კი, „პირობის“ საკითხი მაგალითების საფუძველზე გავნმარტოთ. 
მაგალითად, აბდესის აღება ნამაზის შესრულებისთვის აუცილებელი პირობაა. ანუ ნამაზი არის ის, რასაც პირობები ახლავს (რასაც პირობები აქვს წაყენებული). აქედან გამომდინარე, უაბდესოდ ნამაზის შესრულება არ შეიძლება, რადგან აბდესი მისი პირობაა. ამავდროულად, შეიძლება პიროვნება აბდესიანი იყოს, თუმცა ნამაზის შესრულება მისთვის სავალდებულო არ იყოს. 

ზემოთ მოცემული მაგალითი „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობებს დავუკავშიროთ. მაგალითად, „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობებიდან ერთ-ერთი პირობა, მისი ენით წარმოთქმაა. თუ პიროვნება დამოწმების პირობებიდან რომელიმეს არ შეასრულებს ის ნამდვილი მუსლიმი ვერ იქნება. შეიძლება ადამიანმა წარმოთქვას შაჰადა ენით, თუმცა მისი სხვა პირობები არ შეასრულოს, გარეგნულად კი მუსლიმის ჰუქმი ჰქონდეს, თუმცა იმ ქვეყნად მის მიერ წარმოთქმული სიტყვა არაფერ სარგებელს არ მოუტანს ალლაჰის წინაშე. 
„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ თაუჰიდი, სამოთხის გასაღებია. პიროვნებების ან საზოგადოების გადარჩენა ამ სიტყვებთანაა დაკავშირებული. შაჰადა მხოლოდ ენით წარმოთქმისგან არ შესდგება. იმისათვის, რომ პიროვნების შაჰადა ალლაჰის წინაშე მიღებული იყოს, საჭიროა იმ პირობების შესრულება, რომელსაც შაჰადას თან ახლავს. როგორც კი ნამაზს, მარხვას, ჰაჯობას და სხვა ღვთისმსახურებებს თავიანთი პირობები გააჩნიათ, რომელთა გარეშეც ღვთისმსახურება მიუღებელია, ასევე შაჰადასაც თავისი პირობები და ვალდებულებები აქვს.

შაჰადას დამმოწმებელი შევა სამოთხეში მაშინ, როცა მისი ყველა პირობა შესრულებული იქნება და მაშინ, როცა პიროვნება შაჰადას მომშლელ ქმედებას არ ჩაიდენს. შაჰადას დამმოწმებელი თუ ამბობს ან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც შაჰადას პირობებიდან რომელიმეს ან ყველას არღვევს, მაშინ წარმოთქმული შაჰადა პიროვნებას სარგებელს არ მოუტანს. ეს შეხედულება ჰასან-ისგან და ვაჰბ ბინ მუნებბიჰ-ისგან არის გადმოცემული, რომელიც ყველაზე ძლიერი შეხედულებაა.  (İbn-i Recep el-Hanbelî, Kelimetü’l İhlâs, გვ.7.). 

სხვა გადმოცემის მიხედვით, ვაჰბ ბინ მუნაბბიჰ-ს ჰკითხეს: „ლაა ილაჰა ილლალლაჰ - სამოთხის გასაღები არ არის?“, პასუხი კი იყო შემდეგი: „რათქმაუნდა ეგრეა, თუ გასაღებს კბილები აქვს... როგორც იცით უკბილო გასაღები არცერთ კარებს არ ხსნის. შენ თუ კბილებიან გასაღების მოტანას შეძლებ, ის შენთვის სამოთხის კარებს გახსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში კარი არ გაიხსნება.“ ( Buhari, Kitabu’l Cenaiz, 1. იხ: İstismar Edilen Kavramlar, გვ. 156.).

ისლამის მეცნიერებმა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს 9 პირობა აღნიშნეს: 
1)  ცოდნა
2)  ტაღუთის უარყოფა
3)  დამოწმება
4)  გულწრფელობა
5)  სიმყარე
6)  სიყვარული
7)  მორჩილება
8)  საჭიროებისამებრ მოქმედება
9)  ამ რწმენით სიკვდილი.
ახლა კი თითოეული მათგანი განვმარტოთ. დახმარება და წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰთან მოიძებნება.