23 May 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 28 - მორწმუნეებმა ურწმუნოები მეგობრებად არ აიყვანონ


3/28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციელი (ფინიში).

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ქააფირებთან მეგობრობას, მათ მიმართ სიყვარულისა და თანადგომის გამოხატულებას უკრძალავს და ემუქრება მას, ვინც მის სიტყვას (ბრძანებას) არაფრად ჩააგდებს: „და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება.“ ანუ ვინც, აკრძალულს დაარღვევს, ალლაჰთან საერთო აღარ ექნება. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „60/1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაიდგინოთ ჩემი მტერი და თქვენი მტერი მეგობრებად. მიუძღვნით მათ წადიერებას, მაშინ როცა უარყვეს იგი, რაც მოგევლინათ ჭეშმარიტებისგან. გაძევებენ თქვენ და შუამავალს იმიტომ, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, ღმერთი თქვენი. თუკი გამოხვალთ საბრძოლველად ჩემს გზაზე, ჩემი კმაყოფილების ძიების სურვილით... საიდუმლოს ანდობთ მათ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე (1) (არ მოიქცეთ ასე!). და მე უკეთ ვუწყი იმას, რაც დამალეთ და რაც გაამჟღავნეთ. და ვინც ამას იქმს თქვენგან, უეჭველად, სწორი გზა დაკარგოს მან.

4/144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!

5/51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!

8/73. რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის მეგობრები არიან. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ (1) (და თუ მათ წინააღმდეგ არ შექმნით მეგობრულ და ძმურ კავშირს, რათა დედამიწაზე აღმოიფხვრას უკეთურობა და არეულობა და დაისადგუროს მშვიდობამ და თანადგომამ), დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება (2) (ურწმუნოთა გაძლიერებით და მუსლიმთა სისუსტით).

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ“, ანუ ის, ვინც მათ ქალაქში ან მათთან ერთად იმყოფება (სადმე) და შიშობს, რომ მათგან რაიმე სიავე ემუქრება, შეუძლია მოჩვენებითი საქციელით მათგან თავი დაიცვას, თუმცა მისი ქმედებები არ უნდა მოდიოდეს გულიდან და არ უნდა იყოს გულწრფელი იმის მიმართ, რასაც აკეთებს.

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ“, ანუ ალლაჰი აფრთხილებს, რომ დასჯის მათ, ვინც მის აკრძალვას არ გაუფრთხილდება. „და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციელი (ფინიში)“, ანუ საბოლოოდ ყოველი ადამიანი ალლაჰთან დაბრუნდება და მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. იბნ აბუ ჰათიმი, ამრ ბინ მაიმუნ-ისგან გადმოგვცემს: მუაზ ბინ ჯაბალ-ი ფეხზე წამოდგა და თქვა: ჰეი ავდ-ის შვილებო! მე თქვენთვის ალლაჰის შუამავლის შუამავალი ვარ. იცით, რომ საბოლოო ადგილი სამოთხე ან ჯოჯოხეთია.