29 May 2018

13. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ - ყველა შუამავლის საერთო მოპატიჟებაა

‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ - ყველა შუამავლის საერთო მოპატიჟებაა

ეს სიტყვა ყოველი შუამავლის საერთო მოპატიჟებაა, დაწყებული ადამ-იდან (‘ალეისალამ), დამთავრებული მუჰამმად (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შუამავალზე. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „21/25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
ყოველმა შუამავალმა თავის ხალხს მოუწოდა, რომ არ ეცათ თაყვანი არავისზე, გარდა უზენაესი ალლაჰისა. მათ კარგად აუხსნეს ხალხს, რომ არავის ჰქონდა უფლება განესაზღვრა ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა კანონებითა და წესებით გარდა ალლაჰის კანონებისა. მათ არ ჰქონდათ უფლება ეცათ თაყვანი სხვაზე, გარდა ერთადერთი ალლაჰისა, მათ არ ჰქონდათ უფლება გამოეცათ კანონები, რომლებიც არ იყო ალლაჰის მიერ მოვლენილი. 

„23/32. ამგვარად, ჩვენ წარვგზავნეთ მათთან შუამავალი მათივე წიაღიდან (1) (ჰუდი), რომ ეცათ თაყვანი ალლაჰისთვის, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი (2) (და იწამოთ)?“

•  ორი ღვთაების დაყენება აკრძალულია
უზენაესი ალლაჰი მთელი კაცობრიობის ერთადერთი ღვთაებაა. მან აკრძალა მისთვის თანაზიარის გაჩენა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „16/51. და ბრძანა ალლაჰმა: „არ დაიდგინოთ ორი ღმერთი, იგი მხოლოდ ერთია. მაშ, მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ!“

აიათში მოცემული სიტყვა „არ დაიდგინოთ ორი ღმერთი“ არ ნიშნავს იმას, რომ ორის გარდა სამი, ოთხი ან მეტი ღმერთის დადგენა დასაშვებია. მევდუდი ამბობს: „ორი ღმერთის არსებობის უარყოფა, ორზე მეტი ღმერთის არსებობის უარყოფასაც გულისხმობს.“  (Tefhimu’l-Kur’an, 3/33.). 

ისევე როგორც შექმნა, სარჩო-საბადებლის მოცემა, მოკვდენა და გაცოცხლება, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ასევე მმართველობა, კონტროლი, დაკანონება, მისი სიყვარული, მისგან შიში, მასზე ვედრების გაკეთება, მისგან რაღაცის თხოვნა, მასზე ღვთისმსახურებაც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. რატომ ანიჭებს მმართველობის და დაკანონების უფლებას სხვას ის ხალხი, რომლებსაც სწამთ რომ ერთადერთი შემქმნელი ალლაჰია?! უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „43/84. და იგია, რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!“

ცის წყობას ვინც აყალიბებს, მიწის წყობაც იმან უნდა ჩამოაყალიბოს. ის ვინც ალლაჰს თვლის მხოლოდ და მხოლოდ წვიმის მომყვანად, მზისა და მთვარის მომწესრიგლებლად და არ ანიჭებს ალლაჰს უფლებას იმისა რომ მართოს დედამიწა, რომ მოქმედებდეს მისი კანონები, ასეთი ადამიანი აბუ ჯაჰილის მსგავსად ქააფირია. აბუ ჯაჰილისა და მსგავს ადამიანებს შორის განსხვავება არ არის. 
რელიგიისა და სახელმწიფოს გაყოფა ალლაჰზე დაპირისპირებაა. რელიგია სახელმწიფოს მართვისთვის არის. სახელმწიფო არ არის თუ მას არ მართავს რელიგია.

საიდ კუტუბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ მეორე მხრივ, ჯაჰილი თემი ერთი სახის კაირა, არამედ სხვადასხვა სახის გვხვდება. სახელი რაც არ უნდა ის ჰქონდეთ, ეს თემი მაინც ჯაჰილ თემად ითვლება. მაგალითად: ჯაჰილს თემს შეუძლია გამოგვესახოს ალლაჰის უარმყოფელად, რომლებიც სოზიალიზმისა (http://literatura.mcvane.ge/main/icit-tu-ara-rom/31213-bb-bbbb-bbbyebbbbbbb.html) და დიალექტური მატერიალიზმის (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98) სახით გვევლინებია. ზოგჯერ ალლაჰის არსებობას არ უარყოფს, თუმცა ალლაჰს მხოლოდ და მხოლოდ გაჩენის თვისებას ანიჭებს და უარს აცხადებს ალლაჰის კანონების დედამიწაზე დაკანონებაზე. ისინი ეკლესიებს, მინარეებს, მეჩეთებს, სასწავლებლებს თავისუფალს ხდიან, თუმცა მათში ალლაჰის კანონის დაკანონებას კრძალავენ, მაშინ როცა უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს, რომ ცაშიც და მიწაზეც ‘ილაჰი’ (ღვთაება) თვითონაა. ამგვარად ჯაჰილი ხალხი ალლაჰის ‘ულუჰიეთ’ თვისებას არაფრად აგდებს, რაც ალლაჰის უარყოფაში ეთვლებათ, ეს კი ურწმუნოებაა. ეს ხალხი არის იმ საზღვრებს მიღმა, რასაც შემდეგი აიათი მოიცავს: „12/40. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება.“  (Yoldaki İşaretler, გვ. 132,).

„21/29. და ვინც მათგან იტყვის: „უეჭველად, მეც (1) (ეს არის ეშმაკი, რომელიც ეცდება დაავიწყოს ადამიანს მისი გამჩენი, რათა თავის მსახურებაში მოაქციოს იგი) ღმერთი ვარ, მის გარდა“, სწორედ მაშინ დავსჯით მას ჯოჯოხეთით. სწორედ ასე ვუზღავთ უსამართლონს (2) (წარმართნს)!“
ამ ხალხმა ენით რომც არ წარმოთქვას „მე ვარ ღმერთი“, მათი მოქმედება მაინც იგივეს აცხადებს. 
„6/19. როგორღა ამოწმებთ თქვენ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთები არიან?“ მიუგე: „არ ვამოწმებ!“ უთხარი შენ: „მხოლოდ იგია ღმერთი ერთი, და უეჭველად, შორსა ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ თქვენ!“
მას შემდეგ რაც ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ ზოგ საკითხს შევეხეთ, შეგვიძლია გადავიდეთ ამ სიტყვის ‘პირობის’ ახსნა-განმარტებაზე.