28 July 2021

3.0 როგორ სრულდება ნამაზი? (ბოლო ნაწილი)

 

შემდეგ, მეორე მუხლისთვის თუ შესაძლებელია ფეხებზე დაყრდნობით წამოდგება, თუ არადა ხელების დახმარებით. შემდეგ სურა ფათიჰას და ფათიჰას შემდეგ კი, ყურანიდან წაიკითხავს იმას, რაც ეადვილება. შემდეგ იმოქმედებს ისე, როგორც პირველი მუხლის შესრულებისას. მეორე მუხლზე არც იფთითაჰ თაქბირი და არც იფთითაჰის ვედრებას არ წარმოთქვამს, არც ე’უზუს იტყვის, რადგან ნამაზი დასაწყისიდან დასასრულამდე ერთი მთლიანი ‘იბადეთია (ღვთისმსახურებაა). პირველ მუხლზე ე’უზუს წარმოთქმა საკმარისია. პირველზე თუ დაავიწყდა, მაშინ მეორე მუხლზე იტყვის.

ყოველივე ამის გამო, ყოველ ორ მუხლზე სურა ფათიჰას შემდეგ საკითხავ დუებში რიგითობის გაუთვალისწინებლობა მექრუჰია[1]. ყოველ მუხლზე ე’უზუს წარმოთქმა დასაშვებია, თუმცა ახალი ნიათი (განზრახვა) საჭირო აღარ არის.

ნამაზი ორი მუხლისგან თუ შედგება, როგორიცაა დილის, ჯუმა დ
ა ბაირამის ნამაზები, მაშინ მეორე სეჯდედან თავის წამოსწევის შემდეგ, მარჯვენა ფეხს სწორად დადგამს, მარცხენას კი დააწვენს და ამგვარ ფორმაში დაჯდება.

მარჯვენა ხელის ყველა თითს მომუჭავს გარდა საჩვენებელი თითისა. საჩვენებელი თითი თავჰიდზე მიუთითებს. ასევე, უსახელო თითსა და ნეკა თითს თუ მომუჭავს, ცერა თითით და შუა თითით წრეს თუ გააკეთებს და საჩვენებელ თითით კი მიუთითებს, მაშინ კარგი იქნება, რადგან შუამავლისგან ეს ორი ფორმა გადმოცემულია. ყველაზე მისაღები იქნება თუ ზოგჯერ ერთს, ზოგჯერ კი მეორეს შევასრულებთ. მარცხენა ხელს კი მარცხენა ბარძაყზე დაიწყობს, თითები გაშლილ და მიტყუპებულ მდგომარეობაში. ასევე, შესაძლებელია მარცხენა ხელის მუხლზე დაწყობა, მარჯვენა ხელი კი ისე როგორც უკვე ვისაუბრეთ. სუნნეთში ორივე ფორმა არსებობს.

შემდეგ კი, დაჯდომისას თეშეჰჰუდის დუას წაიკითხავს:

التحيّات لله والصلوات والطيّبات السلام عليك أيها النبيّ ورحمة الله وبركاته السلام علينا وعلى عباد الله الصالحين أشهد أن لا إله إلّا الله وأشهد أن محمّدا عبده ورسوله 

“ყველა დიადი ქება, ვედრება და სამშვენისები ალლაჰისაა. ჰეი შუამავალო, სალამი შენ. ალლაჰის წყალობა და ბარაქა შენ. სალამი ჩვენ და ალლაჰის მსახურებს. ვამოწმებ, რომ ალლაჰის გარდა ჭეშმარიტი ღვთაება არ არსებობს და ასევე, ვამოწმებ, რომ მუჰჰამედი, ალლაჰის ყული (მონა-მსახური) და შუამავალია.“[2]

اللَّهُمَّ صَلِّ عَلَى مُحَمَّدٍ وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ ﴿﴾ كَمَا صَلَّيْتَ عَلَى إِبْرَاهِيمَ وَعَلَى آلِ إِبْرَاهِيم ﴿﴾ إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ

„ჩემო ალლაჰო, ისევე როგორც იბრაჰიმი და მისი მიმყოლები შეიწყალე, ასევე შეიწყალე მუჰამმედი და მისი მიმყოლნი. უეჭველად, შენ გეკუთვნის ყოველი ქება-დიდება და შენ უზენაესი ხარ.“

اللَّهُمَّ بَارِكَ عَلَى مُحَمَّدٍ وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ ﴿﴾ كَمَا بَارَكْتَ عَلَى إِبْرَاهِيمَ وَعَلَى آلِ إِبْرَاهِيم ﴿﴾ إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ

„ჩემო ალლაჰო, ისევე როგორც იბრაჰიმს და მისი მიმყოლებს ბარაქა უწყალობე, ასევე უწყალობე მუჰამმედსა და მის მიმყოლებს. უეჭველად, შენ გეკუთვნის ყოველი ქება-დიდება და შენ უზენაესი ხარ.“

ოთხ საკითხში ალლაჰზე მიკედლება სუნნეთია. ამისთვის იტყვის:

اللَّهمَّ اِنَّي أَعُوذُ بِكَ مِن عَذَابِ جَهَنَّمَ وَمِنْ عَذَابِ الْقَبْرِ وَمِنْ فِتْنَةِ الْمَحْيَا وَالْمَمَاتِ وَمِنْ شَرَّ فِتْنَةِ الْمَسِيحِ الدَّجَّالِ

„ჩემო ალლაჰო, ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ფითნასგან და დეჯჯალის ფითნესგან შენ შემოგეკედლები.“[3]

შემდეგ კი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სიკეთეებისგან ალლაჰს ვედრებას აღუვლენს. დედაზე, მამაზე და სხვა მუსლიმანების მიმართ დუის შესრულებაში პრობლემა არ არის. შესრულებული ნამაზი ფარძი იქნება თუ ნაფილე, მნიშვნელობა არ აქვს. ამის შემდეგ, ჯერ მარჯვენა მხარეს, შემდეგ კი მარცხენა მხარეს სელამს მისცემს „ას-სალამუ ‘ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰ...“ ამ სიტყვების ენით წარმოთქმასთან ერთად, გულითაც დაამოწმებს.

თეშეჰჰუდის შესრულების დროს საჩვენებელი თითით აჩვენებს. დუის განმავლობაში კი აამოძრავებს. ამით ის ალლაჰის უზენაესობაზე მიუთითებს. ამის მიხედვით, „ეთ-თაჰიიათუ ლილლაჰი ვე’ს-სალავათუ ვე’ტ-ტაიიბაათ“-ის დროს საჩვენებელს არ გააკეთებს. „ეს-სელამუ ‘ალეიქე ეიიუჰე’ნ-ნებიიუ“-ს, „ეს-სელამუ ‘ალეინა ვე ‘ალა ‘იბადილლაჰ’ის-სალიჰინ“-ის, „ალლაჰუმმე სალლი ‘ალა მუჰამმედ“-ის, „ალლაჰუმმე ბარიქ ‘ალა მუჰამმედინ...“-ის, „ე’უზუ ბულლაჰი მინ ‘აზაბი ჯეჰენნემ“-ის, „ვე მინ ‘აზაბი’ლ-ყაბრ“-ის, „ვე მინ ფითნეთი’ლ-მაჰიია ვე’ლ-მემათ“-ის, „ვე მინ ფითნეთი’ლ მესიჰი’დ-დეჯჯალ“-ის წარმოთქმის დროს მიუთითებს. ხოლო, „ეშჰედუ ენლა ილაჰა ილლალლაჰ“-ის დროს არ მიუთითებს.

თეშეჰჰუდის შესრულების რამოდენიმე ფორმა არსებობს. ამიტომ იმისათვის, რომ ჩვენი გული მშვიდად იყოს და ჩვენც სუნნეთის შესრულება ჩაგვეთვალოს, საჭიროა რომ ზოგჯერ ერთი ფორმა შევასრულოთ, ზოგჯერ კი მეორე.

თუ ნამაზი მაღრიბის მსგავსად სამ მუხლიანი ან ზუხრის, ‘ასრის და ‘იშას მსგავსად ოთხ მუხლიანია, მაშინ თეშეჰჰუდის პირველ ნაწილს წაიკითხავს. ეს კი მოიცავს „ეშჰედუ ენ ლაა ილაჰა ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ ‘აბდუჰუ ვე რესუულუჰ“-ის ჩათვლით ნაწილს. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ამასთან ერთად შუამავალზე სალამის მიძღვნაც საჭიროა.

შემდეგ კი, ფეხებზე დაყრდნობით წამოდგება, ხელებს მხრების ან ყურის დონეზე წამოსწევს და „ალლაჰუ აქბარ“-ს იტყვის. შემდეგ ხელებს, როგორც უკვე წინათ ვახსენეთ მკერდზე დაიწყობს და მხოლოდ სურა ფათიჰას წაიკითხავს. ხოლო, შუადღის ნამაზის (ზუხრის) მე-3 და მე-4 მუხლზე სურა ფათიჰას შემდეგ ზოგჯერ რაიმე რომ წაიკითხოს, პრობლემა არ იქნება, რადგან შუამავლისგან ამგვარი რამ გადმოცემულია. აბუ საიდ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემული ჰადისი[4] ამაზე მიანიშნებს. შემდეგ კი, საღამოს ნამაზის (მაღრიბის) მესამე მუხლის, შუადღის (ზუხრის), სამხრობის (‘ასრის) და შუაღამის (‘იშას) მე-4 მუხლების ბოლოს თეშეჰჰუდს შეასრულებს, როგორც უკვე განვმარტეთ. შემდეგ, „ას სალამუ ‘ალეიქუმ ვა რაჰმეთულლაჰ“-ს იტყვის და მარჯვენა მხარეს სალამს მისცემს, იგივეს წარმოთქვამს მარცხენა მხარეს სალამის მიცემის დროსაც. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ორივე მხარეს სალამის მიცემისას „ვა ბარაქათუჰუ“-ს დამატება შეიძლება. ამის არგუმენტი აბუ დავუდის მიერ გადმოცემული ჰადისია[5]. ჰაფიზ იბნ ჰაჯერი ამბობს: „იბნ ჰიბბანის სახიხში, იბნ მესუდის მიერ გადმოცემულ ჰადისში სიტყვები ‘ვა ბარაქათუჰუ’ მყარია. ასეა იბნ მაჯეშიც და აბუ დავუდშიც...“[6]

ღამის ნამაზის (მაღრიბის) მე-3 მუხლი, შუადღის (ზუხრის) და სამხრობის (‘ასრის) ბოლო ორი მუხლზე მხოლოდ სურა ფათიჰას წაიკითხავს და ხმამაღლა შესასრულებელი ნამაზი, რომც იყოს მათი წარმოთქმა ხმამაღლა არ ხდება.

ყოველი ნამაზის ბოლოს თეშეჰჰუდისთვის დაჯდომა სუნნეთია. დაჯდომის სამი ფორმა არსებობს, ისე როგორც სურათზეა მოცემული. ზოგჯერ ერთი ზოგჯერ კი მეორეს გაკეთება კარგია.

ყოველი ეს ჰუქმები კაცისა თუ ქალისთვის ერთია. თუმცა, ქალისთვის ტანსაცმლით შესამოსი ადგილები და საკითხავი საკითხების მსგავსი ზოგიერთი რამ, კაცისგან განსხვავებულია. კაცი ხმამაღლა შესასრულებელი ნამაზების შესრულების დროს ხმამაღლა წაიკითხავს. ქალისთვის კი სუნნეთი ისაა, რომ ჩუმად წაიკითხოს.

სალამის მიცემის შემდეგ შესასრულებელი ზიქრები:

„ესტაღფირულლაჰ“-ს სამჯერ თქმით ალლაჰისგან პატიებას ითხოვს, რის შემდეგაც წაიკითხავს:

اللهم أنت السلام، ومنك السلام، تباركت يا ذا الجلال والإكرام

„ჩემო ალლაჰო! შენ ‘სელამ’[7]-ი ხარ, სელამეთი შეთანაა. ჰეი ‘ჯელალ’[8]-ისა და ‘იქრამ’[9]-ის მფლობელო! შენ უზენაესთა უზენაესი ხარ.“[10]

لا إله إلا الله وحده لا شريك له، له الملك وله الحمد، وهو على كل شيءٍ قدير، لا حول ولا قوة إلا بالله، لا إله إلا الله ولا نعبد إلا إياه، له النعمة وله الفضل، وله الثناء الحسن، لا إله إلا الله مخلصين له الدين، ولو كره الكافرون

„არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა. ის ერთადერთია და არ ჰყავს თანაზიარი. მმართველობა და დიდება მისია. მას ძალუძს ყველაფერი. ძალა და დიდება მხოლოდ ალლაჰისაა. არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა. მხოლოდ მას ვეთაყვანებით. წყალობა მისია, სარგებელი მისია. კარგი შექება მისია. არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა. ქააფირებს რომც არ მოეწონოთ, მხოლოდ მას ვეთაყვანებით.“[11]

შემდეგ, 33-ჯერ იტყვის „სუბჰაანალლაჰ“ - ალლაჰი შორსააა ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან, „ალჰამდულილლაჰ“ - ჰამდი (სამადლობელო სიტყვა) სრულიად ალლაჰისაა, „ალლაჰუ აქბარ“ - ალლაჰი დიადია.

سبحان لله* الحمدالله*الله اكبر

ამის შემდეგ კი იტყვის:

لا إله إلا الله وحده لا شريك له، له الملك، وله الحمد، وهو على كل شيءٍ قدير،

„არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა. ის ერთადერთია და არ ჰყავს თანაზიარი. ძალაუფლება მის ხელთაა. დიდება მისია. მას ძალუძს ყველაფერი.“[12]

შემდეგ კი, აიათა’ლ ქურსს, სურა იჰლას, ფელეყსა და ნასს წაიკითხავს.

ამ ყველაფერს ყოველი ნამაზის შემდეგ წაიკითხავს.

დილისა (ფაჯრი) და საღამოს (მაღრიბი) ნამაზების შემდეგ ამ სურა-ების სამჯერ განმეორება მუსთეჰაბია, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით ჰადისები ჩვენამდე მოღწეულია.


[1] აკრძალული არ არის, თუმცა მოუწონარია.

[2] მუსლიმ, 1/302, ჰადისის N: 402

[3] ბუხარი, მუსლიმი

[4] მუსლიმ, 1/334, ჰადისის N:452.

[5] აბუ დავუდ, 1/607, ჰადისის N: 997.

[6] იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბიირ, 1/271, ჰადისის N: 420.

[7] ყოველი ცუდისგან გადამრჩენელი, მეთვალყურე და მეპატრონე.

[8] სახელ-თვისებები, რომლებიც ალლაჰის რისხვასა და სასჯელზე მიუთითებს.

[9] თავაზიანი, გულუხვი და მსგავსი.

[10] მუსლიმ

[11] მუსლიმ

[12] მუსლიმ

“2/7. დაახშო ალლაჰმა მათი გულები და მათი სმენა თვალებზე საბურველი გადაჰკვრიათ და სწორედ მათ - სასჯელი დიადი.” აიათის მიხედვით, ადამიანს ურწმუნოდ ალლაჰი აქცევს. ასე, რომ ურწმუნოების რა ბრალი?

 გულის დახშობა ხდება, როდესაც გული ქუფრსა და ცოდვებს მთლიანად შეისრუტავს, რის გამოც რწმენის მიღება მისთვის შეუძლებელია. შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „თითო ცოდვა გულზე შავ წერტილს წარმოშობს.“ ერთ-ერთ აიათში ნაბრძანებია: „4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას რაიმე ჩაუზიარონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს...“

აიათისა და ჰადისის შეჯერებით ვხვდებით, რომ გულის გაშავებას ყველაზე მეტად შირქი ანუ ალლაჰზე თანაზიარის დადგენა იწვევს. ადამიანი ალლაჰს თანაზიარს თუ დაუდგენს და ამით მორწმუნეების წინააღმდეგ წავა, მაშინ მისი გული დღითი-დღე გაშავდება და გამუქდება. ბოლოს კი, მთელ გულს მოიცავს, რის შემდეგაც ამ ადამიანისთვის რწმენისა და თავჰიდის მიღება შეუძლებელი ხდება.

აიათი მოევლინა მუშრიქების შესახებ, რომლებიც შუამავლის წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმის გამო, რომ მათ გულებში შირქი მძვინვარებდა და თავჰიდის ადგილი აღარ იყო, ალლაჰმა მათი გულები დახშობილად მოიხსენია. აი ამგვარი ადამიანები არიან ისინი, რომლებისთვისაც ჭეშმარიტების კარი დაკეტილია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილი ან ყოველი მუშრიქი ადამიანისთვის ჭეშმარიტების კარი დახურულია. ასე, რომ იყოს, მაშინ როგორ აიხსნება ის მდგომარეობა, როდესაც ათასობით კერპთაყვანისმცემელმა ისლამის ჭეშმარიტებას ეზიარა? ყოველი შირქის შემსრულებლის გული დაცობილი, რომ ყოფილიყო, მაშინ არცერთი მუშრიქი მუსლიმანი არასდროს არ გახდებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ დახშულ-გულიანები არიან ისინი, რომელთა ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნებაც შეუძლებელია. ისინი ამ ჭაობში საკუთარი ნების არასწორად გამოყენებით ეფლობიან.

შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ცოდვის პირველად ჩადენის დროს გულზე შავი ლაქა წარმოიქმნება. გულის მეპატრონე სინანულს თუ გამოხატავს და მოინანიებს, მაშინ გული ისევ გაბრწყინდება. თუ არ მოინანიებს და ცოდვას გაიმეორებს, მაშინ ლაქა გაიზრდება. ამგვარად, ლაქის ზრდა-ზრდაში, გული მთლიანად გაშავდება და სწორედ იმ მდგომარეობას მიაღწევს, რაც სურა მუტაფფიფინ-შია ნაბრძანები: ‘83/14. ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც შეუძენიათ!’“[1]

ჰადისის მიხედვით, ცოდვების გაგრძელება გულის სრულიად დაფარვას იწვევს. სწორედ ამ დროს ალლაჰის მხრიდან გული დაილუქება, როგორც აიათშია ნაბრძანები.

მოკლედ, რომ ვთქვათ გულის გაშავებაზე პასუხისმგებელი ადამიანია, ხოლო მის დალუქვაზე ალლაჰი. აქედან გამომდინარე, საკუთარი ურწმუნოების ალლაჰზე დაბრალება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

 



[1] თირმიზი, თეფსირუ სურე, 83, 1; იბნი მაჯე, ზუჰდ 29

23 July 2021

თავშიც და ბოლოშიც თავჰიდი

 უზენაესი ალლაჰი სურა ბაყარას 133-ე აიათში ია’ყუბსა და მის შვილებს შორის დიალოგს გადმოგვცემს:

2/133. ნუთუ მომსწრენი იყავით იმისა, თუ როგორ ეახლა სიკვდილი ია’ყუბს? მაშინ ჰკითხა მან თავის ძეთ: ვის სცემთ თაყვანს ჩემ შემდგომ? მიუგეს: შენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და ღმერთსა შენი წინაპრებისას: იბრაჰიმისას, ისმაილისას და ისჰაყისას, ერთადერთ ღვთაებას, და ჩვენ ვართ მუსლიმი (მორჩილნი) მისი.

ამ ამბავში ორი რამ საყურადღებოა:

1.                   შუამავალი სიკვდილის მოახლოების დროსაც კი იმას განიცდის, რომ შვილებს და უმმეთს ნასიჰათი გადასცეს. ბოლო წუთებშიც კი, ცდილობს რომ ჭეშმარიტება შეახსენოს. ეს გვიჩვენებს იმას, რომ შუამავლების ამქვეყნიური ყველაზე დიდი სადარდებელი ხალხის ჭეშმარიტი გზისკენ მოპატიჟებაა. საჭიროა, რომ ჩვენც გავითვალისწინოთ ეს.

2.                   შუამავლების პირველი მოწოდებაც და ბოლოც - თავჰიდია. ადამიანებს ცხოვრების დასაწყისშიც, განმავლობაშიც და ბოლოშიც თავჰიდისკენ მოუწოდებდნენ. ზოგიერთების მსგავსად არ ამბობდნენ: ‘როდის დავასრულებთ თავჰიდზე საუბარს და როდის გადავალთ სხვა თემებზე?!’ ისინი გადარჩენას დასაწყისშიც და ბოლოშიც თავჰიდში ეძებდნენ. ეს კი, მართლაც რომ საყურადღებოა.

დაე, უზენაესმა ალლაჰმა მცირე დროითაც კი არ გვამყოფოს თავჰიდისგან შორს. (ალლაჰუმმა ამინ)

21 July 2021

მხოლოდ ღირებულს ინახავენ და იცავენ

 წარმოიდგინე, რომ ხელში ყველაზე ღირებული სამკაული გიჭირავს და შენს ირგვლივ არიან ხალხი, რომლებსაც მისი მოპარვა სურთ.

ასეთ შემთხვევაში, სამკაულს ღიად, ყველას დასანახად დატოვებდი თუ პირიქით, დამალავდი ისე, რომ არავის დაენახა?

ვფიქრობ, პასუხი ცნობილია: „დავმალავდი ისე, რომ არავის დაენახა.“

ზუსტად იგივე მდგომარეობაა დაო! შენ ალლაჰისთვის იმაზე მეტად ღირებული ხარ, ვიდრე ძვირფასი სამკაულია. შენს ირგვლივ არიან ხალხი, რომლებიც ლახავენ შენს ნამუსს და გინდ ფიქრებით, გინდ სიტყვებით შენზე ხელის წავლება სურთ. იმისათვის, რომ ამ ხალხის „ლუკმა“ არ გახდე, ალლაჰმა შენ მათი ცუდი განზრახვებისგან და ქმედებებისგან „შემოსვით“ დაგიცვა.

ყოველივე ამის გამოა, რომ ისლამი ქალს სხეულის დაფარვას ავალდებულებს. იმის გამო, რომ ალლაჰისთვის ღირებული ხარ, სურს რომ შენი მეუღლის გარდა შენი სხეული არავის აჩვენო და ამგვარად, „მარგალიტის“ მსგავსად გიცავს.

ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ამას?

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღირებულს და მნიშვნელოვანს ინახავენ და იცავენ. შენ ალლაჰისთვის ღირებული რომ არ ყოფილიყავი, მაშინ ალლაჰი არ ბრძანებდა შენს შემოსვას.

ალლაჰისთვის ღირებული რომ არ ყოფილიყავი, აკრძალავდა შენი ქმრის გარდა სხვაზე საკუთარი თავის ჩვენებას?

ალლაჰმა თუ შენთვის დაფარვა ისურვა, ესეიგი ამაში სარგებელია, როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნად. თუ ბრძანა, რომ არ გეჩვენებინა შენი სამშვენისები ქმრის გარდა სხვაზე, ესეიგი ეს შენთვის სარგებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ ეს ვერ გაიგო და ვერ გაიაზრო. შენმა შემქმნელმა უკეთესად იცის თუ რა არის შენთვის კარგი და სარგებელი.

„67/14. განა არ უწყის გამჩენი (თავის გაჩენილს)? მაშინ, როცა ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.“

ასე, რომ დაო! უპირველესად საკუთარი თავის მნიშვნელობაზე და ღირებულებაზე დაფიქრდი. არ მოგატყუოს დასავლეთის ქალების ცხოვრების სტილმა. და არ დაგავიწყდეს ის, რომ მათთვის შენ საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებელი არსება ხარ.

15 July 2021

ნასიჰათი (რჩევა-დარიგება) მოკამათეებს

 ქება-დიდება ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორს მყოფ ალლაჰს. მშვიდობა და სალამი მთელი სამყაროსთვის წყალობად გამოგზავნილ შუამავალს - მუჰამმედს.

ეს ნასიჰათი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი თქვენთვისაა. სოციალურ პლატფორმაზე ყველა ჩვენგანს მიუღია დებატებში, კამათში და „ორთაბრძოლაში“ მონაწილეობა.

მუსლიმანი გონიერია და რაიმეს გაკეთებამდე მის შედეგზე დაფიქრდება. ასევე, წინა ცხოვრებისგან გაკვეთილს მიიღებს და ამგვარად, სამომავლოდ გონივრულად იმოქმედებს.
მეც მიკამათია სოციალურ ქსელში და დიდი ალბათობით შენც... საკუთარ თავს ვკითხოთ: რა არის ჩვენი მიზანი მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო მხარეს ვეკამათებით? ის, რომ ჭეშმარიტებას ეზიაროს თუ მისი დამცირება და სხვაზე იმის ჩვენება, თუ როგორ „გავთელეთ“ იგი და ამგვარად, როგორ დავაკმაყოფილეთ საკუთარი ვნებები კამათის დროს?

იმამ ღაზალიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „იცოდე, რომ დისკუსია, რომელსაც თან ახლავს მეორე მხარის დამცირება და გაჩუმება, ხალხის თვალში სტატუსის ამაღლება და სიამაყე, ალლაჰის წინაშე ყოველი ცუდი ზნეობის წყარო და ალლაჰის მტრის, იბლისის მოსაწონი ქმედებაა.“[1]

დაფიქრდი! როგორ მოიპატიჟა ალლაჰის მტრები, მუშრიქები ალლაჰის შუამავალმა (მშვიდობა და სალამი მას)? შეუსაბამოდ ეკამათა მათ თუ წესისამებრ მოიპატიჟა?

„26/23. ფარაონმა უთხრა: „რას ნიშნავს ღმერთი სამყაროთა?“

24. მიუგო: „იგია მეუფე ცათა და ქვეყნის და იმის, რაც მათ შორისაა, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!“

25. უთხრა (ფარაონმა) მის გვერდით მყოფთ: „განა არ გესმით?“

26. უთხრა (მუსამ): „იგია ღმერთი თქვენი და თქვენი წინაპრების!“

27. მიუგო (ფარაონმა): „უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილი შუამავალი შეშლილია!“

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შუამავალ მუსას ფარაონმა შეშლილი უწოდა. თქვენი აზრით როგორ უპასუხა მუსამ?! და ჩვენ რომ ვყოფილიყავით როგორ ვუპასუხებდით?

მოპატიჟების დროს ვინმე თაქფირისტს ან ხარიჯიტს როცა გვიწოდებს ან შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ეგრევე ვბრაზდებით ან ვინმე კონტრ-არგუმენტს თუ მოგვიყვანს, ეგრევე ვფიქრობთ, რომ ჩვენც აუცილებლად რაიმე უნდა ვუპასუხოთ და ამგვარად ჩვენს ვნებებს ვასიამოვნებთ! რას ვაკეთებთ?!

„26/28. უთხრა (მუსამ): „იგია, ღმერთი აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და იმისა, რაც მათ შორისაა. თუკი მოუხმობთ გონს!“

თქვენ თვითონ იხილეთ მუსას პასუხი! მას არ უთქვამს: „შენ ვის ეუბნები გიჟს! სინამდვილეში გიჟი შენ თვითონ ხარ“ და ა.შ. ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია ეს. ყურადღება მიაქციე მას, ვისაც მუსა ესაუბრება! დედამიწის ყველაზე დიდი ტაღუთებიდან ერთ-ერთი და შეხედე მუსას საუბრის მეთოდს. მიუხედავად ამისა, რატომ არ ვიღებთ მაგალითს? ნუთუ ის, ვისაც ეკამათები ფარაონზე დიდი ტაღუთია?

ეს მოკლე შეგონება პირველ რიგში ჩემთვის, შემდეგ კი თქვენთვისაა. დაე, ალლაჰმა რწმენა გაგვიძლიეროს და ამქვეყნიდან მუსლიმებად წაგვიყვანოს.



[1] იჰიაუ ულუმიდ’დინ