24 September 2021

1. ქვეყნების ჰუქმები - საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

 განვიხილავთ ხუთ საკითხს:

1.      საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

2.      ამგვარი დაყოფის შესახებ დალილები

3.      „დარ’ულ-ისლამი“-სა და „დარ’ულ-ქუფრი“-ს განმარტება

4.      ქვეყნების თვისებისა და ჰუქმის ცვლილება

5.      ჰუქმები, რომლებიც ქვეყნების განსხვავებულობიდან გამომდინარეობს

საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

ქვეყნების დარ’ულ-ისლამად და დარ’ულ-ქუფრად დაყოფის საფუძველში ალლაჰის მიერ მთელი კაცობრიობისთვის გამოგზავნილი შუამავალია (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ).

ადამიანები მორწმუნეებად და ქააფირებად დაიყვნენ იმ ფაქტის შემდეგ, რაც მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია და მისი მოპატიჟება მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. ალლაჰმა მორწმუნეებს ქააფირებისგან გამოყოფა და ჰიჯრათის შესრულება ფარძად დაუწესა და მედინაში მათთვის დამხმარეები (ენსარები) განსაზღვრა. იქაურობა ჰიჯრათის ქვეყნად და მუჰაჯირების[1] საზოგადოებად გადაიქცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისლამური სახელმწიფო იქ[2] შექმნა. მედინაში ჰიჯრათის ფარძობა[3] მექქას აღებამდე გაგრძელდა. ამის შემდეგაც, ქააფირებს შორის მცხოვრები მორწმუნეებისთვის ჰიჯრათის შესრულების აუცილებლობა არ შეწყვეტილა.

ამგვარად, ქვეყნები დარ’ულ-ისლამად ანუ ქვეყანა, სადაც მმართველობა მუსლიმანების ხელშია და დარ’ულ-ქუფრად ანუ ქააფირების მმართველობაში მყოფ ქვეყნებად დაიყო. ალლაჰმა ყიამეთამდე ქააფირებთან ბრძოლა მორწმუნეთათვის ფარძად დააწესა და მათ ქვეყანას დარ’ულ-ჰარბი უწოდა. ამის დალილები შემდეგია:

·         დალილები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია:

ალლაჰი ბრძანებს: „25/1. რაოდენ დიადია იგი, რომელმაც ზეგარდმოუვლინა „ფურყანი“თავის მსახურს, რათა ყოფილიყო სამყაროთათვის შემგონებელი!“

„7/158. უთხარი (1) (შენ, ჰეი მუჰამმედ): ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა...“

„34/28. და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ (1) (ო, მუჰამმედ), თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი არ უწყის!“

„3/20... ხოლო უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უმეცართ (წარმართ): „განა მიენდეთ ალლაჰს“? და თუ მიენდნენ, სწორ გზას დასდგომიან ისინი. და თუ ზურგი აქციეს, შენი ვალია მხოლოდ ამცნო. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.“

„3/85. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.“

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „მომეცა ხუთი რამ, რაც ჯერ არცერთ უწინ გამოგზავნილ შუამავალს არ ჰქონია: დახმარება, რაშიც მოიაზრება ერთი თვის მანძილიდან მტრის ჩემდამი შიში; დედამიწა ჩემთვის მესჯიდად და სუფთად გადაიქცა. ნამაზი სადაც მოგეწევათ იქვე შეასრულეთ. ნადავლი ჩემთვის ჰალალად იქცა. ყოველი შუამავალი საკუთარი ხალხისთვის გაიგზავნა, მე კი მთელი კაცობრიობისთვის ვარ გამოგზავნილი. და ასევე, მე შუამდგომლობის უფლება მომეცა.“[4]

ის, რომ მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია, ამაში ეჭვიც არ არსებობს. რაც შეეხება ადამიანების მორწმუნეებად და ქააფირებად დაყოფას: ეს ყოველი შუამავლის ერთად ყველა ადამიანისთვის განსაზღვრული სუნნეთულლაჰია.[5] ყიამეთამდე ორი ჯგუფი, მორწმუნეები და ქააფირები უეჭველად იარსებებენ, რაც გამოცდის კანონის აღსრულებისთვისაა.

„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!“

„25/31. აი ასე დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან...“

„11/118. და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,

119. გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!““

ჰადისში ნათქვამია: „მუჰამმედმა ხალხი ორად დაყო.“[6]

ყუთსი ჰადისში[7] ნათქვამია: „მორწმუნეებთან ერთად მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იბრძოლე.“[8]

იმისათვის, რომ გამოცდის კანონი აღსრულდეს ქმნილებათა შორის აუცილებელია ქააფირისა და მორწმუნეს არსებობა.

„47/4... და რომ ენება ალლაჰს, თავად იძიებდა მათზე შურს (3) (ომის გარეშე), მაგრამ (4) (სავალდებულო ჰქმნა თქვენთვის) იგი გცდით თქვენ ერთმანეთით.“

„25/20... ჩვენ ზოგი თქვენგანი ვქმენით მეორენის გამოსაცდელად, განა გამოიჩინეთ თქვენ მოთმინება? შენი ღმერთი ყოვლისმხედველია!“

კიდევ ერთ ყუთსი ჰადისში ალლაჰმა შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უთხრა: „უეჭველად, შენ, როგორც საკუთარი თავის, ასევე შენთან ერთად სხვების გამოსაცდელად გამოგგზავნე.“[9]

·         რაც შეეხება მუსლიმანის მიერ ქააფირებისგან ჰიჯრათის ფარძობის დალილს:

„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ (1) (ვინც ჰიჯრა არ გააკეთა და ურწმუნოებთან დარჩენა არჩია), შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული (2) (რას აკეთებდით რწმენისათვის)? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე (3) (მექაში)! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით (4) (როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში)? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!“

ჰიჯრათის არ შესრულებისთვის არსებული მუქარა მის ვააჯიბობაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც მომდევნო აიათებში ვიხილავთ, გამონაკლისია საპატიო მდგომარეობა.

ჰადისები, რომლებიც ჰიჯრათზე მოუწოდებს და მუქარის შემცველია, ასევე მის ვააჯიბობაზე მიუთითებს: „მე ვარ შორს ყოველი მუსლიმისგან, რომელიც მუშრიქებს შორის ცხოვრობს...“[10]

„მანამ, სანამ მტერი იარსებებს, რომლის წინააღმდეგაც ომი იქნება, მანამდე ჰიჯრათი არ შეწყდება.“[11]

ქააფირებთან ბრძოლა რომ მუსლიმანებისთვის ფარძია, ცნობილი რამაა. დალილებიდან ზოგიერთი შემდეგია:

„9/5... დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით...“[12][13]

„9/36... და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (4) (ტოტალურად, ყოველ თვეში), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად...“

„მებრძანა, რომ ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ არ იტყვიან ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’.“[14]

„ყიამეთამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიგზავნე ხმლით, რათა მხოლოდ ალლაჰს ეცენ თაყვანი.“[15]

აქვე უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი რამ: შარიათის განზოგადება[16] ქმნის საფუძველს, რის გამოც ქვეყნები ორ ნაწილად იყოფა. თუმცა, საჭირო არ არის, რომ დედამიწაზე ქვეყნის რომელიმე სახეობა[17] ყოველთვის არსებობდეს. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანას ქუფრის ქვეყანა ვუწოდოთ არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც  ისლამური ქვეყანა არსებობდეს. მომდევნო გვერდებზე ვიხილავთ, რომ ამგვარი რამ ქვეყნების შესახებ გასაცემ ჰუქმებს შორის არ არის. განსაზღვრულ პერიოდში შესაძლებელია, რომ დედამიწაზე დარ’ულ-ისლამი არ არსებობდეს და მხოლოდ დარ’ულ-ქუფრი იყოს ისევე, როგორც ისლამის პირველ პერიოდებში გადასახლებამდე და ასევე, დღევანდელობის მსგავსად.

ჰუზეიფე იბნუ’ლ იემანის ჰადისიც, რომელიც ფითნას[18] შესახებაა, ამაზე მიუთითებს: „...’იმ დრომდე თუ მივაღწევ, რის გაკეთებას მიბრძანებ?’ შუამავალმა უპასუხა: ‘მუსლიმების ჯამაათს და იმამს დაუკავშირდი.’ ვუთხარი: ‘არც იმამი და არც ჯამაათი რომ არ იყოს?’ შუამავალმა თქვა: ‘მაშინ, თუნდაც რომ ხის ფესვებზე მოგიწიოს ჩაჭიდება, ყველა ჯგუფს განერიდე და სიკვდილამდე ამ მდგომარეობაში იყავი.’“[19]



[1] ვინც გადასახლდა.

[2] მედინაში.

[3] აუცილებლობა.

[4] ბუხარი, გადმოცემულია ჯაბირისგან.

[5] ალლაჰის სუნნეთი.

[6] ბუხარი, გადმოცემულია ჯაბირისგან. ჰადისის N: 7281.

[7] ჰადისი, რომელიც ალლაჰმა ვაჰის (შთაგონება) ან სიზმრის სახით მოუვლინა მუჰამმედს, რის შემდეგაც მუჰამმედმა გადმოსცა.

[8] მუსლიმ, გადმოცემულია იიად იბნ ჰიმარისგან.

[9] მუსლიმ, გადმოცემულია იიად იბნ ჰიმარისგან.

[10] აბუ დავუდი და თირმიზი გადგმოგვცემს, როგორც სახიხს.

[11] გადმოგვცემს აჰმედი.

[12] მთარგმნელის შენიშვნა: რათქმაუნდა ეს აიათი ზოგადი არ არის.

[13] მთარგმნელის შენიშვნა: რათქმაუნდა ეს აიათები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ყოველ აიათს თავისი განმარტება, დრო და ადგილი აქვს.

[14] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ

[15] გადმოგვცემს აჰმედი.

[16] ანუ ის ფაქტი, რომ ყურანი და სუნნეთი მთელი კაცობრიობისთვისაა.

[17] ისლამის მიწა ან ქუფრის მიწა

[18] არეულოა.

[19] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ