25 May 2019

20. მუსლიმანზე თაქფირის გამკეთებელი ქააფირი გახდება


ეს საკითხი დღესდღეობით საკამათო თემებს შორისაა. ისინი, ვინც თაქფირს უმიზეზოდ აკეთებენ, არ უწყიან თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს. როგორც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა, რომელიმე მუსლიმანზე მზესავით ნათელი არგუმენტების გარეშე თაქფირის გამოტანა პიროვნებას რწმენიდან გაიყვანს. ისინი, ვინც ამ საშიშროებას ვერ აცნობიერებენ, თაქფირის გაკეთების დროს ნაჩქარევად მოქმედებენ. სინამდვილეში კი, მუსლიმანი პიროვნების რწმენის გარეთ გაყვანა ისეთი მარტივი არ არის, როგორც ფიქრობენ. ამ საქმისთვის რამოდენიმე პირობა არსებობს. ის, ვინც ამ პირობებს არ გაითვალისწინებს დიდ უბედურებას გადაეყრება. ეს არის ის სინამდვილე, რაც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გვამცნო. საჭიროა, რომ ეს ჭეშმარიტება მივიღოთ და მუვაჰიდ პიროვნებებზე თაქფირის გაკეთების დროს ნაჩქარევად არ მოვიქცეთ.
ახლა კი, დროა საკითხის ახსნა-განმარტებას შევუდგეთ. პირველ რიგში ჰადისებით დავიწყოთ. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა:
„პიროვნება თავის (რელიგიურ) ძმას ‘ჰეი ქააფირ’-ს თუ ეტყვის, ორიდან ერთი ამ თვისებას მიიღებს.“[1]
„ის, ვინც საკუთარ ძმას ქააფირს ეტყვის, ნათქვამი სიტყვა ორიდან ერთს დაუბრუნდება. თუ სიტყვის ობიექტი (ვისაც ქააფირი უწოდეს) მართლაც ქააფირია, მაშინ პრობლემა არ არის. ხოლო თუ ქააფირი არ არის, მაშინ ქუფრი მას (წარმომთქმელს) დაუბრუნდება.“[2]
„რომელიმე მუსლიმანი მის მსგავს მუსლიმანს თაქფირს თუ გამოუტანს და ეს ქააფირი თუ არის, მაშინ პრობლემა არ არის, ხოლო ქააფირი თუ არ არის თაქფირის გამკეთებელი ქააფირი გახდება.“[3]
დღესდღეობით არსებულ მდგომარეობას რომ შევხედოთ, ეს ჰადისები სხვადასხვა მიზნებისათვის გამოყენებულ ჰადისებს შორისაა. ზოგიერთს იმის შიშით, რომ მეც ქააფირი გავხდებიო, ისეთ პიროვნებაზე არ გამოაქვს თაქფირი, რომლის ქუფრიც ნათელი და აშკარაა. ზოგი კი, ფიქრობს, რომ რაც არ უნდა იყოს ჰადისებში ნახსენები ქუფრი პატარა ქუფრია, რის გამოც პატარა და უბრალო გაუგებრობის დროსაც კი მორწმუნეებს თაქფირს უკეთებს.
საკითხის შინაარსი რა არის? მართლაც და მუსლიმანზე თაქფირის გამკეთებელი რწმენიდან გავა? თუ გავა ეს როდის და რა შემთხვევაში მოხდება? როგორ უნდა გავიგოთ ის მდგომარეობები, როდესაც საჰაბეები შუამავლის თანდასწრებით ერთმანეთს თაქფირს უკეთებდნენ და შუამავალი მომხდარის შესახებ ხმას არ იღებდა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ საკითხი საფუძვლიანად იქნას გამოკვლეული.
აბდულმუნ’იმმა თავის ნაწარმოებში, რომლის სახელია „ყავაიდ ფით’-თაქფირ“, ეს საკითხი ცალკე აიღო და განმარტა. მისი ნაშრომის გამოყენებით ამ თემის ახსნა-განმარტებას შევეცდებით. ის ამბობს:
„იცოდე, რომ ამ ოთხი ჯგუფის გარდა სხვა არავინ მუსლიმანს თაქფირს არ გამოუტანს:
1)      ის, ვინც ალლაჰის ჰუქმს (განჩინებას) არაფრად თვლის,
2)      ის, ვინც ხუმარა და დამცინავია,
3)      ის, ვინც თა’ვილში[4] შეცდა,
4)      ის, ვინც იჯთიჰადში[5] შეცდა.

1)   ის, ვინც ალლაჰის ჰუქმს (განჩინებას) არაფრად თვლის: აშკარაა ის, რომ მსგავსი პიროვნება ქააფირია. მისი ქააფირობის მიზეზი შემდეგია: ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმი არაფრად ჩათვალა და ქმნილებებს ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმის გარდა სხვა ჰუქმი მიანიჭა. მაგალითად: ალლაჰი რაღაცაზე ჰალალს ამბობს, ის კი ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე ჰალალზე ჰარამს გაიძახის. ასევე, ალლაჰი ამბობს, რომ ვინც ამა და ამ საქმეს გააკეთებს მუსლიმანია, ის კი საპირისპიროს აცხადებს. ამგვარად, პიროვნება ქმნილებებს ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმისგან განსხვავებულ ჰუქმს ანიჭებს. ალლაჰის მიერ გაცემული თვისებების საპირისპირო თვისებებს გამოსცემს და ალლაჰის მიერ წოდებულ „რწმენას“ ის „ქუფრს“ უწოდებს. მსგავსი პიროვნებების ურწმუნოებაში ეჭვი არ არის.

2)   ის, ვინც ხუმარა და დამცინავია: პიროვნება, რომელიც ხომრობის ან დაცინვის მიზნით მორწმუნეს თაქფირს გამოუტანს. ამგვარი პიროვნების ურწმუნოებაში, როგორც წინა კატეგორიის პიროვნებებისა, ეჭვი არ არის. ამის დალილი (არგუმენტი) უზენაესი ალლაჰის სიტყვაა:
„9/65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?
66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ...“
ეს აიათი იმ პიროვნებების შესახებ მოევლინა, რომლებიც ხუმრობის, გართობისა და დაცინვის მიზნით მორწმუნეების შესახებ საუბრობდნენ. მორწმუნეების შესახებ შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა მათზე თაქფირის გაკეთებაზე უფრო მარტივია. მიუხედავად ამისა, ისინი რწმენის შემდეგ ურწმუნოებად გადაიქცნენ. მორწმუნეების შესახებ ამბობდნენ: „ამ ყურანის მკითხველებზე მშიშარა, მატყუარა და დიდმუცელა არავინ არის.“ ისინი ამ სიტყვების გამო რწმენიდან გავიდნენ. როგორი იქნება ისეთი პიროვნების მდგომარეობა, რომელიც მასხარაობის სახით მუსლიმანს თაქფირს გამოუტანს? უეჭველად, მსგავსი პიროვნება უფრო მეტად იმსახურებს აიათის „თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ“ ჰუქმის ქვეშ ყოფნას.

3)   ის, ვინც თა’ვილში ცდება: პიროვნება, რომელმაც ეჭვის ან არასწორი თა’ვილის საფუძველზე მუსლიმანს თაქფირი გამოუტანა. მსგავსი პიროვნება ცოდვის მიუხედავად, იმის გამო, რომ სუსტი თა’ვილი და ზოგიერთი არგუმენტი დალილად მოჰყავს, ქააფირი არ გახდება. ამის მაგალითი ხარიჯიტები არიან, რომლებიც ზოგიერთ საჰაბესა და მათზე დამხმარე მუსლიმანებს, ასევე დიდი ცოდვების ჩამდენს თაქფირს უკეთებენ. მიუხედავად ამისა, ეჭვისა და თა’ვილის არსებობის გამო, ვერ ვნახეთ საჰაბე, რომელიც მათი ქააფირობის შესახებ გვამცნობდეს...“[6]
იბნი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ ხარიჯიტები უმმეთის მოკვლით, მათზე თაქფირის გამოტანით და ბიდ’ათების შესრულებით ადამიანთა შორის ყველაზე გამორჩეულები იყვნენ. საჰაბეებიდან ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) იქნება თუ სხვა, არცერთს მათთვის თაქფირი არ გამოუტანია. მათ ზღვარგადასულ და უსამართლო მუსლიმანებად მიიჩნევდნენ, რის გამოც შესაბამის ჰუქმებს[7] მათზეც ასრულებდნენ.“[8]

4)                                                                                                           ის, ვინც იჯთიჰადში შეცდა: პიროვნება, რომელმაც ყველა არგუმენტისა და წესის დამუშავების შემდეგ მუსლიმანს თაქფირი გამოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პიროვნება შეცდომაშია, მისი მდგომარეობა საპატიოა. უფრო მეტიც, ნიეთის (განზრახვის) მიხედვით მადლსაც მოიგებს. საკითხთან დაკავშირებით შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს:მოსამართლე იჯთიჰადს თუ გააკეთებს და შეცდება, მას ერთი მადლი დაეწერება.“[9]
მიზეზი, რის გამოც ომარ ბინ ჰატტაბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჰატიბ ბინ ბალთას მუნაფიყი უწოდა, იყო ის, რომ ჰატიბმა მექქაში ამბავი გაგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მუსლიმანებს მექქა უნდა აეღეს. ამის გამო ომარ ბინ ჰატტაბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მისი სიკვდილით დასჯა ითხოვა. თუმცა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აცნობა, რომ ჰატიბი მუნაფიყი არ იყო. ამასთან ერთად შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ომარისთვის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) არ უთქვამს, რომ ის მუნაფიყი და ქააფირი გახდა, რადგან მან ჰატიბს მუნაფიყი უწოდა, რომელიც სინამდვილეში მუნაფიყი არ იყო. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ომარ ბინ ჰატტაბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჰატიბის მიმართ ჰუქმი იჯთიჰადის საფუძველზე გასცა.“[10]
იბნი ყაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ) ზემოთ მოცემული ამბის შესახებ ამბობს:
„პიროვნება არა საკუთარი ნება-სურვილებისათვის, არამედ ალლაჰისთვის, მისი შუამავლისთვის და რელიგიისთვის თუ გაბრაზდება და ამის საფუძველზე მუსლიმანს მუნაფიყს ან ქააფირს თუ უწოდებს, ქუფრში არ ჩავარდება. პირიქით, ცოდვაც კი არ დაეკისრება. უფრო მეტიც, ნიეთის მიხედვით მადლსაც კი მიიღებს.“[11]
იგივე მდგომარეობაა უსაიდ ბინ ჰუდაირის ნათქვამი სიტყვები სა’დ ბინ უბაადეს მიმართ: „უეჭველად შენ მუნააფიყის მხარდამჭერი მუნააფიყი (ორპირი) ხარ.“[12] უსაიდ ბინ ჰუდაირმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საკუთარ იჯთიჰადზე დაყრდნობით სა’დ ბინ უბაადეს  შუამავლის თანდასწრებით მუნაფიყობაში დასდო ბრალი. მიუხედავად ამისა, შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისთვის არ უთქვამს: „იმის გამო, რომ შენ ძმას მუნაფიყი უწოდე, შენ ქააფირი გახდი.“ ამის მიზეზი კი არის ის, რომ უსაიდის მიერ გაცემული ჰუქმი საკუთარი იჯთიჰადის საფუძველზე იყო. ისტორიაში მსგავსი ამბები მრავლადაა. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მითითებულ მისამართზე იხილოს.[13]

მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარე, ის, ვინც მუსლიმანს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე თაქფირს გამოუტანს რწმენიდან გავა. ხოლო პიროვნება, რომლის მიერ გამოტანილი ჰუქმი იჯთიჰადის ან თა’ვილის საფუძველზეა, რწმენიდან არ გავა. უფრო მეტიც იჯთიჰადი არგუმენტების საფუძველზე თუ არის მადლსაც კი მოიგებს. ალიმების ნაწილმა ჩვენს მიერ მოყვანილ ჰადისში „ის, ვინც საკუთარ ძმას ქააფირს ეტყვის...“ არსებული სიტყვა „ქუფრი“ პატარა ქუფრად მიიჩნიეს, რის საფუძველზეც თქვეს, რომ ამის შემსრულებელი რწმენიდან არ გავა. თუმცა ზემოთ განხილული თემები ცოდნისა და გააზრების მხრივ უფრო უკეთესია. იმამ ნავავიმ ეს ჰადისი მრავალმნიშვნელოვან ჰადისად მიიჩნია და მისი ხუთი მნიშვნელობა დაასახელა.[14]

ü  დასკვნა

დოგმა, რომლის ახსნა-განმარტებასაც შევეცადეთ არის ის, რაც არგუმენტირებული და მყარია. ის, ვინც ამ თემის შესახებ რამის თქმას შეეცდება, საჭიროა, რომ ზემოთ მოცემული ახსნა-განმარტებები გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობებს ვერ გავექცევით.
როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მუსლიმანზე თაქფირის გამოტანა მარტივი და უბრალო არ არის. საშიშია იმის მდგომარეობა, ვინც მუსლიმანის მიმართ ხელში მზესავით ნათელი არგუმენტების გარეშე თაქფირს ასრულებს. იმამ შავქანი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს:
„საჭიროა ვიცოდეთ ის, რომ ხელში მზეზე უფრო ნათელი არგუმენტის გარეშე რომელიმე მუსლიმანის მიმართ თაქფირის გამოტანა, ალლაჰისა და ახირეთის დღის მორწმუნესათვის მოსაწონი/შესაფერისი საქმე არ არის.“[15]
საშიშროების არსებობის გამო ბევრ ალიმს (სწავლულს) ამ თემის მიმართ სიფრთხილე გამოუჩენია და მორწმუნე მუვაჰიდის თაქფირისაგან აშკარა არგუმენტების გაგებამდე თავი შეუკავია.
როდესაც ვამბობთ, რომ თაქფირის გამოტანა საშიში და საყურადღებოა, ვგულისხმობთ იმ პიროვნებებს, რომლებიც ტაღუთისგან შორს დგანან და ერთღმერთიანები არიან. მსგავსი პიროვნებების მიმართ ნაჩქარევად თაქფირის გამოტანა შეცდომაა. ეს არის მუსლიმანთა ის კატეგორია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ გარდა სხვა პიროვნებებს ეს თემა არ ეხებათ ანუ ჩვენ თემასთან კავშირი არ აქვთ მათ, რომლებსაც თავჰიდი დარღვეული აქვთ, ტაღუთთან არიან დაკავშირებული და შირქისგან შორს არ დგანან. მსგავს პიროვნებებზე თაქფირის გამკეთებელი იმ საფრთხეში არ ჩავარდება რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პირიქით, მსგავს პიროვნებებზე თაქფირის გაკეთება გასაკიცხიც კი არ არის. საჭიროა, რომ ამ განსზაღვრებას ყურადღება მივაქციოთ და კარგად გავიაზროთ. და ბოლოს...

უკეთესად უზენაესმა ალლაჰმა უწყის.


[1] ბუხარი, ედებ, 73. ჰადისის ნო: 6103.
[2] მუსლიმ, იმან, 26. ჰადისის ნო: 60.
[3] სახიხუ სუნენი აბუ დავუდ, 3921.
[4] ნათქვამ სიტყვაზე ან შესრულებულ საქმეზე ისეთი მნიშვნელობის მინიჭება, რომელიც სინამდვილეში არ არის.
[5] მოკლედ, რომ განვმარტოთ იჯთიჰადი არის: „აიათისა და ჰადისის საფუძველზე ჰუქმის გამოტანა.“
[6] ვალიდ ბინ რაშიდ ას-სუაიდაან: ალ-იჯმაუ’ლ-აყდი, 587; ის ამბობს: „როგორც ვიცი საჰაბეების იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ხარიჯიტებზე თაქფირი არ სრულდება. მათი თაქფირის შესახებ იხთილაფი საჰაბეების შემდეგ წარმოიშვა.“
[7] ის ჰუქმები, რაც ზღვარგადასულ და უსამართლო მუსლიმებს ეხებათ.
[8] მეჯმუუ’ლ-ფათვა, 7/217.
[9] მუსლიმ, 1716.
[10] ყავა’იდ ფი’თ-თექფირ, გვ. 250-253.
[11] ზაადუ’ლ-მეაად, 3/372.
[12] ბუხარი, 4041.
[13] საკითხის მიმართ სხვა შემთხვევების სანახავად: ყავა’ოდ ფი’თ-თექფირ, გვ: 253.
[14] შერხუ სახიხი მუსლიმ, იმამ ნავავი, 1/238.
[15] შავქანი, „ას-საილუ’ლ-ჯერრაარ ალა ჰადაიყი’ლ-ეზჰაარ“, 4/578.

19 May 2019

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 156-158



3/156. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს. ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!

157. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ).

158. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით (მოგკლავენ), უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით.

განმარტება:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს!“ - უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ არ დაემსგავსონ უწესრიგო ქააფირებს, რომლებიც მგზავრობაში თუ ბრძოლაში გარდაცვლილი მორწმუნეების შესახებ ამბობენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ ანუ მგზავრობის დროს არ მოკვდებოდნენ და ბრძოლაში არ დაიხოცებოდნენ. ამგვარი შეხედულება ალლაჰმა მათ გულებში დაკარგული გულწრფელობის გამო ჩაუნერგა.

უზენაესი ალლაჰი მათ საპასუხოდ ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს“ - ანუ შექმნა-გაჩენის ძალა და უფლება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია. ყველა და ყველაფერი მას დაუბრუნდება. ალლაჰის ნებისა და სურვილის გარეშე არავინ მოკვდება და გაცოცხლდება. ალლაჰის ნების გარეშე არავის სიცოცხლე მცირეოდენი ხნითაც კი არ გახანგრძლივდება და შემოკლდება.

ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!“ - ანუ ალლაჰისთვის ქმნილებების ყოველი მოქმედება ცნობილია.

თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ)“ - აიათში მოცემულია ის საშუალება და მიზეზი, რითაც მორწმუნე ალლაჰის წყალობას, შეწყალებას და კმაყოფილებას მოიპოვებს. ყოველივე ეს კი ამქვეყნიური ქონების შეგროვებაზე უფრო უკეთესია.

თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით“ - უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ გარდაცვლილისა თუ მოკლულის ბოლო სამყოფელი მასთანაა და მათ თავიანთი ნამოქმედარის მიხედვით მიეცემათ საზღაური.

18 May 2019

2. სურა ბაყარა აიათი 195: ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევა



„2/195. გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელი.“

განმარტება:

იმამ ბუხარი, ჰუზეიფესგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს, რომ ეს აიათი ალიმენტის[1] შესახებ მოევლინა.

ლეის ბინ სა’დი, იეზიდ ბინ აბუ ჰაბიბისგან ასლამ ბინ იმრანის ნათქვამს გადმოსცემს: „ისტანბულის აღების დროს მუჰაჯირებიდან[2] ერთ-ერთმა მტრის რიგი გაარღვია და შეიჭრა. ჩვენთან ერთად აბუ ეიიუბ ალ-ანსარიც იმყოფებოდა. მუჰაჯირის ამ ქმედებაზე ზოგიერთებმა თქვეს: ‘მან საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო.’ ამის გამგონე აბუ ეიიუბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: ‘ჩვენ უკეთესად ვიცით ამ აიათის მნიშვნელობა. ეს აიათი ჩვენს შესახებ მოევლინა. ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ვიყავით, ბევრ მნიშვნელოვან ბრძოლებში მიგვიღია მონაწილეობა და მას ბევრჯელ დავხმარებივართ. როდესაც ისლამი გავრცელდა და გაძლიერდა ენსარები[3] შევიკრიბეთ და ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ. ვთქვით, რომ: ალლაჰმა ჩვენ მის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ყოფნა და დახმარება გვიწყალობა. საბოლოოდ კი, ისლამი გავრცელდა და მუსლიმანებიც გამრავლდნენ. ჩვენ შუამავალი ჩვენს ოჯახებს, ქონებას და შვილებს გვერჩივნა. ახლა კი, ომი დასრულდა, რის გამოც დროა, რომ ჩვენს ოჯახებს, შვილებს, ქონებას დავუბრუნდეთ და მათ მივხედოთ. ყოველივე ამის გამო, ჩვენს შესახებ აიათი „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი“ მოევლინა. ამგვარად, აიათში მოხსენებული საფრთხე ჯიჰადის მიტოვება და ქალ-ბავშვით, ქონებით დაკავება იგულისხმებოდა.“[4]

აბუ ისჰაყ ას-საბიი ამბობს: „ერთ-ერთმა პიროვნებამ ბერა ბინ აზიბს ჰკითხა: ‘მარტომ მტრის რიგებში რომ შევვარდე და მომკლან, მსგავსი ქმედება საკუთარი თავის საკუთარი ხელებით საფრთხეში ჩაგდებაში ჩამეთვლება?’ ბერამ უპასუხა: ‘არა, რადგან ალლაჰმა მის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა: ‘4/84. მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებ პასუხს.’ ეს (საფრთხის) აიათი კი, მხოლოდ ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევის შესახებაა.“

ათა ბინ საიბი, საიდ ბინ ჯუბეირის გზით იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით“ შესახებ ნათქვამს გადმოგვცემს: „ეს აიათი ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენის/გაწევის შესახებაა. საფრთხე არის ის, როდესაც ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენას მიატოვებ. ამგვარი ქმედებით საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდო.“

ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი საჭიროზე მეტი ქონების მფლობელებს უბრძანებს: „სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი.“ ალლაჰი სხვადასხვა ღვთისმსახურებებში და მორჩილებებში, განსაკუთრებით კი მტრის წინააღმდეგ მუსლიმანების გაძლიერებისთვის და ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის დახმარების გაწევას/აღმოჩენას ბრძანებს. ასევე, აიათი გვამცნობს იმ ადამიანის დაღუპვას და განადგურებას, რომელიც მის ნაბრძანებს არ შეასრულებს.


[1] ფულადი თანხა, რომლის გადახდაც ეკისრება პირს თავისი ოჯახის წევრის სასარგებლოდ. ასევე, საზრდო‚ საკვები] ხარჯი‚ რომელსაც ოჯახის ერთი წევრი კანონის ძალით უხდის სხვა წევრებს (ცოლს‚ შვილებს‚ მშობლებს)‚ რომელთა რჩენაც მას ევალება. ამ შემთხვევაში კი მისი მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰის გზაზე ნებისმიერი გზით დახმარების აღმოჩენა/გაწევა.
[2] მექქედან მედინაში გადასახლებული, ჰიჯრის შემსრულებელი.
[3] მედინას მკვიდრნი.
[4] აბუ დავუდ, 2512; თირმიზი, 2972, თაბერი, 3186; ჰაქიმ, 2/275; იბნ ჰიბბან, 4711. ჰადისი სახიხია.