18 May 2019

“სუ-ი ზან”-ის მნიშვნელობა და რელიგიაში მისი ადგილი

“სუ-ი ზან”-ი გულით შესრულებული ჭორაობაა. ჰარამია ისევე, როგორც ენით გაჭორვა.
“სუ-ი ზან”-ი არის ის, როცა ადამიანს სხვა პიროვნების მიმართ ყოველგვარი აშკარა არგუმენტის გარეშე ცუდი ფიქრები და შეხედულებები აქვს.
იმამ ნავავიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: “იცოდე, რომ მუსლიმანის მიმართ “სუ-ი ზან”-ი ჰარამია. მსგავსია ენით გაჭორვისა. როგორც სხვისი ნაკლოვანებებისა და შეცდომების გამოააშკარავება ჰარამია, ასეთივეა სხვის მიმართ ცუდი ფიქრების არსებობა.” (ალ-აზყარ, 344).
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: “ჰეი მორწმუნეებო! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს.” (ალ-ჰუჯურათ 49/12).
იმამ ქურთუბი (რაჰიმაჰულლაჰ) აიათის განმარტებაში ამბობს: “აიათი იმ საჰაბეების შესახებ მოევლინა, რომლებმაც სხვებზე იჭორავეს: შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სამგზავროდ როდესაც წავიდოდა ნაკლებად შეძლებულ პიროვნებას შეძლებულ ორ პირს ჩააბარებდა. სანაცვლოდ კი, ნაკლებად შეძლებული პირი მათ საქმეებში უნდა დახმარებოდა. ამგვარად, საჰაბე, რომლის სახელია სელმანი, ორ შეძლებულ პიროვნებას ჩაბარდა. სელმანი სახლში როდესაც მივიდა ძილი მოერია და ჩაეძინა. მათთვის კი ვერაფრის მომზადება ვერ შეძლო. ის ორი სახლში როდესაც დაბრუნდა საკვები არ დახვდათ, რის გამოც სელმანს დაავალეს, რომ შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისულიყო და საკვები მოეთხოვა. სელმანი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც მივიდა შუამავალმა მას უთხრა: “უსამე ბინ ზეიდისთან მიდი და საკმარისზე მეტი საკვები თუ აქვს ჩემი სახელით ითხოვე.” ამ დროს უსამეს შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ხაზინა ჰქონდა ჩაბარებული. სელმანი თხოვნით როდესაც მივიდა უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა. სელმანი ხელცარიელი დაბრუნდა და მომხდარი თავის ორ მეგობარს აუხსნა. მათ კი თქვეს: “მას რაღაც ექნებოდა, თუმცა ხელმომჭირნეობა გამოიჩინა.” ამის შემდეგ სელმანი სხვა საჰაბეებთანაც გაგზავნეს, თუმცა სიტუაცია იგივე იყო. ამის გამო ორივემ თქვეს: “სელმანი ‘სუმეიჰა’-ს ჭასთან რომ გავაგზავნოთ მასში არსებული წყალიც კი დაშრება.” ამის შემდეგ უსამესთან წავიდნენ რათა გაერკვიათ მას რამე ჰქონდა თუ არა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისინი როცა დაინახა უთხრა: “როგორ მოხდა, რომ თქვენს პირში თქვენს მიერ შეჭმული ხორცის კვალს ვხედავ?!” მათ უპასუხეს: “ჰეი ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ დღეს არც ხორცი და არც სხვა რამ არ გვიჭამია.” ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: “დიახ, თუმცა თქვენ სელმანისა და უსამეს ხორცი შეჭამეთ.”
ამის თაობაზე აიათი “ჰეი მორწმუნეებო! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს.” მოევლინა.”
[ალ-ჯამი, 16/300]