24 June 2020

4.1: რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

ბ) ალლაჰის შუამავლის სუნნეთი:
უზენაესი ალლაჰი ყურანში შუამავლის სუნნეთზე მიყოლას და მისით მოქმედებას ბრძანებს:
„3/32. უთხარი შენ (მუჰამმედ): დაემორჩილეთ ალლაჰს და (მის) შუამავალს! ხოლო თუ ზურგს აქცევენ, უეჭველია, რომ ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი.“
„4/80. ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, უეჭველად, ის ალლაჰის მორჩილია.“
ასობით აიათია იმის შესახებ, რომ შუამავალზე მორჩილება სავალდებულოა. შუამავალზე მორჩილება მისი სუნნეთების შესრულებაში გამოიხატება, ვინაიდან, მუჰამმედ შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ელჩია, რომელიც ყურანის განმმარტებელია:
„16/44...და მოვავლინეთ შენზე შეხსენება (1) (ყურანი), რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!“
„4/105. უეჭველად, ჩვენ მოგივლინეთ ღვთიური წიგნი ჭეშმარიტებით, რათა განსაჯო ადამიანებს შორის ისე, როგორც შენ ალლაჰმა დაგიდგინა...“
გ) იჯმა:
იჯმას ვააჯიბობაზე (აუცილებლობაზე) შემდეგი აიათი მიგვითითებს:
„4/59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის (1) (თუკი მოგიწოდებენ ჭეშმარიტებისაკენ...). ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა (2) (ეძიეთ ალლაჰის წიგნში) და შუამავალს (3) (შუამავალის სუნნეთში).“
სუნნეთში არსებული არგუმენტები კი, ის ჰადისებია, რომლებიც მუსლიმანებს ჯამაათთან ერთად ყოფნას უბრძანებს. ასევე ჰადისი, რომელიც გვამცნობს, რომ ეს უმმეთი (ამ უმმეთის სწავლულები) არასწორობის ირგვლივ არ შეიკრიბებიან (არ გაერთიანდებიან). შაფიი (რაჰიმაჰულლაჰ) ‘არ-რისალე’-ში ამბობს: „მუსლიმანების ჯამაათთან სხეულით (ფიზიკურად) ყოფნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ის, რაც მუსლიმებს დარჩენიათ, ჭეშმარიტ ცოდნაზე ჩაჭიდებაა.“
დ) სახიხი ყიასი:
სწავლულების აზრით, ყიასი ჰუჯჯათად არის მიღებული. იბნუ’ლ-ყაიიმმა „ი’ლამუ’ლ-მუვაყყიინ“-ში ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.
ერთხმიანი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილთაგანი შარიათული ჰუქმებია.[1] მათი შესრულებით რისალეთ ჰუჯჯათი შესრულებულად ითვლება. ეს ზოგადად ასეა, თუმცა კონკრეტული საკითხის ჰუჯჯათი, ამავე საკითხის შესახებ კონკრეტული შარიათული დალილია.



[1] იბნ თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 11/339-341.