19 February 2019

17. სურა ისრა აიათი 32: არ მიუახლოვდეთ მრუშობას



17/32. არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.

განმარტება:

უზენაესმა ალლაჰმა მორწმუნეებს ზინა (მრუშობა) და მასთან დაკავშირებული ყოველი მიზეზი (საბაბი) აუკრძალა.
„არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობაა“ - ძალიან დიდი ცოდვაა.
„და ცუდი გზაა“ - ის (მრუშობა) ძალიან ცუდი გზა და ქმედებაა.

იმამ აჰმედი აბუ უმამესგან გადმოგვცემს: ახალგაზრდა ყმაწვილი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და უთხრა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! მომეცი ნება, რომ ვიმრუშო.“ იქვე მყოფებმა ყმაწვილს მიუბრუნდნენ, გაკიცხეს და მსგავსი საუბარი აუკრძალეს. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყმაწვილს მიმართა: „მომიახლოვდი.“ ახალგაზრდა შუამავალს მიუახლოვდა, რის შემდეგაც შუამავალმა დაჯექიო უთხრა და ყმაწვილიც დაჯდა. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყმაწვილს ჰკითხა: „ისურვებდი თუ არა, რომ შენმა საკუთარმა დედამ მსგავსი რამ (მრუშობა) ჩაიდინოს?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი დედისთვის მსგავსი რამ არ სურთ.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „შენმა საკუთარმა გოგომ მსგავსი რამ (მრუშობა) რომ ჩაიდინოს გესიამოვნება?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „მსგავსი რამ სხვა ადამიანებსაც არ სიამოვნებთ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „შენმა საკუთარმა დამ მსგავსი ქმედება რომ ჩაიდინოს მოგეწონება?“ ახალგაზრდამ უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი დისთვის მსგავსი ქმედება არ მოეწონებათ.“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისევ ჰკითხა: „შენმა საკუთარმა მამიდამ მსგავსი რამ რომ გააკეთოს მოგეწონება?“ ახალგაზრდამ უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი მამიდასთვის მსგავსი ქმედება არ ესიამოვნებათ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისევ ჰკითხა: „გესიამოვნება შენმა საკუთარმა დეიდამ მსგავსი ქმედება რომ ჩაიდინოს?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „სხვა ადამიანებსაც მსგავსი რამ საკუთარი დეიდასთვის არ მოეწონებათ.“ აბუ უმამემ თქვა: „ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ახალგაზრდას ხელი დაადო და შემდეგნაირი ვედრება გააკეთა: ‘ჩემო ალლაჰო! აპატიე ცოდვა, გაასუფთავე მისი გული და დაიცავი მისი ღირსება.’“ აბუ უმამემ თქვა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ყმაწვილმა ყველაფერს მოერიდა, რაც კი, ჰარამი იყო.“[1]



[1] საჰიჰია. აჰმედ, 5/257; ჰეისემი, მეჯმა, 1/129

18 February 2019

16. თაქფირის სარგებელი არსებობს?

წინა თემებშიც მინიშნება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ თაქფირი ისლამის შარიათში (კანონში) სავალდებულო და ერთ-ერთი ჰუქმია. როგორც კი, ნიქაჰი, ქონება, ყისასი[1] და მსგავსი... ალლაჰის ჰუქმებიდან ზოგიერთია, ასევე თაქფირიც ალლაჰის ერთ-ერთი ჰუქმია (ბრძანებაა) და ისლამის განჩინებებიდან ერთ-ერთია.

იბნი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „თაქფირი შარიათის ერთ-ერთი ჰუქმია და ის მხოლოდ შარიათული არგუმენტების საფუძვლებზე სრულდება...“[2]
თაყიუუდდინ ას-სუბყიი ამბობს: „თაქფირი შარიათის ერთ-ერთი ჰუქმია...“[3]

ასე, რომ თაქფირის პირობების გათვალისწინებითა და დამაბრკოლებლების აღმოფხვრის შემდეგ თაქფირის გაკეთება უსარგებლო არ არის. ჩვენ როგორც კი, ნიქაჰს, ტალაყს (განქორწინებას) და ქონების შესახებ ჰუქმებს უსარგებლოდ არ ვთვლით, ამგვარად თაქფირის შესახებაც იგივე მოსაზრებაზე ვართ. ამ სიტუაციაში, მუსლიმანმა წარმოთქმულ სიტყვებს უნდა დაუფიქრდეს და ალლაჰის განჩინებებს „უსარგებლო“ არ უნდა უწოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰის წინაშე პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება.

ალლაჰის მიერ დედამიწაზე მოვლენილი ჰუქმები ძირითადად თაქფირის განჩინებებთანაა დაკავშირებული. ახლა კი, თაქფირთან დაკავშირებულ ზოგიერთ ჰუქმებზე ვისაუბროთ.

1)   მმართველებთან დაკავშირებული ჰუქმები

მუსლიმან მმართველთან ერთად ყოფნა, მისი მხარდაჭერა, მასზე მორჩილება, აშკარა ქუფრის გამოააშკარავებამდე მის წინააღმდეგ არ წასვლა სავალდებულოა. მმართველი კარგი იქნება თუ ცუდი, მანამ, სანამ ისლამში იქნება და ისლამის შარიათით იხელმძღვანელებს, მის უკან ნამაზის შესრულება და ჯიჰადზე წასვლა ვაჯიბია (სავალდებულოა). ასევე, მუსლიმანი მმართველი მათი მეურვეა, ვისაც მეურვე არ ჰყავს. ქააფირი მმართველის შემთხვევაში კი, ფიცის მიცემა, მისი მმართველად დაყენება, მხარდაჭერა, დახმარება, მეგობრად აყვანა, მისი დროშის ქვეშ ბრძოლა, მის უკან ნამაზის შესრულება და ჰუქმისთვის (განაჩენისთვის) მასზე მიმართვა დაშვებული არ არის. მსგავსი ქააფირის წინააღმდეგ წასვლა, მისი მმართველობისგან შორს ყოფნა და მის ადგილას მუსლიმანი მმართველის დანიშვნა ვაჯიბია.“[4] ამასთან დაკავშირებით, ის, ვინც ქააფირს ქუფრი კანონების გამოცემა-გავრცელებაში დაეხამრება, მათ მსგავსად ქააფირი გახდება.

2)   მეურვეობასთან დაკავშირებული ჰუქმები

მუსლიმის მეურვე ქააფირი ვერ იქნება. ასევე, ქააფირი პიროვნება მუსლიმების მმართველი და იმამი ვერ გახდება. ქააფირს უფლება არ აქვს, რომ მუსლიმი ქალისა და ბავშვების ან მუსლიმანი ობლების ქონების მეურვე იყოს.

3)   ნიქაჰთან დაკავშირებული ჰუქმები

ქააფირი მამაკაცი მუსლიმან ქალთან ნიქაჰს ვერ გააკეთებს. ასევე, ნიქაჰის გაკეთების დროს მუსლიმანი ქალის მეურვეც ვერ იქნება. მუსლიმანი მამაკაცი მუსლიმან ქალზე ქორწინების შემდეგ მურთადი თუ გახდება, მაშინ ცოლ-ქმარს შორის ნიქაჰი გაუქმდება და ერთმანეთს დაშორდებიან.

4)   ქონებასთან დაკავშირებული ჰუქმები

ყველა ალიმის ერთიანი აზრით სხვადასხვა რწმენა მემკვიდრეობას აბრკოლებს.

5)   ყისასსა და სისხლის გამოსასყიდთან დაკავშირებული ჰუქმები

ქააფირის სისხლის სანაცვლოდ მუსლიმანის მოკვლა არ შეიძლება. მებრძოლი ქააფირის ან მურთადის შეგნებით ან შეცდომით მოკვლა, გამოსასყიდს არ საჭიროებს. მოკლული მუსლიმანი თუ არის, მაშინ მდგომარეობა საპირისპიროა.

6)   ჯანაზასთან დაკავშირებული ჰუქმები

ქააფირისთვის ჯანაზა ნამაზი არ სრულდება, არ დაიბანება, მუსლიმების სასაფლაოზე არ დაიკრძალება. მისთვის შეწყალების თხოვნა დაუშვებელია. მუსლიმის შემთხვევაში კი, ყველაფერი საპირისპიროდაა.

7)   განაჩენთან დაკავშირებული ჰუქმები

ქააფირი პიროვნება მუსლიმის მოსამართლე ვერ იქნება. მუსლიმის შესახებ ქააფირის მოწმეობა არ მიიღება. ქუფრი კანონების საშუალებით გადაწყვეტილების მიმღები ქააფირი მოსამართლის სასამართლოზე მიმართვა დაუშვებელია. მსგავსი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და მისით მოქმედება არ მოხდება.

8)   ომთან დაკავშირებული ჰუქმები

ქააფირთან, მუშრიქთან და მურთადთან ბრძოლა მუსლიმანი/მორწმუნე ახირებული პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლისგან განსხვავდება. ქააფირების წინააღმდეგ ბრძოლის დროს მათგან გაქცეულების მოკვლა მუბაჰია (ნებადართულია), ხოლო მუსლიმანი ახირებულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, გაქცეულების უკან დადევნება და დაჭრილების მოკვლა არ ხდება, ასევე მათი ქონებაც ხელუხლებელია. მუსლიმანობის გამო მორწმუნის სისხლი, ქონება და ნამუსი სხვა მუსლიმანებისთვის ჰარამია. ქააფირის შემთხვევაში კი, ეს ასე არ არის.

9)   ვალა (მეგობრობა) და ბარასთან (მტრობა) დაკავშირებული ჰუქმები

მუსლიმანის მეურვეობა ვააჯიბია და მისგან სრულად ურთიერთობის გაწყვეტა დაუშვებელია. მხოლოდ მის მიერ შესრულებული ცოდვებისგან შორს ყოფნა საჭიროა. ქააფირის მეურვეობა ან მუსლიმების წინააღმდეგ ქააფირზე დახმარება ან მუსლიმების საიდუმლოებების ქააფირებზე შეტყობინება ქუფრია. ქააფირთან ურთიერთობის გაწყვეტა და მის მიმართ მტრობა ვაჯიბი, მისი მეგობრად აყვანა კი, დაუშვებელია.

თაქფირის განჩინებასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საკითხი არსებობს, თუმცა მაგალითისთვის აქ მხოლოდ მცირე ნაწილი მოვიყვანეთ. ის, ვინც მუსლიმს და ქააფირს ერთმანეთისგან არ/ვერ ანსხვავებს, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ გაუგებრობაში ვარდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუსლიმებთან დაკავშირებულ ჰუქმებს ქააფირებთან დაკავშირებულ ჰუქმებში თუ ავურევთ, მაშინ ძალიან დიდ ზიანს მივიღებთ.

აქედან გამომდინარე, ვხვდებით, რომ თაქფირის პირობებისა და დამაბრკოლებლების გათვალისწინებით გაკეთებული თაქფირი უსარგებლო არ არის. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თაქფირის პირობებისა და დამაბრკოლებლების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე გაკეთებული თაქფირი, პიროვნებას სარგებელს არ მოუტანს. ეს არის ის ნაწილი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მურჯიტები ქააფირის მიმართ თაქფირის გამოტანაში სარგებელს ვერ ხედავენ, რისი საშუალებითაც ალლაჰის კანონებისა და ჰუქმების გაუქმება სურთ. რაც ასევე, ტაღუთისა და მისი მომხრეების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებაა.



[1] პიროვნებაზე იგივე დონის ზიანის მიყენება, რა დონის ზიანიც სხვას მიაყენა
[2] იბნი თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათვა, 17/78
[3] ებუ’ლ ჰასენ თაყიუუდდინ ას-სუბყი, ფათვა’ს-სუბყი, 2/586
[4] უზენაესმა ალლაჰმა შარიათული პოლიტიკის საკითხებში მუსლიმებისთვის მუსლიმან მმართველზე დამორჩილება ვააჯიბად გამოაცხადა. ამის საწინააღმდეგოდ კი, ქააფირ მმართველზე მორჩილება ჰარამად დააწესა. ყოველივე ამის გამო, ისლამის სწავლულებმა თქვეს, რომ „მმართველის გაცნობა/ცნობა ყოველი მუსლიმისთვის ვააჯიბია.“

03 February 2019

107. სურა მაა'უუნ აიათი 1-7



107/1. დაინახე იგი, ვინც რელიგიას/ისლამს სიცრუედ რაცხავს?
2. აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს,
3. და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი.
4. ვაი, იმ მლოცველების მდგომარეობას,
5. ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!
6. ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!
7. და დახმარების ხელის გაწვდენაზე უარს ამბობენ.

განმარტება:

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ჰეი მუჰამმედ! „დაინახე იგი, ვინც რელიგიას/ისლამს სიცრუედ რაცხავს?“. სიტყვა რელიგიაში სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება, სასჯელი და მადლი იგულისხმება.
„აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს“ - ანუ ის, ვინც ობოლს აწყენინებს, მის უფლებებს არღვევს, საკვებით არ უზრუნველყოფს და კეთილად არ ეპყრობა.
„და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი“ - უზენაესი ალლაჰის ეს ბრძანება, სხვა აიათის მსგავსია:
„89/17. არამც და არამც! თქვენ თავად პატივს არ მიაგებთ ობოლს,
18. და არ აქეზებთ ერთმანეთს ღატაკთა დასაპურებლად.“
ღატაკი არის ის, ვისაც მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სარჩო არ გააჩნია.

ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ვაი, იმ მლოცველების მდგომარეობას, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!“ იბნი აბბასი და სხვები ამბობენ: აიათში მუნაფიყები იგულისხმებიან, რომლებიც გარეგნულად/საჩვენებლად ნამაზს ასრულებენ, ფარულად კი, არა. ალლაჰმა ბრძანა: „ნამაზის მლოცველნი“, რაც ნამაზის ეჰლს გულისხმობს, რომლებმაც ნამაზის აუცილებლობა საკუთარ თავზე იკისრეს, შემდეგ კი, მას (ნამაზს) უგულისყუროდ მოექცნენ. ამის მნიშვნელობა კი, როგორც იბნი აბბასმა თქვა, ნამაზის სრულად შესრულებაში უგულისყურობა იგულისხმება ან როგორც მასრუქმა და აბუ დუჰამ თქვეს, ნამაზის დროის მიმართ უგულისყურობა და ნამაზის დროის გაცდენა იგულისხმება.

ასევე, ამ სიტყვებში შეიძლება, რომ ნამაზის თავის დროზე შეუსრულებლობა ან ნამაზის პირობებისა და წესების მიმართ უგულისყურობა ან ნამაზის შესრულების დროს მისი უგულისყუროდ, დაფიქრების გარეშე შესრულება იგულისხმებოდეს.
აიათის მნიშვნელობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას მოიცავს. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ნაწილის მატარებელი პიროვნება აიათის ქვეშ მოექცევა. ყველა თვისების მატარებელი კი, აიათის სრულ მნიშვნელობას მიიღებს, რაც მის ნიფაყს (ორპირობას) გამოააშკარავებს.

ბუხარისა და მუსლიმის სახიხში, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „აი ეს მუნაფიყის ნამაზია, აი ეს მუნაფიყის ნამაზია, აი ეს მუნაფიყის ნამაზია. დაჯდება და მზის ჩასვლას დაელოდება. ბოლოს კი, მზის ჩასვლას ცოტა დრო როდესაც დააკლდება, ადგება და ოთხ მუხლ ნამაზს სწრაფად შეასრულებს, რა დროსაც ალლაჰს ძალიან მწირედ ახსენებს.“[1]

მსგავსი პიროვნება ‘ასრ ნამაზის დროს (იქინდი-სამხრობის ნამაზს) ბოლო წუთებამდე გააჭიანურებს, შემდეგ კი, ნამაზს სწრაფად და დიდი ნაკლით შეასრულებს. ყოველივე ამის გამო ნათქვამია, რომ ისინი ნამაზის შესრულების დროს ალლაჰს ძალიან მწირედ მოიხსენებენ. დიდი ალბათობით, მსგავსი ადამიანი ნამაზს ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად კი არა, არამედ სხვის დასანახად ასრულებს. ასეთ მდგომარეობაში კი, მისი ნამაზი მიუღებელი იქნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „4/142. უეჭველად, ის სურთ თვალთმაქცებს, რომ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ (1) (დასჯის მათ საიქიოში). და როცა ლოცვად დგებიან (2) (მორწმუნეებთან ერთად), მცონარობით დგებიან, საჩვენებლად ხალხისა და არ ახსენებენ ალლაჰს (3) (არ ლოცულობენ), მცირედის გამოკლებით.“ ჩვენს მიერ მოცემულ აიათშიც უზენაესი შემდეგნაირად ბრძანებს: „ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!“

იმამ აჰმედმა თქვა: ამრ ბინ მურრამ თქვა: აბუ უბეიდესთან ერთად ვიყავი, როდესაც ფარისევლობის შესახებ საუბრობდნენ. ზედმეტსახელად აბუ იეზიდმა თქვა: გავიგონე, როცა აბდულლაჰ ბინ ამრი ამბობდა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც შესრულებულ ქმედებას ადამიანებს შეატყობინებს, ალლაჰიც მის მდგომარეობას სხვას გააგებინებს. ალლაჰი მის მდგომარეობას ყიამეთის დღეს სხვას აცნობებს, მას შეურაცხყოფს და დაამცირებს.“

ვიტყვი, რომ:[2] ნამაზის დროის მიტოვებაში, შეიძლება ნამაზის სრულად მიტოვება ან ნამაზის დროის გაჭიანურება და ბოლო წუთებში მისი შესრულება იგულისხმებოდეს.

„და დახმარების ხელის გაწვდენაზე უარს ამბობენ“ - ანუ ისინი თავიანთ ღმერთს კარგად არ ემსახურებოდნენ და სიკეთისკენ არც სხვას მოუწოდებდნენ. ისინი საკუთარ ქონებას სესხის სახით (დროებით გამოყენების პირობით) სხვას არ აძლევენ, თუნდაც უკან დაბრუნების გარანტია ჰქონდეთ. ასეთი პიროვნებები ზექათის გაცემასა და ალლაჰთან დასაახლოებელ სხვა ღვთისმსახურებებსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

იბნ აბუ ნეჯიჰი მუჯაჰიდისგან გადმოგვცემს: ალიმ თქვა: სიტყვა ‘მაა’უუნ’-ში ზექათი იგულისხმება. სუდდიმაც აბუ სალიხიდან, მან კი, ალისგან იგივენაირად გადმოგვცა. ეს ასევე, მრავალი გზიდან, იბნი ომერისგანაცაა გადმოცემული. იგივენაირად ფიქრობენ მუჰამმედ ბინ ალ ჰანეფიიე, სადი ბინ ჯუბაირი, იქრიმე, მუჯაჰიდი, ათა, ათიიე ალ ავფი, ზუჰრი, ჰასანი, ყათადე, დაჰჰაყი და იბნი ზეიდი.

ჰასანი ბასრიმ თქვა: მსგავსი პიროვნება ნამაზის დროის გაჭინაურების გამო წუხილს არ გრძნობს და არც ქონების ზექათს გასცემს.
ზეიბ ბინ ასლამმა თქვა: ისინი მუნაფიყები არიან. ნამაზს სხვის დასანახად ასრულებენ, ხოლო ზექათს ფარულად გაცემის გამო არ გასცემენ.[3]
იბნ აბუ ნეჯიჰი მუჯაჰიდისგან, ეს კი, იბნი აბბასისგან გადმოგვცემს: სიტყვა „მაა’უუნ“- ში სახლის ნივთები იგულისხმება. მუჯაჰიდმა, იბრაჰიმი ან-ნეჰაიმ, საიდ ბინ ჯუბაირმა, აბუ მალიქმა და სხვებმაც თქვეს, რომ მასში სახლის ნივთების გასესხება იგულისხმება.
იქრიმემ თქვა: მაა’უუნ-ის სათავე ქონების ზექათი, მინიმუმი კი, საცერი, სათლი და ნემსია.
მსგავსი, რამ იბნი ჰათიმმაც გადმოსცა. იქრიმეს ეს ნათქვამი კარგია, რადგან მსგავსი განმარტება ყველა დანარჩენ შეხედულებას მოიცავს. ყველა განმარტებას იგივე მიმართულება აქვს, რაშიც ქონებისა და სასარგებლო გზებით ერთმანეთის დახმარების მიტოვება იგულისხმება. ამის გამო, მუჰამმედ ბინ ქა’ბმა სიტყვა „მაა’უუნ“-ი განმარტა, როგორც სიკეთის დაბრკოლება.

მაა’უუნ სურას თაფსირის დასასრული. ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის.




[1] წყარო ნისა სურას 142-ე აიათის თაფსირშია მოცემული
[2] წიგნის ავტორის სიტყვებია ანუ იბნი ქესირისა
[3] იმის გამო, რომ ზექათი ფარულად გასაცემია, მას არ გასცემენ, რადგან მათი მიზანი სხვის დასანახად მოწყალების გაცემაა და მეტი არაფერი