29 December 2021

4.1 ქვეყნების ჰუქმები - მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა

 ახლა კი, ჩამოვთვალოთ ზოგიერთი არასწორი ნიშან-თვისება, რომელთა გამოყენებითაც ქვეყანას დარულ-ისლამად მიიჩნევენ:

1)      ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის კუთვნილი რელიგია ქვეყნის ჰუქმზე გავლენას ვერ ახდენს

არგუმენტი შემდეგია: ჰაიბერის მაცხოვრებელთა უმეტესობა იუდეველი იყო. ჰიჯრათის მე-7 წელს, როდესაც შუამავალმა ჰაიბერი აიღო, მათ თავიანთი მიწის დამუშავების ნება მიეცა[1], მეთვალყურედ კი, ერთ-ერთი ანსარი დაინიშნა.[2] ომარ იბნუ’ლ-ჰატტაბის ხალიფობის დრომდე, როდესაც ისინი გაიყვანა ტერიტორიიდან, ჰაიბერის მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს იუდეველები შეადგენდნენ, თუმცა ეს ფაქტი არ ყოფილა დაბრკოლება იმისა, რომ ეს ტერიტორია დარულ ისლამი იყო. ვინაიდან, ჰაიბერი მუსლიმების მმართველობის ქვეშ იყო და ისლამის კანონებით რეგულირდებოდა.

ამ თემის შესახებ იბნ ჰაზმი ამბობს: „შუამავლის შემდეგი სიტყვები ხსნის ჩვენს სიტყვებს: ‘შორს ვარ ყოველი მუსლიმისგან, რომელიც მუშრიქებს შორის ცხოვრობს.’ შუამავალმა ამით დარულ ჰარბი იგულისხმა. ვინაიდან, (ასე, რომ არ ყოფილიყო) შუამავალმა ჰაიბერში მმართველი გაგზავნა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იუდეველი იყო. ასე, რომ უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ მყოფი არამუსლიმები მუსლიმებისგან განცალკევებით, სხვა ტერიტორიაზე თუ ცხოვრობენ, მათთან თავკაცად მუსლიმის დანიშვნა ან ვაჭრობის მიზნით მათში გარევა, არც ქააფირობის ნიშანი და არც ცოდვილის ნიშანია. არამედ, ასეთი ადამიანი მუსლიმანია. ის ქვეყანა დარულ შირქი კი არა, არამედ დარულ ისლამია, რადგან ქვეყანა მიეკუთვნება მას, ვინც განაგებს და რითიც განაგებენ.“[3]

აბუ’ლ ყაასიმ არ-რაფიი აშ-შაფიი-მ თქვა: „პირობა არ არის, რომ რომელიმე ქვეყნის დარულ ისლამად გამოცხადებისთვის იქ მუსლიმებიც იმყოფებოდნენ. საკმარისია, რომ იქაურობა მუსლიმანი იმამის ხელში იყოს.“[4]

2)      ქვეყანაში ისლამის (მაგ. ნამაზი, მარხვა, ეზანი და ა.შ) ან ქუფრის ნიშნების არსებობა არავითარ გავლენას არ ახდენს ქვეყნის შესახებ ჰუქმის გაცემაზე

შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მექქაში ყოფნის დროს თავის რელიგიას ააშკარავებდა, ქადაქებდა, მუშრიქებს მტრობდა და აცხადებდა, რომ ალლაჰის გარდა ვისაც ემსახურებოდნენ მათგან შორს იყო. ყველაფერ ამას მექქას აღებამდე ასრულებდა.

იგივე მდგომარეობაში, ზოგიერთი საჰაბე ნამაზს ღიად ლოცულობდა და ყურანს კითხულობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მექქა დარულ-ისლამი არ გამხდარა. პირიქით, იმისათვის რომ მმართველობა ქააფირების იყო, მუსლიმები იძულებულნი გახდნენ გადასახლებულიყვნენ. ეს ყველაფერი კი, ალ-მავერდის (რაჰიმაჰულლაჰ) სიტყვების არასწორობას ადასტურებს... ის ამბობს: „ქუფრ ქვეყანაში საკუთარი რელიგიით ღიად თუ ცხოვრობ, მაშინ ეს ქვეყანა დარულ-ისლამია. იმისათვის, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებით სხვების მიერ ისლამის მიღების დიდი ალბათობაა, დარჩენა უკეთესია გადასახლებაზე.“[5]

შავქანი ამ სიტყვებს გადმოსცემს და შემდეგნაირად კიცხავს: „ცხადია, რომ ეს შეხედულება (ალ-მავერდის შეხედულება) ეწინააღმდეგება ჰადისებს, რომელთა მიხედვითაც, ქააფირების ქვეყანაში ცხოვრება ჰარამია.“[6]

ასევე, ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ქვეშ მყოფი ზოგიერთი არამუსლიმი დარულ-ისლამში ცხოვრობს და თავიანთი რელიგიის დამახასიათებელ რომელიმე ნიშან-თვისებას ასრულებს, არ ნიშნავს იმას, რომ იქაურობა დარულ-ქუფრია, რადგან ამ შემთხვევაში, ქუფრი სიმბოლოების გამოააშკარავება ქააფირების ძალით კი არა, არამედ მუსლიმების ნებართვითაა მიღწეული.

ქვეყნის შესახებ ჰუქმის გაცემისთვის სიმბოლოების ღიად გამოხატვას არავითარი ზემოქმედება არ აქვს. როგორც შავქანიმ თქვა, საყურადღებოა ის, თუ ვის ხელშია სიტყვის თქმის უფლება. ქვეყნის ტერიტორიაზე ქააფირებიდან რომელიმეს მიერ საკუთარი რელიგიის გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების ნებართვასთანაა დაკავშირებული, ხოლო ბრძანებისა და აკრძალვის უფლების მუსლიმების ხელთ არსებობით იქაურობა დარულ-ისლამია. ქუფრის მახასიათებლების გამოხატვა ზიანს არ მოიტანს, რადგან ეს ქააფირების ძალით ან თავდასხმით არ მომხდარა. მსგავსად ებრაელის, ქრისტიანისა და შეთანხმების მქონე ხალხისა, რომლებიც ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობენ. მდგომარეობა ამის საწინააღმდეგო თუა, მაშინ ქვეყნის ჰუქმიც საწინააღმდეგო იქნება.“[7]

3)      ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე ჯგუფის უსაფრთხოდ ცხოვრება ქვეყნის შესახებ გასაცემ ჰუქმზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს

ისლამურ მიწაზე მცხოვრები უსაფრთხოების ქვეშ მყოფი არამუსლიმები დარულ-ისლამში უსაფრთხოდ არიან და ეს ფაქტი სულ არ უშლის ქვეყანას ხელს, რომ იგი დარულ-ისლამი იყოს. ისლამის პირველ წლებში მუსლიმები ეთიოპიაში გადასახლების შემდეგ უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ, თუმცა ის ქვეყანა მაინც დარულ-ქუფრი იყო. ასევე, მექქას მკვიდრთაგანს შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შეთანხმება როდესაც ჰქონდათ დადებული (ჰუდაიბის შეთანხმებიდან მექქას აღებამდე) მუსლიმები უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, გამოტოვებული უმრაც კი შეასრულეს. მიუხედავად ამისა, მექქას აღებამდე იქაურობა დარულ-ქუფრი იყო. შუამავალმა თქვა, რომ „მექქას აღების შემდეგ ჰიჯრათი აღარ არის...“ მას არ უთქვამს „შეთანხმების შემდეგ ჰიჯრათი აღარ არის.“ როგორც ხედავთ, რომელიმე ქვეყნის ჰუქმის შეცვლაზე მოქმედი ფაქტორი იქაური უსაფრთხოება არ არის.

აქამდე რაც განიმარტა, მოკლედ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: ადამიანის გამოგონილი კანონებით მომმართველი ქვეყნები დარულ-ქუფრია, თუნდაც რომ ამავე ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანი იყოს ან ისლამის ზოგიერთ ღვთისმსახურებებს, მაგ: ჯუმა ნამაზი, ჯამაათით შესასრულებელი ნამაზები და სხვა... თავისუფლად და უსაფრთხოდ რომც ასრულებდნენ. ვინაიდან, ძალაუფლება და მოქმედი კანონები ქააფირებს ეკუთვნით.

რაც შეეხება მუსლიმების მიერ რელიგიის ზოგიერთი ღვთისმსახურებებისა თუ რიტუალების შესრულების საკითხის: ეს ფაქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ მუსლიმები ძალაუფლებას ფლობენ. არამედ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქააფირმა მმართველმა მათ ამის შესრულების ნება მისცა. მას შესაძლებლობა აქვს, რომ მათი უსაფრთხოება საფრთხით შეცვალოს და თავისი ჯარისკაცებით მუსლიმები რთულ სიტუაციაში დააყენონ. ამის აშკარა მაგალითს ვხედავ არაერთ ქვეყანაში, სადაც ისინი „ტერორისა“ და „ზღვარგადასულობის“ მოტივით მუსლიმებს ავიწროებენ.



[1] ბუხარი, 4248;

[2] ბუხარი, 4246;

[3] ალ-მუჰალლაა, 11/200;

[4] ფეთხუ’ლ-აზიიზ შერხუ’ლ-ვაჯიზ, 8/14;

[5] ფეთხუ’ლ-ბარი, 7/229;

[6] ნეიჰუ’ლ-ავთარ, 8/178;

[7] ას-სეილუ’ლ-ჯერრარ, 4/575;

21 November 2021

4. ქვეყნების ჰუქმები - მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა

 თუ არსებობს თვისება, მაშინ არსებობს ჰუქმიც. ხოლო, თუ არ არის თვისება, არ არის ჰუქმიც. ეს არის ის, რაზეც სწავლულებმა თქვეს: „ჰუქმის არსებობა ან არ არსებობა დამოკიდებულია თვისებაზე.“

სწავლულები გვესაუბრებიან ორი მიზეზის შესახებ, რომელთა საფუძველზეც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა:

პირველი: ძალა და ბატონობა - ამაზე მიუთითებს აბუ იუსუფისა და მუჰამმედ იბნუ’ლ-ჰასენის სიტყვები: „რომელიმე ტერიტორიის ჩვენზე ან მათზე მიკუთვნება განისაზღვრება ძალაუფლებითა და ბატონობით.“

მეორე: ქვეყანაში არსებული ჰუქმების სახეობა - ამის შესახებ სწავლულების სხვადასხვა გადმოცემებში უკვე ვისაუბრეთ.

ყურადღებას თუ მიაქცევთ, ორივე მიზეზი ერთი დანიშნულებისაა, რაც ქვეყნის ჰუქმს განსაზღვრავს. ამ ორს შორის არავითარი დაპირისპირება არ არის, რადგან ძალაუფლების ფლობა და მისგან გამომდინარე კანონების (ჰუქმების) გატარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პიროვნება ძალაუფლების მქონედ მაშინ ჩაითვლება, თუ მას ბრძანებისა და აკრძალვის უფლებაც გააჩნია. ბრძანება და აკრძალვა კი, ავტორიტეტისა და ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამომხატველი ნიშანია. მუსლიმი მმართველი ისლამის კანონებს დააკანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუსლიმი ვერ იქნება. ქააფირი მმართველი კი, ქუფრ კანონებს. ყოველივე ამის გამო, რომელიმე ქვეყნის შესახებ ჰუქმს განსაზღვრავს იქ მოქმედი კანონი, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე თუ ვის ხელშიცაა ძალაუფლება და ბატონობა. სწორედ ესაა, რაც გადმოსცა სარაჰსიმ და აბუ ჰანიფას ორმა მოსწავლემ: „იქ, სადაც შირქის ჰუქმები მოქმედებს ძალაუფლებაც მუშრიქებს ეკუთვნით და იქაურობა დარულ-ჰარბია. ხოლო, იქ, სადაც ისლამური ჰუქმები მოქმედებს, ძალაუფლებაც მუსლიმებისაა.“

ქააფირების მიერ ისლამური ქვეყნის დაკავების შემთხვევაში, როდესაც ისლამური კანონები ჯერ კიდევ მოქმედია[1], გულისხმობს, რომ ეს არის ქვეყნის ნახევრად ოკუპირება, თუმცა იქაურობა მაინც დარულ-ისლამად ითვლება, ვინაიდან მოქმედი კანონი ისლამისაა.

როგორც ხედავთ, ქვეყნის ჰუქმზე პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს არსებული კანონი, ვინაიდან ქვეყანას ფორმას არა მმართველი, არამედ კანონი აძლევს. ისლამის ჰუქმები, ბრძანებები და აკრძალვები ქვეყანას ისლამად დააფორმირებს. ასევე, ქუფრის ჰუქმები, ბრძანებები და აკრძალვებიც ქვეყანას შესაბამისად დააფორმირებს. ამგვარ ქვეყნებში, მურთადობა (რწმენიდან განდგომა), ურწმუნოება, რელიგიის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ყოველგვარი სასჯელის გარეშე ნებადართულია.

ასევე, ქუფრი ქვეყნის მახასიათებლებიდანაა: პროცენტი; მრუშობა; სიშიშვლე; კაცისა და ქალის ერთად ყოფნა; ნამაზისა და მარხვის მიმტოვებლის არ დასჯა; დასჯა მათი, ვინ მოუწოდებს სიკეთისკენ და უკრძალავს უკეთურებას, განსაკუთრებით, მაშინ როცა ამას ხელით ასრულებენ; და კიდევ ბევრი რამ...

ქვეყანაზე ფორმის მიმცემი მმართველი კი არა, არამედ კანონებია. ვინაიდან, მმართველი რამის გაკეთებას თუ გადაწყვეტს, მას ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბრძანებებისა და აკრძალვების საფუძველზე აქვს. ბრძანების გამცემი, ამკრძალავი ან თავისუფლების მიმნიჭებელი კანონებია, მმართველი კი საკუთარი ძალით კანონს განახორციელებს.

არგუმენტები იმისა, როცა კანონის სახეობა განსაზღვრავს ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სუბიექტს

„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ (1) (ვინც ჰიჯრა არ გააკეთა და ურწმუნოებთან დარჩენა არჩია), შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული (2) (რას აკეთებდით რწმენისათვის)? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე (3) (მექაში)! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით (4) (როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში)? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!“

კონკრეტულ ქვეყანაში გადასახლებით პასუხისმგებელი მუსლიმების უძლურად ყოფნა არგუმენტია იმისა, რომ ამავე ქვეყანაში ძალაუფლება ქააფირების ხელთ იყო. სხვა აიათში გადმოცემულია:

„7/88. და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუღეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს...“

აიათში მოხსენებული სიტყვა „ყარიათუნაა“ და მისი ბოლოსართი „ნაა“ გულისხმობს კუთვნილებას ანუ „ჩვენი ქვეყანა“. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ქააფირებისაა. ასევე, ამ ქვეყანაში მათი ძალაუფლება გამოიხატება ბრძანებებისა და აკრძალვების უფლების ქონით, რის მიხედვითაც, მუსლიმებს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან, რაც თავისთავად გვიჩვენებს, რომ დარულ-ქუფრი არის ტერიტორია, სადაც ბრძანებები და აკრძალვები ქააფირების ხელთაა. როდესაც ვამბობთ ბრძანებებსა და აკრძალვებს, პირველი რაც აზრად მოგვდის ეს - კანონებია. ეს ორი რამ - ბრძანებები და აკრძალვები - ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მაჩვენებლებია.

მსგავსი სხვა აიათი შემდეგია:

„14/13. და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: ‘თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.’“

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამავე აიათის შესახებ. ეს აიათები არგუმენტია იმისა, რომ დარულ-ქუფრია ქვეყანა, როდესაც ბრძანებებისა და აკრძალვების უფლება ქააფირების ხელთაა.

მექქას დაკავების შემდეგ, შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნათქვამი სიტყვები: „დაპყრობის (დამორჩილების) შემდეგ ჰიჯრათი (გადასახლება) აღარ არის.“[2]

მექქადან მედინაში ჰიჯრათი ვააჯიბი იყო, რადგან მექქას აღებამდე იქაურობა დარულ-ქუფრის სტატუსს ატარებდა. დაპყრობის შემდეგ კი, მექქა დარულ-ისლამად გადაიქცა, შესაბამისად მექქადან ჰიჯრათის აუცილებლობაც გაუქმდა. ჰუქმების შეცვლა გახლდათ ის, რამაც მექქას აღებამდე მოქმედი ჰუქმები შეცვალა. რაც აგრეთვე არგუმენტია იმისა, რომ რომელიმე ქვეყანაზე გასაცემი ჰუქმი პირდაპირ კავშირშია ამავე ქვეყანაში არსებულ ზემდგომი კლასის და მასზე დაკავშირებულ ჰუქმებზე. უეჭველად, ქააფირი დააკანონებს იმით, რაც ქააფირებს ეკუთვნით, ხოლო მუსლიმანი დააკანონებს იმით, რაც მუსლიმებს ეკუთვნით. ასე თუ არ მოიქცა, ისეც ქააფირი გახდება.

იბნი ჰაზმის შემდეგი სიტყვები, საკითხს სიცხადეს მატებს: „რომელიმე ქვეყანა მიეკუთვნება მას, ვინც ამავე ქვეყანაში ძალაუფლებასა და დაკანონების უფლებას ფლობს.“[3]

ეს არის ის, რის მიხედვითაც ქვეყნის შესახებ ჰუქმი გაიცემა.

ამ თემის მიმართ ზოგიერთი შეცდომაში ჩავარდა და იფიქრეს, რომ რომელიმე ქვეყანაში მუსლიმების უმეტესობა უსაფრთხოდ თუ ცხოვრობს, ნამაზს, ეზანს, მარხვას და მსგავს ღვთისმსახურებებს ღიად თუ ასრულებს, მაშინ ეს ქვეყანა დარულ-ისლამია. უფრო მეტიც, ზოგიერთმა თქვა: „როგორ შეიძლება ქვეყანას დარულ-ქუფრი უწოდო, როცა დედაქალაქში ათასზე მეტი მესჯიდია?!“

ამგვარი განცხადებები არასწორია და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. წინა გვერდებზე განვმარტეთ, რომ ქვეყნის ჰუქმს განსაზღვრავს ძალაუფლების მქონე კლასი და მოქმედი კანონები. მათ გარდა, სხვა რამის საფუძველზე ქვეყნის შესახებ ჰუქმი არ გაიცემა.



[1] ამის შესახებ დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

[2] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.

[3] ალ-მუჰალლაა, 11/200;

04 November 2021

3. ქვეყნების ჰუქმები - „დარ’ულ-ისლამი“-სა და „დარ’ულ-ქუფრი“-ს განმარტება

 ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, დარულ ისლამი არის ქვეყანა, სადაც მუსლების ავტორიტეტი და მმართველობაა. ხოლო, დარულ ქუფრი არის ქვეყანა, სადაც ქააფირების ავტორიტეტი და მმართველობაა. ამ თემის შესახებ სწავლულების შეხედულებები შემდეგნაირია:

·         იბნუ’ლ-ყაიიმ-მა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „სწავლულთა უმეტესობა ამ აზრზეა: დარულ ისლამი არის ქვეყანა, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ და ისლამის კანონები მოქმედებს. ისლამის კანონები თუ არ მოქმედებს, ქვეყანა მაინც არ ითვლება დარულ ისლამად, თუნდაც დარულ ისლამთან ტერიტორიულად დაახლოებული იყოს. ტაიფა მექქასთან ახლოს მდებარეობდა, თუმცა მექქას აღების დროს ის (ტაიფა) დარულ ისლამად არ ითვლებოდა.“[1]

·         იმამ ას-სარაჰსი ალ-ჰანეფი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აბუ ჰანიფას (რაჰიმაჰულლაჰ) მიხედვით, იმისათვის, რომ ქვეყანა დარულ ჰარბი იყოს, სამი პირობა აუცილებელია:

1.      ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდნენ რწმენის გამო მუსლიმანი და დაცვის ქვეშ მყოფი არამუსლიმები.

2.      შირქის ჰუქმები გაბატონებული უნდა იყოს.

3.      ამ ქვეყნის მდებარეობა დარულ-ჰარბის ახლოს, მათ შორის კი დარულ-ისლამი არ უნდა იყოს.

აბუ იუსუფისგან და მუჰამმედისგან (რაჰიმაჰულლაჰ) გადმოცემულია: „რომელიმე ქვეყანაში შირქის კანონები თუ ბატონობს, მაშინ ის დარულ ჰარბია. რომელიმე ტერიტორიის ჩვენზე ან მათზე მიკუთვნება განისაზღვრება ძალითა და ბატონობით. იქ, სადაც შირქის კანონებია გავრცელებული, ძალაუფლებაც მუშრიქებს ეკუთვნით, რაც დარულ ჰარბია. ხოლო, იქ, სადაც ისლამის კანონები მოქმედებს, შესაბამისად ძალაუფლებაც მუსლიმანების ხელშია.“[2]

აქედან გამომდინარე, იმამების[3] მიხედვით, საფუძველი არის ერთი: ვის ხელშია ძალაუფლება და ვისი კანონები მოქმედებს.

სწავლულებმა აბუ ჰანიფას მიერ დასახელებულ სამ პირობას ყურადღება არ მიაქციეს. უფრო მეტიც, როგორც სარაჰსიმ თქვა, აბუ ჰანიფას ორმა მოსწავლემ მის მოსაზრებას შეეწინააღმდეგა. ამის შესახებ ალაუდდინ ალ-ყასსანი გვიამბობს და ორი სწავლულის შეხედულებებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „რომელიმე ქვეყანა ან ისლამს მიეკუთვნება ან ქუფრს. მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ისლამს მიეკუთვნება არის იქ მოქმედი შარიათული კანონები, ხოლო მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ქუფრს მიეკუთვნება არის იქ მოქმედი ქუფრის კანონები. მაგალითად, იმის გამო, რომ სამოთხეში სიმშვიდე, ხოლო ჯოჯოხეთში სასჯელია, სამოთხეს ეწოდება ‘დარუს-სალამ’, ხოლო ჯოჯოხეთს ‘დარულ-ბევარ’...“[4]

როგორ ხედავთ, ყასანი ქვეყნის ჰუქმს იქ მოქმედ კანონებს უკავშირებს.

იბნ ყუდამა ალ-ჰანბელი, აბუ ჰანიფას მიერ დასახელებულ პირობებს აკრიტიკებს და ამბობს: „რომელიმე ქვეყნის ხალხი, რომელიც რელიგიას შეიცვლის და საკუთარი კანონების დაკანონებას დაიწყებს, ამ დროს ეს ქვეყანა გადაიქცევა დარულ-ჰარბად, სადაც ნადავლის აღება და ხალხის დატყვევება დაშვებულია. იმამის ვალდებულება მათ წინააღმდეგ ბრძოლაა. აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საჰაბეებთან ერთად მურთადების წინააღმდეგ იბრძოლა, რადგან ალლაჰი ყურანის არაერთ ადგილას ქააფირებთან ბრძოლას ბრძანებს. ისინი კი (მურთადები), ქააფირებს შორის ყველაზე მეტად იმსახურებდნენ ბრძოლას. ვინაიდან, ამგვარი ხალხის წინააღმდეგ ჯიჰადის მიტოვება გამოიწვევდა მათი მსგავსი ხალხის მომრავლებას და ამგვარად, ზიანი გამრავლდებოდა. მათთან ბრძოლის დროს გაქცეულებს უნდა დაედევნონ, დაჭრილები უნდა მოკვდნენ და ნადავლი მითვისებული უნდა იქნას. ამ აზრზეა იმამ შაფიი.

აბუ ჰანიფას მიხედვით კი, შემდეგი სამი პირობის არ არსებობის შემთხვევაში ქვეყანა დარულ-ჰარბი არ გახდება:

1.      ამ ქვეყნის მდებარეობა დარულ-ჰარბის ახლოს, მათ შორის კი დარულ-ისლამი არ უნდა იყოს.

2.      ქვეყანაში არ უნდა იმყოფებოდეს უსაფრთხოდ მცხოვრები მუსლიმანი და არც დაცვის ქვეშ მყოფი არამუსლიმი.

3.      ქვეყანაში ქააფირების კანონი უნდა მოქმედებდეს.

ჩვენთვის კი, საკუთარი კანონებით გამართული ქვეყანა ქააფირების ქვეყანაა, რის გამოც ის დარულ-ჰარბია.“[5]

როგორც იბნი ყუდამამ აღნიშნა, რომელიმე ქვეყანაზე გასაცემი ჰუქმი უკავშირდება არსებულ კანონებს.

ას-სარაჰსი ნაწარმოების განმარტებისას, რომლის სახელწოდებაა „ას-სიიერუ’ლ ქებირ“, გადმოსცემს: „ქვეყანა მუსლიმანური ქვეყანა გახდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისლამური კანონები იმოქმედებს.“[6]

ყადი აბუ ია’ლა ალ-ჰანბელი ამბობს: „არაისლამური კანონებით, არამედ ქუფრი კანონებით მოქმედი ქვეყანა დარულ-ქუფრია.“[7]

შეიხ მანსურ ალ-ბაჰვათი ამბობს: „დარულ-ჰარბში მცხოვრებისთვის, რომლისთვისაც რელიგიურად ცხოვრება შეუძლებელია, ჰიჯრათი ვააჯიბია. დარულ-ჰარბი კი არის ქვეყანა, სადაც ქუფრის კანონები მოქმედებს.“[8]



[1] აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 1/366.

[2] ას-სარაჰსი, ალ-მებსუუთ, 10/114.

[3] აბუ ჰანიფას ორი მოსწავლე: აბუ იუსუფი და მუჰამმედ ბინ ჰასან აშ-შეიბან.

[4] ალ-ყასდანი, ბედაიუ’ს-სანაი, 9/4375.

[5] იბნ ყუდამე, ალ-მუღნი მეა’შ-შერხი’ლ-ქები, 10/95.

[6] ას-სიიერუ’ლ-ქაბირ, 5/2197;

[7] ალ-მუ’თემედ ფი უსული’დ-დინ, 276;

[8] ქეშშაფუ’ლ-ქინა, 3/43;

12 October 2021

2. ქვეყნების ჰუქმები - ამგვარი დაყოფის შესახებ დალილები

 უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნების დაყოფა, როგორც წინა, ასევე მომდევნო თაობის სწავლულების ერთხმიანი აზრია (იჯმა). ასევე, როგორც იბნ თაიმიიამ თქვა, იჯმა უნდა ეყრდნობოდეს ყურანსა და სუნნეთს.[1]

ა) არგუმენტები ყურანიდან:

„14/13. და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: ‘თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.’“

„7/88. და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუ’ეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს.“

„არდინაა“ და ყარიეთინაა“ - სიტყვები, რომლებიც ნიშნავს „ჩვენი ქვეყანა“. სიტყვებთან დაკავშირებული ნაცვალსახელი „ნაა“ კუთვნილებაზე მიანიშნებს. ამ ორი სიტყვით კი ნაგულისხმევია ქვეყანა, რომელიც ქააფირების ხელშია, სადაც მათი ნებართვები და აკრძალვები მოქმედებს. ყოველივე ამის გამო, შუამავლებს ემუქრებოდნენ. ზუსტად ეს არის ქუფრი ქვეყნის თვისებაც.

„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ , შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული ? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე ! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით ? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!“

60/10. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოვლნენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას. ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურჯულოებს.“

8/72... და რომელთაც ირწმუნეს და არ გადასახლებულან, მოვალენი არ ხართ დაიცვათ, ვიდრე არ გადასახლდებიან...“

ეს აიათები, რომლებიც ჰიჯრათზე (გადასახლებაზე) საუბრობს, აშკარა დალილია იმისა, რომ ქვეყანა ორ ნაწილად - დარულ ისლამად და დარულ ქუფრად იყოფა, რადგან შარიათში ჰიჯრათის ზოგადი მნიშვნელობით გამოყენების დროს, დარულ ქუფრიდან დარულ ისლამში გადასახლება იგულისხმება.

“7/145…მე კი მალე გაჩვენებთ ცოდვილთა სამყოფელს.”

ბ) არგუმენტები სუნნეთიდან:

ჰადისები, რომლებიც ჰიჯრათზე საუბრობს და ქვეყნების ორ ნაწილად დაყოფაზე მიგვითითებს. წინა აბზაცებში გამოყენებული ჰადისიც შეგვიძლია ამის არგუმენტად მოვიყვანოთ. ასევე, შემდეგი ჰადისიც:

„ყოველი მუსლიმანი სხვა რომელიმე მუსლიმანისთვის ჰარამია. ისინი ძმები არიან, რომლებმაც ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. ალლაჰი არცერთ ქმედებას არ მიიღებს გამუსლიმანებული მუშრიქისა მანამ, სანამ მუშრიქებს არ მიატოვებს და მუსლიმანებს არ შეუერთდება.“[2]

ჰიჯრათის (გადასახლების) ვააჯიბობის (აუცილებლობის) შესახებ გადმოცემული ამ ჰადისებთან ერთად, ქვეყნების შესახებ არგუმენტები, რომლებიც დაყოფაზე მიუთითებს, შემდეგია:

გადმოცემულია იბნ ომარისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ): „შუამავალმა მტრის ქვეყანაში ყურანით წასვლა აკრძალა.„[3]

იბნ აბბასისგან გადმოცემულ „რაჯმ“-ის შესახებ გრძელ ჰადისში გადმოცემულია: „მედინამდე მოიცადე, რადგან იქაურობა ჰიჯრათისა და შუამავლის სუნნეთის ქალაქია.“[4]

„ნასაის“ სახიხში, იბნ აბბასისგან გადმოცემული სიტყვა: „შუამავალი, აბუ ბაქრი და ომარი მუჰაჯირები იყვნენ, რადგან ისინი მუშრიქებისგან განშორდნენ. მუჰაჯირები ენსარებიდანაც იყვნენ, რადგან მედინა ერთ დროს შირქის ქალაქი იყო და ისინი „აქაბეს ღამეს“ შუამავალთან მივიდნენ.“

აბუ ჰურაირა ჰიჯრათის შესახებ ჰადისში ამბობს: „შუამავალს მოსვლის დროს ვუთხარი: ‘გრძელი და დამღლელი ღამე იყო, თუმცა ქუფრის ქალაქისგან გადამარჩინა.’“

მოგზაურობის დროს მონა გამექცა. შუამავალთან მივედი და შევფიცე. განშორებას ვაპირებდი როცა მონა უცებ მოვიდა. შუამავალმა თქვა: ‘ჰეი აბუ ჰურაირა, ეს შენი მონაა?“ ვუპასუხე: „ალლაჰის კმაყოფილებისთვის ის თავისუფალია.“ ვუთხარი და ის გავათავისუფლე.“[5]

ასევე, აიშასგან გადმოცემულ ჰადისშიც ამის მაგალითია: გადმოცემის მიხედვით, არაბი ტომებიდან ერთ-ერთს შავკანიანი მონა ჰყავდა. ის გაათავისუფლეს, თუმცა მათთან ერთად რჩებოდა. გვიამბო: ‘გოგო მოვიდა, რომელსაც მოწითალო ქსოვილი თან ჰქონდა. ის ერთ ადგილას დადო ან დაუვარდა. ჩიტს ხორცი ეგონა და აიტაცა. მოსაძებნად გაეშურეს, თუმცა ვერ იპოვეს და მე ქურდობაში დამადანაშაულეს.’ აიშამ თქვა: ‘გამოძიება დაიწყეს. უფრო მეტიც, ჯარიას სასირცხო (ავრეთი) ადგილიც კი შეამოწმეს.’ ჯარიამ თქვა: ‘ვალლაჰი ჯერ კიდევ მათთან ერთად ვიყავი, როცა ჩიტი მოფრინდა და გატაცებული ქსოვილი მათ შორის გააგდო.“ ვთქვი, რომ: „აი ის, რასაც მაბრალებდით. შორს ვარ მისგან (ქურდობისგან).“ შუამავალთან მივიდა და მუსლიმანი გახდა. აიშამ თქვა: „მესჯიდში ერთი კარავი იყო. ჩემთან მოდიოდა და ვსაუბრობდით. ყოველ მოსვლისას ამბობდა: ‘ქსოვილის დღე საოცარი დღე იყო, მან მე ქუფრი ქალაქისგან გადამარჩინა.[6]

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მიუთითებს, რომ ქვეყნები იყოფიან ორ ჯგუფად: დარულ ისლამად და დარულ ქუფრად, ასევე ის, რომ დარულ ქუფრისგან დარულ ისლამში გადასახლება ვააჯიბია. უფრო მეტიც, ასეთი ქვეყნების შესახებ ყურანსა და სუნნეთში განსხვავებული სიტყვებია გადმოცემული. მაგ. „დარულ-ფასიყიინ“ - ფასიყების ქვეყანა, „არდუ’ლ-ადუვვ“ - მტრის ქვეყანა, „დარულჰიჯრა ვა’ს-სუნნა“ - ჰიჯრეთისა და სუნნეთის ქვეყანა, „დარუშ-შირქ“ - შირქის ქვეყანა, „დარულ ქუფრ“ - ქუფრის ქვეყანა. ეს ყველაფერი არგუმენტია მათთვის, ვინც აცხადებს, რომ ქვეყნების ორად დაყოფა სწავლულების იჯთიჰადია (დამოუკიდებელი/პირადი შეხედულება) და არა იჯმა.



[1] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/39.

[2] გადმოგვცემს ნასაი სახიხი გზით, ბეჰზ იბნ ჰუქეიმ.

[3] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ

[4] ბუხარი, ჰადისის N: 6830.

[5] ბუხარი, 4393.

[6] ბუხარი, 349.

24 September 2021

1. ქვეყნების ჰუქმები - საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

 განვიხილავთ ხუთ საკითხს:

1.      საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

2.      ამგვარი დაყოფის შესახებ დალილები

3.      „დარ’ულ-ისლამი“-სა და „დარ’ულ-ქუფრი“-ს განმარტება

4.      ქვეყნების თვისებისა და ჰუქმის ცვლილება

5.      ჰუქმები, რომლებიც ქვეყნების განსხვავებულობიდან გამომდინარეობს

საფუძველი, რაც ქვეყნებს ორად ჰყოფს

ქვეყნების დარ’ულ-ისლამად და დარ’ულ-ქუფრად დაყოფის საფუძველში ალლაჰის მიერ მთელი კაცობრიობისთვის გამოგზავნილი შუამავალია (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ).

ადამიანები მორწმუნეებად და ქააფირებად დაიყვნენ იმ ფაქტის შემდეგ, რაც მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია და მისი მოპატიჟება მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. ალლაჰმა მორწმუნეებს ქააფირებისგან გამოყოფა და ჰიჯრათის შესრულება ფარძად დაუწესა და მედინაში მათთვის დამხმარეები (ენსარები) განსაზღვრა. იქაურობა ჰიჯრათის ქვეყნად და მუჰაჯირების[1] საზოგადოებად გადაიქცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისლამური სახელმწიფო იქ[2] შექმნა. მედინაში ჰიჯრათის ფარძობა[3] მექქას აღებამდე გაგრძელდა. ამის შემდეგაც, ქააფირებს შორის მცხოვრები მორწმუნეებისთვის ჰიჯრათის შესრულების აუცილებლობა არ შეწყვეტილა.

ამგვარად, ქვეყნები დარ’ულ-ისლამად ანუ ქვეყანა, სადაც მმართველობა მუსლიმანების ხელშია და დარ’ულ-ქუფრად ანუ ქააფირების მმართველობაში მყოფ ქვეყნებად დაიყო. ალლაჰმა ყიამეთამდე ქააფირებთან ბრძოლა მორწმუნეთათვის ფარძად დააწესა და მათ ქვეყანას დარ’ულ-ჰარბი უწოდა. ამის დალილები შემდეგია:

·         დალილები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია:

ალლაჰი ბრძანებს: „25/1. რაოდენ დიადია იგი, რომელმაც ზეგარდმოუვლინა „ფურყანი“თავის მსახურს, რათა ყოფილიყო სამყაროთათვის შემგონებელი!“

„7/158. უთხარი (1) (შენ, ჰეი მუჰამმედ): ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა...“

„34/28. და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ (1) (ო, მუჰამმედ), თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი არ უწყის!“

„3/20... ხოლო უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უმეცართ (წარმართ): „განა მიენდეთ ალლაჰს“? და თუ მიენდნენ, სწორ გზას დასდგომიან ისინი. და თუ ზურგი აქციეს, შენი ვალია მხოლოდ ამცნო. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.“

„3/85. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.“

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „მომეცა ხუთი რამ, რაც ჯერ არცერთ უწინ გამოგზავნილ შუამავალს არ ჰქონია: დახმარება, რაშიც მოიაზრება ერთი თვის მანძილიდან მტრის ჩემდამი შიში; დედამიწა ჩემთვის მესჯიდად და სუფთად გადაიქცა. ნამაზი სადაც მოგეწევათ იქვე შეასრულეთ. ნადავლი ჩემთვის ჰალალად იქცა. ყოველი შუამავალი საკუთარი ხალხისთვის გაიგზავნა, მე კი მთელი კაცობრიობისთვის ვარ გამოგზავნილი. და ასევე, მე შუამდგომლობის უფლება მომეცა.“[4]

ის, რომ მუჰამმედი მთელი კაცობრიობის შუამავალია, ამაში ეჭვიც არ არსებობს. რაც შეეხება ადამიანების მორწმუნეებად და ქააფირებად დაყოფას: ეს ყოველი შუამავლის ერთად ყველა ადამიანისთვის განსაზღვრული სუნნეთულლაჰია.[5] ყიამეთამდე ორი ჯგუფი, მორწმუნეები და ქააფირები უეჭველად იარსებებენ, რაც გამოცდის კანონის აღსრულებისთვისაა.

„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!“

„25/31. აი ასე დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან...“

„11/118. და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,

119. გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!““

ჰადისში ნათქვამია: „მუჰამმედმა ხალხი ორად დაყო.“[6]

ყუთსი ჰადისში[7] ნათქვამია: „მორწმუნეებთან ერთად მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იბრძოლე.“[8]

იმისათვის, რომ გამოცდის კანონი აღსრულდეს ქმნილებათა შორის აუცილებელია ქააფირისა და მორწმუნეს არსებობა.

„47/4... და რომ ენება ალლაჰს, თავად იძიებდა მათზე შურს (3) (ომის გარეშე), მაგრამ (4) (სავალდებულო ჰქმნა თქვენთვის) იგი გცდით თქვენ ერთმანეთით.“

„25/20... ჩვენ ზოგი თქვენგანი ვქმენით მეორენის გამოსაცდელად, განა გამოიჩინეთ თქვენ მოთმინება? შენი ღმერთი ყოვლისმხედველია!“

კიდევ ერთ ყუთსი ჰადისში ალლაჰმა შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უთხრა: „უეჭველად, შენ, როგორც საკუთარი თავის, ასევე შენთან ერთად სხვების გამოსაცდელად გამოგგზავნე.“[9]

·         რაც შეეხება მუსლიმანის მიერ ქააფირებისგან ჰიჯრათის ფარძობის დალილს:

„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ (1) (ვინც ჰიჯრა არ გააკეთა და ურწმუნოებთან დარჩენა არჩია), შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული (2) (რას აკეთებდით რწმენისათვის)? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე (3) (მექაში)! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით (4) (როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში)? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!“

ჰიჯრათის არ შესრულებისთვის არსებული მუქარა მის ვააჯიბობაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც მომდევნო აიათებში ვიხილავთ, გამონაკლისია საპატიო მდგომარეობა.

ჰადისები, რომლებიც ჰიჯრათზე მოუწოდებს და მუქარის შემცველია, ასევე მის ვააჯიბობაზე მიუთითებს: „მე ვარ შორს ყოველი მუსლიმისგან, რომელიც მუშრიქებს შორის ცხოვრობს...“[10]

„მანამ, სანამ მტერი იარსებებს, რომლის წინააღმდეგაც ომი იქნება, მანამდე ჰიჯრათი არ შეწყდება.“[11]

ქააფირებთან ბრძოლა რომ მუსლიმანებისთვის ფარძია, ცნობილი რამაა. დალილებიდან ზოგიერთი შემდეგია:

„9/5... დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით...“[12][13]

„9/36... და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (4) (ტოტალურად, ყოველ თვეში), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად...“

„მებრძანა, რომ ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ არ იტყვიან ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’.“[14]

„ყიამეთამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიგზავნე ხმლით, რათა მხოლოდ ალლაჰს ეცენ თაყვანი.“[15]

აქვე უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი რამ: შარიათის განზოგადება[16] ქმნის საფუძველს, რის გამოც ქვეყნები ორ ნაწილად იყოფა. თუმცა, საჭირო არ არის, რომ დედამიწაზე ქვეყნის რომელიმე სახეობა[17] ყოველთვის არსებობდეს. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანას ქუფრის ქვეყანა ვუწოდოთ არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც  ისლამური ქვეყანა არსებობდეს. მომდევნო გვერდებზე ვიხილავთ, რომ ამგვარი რამ ქვეყნების შესახებ გასაცემ ჰუქმებს შორის არ არის. განსაზღვრულ პერიოდში შესაძლებელია, რომ დედამიწაზე დარ’ულ-ისლამი არ არსებობდეს და მხოლოდ დარ’ულ-ქუფრი იყოს ისევე, როგორც ისლამის პირველ პერიოდებში გადასახლებამდე და ასევე, დღევანდელობის მსგავსად.

ჰუზეიფე იბნუ’ლ იემანის ჰადისიც, რომელიც ფითნას[18] შესახებაა, ამაზე მიუთითებს: „...’იმ დრომდე თუ მივაღწევ, რის გაკეთებას მიბრძანებ?’ შუამავალმა უპასუხა: ‘მუსლიმების ჯამაათს და იმამს დაუკავშირდი.’ ვუთხარი: ‘არც იმამი და არც ჯამაათი რომ არ იყოს?’ შუამავალმა თქვა: ‘მაშინ, თუნდაც რომ ხის ფესვებზე მოგიწიოს ჩაჭიდება, ყველა ჯგუფს განერიდე და სიკვდილამდე ამ მდგომარეობაში იყავი.’“[19]



[1] ვინც გადასახლდა.

[2] მედინაში.

[3] აუცილებლობა.

[4] ბუხარი, გადმოცემულია ჯაბირისგან.

[5] ალლაჰის სუნნეთი.

[6] ბუხარი, გადმოცემულია ჯაბირისგან. ჰადისის N: 7281.

[7] ჰადისი, რომელიც ალლაჰმა ვაჰის (შთაგონება) ან სიზმრის სახით მოუვლინა მუჰამმედს, რის შემდეგაც მუჰამმედმა გადმოსცა.

[8] მუსლიმ, გადმოცემულია იიად იბნ ჰიმარისგან.

[9] მუსლიმ, გადმოცემულია იიად იბნ ჰიმარისგან.

[10] აბუ დავუდი და თირმიზი გადგმოგვცემს, როგორც სახიხს.

[11] გადმოგვცემს აჰმედი.

[12] მთარგმნელის შენიშვნა: რათქმაუნდა ეს აიათი ზოგადი არ არის.

[13] მთარგმნელის შენიშვნა: რათქმაუნდა ეს აიათები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ყოველ აიათს თავისი განმარტება, დრო და ადგილი აქვს.

[14] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ

[15] გადმოგვცემს აჰმედი.

[16] ანუ ის ფაქტი, რომ ყურანი და სუნნეთი მთელი კაცობრიობისთვისაა.

[17] ისლამის მიწა ან ქუფრის მიწა

[18] არეულოა.

[19] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ