27 January 2023

8.6 პირველი პუნქტი - მსაჯულებაში შირქი

მსაჯულებაში შირქი სრულდება მაშინ, როდესაც ქმნილებათა მიერ გამოგონილი კანონებით მსაჯულებას მოითხოვ. სრულდება მაშინ, როდესაც ამქვეყნიური დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხის გადაჭრისთვის ადამიანისეული კანონებით მართულ სასამართლოში განსჯას მოითხოვ. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ნისა 4/59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენს შორის. ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიმართეთ ალლაჰსა და შუამავალს, თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და უმჯობესი გამოსავალი!

60. განა არ გინახავს, ვინც ამტკიცებდა, რომ ირწმუნეს რაც ზემოგევლინა შენ და რაც ზემოევლინათ შენზე უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? მაშინ, როცა ნაბრძანები ჰქონდათ უარეყოთ იგი, შაიტანს სურს, რომ გზა აუბნიოს მათ შორი გზააბნევით.“

ალლაჰი აიათში ასახელებს რწმენის პირობას, რაც გამომდინარეობს შემდეგში: ყოველი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთში. ასე, რომ მას, ვისაც სწამს ალლაჰისა და განკითხვის დღის, არასოდეს მოძებნის გამოსავალს იქ, სადაც ალლაჰის კანონებით არ განსჯიან. ვინაიდან, რწმენის პირობის დარღვევა, რწმენის დარღვევაზე მიანიშნებს. იმამ იბნ ყაიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „უთანხმოების დროს მუსლიმი ვალდებულია რწმენის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოსავალი ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთში ეძებოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, ის რწმენის ჩარჩოებში ვერ მოექცევა...

ნახსენები პირობა მოიცავს ალლაჰისა და მისი შუამავლის რწმენას. ალლაჰისა და შუამავლის მორჩილმა კი, აბსოლუტური მნიშვნელობით უთანხმოების დროს გადაჭრის გზა ალლაჰის წიგნში და შუამავალის სუნნეთში უნდა ეძებოს. აიათი მიგვითითებს ალლაჰისა და ახირეთის უარყოფაზე მაშინ, როდესაც მსაჯულად ალლაჰისა და შუამავლის გარდა სხვას დაიდგენენ.“[1]

აქედან გამომდინარე, გაუგებრობის დროს საკითხის მოსაგვარებლად ტაღუთის სასამართლოზე მიმართვა შირქია. მნიშვნელობა არ აქვს ეს გაუგებრობა დიდი იქნება თუ პატარა, მნიშვნელოვანი იქნება თუ უმნიშვნელო. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს მოდავეებიდან ერთ-ერთი მუსლიმი იქნება და თუ არა. ამგვარი ქმედების ჩამდენი პიროვნება მონანიების გარეშე სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს.


[1] იბნ ყაიიმ, ბედაიუ’თ-თაფსირ: 1/548;