26 May 2021

2.9 როგორ სრულდება ნამაზი?

 შემდეგ, თაქბირის შესრულებით თავს წამოსწევს. მარცხენა ფეხს დააწვენს და მასზე დაჯდება. ფეხის ზედა მხარე მიწისკენ, შიგნითა მხარე კი ზემოთკენ იქნება. მარჯვენა ფეხს კი სწორ მდგომარეობაში დადგამს. ხელებს, თითების მუხლთან სიახლოვეს - ბარძაყებზე დაიწყობს, ან მარჯვენა ხელს მარჯვენა მუხლზე, ხოლო მარცხენა ხელს მარცხენა მუხლზე დაიწყობს. ხელების განლაგების ორივე ფორმა შუამავლისგან გადმოცემული და სახიხია.

ამის შემდეგ, თაქბირს წარმოთქვამს და მეორეჯერ სეჯდეს შეასრულებს. ისე მოიქცევა, როგორც პირველი სეჯდის შემთხვევაში. შემდეგ, თაქბირის წარმოთქმით თავს წამოსწევს და მსუბუქად დაჯდება. ამ დაჯდომას „ჯელსეთუ’ლ-ისთირაჰა“ - (შესვენების დაჯდომა) ეწოდება, რაც მუსთეჰაბია (მოსაწონია). თუ არ შესრულდება ზიანი არ იქნება. ამ დროს (შესვენების დაჯდომისას) დუ’ა ან ზიქრი არ არის.



[1] აბუ დავუდ, 1/531, ჰადისის N: 850; ალ-ალბაანი, სახიხუ სუნენ-ი აბუ დავუდ, 1/160, ჰადისის N: 756, აცხადებს, რომ ჰადისი სახიხია.


18 May 2021

2.8 როგორ სრულდება ნამაზი?

 შემდეგ, თუ საშუალება არსებობს, მუხლებს ხელებამდე განათავსებს,[1] თაქბირს წარმოთქვამს და სეჯდეს შეასრულებს. პირველად მუხლებით დაჯდომა თუ გაუძნელდება, მაშინ ძირს ჯერ ხელებს დააწყობს. ფეხისა და ხელის თითებს ყიბლის მიმართულებით განათავსებს. ხელის თითები ერთმანეთზე შეტყუპებული უნდა იყოს. სეჯდეს შვიდი ორგანოთი შეასრულებს, ესენია: შუბლი და ცხვირი, ორი ხელი, ორი მუხლი და ორივე ფეხის თითები. სეჯდის დროს სამჯერ ან მეტჯერ იტყვის „სუბჰაანე რაბბიიე’ლ-ა’ლაა“. ასევე, შესაძლებელია ამის თქმაც „სუბჰანექელლაჰუმმე რაბბენაა ვე ბი ჰამდიქე ალლაჰუმმაღფირლიი“. ასევე, „სუბბუუჰუნ, ყუდდუსუნ, რაბბუ’ლ-მელაიქეთი ვე’რ-რუჰ“-ს იტყვის და ვედრებას აღავლენს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „რუქუ’ის შესრულების დროს დიდებული ალლაჰი განადიდეთ. სეჯდის დროს კი, ბევრი ვედრება აღავლინეთ. სეჯდის დროს (ალლაჰის მიერ) ვედრების ასრულება მოსალოდნელია.“[2] ალლაჰისგან ამქვეყნიური და იმქვეყნიური სიკეთეებისგან ისურვებს. მნიშვნელობა არ აქვს ნამაზი ფარძი იქნება თუ ნაფილე (ნებაყოფლობითი).

შემდეგ, სეჯდეს შეასრულებს. იდაყვებს მიწისგან მოაშორებს. ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „სეჯდის დროს ფრთხილად იყავით. თქვენგან რომელიმემ, ხელები ძაღლის მსგავსად მიწაზე არ განალაგოს.“[3]

ნამაზის მლოცველს სეჯდის დროს ხელის მტევნების მხრების დონეზე დაწყობა შეუძლია. თუ ისურვებს, უფრო წინ - შუბლის ან ყურის დონეზე განთავსებაც შეუძლია. ყოველივე ამის შესახებ გადმოცემა არსებობს.

სეჯდის შესრულება უზენაესი ალლაჰისადმი ღვთისმსახურების გამოხატვის ყველაზე კარგი ფორმაა. ადამიანი თავისი სხეულის ყველაზე ღირებულ ნაწილს - შუბლს, ყველაზე დაბლა მდგომი - ფეხების დონეზე, ალლაჰის თაყვანისცემისთვის და მასთან დაახლოებისთვის განათავსებს. აი ამის გამო, ალლაჰთან ყველაზე ახლოს ყოფნის ფორმა - სეჯდეა. ალლაჰი ბრძანებს: 96/19…სეჯდე აღასრულე და მასთან (ღმერთთან) დაახლოებას ეცადე!” სხეულის მიერ სეჯდის შესრულებამდე საჭიროა, რომ ჩვენმა გულმა მანამდე შეასრულოს სეჯდე, რადგან ადამიანმა სეჯდის შესრულების გემო გაიღოს. აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მდგომარეობა, რომელიც ბატონთან ყველაზე ახლოსაა, ეს სეჯდეა. ამიტომ სეჯდეზე ყოფნის დროს ბევრი ვედრება აღავლინეთ.“[4]



[1] მთარგმნელის შენიშვნა: ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა გადმოცემა არსებობს, თუმცა ამაზე აქ არ ვისაუბრებთ.

[2] მუსლიმ, 1/348, ჰადისის N: 479.

[3] ბუხარი, 1/200; მუსლიმ, 1/355, ჰადისის N: 493.

[4] მუსლიმ, 1.350, ჰადისის N: 482.