22 September 2019

მეოთხე ნაწილი: მურჯიზმი

ზოგადი შეფასება

ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე, ისტორიაში არსებული ირჯას თემის დღევანდელ ირჯას თემთან შედარება საჭიროა. ამ შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე პიროვნება შეძლებს მურჯიტების დღევანდელი წარმომადგენლების ამოცნობას. ასევე, გაიგებს მათ მიერ დასახულ სტრატეგიას, რის საფუძველზეც მათგან თავს შორს დაიჭერს. მანამ გვინდა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ, რის გარეშეც ჩვენს მიერ შესრულებული ანალიზი უმნიშვნელო იქნება.
ისლამის სწავლულებმა იმანისა და ქუფრის საკითხებში მურჯიტები ორ კატეგორიად განიხილეს:
1.       „მურჯიეტუ’ლ-მუთექელლიმინ“ - სალაფებს მათზე თაქფირი აქვთ გამოტანილი. „ღულატ“/ექსტრემალური მურჯიზმი.
2.       „მურჯიეტუ’ლ-ფუყაჰა“ - მურჯიზმი, რომელიც ამელს (ქმედებას) იმანის (რწმენის) ნაწილად არ მიიჩნევს.
შეფასების დაწყებამდე ამ ორი ჯგუფის ახსნა-განმარტება სავალდებულოა, რის საფუძველზეც აშკარა გახდება ჩვენი კრიტიკის ობიექტი.
1.       „მურჯიეტუ’ლ-მუთექელლიმინ“
ჯეჰმიიეს მიმდევრობა, რომელთა აზრითაც იმანი მხოლოდ გულით სრულდება. ორგანოების ქმედებას და ენით წარმოთქმას იმანის ნაწილად არ მიიჩნევენ. მათი აზრით პიროვნებამ ალლაჰი და მისი შუამავალი რომც გალანძღოს, ალლაჰთან დაახლოებულ პირებს მტრულად რომც მოექცეს, ალლაჰის მტრები მეგობრად რომც აიყვანოს, ყურანი უმნიშვნელოდ მიიჩნიოს და მესჯიდები რომც დაანგრიოს, ის მაინც უმაღლესი დონის მორწმუნეა. მათი აზრით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ცოდვაა, რომელიც გულში არსებული რწმენის წინააღმდეგობაში არ მოდის. პიროვნებამ ეს ყველა ქუფრი რომც შეასრულოს ის შინაგანად და გარეგანად მაინც მორწმუნედ დარჩება! იმამ ვეყი’მ, აჰმედ ბინ ჰანბელმა, აბუ უბეიდიმ და მსგავსმა სალაფების ალიმებმა ამ შეხედულებაზე მყოფ ხალხს თაქფირი გამოუტანა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენი კრიტიკა ამ ჯგუფისთვის და მათი დღევანდელი მიმდევრებისთვისაა განკუთვნილი.
2.       „მურჯიეტუ’ლ-ფუყაჰა“
ამ განშტოების წევრების მიხედვით, იმანი მხოლოდ გულით დამოწმებისგან და ენით წარმოთქმისგან შედგება, ამელი (ქმედება) კი იმანის ნაწილად არ ჩათვალეს. მიზეზი რის გამოც მათ „მურჯიტები“ ეწოდათ არის ის, რომ მათ ამელი იმანისგან გაანცალკევეს. თუმცა, ამ ჯგუფს არ უთქვამს ისე, როგორც ჯეჰმ ბინ საფვანმა თქვა: „პიროვნება ქააფირი მხოლოდ მაშინ გახდება, როცა გულით უარყოფს.“ პირიქით, მათ თქვეს: პიროვნებამ თუნდაც გულით იწამოს, ქუფრი ქმედებებიდან რომელიმეს თუ შეასრულებს ქუფრში ჩავარდება. ამასთან ერთად, შესაძლებლობის მიუხედავად ენით არ დამმოწმებელს თაქფირი გამოუტანეს და მიუხედავად იმისა, რომ „გულით დაამოწმეს“, ფარაონი და მათი მსგავსი ხალხი ქააფირებად მიიჩნიეს. აბუ ჰანიფეც (რაჰმეთულლაჰი ‘ალეიჰ) ამ ჯგუფის წევრად ითვლება.[1]
მოკლე განმარტებების შემდეგ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჯგუფი, რომელზეც საუბარი გვაქვს და რომლისგანაც ხალხს ვაფრთხილებთ არის პირველი ჯგუფი „მურჯიეტუ’ლ-მუთექელლიმინ“, რომელიც აცხადებს, რომ სიტყვითა და ქმედებით ჩადენილი ქუფრი ქუფრი არ არის და ის, რომ ქუფრი მხოლოდ გულით განისაზღვრება. დღესდღეობით, ამგვარი ცრუ აყიდის გასავრცელებლად წიგნები და სტატიები იბეჭდება. ალლაჰის კანონების არაფრად მიმჩნევი ტაღუთი ძალღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ ამგვარი აყიდა გავრცელდეს, რადგან ამ აყიდის მიხედვით, პიროვნებამ რომელი ქუფრი ქმედებაც არ უნდა შეასრულოს, რწმენიდან არასდროს არ გავა. მათ მიერ შესრულებული ქუფრის ყველაზე კარგი „საფარი“ ეს აყიდაა. ფაქტია ის, რომ ამ აყიდის გავრცელებისას არ იტყვიან: „ეს აყიდა მურჯიტებისაა.“ პირიქით, ისინი აცხადებენ, რომ ეს აყიდა ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ მოწონებულია. აქვე გვინდა მოვიყვანოთ ერთ-ერთი სალაფის სიტყვები: „მურჯიზმი მმართველების საყვარელი რელიგიაა!“[2]
მართლაც, რომ სალაფებმა თავიანთი გამჭრიახობის საფუძველზე ზუსტი განცხადება გააკეთეს.
ამგვარი შესავლის შემდეგ შეგვიძლია ჩვენი შეფასებები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:



[1] იხ: „იმთაუ’ნ-ნაზარ ფი ქეშფი შუბუჰათი მურჯიეთი’ლ-ასრ“, ებუ მუჰამმედ ალ-მაყდისი, გვ: 4, 5.
[2] იხ: იგივე ნაწარმოები, გვ: 8.

12 September 2019

მე-2 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

თავი 1

ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტები

 ღმერთმა თავის ბოლო შუამავალს მუჰამედს სასწაულების მოხდენისა და წინასწარჭვრეტის უნარი მიანიჭა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ის მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავალია. აქვე უნდა ითქვას ის, რომ ღმერთმა თავის ნაკარნახებ ბოლო წიგნში წმინდა ყურანში უამრავი სასწაული აღწერა, რაც იმის დასტურია, რომ ყურანი მართლაც ღვთის წიგნია და ის რომელიმე ადამიანს არ დაუწერია. ამ თავში ჭეშმარიტ ფაქტებზე საუბარი.

მეცნიერული სასწაულები წმინდა ყურანში

ყურანი ღვთის სიტყვაა, რომელიც ღმერთმა თავის შუამავალ მუჰამედს (ს.ა.ვ) მთავარანგელოზ გაბრიელის[1] საშუალებით შთააგონა. ეს სიტყვა მუჰამედმა (ს.ა.ვ) დაისწავლა და შემდეგ თავის მეგობრებს უკარნახა. მეგობრებმა ეს კარგად დაიმახსოვრეს, ჩაიწერეს და ღვთის შუამავალს გადასცეს. ღვთის შუამავალი მუჰამედი მთავარანგელოზ გაბრილს (ჯიბრილს) ყურანის შინაარსს წელიწადში ერთხელ უთანხმებდა. სიცოცხლის ბოლო წელლს კი ორჯერ.
ყურანის შექმნის დღიდან მას უამრავი მუსლიმანი სიტყვასიტყვით იზეპირებს. ბევრმა მათგანმა ათი წლის ასაკში თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის წმინდა წიგნი. საუკუნეების მანძილზე ყურანში ერთი ასოც კი არ შეცვლილა. თოთხმეტი საუკუნის წინათ შექმნილ ყურანში ნახსენებია ის ფაქტები, რომლებიც სულ ახლახან აღმოაჩინა მეცნიერებამ. ეჭვგარეშეა, რომ ყურანი მართლაც შუამავალ მუჰამედისთვის ღვთის მიერ ნაკარნახები სიტყვაა და იგი არც მუჰამედს ეკუთვნის და არც ვინმე სხვა ადამიანს. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ მუჰამედი ნამდვილად ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავალია. მართლაც, როგორ უნდა სცოდნოდა მას თოთხმეტი საუკუნის წინ ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი თანამედროვე აპარატურისა და რთული მეცნიერული მეთოდების გამოყენების წყალობით? მაგალითად:

A.      ყურანი ადამიანის ემბრიონის ჩამოყალიბების შესახებ:

წმინდა ყურანში ღმერთი საუბრობს ადამიანის ემბრიონის განვითარების სტადიაზე:
„23/12. და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი ტალახის არსისგან!
13. მერე იგი დავადგინეთ წვეთად საიმედო ადგილას!
14. მერე ვჰქმენით წვეთისგან სისხლის კოლტი, მერე სისხლის კოლტიდან ვქმენით ხორცის ნაჭერი, ამის შემდეგ ხორცის ნაჭრიდან ვქმენით ძვლები, მერე ძვლებს შევასხით ხორცი, მერე გამოვსახეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიადია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენია!“ (23-ე სურა; XII-XIII მუხლები).
სიტყვასიტყვით, არაბულ სიტყვა ‘ალაყს სამი მნიშვნელობა აქვს: (1) წურბელა, (2) დაკიდებული მდგომარეობა, (3) სისხლის კოლტი.
თუ “’ალაყის” სტადიაში წურბელასა და ემბრიონს ერთმანეთს შევადარებთ[2], ვნახავთ, რომ თითქმის ერთნაირები არიან, როგორც ეს პირველ სურათზეა მოცემული. აგრეთვე ამ, სტადიაში ემბრიონი დედის სისხლით იკვებება, წურბელაც სხვების სისხლით საზრდოობს[3]. “’ალაყის” მეორე მნიშვნელობა “დაკიდებული მდგომარეობაა”. ‘ალაყის სტადიაში სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ემბრიონი დედის საშვილოსნოში (იხ. მეორე და მესამე სურათები).

სურათი 1. სურათზე აშკარად ჩანს, რომ წურბელა და ადამიანის ემბრიონი  ‘ალაყის სტადიაში ერთმანეთს ძალიან ჰგავს (ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და სუნნაშია გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 37; ზოოლოგიის პრინციპები, ჰიკმანი და სხვები; ემბრიონის ნახატი ადამიანის განვითარება და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 73).

სურათი 2. ამ დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ  ‘ალაყის სტადიაში, ემბრიონი დაკიდებულ მდგომარეობაშია დედის საშვილოსნოში (უტერეუს). (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 66).

სურათი 3. ამ მიკროფოტოზე ჩვენ ვხედავთ, ‘ალაყის სტადიაში (დაახლლოებით 15 დღე) როგორ არის დაკიდებული ემბრიონი (აღნიშნულია ბ ასოთი) დედის საშვილოსნოში. ემბრიონის ზომა დაახლოებით 6 მილიმეტრია (ადამიანის განვითარება, მური, მესამე გამოცემა, გვ. 66; ჰისტოლოგია, ლისონი და ლისონი).

სიტყვა ‘ალაყის მესამე მნიშვნელობა “სისხლის კოლტია”. აშკარაა, რომ ‘ალაყის სტადიაში ემბრიონი და მისი ტომსიკები ძალიან წააგავს სისხლის კოლტს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ამ სტადიისას[4] ემბრიონი დიდი რაოდენობით სისხლია (იხ. 4-ე სურათი). თანაც ამ სტადიისას, ემბრიონში არსებული სისხლის ცირკულაცია მესამე კვირამდე არ ხდება.[5] ასე რომ, ამ სტადიაში ემბრიონი სისხლის კოლტისგან ბევრით არაფრით განსხვავდება.

სურათი 4. ‘ალაყის სტადიაში მყოფი ემბრიონის გულსისხლძარღვთა სისტემის პრიმიტიული დიაგრამა. ‘ალაყის სტადიაში ემბრიონისა და მისი ტომსიკები ძალიან წააგავს სისხლის კოლტს, რაც ემბრიონში დიდი რაოდენობით სისხლის არსებობით არის გამოწვეული (ადამიანის განვიტარება, მური, მეხუთე გამოცემა, გვ. 65).

ასე რომ, ამ სიტყვის ეს სამი მნიშვნელობა ზუსტად გამოხატავს ‘ალაყის სტადიაში მყოფი ემბრიონის აღწერილობას. ყურანში ნახსენები შემდეგი სტადია არის „მუდღაჰ“. არაბული სიტყვა “მუდღაჰ” ნიშნავს დაღეჭილ სუბსტანციას. ვინმემ საღეჭი რეზინი რომ აიღოს და დაღეჭოს, შემდეგ კი „მუდღაჰ“-ის სტადიაში მყოფ ემბრიონს შეადაროს, ყველა დავრწმუნდებით, რომ დაღეჭილი სუბსტანცია და ამ სტადიაში მყოფი ემბრიონი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ემბრიონს უკანა მხარეს პირველადი სეგმენტი აქვს, რაც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სუბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს.[6] (იხ. მე-5 და მე-6 სურათები).

როგორ უნდა სცოდნოდა 14 საუკუნის წინ ეს მუჰამმედს, როცა ამ ყველაფრის გარკვევა ჩვენს დროში, სულ ახლახან მოახერხეს მეცნიერებმა უახლესი აღჭურვილობითა და უძლიერესი მიკროსკოპების გამოყენებით?

სურათი 5. “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფი 28 დღის ემბრიონის ფოტო. ჩანასახი გარეგნულად ძალიან ჰგავს დაღეჭილ სუბსტანციას. ემბრიონს უკანა მხარეს პირველადი სეგმენტი აქვს, რაც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სიბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს. ემბრიონის ზომა არის 4 მილიმეტრი (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 82. პროფესორი ჰიდეო, ნიშიმურა, იაპონიის ქალაქ კიოტოს უნივერსიტეტი).

სურათი 6. “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფ ემბრიონს და დაღეჭილ საღეჭ რეზინს თუ ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის ბევრ მსგავსებას ვიპოვით: ა) “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფი ემბრიონის ნახატი. ემბრიონის უკანა მხარეს პირველადი სეგმენტები აქვს, რომლებიც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სიბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 79). ბ) საღეჭ რეზინზე დატოვებული კბილის კვალი.

1677 წელს მეცნიერებმა, ჰემმა და ლიუენჰოკმა გაუმჯობესებული მიკროსკოპის დახმარებით პირველად მოახდინეს ადამანის სპერმის უჯრედებზე (სპერმატოზოიდებზე) დაკვირვება (მუჰამედის მოღვაწეობიდან  1000 წლის შემდეგ). მათ მიიჩნიეს, რომ სპერმის უჯრედი მინიატურული ადამიანია, რომელიც ქალის სასქესო ტრაქტში[7] მოხვედრის შემდეგ ვითარდებოდა. 
დამსახურებული პროფესორი კეით ლ. მური მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია ანატომიისა და ემბრიოლოგიის დარგში. მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით “ადამიანის განვითარება”, რომელიც რვა ენაზე ითარგმნა. ეს წიგნი სამეცნიერო ნაშრომია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო კომისიის მიერ ერთი ადამიანის მიერ დაწერილ საუკეთესო წიგნად იქნა აღიარებული. დოქტორი კეით მური დამსახურებული პროფესორია კანადის ქალაქ ტორონტოს ანატომიისა და უჯრედის ბიოლოგიის უნივერსიტეტში. იგი იქ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო და რვა წლის განმავლობაში ანატომიის კათედრასაც ხელმძღვანელობდა. 1984 წელს ანატომიის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მას კანადელი ანატომების ასოციაციის მიერ “ჯე-სი-ბი”-ს ჯილდო გადაეცა. იგი ხელმძღვანელობდა ბევრ საერთაშორისო ასოციაციას, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა “კანადელ და ამერიკელ ანატომთა ასოციაცია” და “ბიოლოგიის მეცნიერებათა გაერთიანებული კავშირი”.
1981 წელს აუდის არაბეთის ქალაქ დამამში ჩატარებულ მეშვიდე სამედიცინო კონფერენციაზე პროფესორმა მურმა თქვა: “ჩემთვის დიდი პატივია ყურანში ადამიანის განვითარებაზე მოთხრობილ ამბებზე მსჯელობა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მუჰამედს ღმერთმა უკარნახა, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა სულ ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ მუჰამედი ღვთის წარმოგზავნილი იყო”.[8]
ამის შემდეგ, პროფესორ მურს შემდეგი კითხვა დაუსვეს: “ესეიგი თქვენ გჯერად, რომ ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა?”. მან უპასუხა: “ამის დაჯერება სულ ადვილია”.[9]
ერთ-ერთი კონფერენციის დროს პროფესორმა მურმა განაცხადა: “...ადამიანის ემბრიონს რთული აგებულება აქვს. კარგი იქნება თუ განვითარების პროცესებს სახელებს შევუცვლით, კლასიფიკაციის ახალ სისტემას შემოვიღებთ და ყურანში და სუნნეთში ნახსენებ ტერმინებს გამოვიყენებთ.“
შემოთავაზებული სისტემა მარტივია, მრავალმხრივია და ემბრიოლოგიასაც ესადაგება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყურანისა და ჰადისის[10] ინტენსიური შესწავლის შედეგად, ადამიანის ემბრიონის კლასიფიკაციის ახალ სისტემას აეხადა ფარდა. ეს ნამდვილად გასაოცარია, რადგან ეს სისტემა მეშვიდე საუკუნეშია შექმნილი. მეოთხე საუკუნეში არისტოტელემ ემბრიოლოგიის მეცნიერების ფუძემდებელმა, ქათმის კვერცხებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ წიწილის ემბრიონი განვითარების გარკვეულ სტადიაზე გადიოდა, მას ამ გარემოებისათვის დიდი მნიშვნელობა მაინც არ მიუნიჭებია. რამდენადაც ემბრიოლოგიის ისტორიიდან არის ცნობილი, მეოცე საუკუნამდე ძალზე ცოტა რამ იყო ცნობილი ადამიანის ემბრიონის კლასიფიკაციის შესახებ. აქედან გამომდინარე, ყურანის შექმნისას ამ თემის ირგვლივ არანაირი მეცნიერული გამოცდილება არ არსებობდა. აქედან ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ამ ყველაფრის დაწერა მუჰამედს ღმერთმა შთააგონა. მას ასეთი დეტალები არ ეცოდინებოდა, იმიტომ, რომ იგი უცოდინარი კაცი იყო, რომელსაც არანაირი მეცნიერული მომზადება არ ჰქონდა გავლილი”.[11]




[1] ჯებრაილი, ჯიბრილი.
[2] ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 8.
[3] ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და (ხადისშია) სანაჰშია გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 36.
[4] ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და სანაჰშია (ხადისშია) გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 37-38.
[5] ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 65.
[6] ადამიანის განვითარებამური და პერსაუდიმეხუთე გამოცემაგვ. 9.
[7] ადამიანის განვითარებამური და პერსაუდიმეხუთე გამოცემაგვ. 8.
[8] ამ კომენტარის წყაროა “ეს ჭეშმარიტებაა” (ვიდეოკასეტა). ამ ჩანაწერის გადმოსაწერად ან პროფესორი კეით მურის კომენტარების ვებ-გვერდზე სანახავ ესტუმრეთ https://www.islam-guide.com/truth.htm
[9] ეს ჭეშმარიტებაა (ვიდეოკასეტა).
[10] გადმოცემა შუამავალ მუჰამმედის სიტყვებისა და ქმედების შესახებ.
[11] ეს ჭეშმარიტებაა (ვიდეოკასეტა). იხ. 2- განმგვ. 10.

1-ი ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

წინასიტყვაობა

ეს წიგნი მოკლე სახელმძღვანელოა ისლამის შესაცნობად. ის სამი თავისგან შედგება. პირველი თავი - ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტები” - იმ კითხვებზე გასცემს პასუხს, რომლებიც ხშირად უჩნდებათ ადამიანს.
1)      ყურანში ზუსტად არის გადმოცემული ღვთის მიერ ნაქადაგები სიტყვა?
2)      მუჰამმედი მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია?
3)      ისლამი მართლაც ღვთიური რელიგიაა?
ამ თავში ექვსი სახის ფაქტია ნახსენები:
1)      მეცნიერული სასწაულები წმინდა ყურანში: ამ სექციაში განხილულია (ილუსტრაციებით) მე-14 საუკუნის წინ დაწერილ ყურანში ნახსენები ფაქტები, რომლებიც მეცნიერებამ სულ ახლახან აღმოაჩინა.
2)      ყურანის ყველა თავის ერთნაირი ხელოვნებით შექმნის შესაძლებლობა: ადამიანებისათვის გადაცემულ წმინდა ყურანში ყველა თავი ერთნაირად სრულყოფილია. ყურანის შექმნიდან 14 საუკუნის მანძილზე, დღემდე კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ ყურანის ყველაზე პატარა თავი (108-ე თავი) სულ ათი სიტყვისგან შედგება.
3)      ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება „ისლამის მქადაგებლის მოსვლის თაობაზე“: ამ სექციაში განხილულია ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება მუჰამმედის მოსვლის თაობაზე.
4)      ყურანში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა: ყურანში ნახსენებია მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა. მაგალითად, რომაელების გამარჯვება ირანელებზე.
5)      ღვთის შუამავალ მუჰამმედის მიერ მოხდენილი სასწაულები: ღვთის შუამავალმა მუჰამმედმა ბევრი სასწაული მოახდინა. უამრავი ადამიანი იყო ამ სასწაულების მოწმე.
6)      მუჰამმედის ცხოვრება: ამ თავში საუბარია იმაზე, რომ მუჰამმედი არ იყო ცრუ შუამავალი და იგი ამ საქმიანობას მატერიალური სარგებლის, დიდებისა და ძალაუფლების მოსახვეჭად არ ეწეოდა.
ამ ექვსი ფაქტის გაცნობის შემდეგ, ჩვენ ვასკვნით, რომ: ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა, რომელიც მან გადმოგვცა. მუჰამმედი მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია. ისლამი ჭეშმარიტად ღვთიური რელიგიაა.
რელიგიის ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს და ტრადიციებს არ უნდა დავეყრდნოთ. სჯობს, რომ ჩვენს გონებასა და ინტელექტს მივენდოთ. როცა ღმერთმა შუამავლები წარმოგზავნა, მან ისინი წინასწარჭვრეტისა და სასწაულების მოხდენის ნიჭით დააჯილდოვა, ათა შესძლებოდათ იმის დამტკიცება, რომ ისინი მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავლები იყვნენ და მათ მიერ ნაქადაგები რელიგია ჭეშმარიტი იყო.
მეორე თავში - “ისლამის უპირატესობები - განხილულია ის უპირატესობები, რომლებსაც ისლამი ადამიანს ანიჭებს. მაგალითად:
1)      სამარადისო სამოთხის კარი.
2)      ხსნა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან.
3)      ნამდვილი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე.
4)      ჩადენილი ცოდვების მიტევება.
მესამე თავში - ნიშვნელოვანი ინფორმაცია ისლამზე - მოცემულია ინფორმაცია ისლამზე, რომელიც გვეხმარება მცდარი წარმოდგენის შეცვლაში და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს გვცემს. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა: რას ამბობს ისლამი ტერორიზმზე? რა მდგომარეობა ჭირავს ქალს ისლამში და ა.შ.

03 September 2019

მესამე ნაწილი: მურჯიზმი

მურჯიტული განშტოებები

ისევე, როგორც ისლამის სხვა ჯგუფები გაიყო, ასევეა დაყოფილი მურჯიზმიც. მათი რიცხვი დიდია, ჩვენ კი მათგან ზოგიერთს გაგაცნობთ.
1)      ჯეჰმიიე: მის დამფუძნებლად ჯეჰმ ბინ საფვანი ითვლება, რომელმაც იმანი შემდეგნაირად განმარტა: „ადამიანის მიერ ალლაჰისგან წამოსული ყოველივეს ცოდნა.“ ქუფრი კი: „ალლაჰის არ ცნობა.“ იმანის ნაწილად ენით დამოწმებას, ქმედებას და გულით დამოწმებას არ მიიჩნევენ. ჯეჰმიეს მიმდევრების მიხედვით, პიროვნებამ ალლაჰი რომ გალანძღოს, შუამავალს შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, რელიგიას დასცინოს, კერპს რომ ეთაყვანოს, ჯვარი რომ ატაროს, ყურანის საწინააღმდეგო კანონები რომ გამოსცეს ქუფრში მაინც არ ჩავარდება მანამ, სანამ ჩამოთვლილ ქმედებებს გულით ჰალალად არ მიიჩნევს. ყოველივე ამის გამო, მურჯიტების ეს განშტოება ისლამის უმმეთის შიგნით ყველაზე საშიშად არის მიჩნეული. ისლამის სწავლულებმა მსგავსი შეხედულებების გამო ჯეჰმ ბინ საფვანს და მის მომხრეებს თაქფირი გამოუტანა.[1] ამ განშტოებას ისლამის საწინააღმდეგო სხვა შეხედულებებიც აქვს.[2]
2)      ქერრამიიე: დამფუძნებელია მუჰამმედ ბინ ქერრამ ეს-სიჯისტანი, რომელმაც ისლამის რწმენა და ღვთისმსახურების საფუძვლები საკუთარი შეხედულებებით განმარტა და ამგვარად ჭეშმარიტ გზას აცდა. ამ განშტოების მიხედვით, მხოლოდ ენით დამმოწმებელი მორწმუნეა. იმანისთვის გულით დამოწმება და ამელი (ქმედება) საჭირო არ არის. მათი აზრით პიროვნებამ „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ი რომ თქვას და გულში ქუფრი ჰქონდეს, ის მაინც მორწმუნეა. მათი შეხედულებით, პირველი დამოწმება ადამიანის გამოგზავნამდე მოხდა: „დიახ, შენ ჩვენი ბატონ-პატრონი ხარ.“ (‘არაფ/172), რის გამოც აღნიშნავენ იმას, რომ ადამიანი სხვა რელიგიის მიმდევარი სანამ არ გახდება, მანამ ის მორწმუნეა და ისლამის უმმეთის ნაწილია მანამ, სანამ ქელიმეი შეჰადეთს იტყვის. მათი აზრით ამელი და იმანი სხვადასხვაა ანუ იმანი სიტყვა, ამელი კი მისი ელემენტია. იმანი სიკეთის კეთებით არ მოიმატებს და ცუდის კეთებით არ დაიკლებს. შუამავალთან ერთად ყველა ადამიანი რწმენით თანაბარია, რადგან ყოველი მორწმუნე ნამდვილი მორწმუნე, ყოველი ქააფირი კი ნამდვილი ქააფირია. მათ შორის მესამე სხვა წოდება არ არსებობს.[3]
3)      გაილანიიე: შამში მოღვაწე გაილან ბინ მერვანი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ალლაჰის ცოდნა, სიყვარული და მორჩილება. შუამავლის მიერ მოტანილის ენით დამოწმება.“ ეს არის ის, ვინც „ირჯა“-ს შეხედულება პირველად გამოაცხადა.
4)      იუნუსიიე: იუნუს ბინ ავნ ენ-ნემირი, რომლის მიხედვითაც იმანი ალლაჰის ცოდნა და მასზე მორჩილებაა. მის წინაღმდეგ არ წასვლა და გულით მის მიმართ სიყვარულია. ამის გარდა სხვა ყველაფერი იმანიდან არ არის.
5)      მერისიიე: ბიშრ ბინ ღიას ელ-მერისი, რომლის მიხედვითაც იმანი გულით და ენით დამოწმებაა.[4] ამ განშტოების მიხედვით, ქუფრი მხოლოდ ჰუქმის უარყოფით სრულდება, რის გამოც კერპზე თაყვანისცემა ქუფრი კი არა მხოლოდ ქუფრის ნიშანია.
6)      გასსანიიე: გასსან ელ-ქუფი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ალლაჰის, შუამავლის, ალლაჰის მიერ მოვლენილი შარიათის და შუამავლის მიერ მოტანილის დაწვრილებით კი არა ზოგადად ცოდნა.“ ამ განშტოების მიხედვით, იმანი არც იზრდება და არც მცირდება. მათი აზრით რომელიმე პიროვნება თუ იტყვის, რომ ქააბას შემოვლა ფარძია თუმცა მისი ადგილი სად არის არ იცის, მაინც მორწმუნეა.
7)      თუმენიიე: აბუ მუაზ ათ-თუმენი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ცოდნა, დამოწმება, სიყვარული, გულწრფელობა და შუამავლის მოტანილის დამოწმება.“ ამათგან რომელიმეს ან ყველას მიტოვება ქუფრია. პიროვნება ნამაზის მიტოვებას ჰალალად თუ ჩათვლის და ამგვარად ნამაზს მიატოვებს, მაშინ ქააფირი გახდება. ხოლო, გადავადების მიზნით (შემდეგ შესრულების მიზნით) ნამაზს თუ არ შეასრულებს, მაშინ ქააფირი არ გახდება. შუამავლის მკვლელი ან შუამავალზე დამრტყმელი ქუფრში ჩავარდება, თუმცა ქუფრის მიზეზი შუამავლის მოკვლა და დარტყმა კი არა, არამედ მისი დამცირება და მის მიმართ მტრობაა.[5]



[1] ენვერშაჰ ელ-ქაშმირი ნაწარმოებში „ფეიდუ’ლ-ბარი“-ში აბუ ჰანიფასა და ჯეჰმ ბინ საფვანის შორის კამათს გადმოსცემს, სადაც აბუ ჰანიფა ჯეჰმის ეუბნება: „განმშორდი ჰეი ქააფირო“. იხ: ფეიდუ’ლ-ბარი, 4/513.
[2] ვრცლად იხ: „შამილ ისლამის ანციკლოპედია“, 1/365; DIA, 7/234.
[3] DIA, 25/294.
[4] DIA, 32/44.
[5] იხ: „ალ-მილელ ვა’ნ-ნიჰალ“, იმამ შაჰრისტანი, 1/139-143.