03 September 2019

მესამე ნაწილი: მურჯიზმი

მურჯიტული განშტოებები

ისევე, როგორც ისლამის სხვა ჯგუფები გაიყო, ასევეა დაყოფილი მურჯიზმიც. მათი რიცხვი დიდია, ჩვენ კი მათგან ზოგიერთს გაგაცნობთ.
1)      ჯეჰმიიე: მის დამფუძნებლად ჯეჰმ ბინ საფვანი ითვლება, რომელმაც იმანი შემდეგნაირად განმარტა: „ადამიანის მიერ ალლაჰისგან წამოსული ყოველივეს ცოდნა.“ ქუფრი კი: „ალლაჰის არ ცნობა.“ იმანის ნაწილად ენით დამოწმებას, ქმედებას და გულით დამოწმებას არ მიიჩნევენ. ჯეჰმიეს მიმდევრების მიხედვით, პიროვნებამ ალლაჰი რომ გალანძღოს, შუამავალს შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, რელიგიას დასცინოს, კერპს რომ ეთაყვანოს, ჯვარი რომ ატაროს, ყურანის საწინააღმდეგო კანონები რომ გამოსცეს ქუფრში მაინც არ ჩავარდება მანამ, სანამ ჩამოთვლილ ქმედებებს გულით ჰალალად არ მიიჩნევს. ყოველივე ამის გამო, მურჯიტების ეს განშტოება ისლამის უმმეთის შიგნით ყველაზე საშიშად არის მიჩნეული. ისლამის სწავლულებმა მსგავსი შეხედულებების გამო ჯეჰმ ბინ საფვანს და მის მომხრეებს თაქფირი გამოუტანა.[1] ამ განშტოებას ისლამის საწინააღმდეგო სხვა შეხედულებებიც აქვს.[2]
2)      ქერრამიიე: დამფუძნებელია მუჰამმედ ბინ ქერრამ ეს-სიჯისტანი, რომელმაც ისლამის რწმენა და ღვთისმსახურების საფუძვლები საკუთარი შეხედულებებით განმარტა და ამგვარად ჭეშმარიტ გზას აცდა. ამ განშტოების მიხედვით, მხოლოდ ენით დამმოწმებელი მორწმუნეა. იმანისთვის გულით დამოწმება და ამელი (ქმედება) საჭირო არ არის. მათი აზრით პიროვნებამ „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ი რომ თქვას და გულში ქუფრი ჰქონდეს, ის მაინც მორწმუნეა. მათი შეხედულებით, პირველი დამოწმება ადამიანის გამოგზავნამდე მოხდა: „დიახ, შენ ჩვენი ბატონ-პატრონი ხარ.“ (‘არაფ/172), რის გამოც აღნიშნავენ იმას, რომ ადამიანი სხვა რელიგიის მიმდევარი სანამ არ გახდება, მანამ ის მორწმუნეა და ისლამის უმმეთის ნაწილია მანამ, სანამ ქელიმეი შეჰადეთს იტყვის. მათი აზრით ამელი და იმანი სხვადასხვაა ანუ იმანი სიტყვა, ამელი კი მისი ელემენტია. იმანი სიკეთის კეთებით არ მოიმატებს და ცუდის კეთებით არ დაიკლებს. შუამავალთან ერთად ყველა ადამიანი რწმენით თანაბარია, რადგან ყოველი მორწმუნე ნამდვილი მორწმუნე, ყოველი ქააფირი კი ნამდვილი ქააფირია. მათ შორის მესამე სხვა წოდება არ არსებობს.[3]
3)      გაილანიიე: შამში მოღვაწე გაილან ბინ მერვანი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ალლაჰის ცოდნა, სიყვარული და მორჩილება. შუამავლის მიერ მოტანილის ენით დამოწმება.“ ეს არის ის, ვინც „ირჯა“-ს შეხედულება პირველად გამოაცხადა.
4)      იუნუსიიე: იუნუს ბინ ავნ ენ-ნემირი, რომლის მიხედვითაც იმანი ალლაჰის ცოდნა და მასზე მორჩილებაა. მის წინაღმდეგ არ წასვლა და გულით მის მიმართ სიყვარულია. ამის გარდა სხვა ყველაფერი იმანიდან არ არის.
5)      მერისიიე: ბიშრ ბინ ღიას ელ-მერისი, რომლის მიხედვითაც იმანი გულით და ენით დამოწმებაა.[4] ამ განშტოების მიხედვით, ქუფრი მხოლოდ ჰუქმის უარყოფით სრულდება, რის გამოც კერპზე თაყვანისცემა ქუფრი კი არა მხოლოდ ქუფრის ნიშანია.
6)      გასსანიიე: გასსან ელ-ქუფი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ალლაჰის, შუამავლის, ალლაჰის მიერ მოვლენილი შარიათის და შუამავლის მიერ მოტანილის დაწვრილებით კი არა ზოგადად ცოდნა.“ ამ განშტოების მიხედვით, იმანი არც იზრდება და არც მცირდება. მათი აზრით რომელიმე პიროვნება თუ იტყვის, რომ ქააბას შემოვლა ფარძია თუმცა მისი ადგილი სად არის არ იცის, მაინც მორწმუნეა.
7)      თუმენიიე: აბუ მუაზ ათ-თუმენი, რომლის მიხედვითაც იმანი არის: „ცოდნა, დამოწმება, სიყვარული, გულწრფელობა და შუამავლის მოტანილის დამოწმება.“ ამათგან რომელიმეს ან ყველას მიტოვება ქუფრია. პიროვნება ნამაზის მიტოვებას ჰალალად თუ ჩათვლის და ამგვარად ნამაზს მიატოვებს, მაშინ ქააფირი გახდება. ხოლო, გადავადების მიზნით (შემდეგ შესრულების მიზნით) ნამაზს თუ არ შეასრულებს, მაშინ ქააფირი არ გახდება. შუამავლის მკვლელი ან შუამავალზე დამრტყმელი ქუფრში ჩავარდება, თუმცა ქუფრის მიზეზი შუამავლის მოკვლა და დარტყმა კი არა, არამედ მისი დამცირება და მის მიმართ მტრობაა.[5]



[1] ენვერშაჰ ელ-ქაშმირი ნაწარმოებში „ფეიდუ’ლ-ბარი“-ში აბუ ჰანიფასა და ჯეჰმ ბინ საფვანის შორის კამათს გადმოსცემს, სადაც აბუ ჰანიფა ჯეჰმის ეუბნება: „განმშორდი ჰეი ქააფირო“. იხ: ფეიდუ’ლ-ბარი, 4/513.
[2] ვრცლად იხ: „შამილ ისლამის ანციკლოპედია“, 1/365; DIA, 7/234.
[3] DIA, 25/294.
[4] DIA, 32/44.
[5] იხ: „ალ-მილელ ვა’ნ-ნიჰალ“, იმამ შაჰრისტანი, 1/139-143.