12 September 2019

1-ი ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

წინასიტყვაობა

ეს წიგნი მოკლე სახელმძღვანელოა ისლამის შესაცნობად. ის სამი თავისგან შედგება. პირველი თავი - ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტები” - იმ კითხვებზე გასცემს პასუხს, რომლებიც ხშირად უჩნდებათ ადამიანს.
1)      ყურანში ზუსტად არის გადმოცემული ღვთის მიერ ნაქადაგები სიტყვა?
2)      მუჰამმედი მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია?
3)      ისლამი მართლაც ღვთიური რელიგიაა?
ამ თავში ექვსი სახის ფაქტია ნახსენები:
1)      მეცნიერული სასწაულები წმინდა ყურანში: ამ სექციაში განხილულია (ილუსტრაციებით) მე-14 საუკუნის წინ დაწერილ ყურანში ნახსენები ფაქტები, რომლებიც მეცნიერებამ სულ ახლახან აღმოაჩინა.
2)      ყურანის ყველა თავის ერთნაირი ხელოვნებით შექმნის შესაძლებლობა: ადამიანებისათვის გადაცემულ წმინდა ყურანში ყველა თავი ერთნაირად სრულყოფილია. ყურანის შექმნიდან 14 საუკუნის მანძილზე, დღემდე კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ ყურანის ყველაზე პატარა თავი (108-ე თავი) სულ ათი სიტყვისგან შედგება.
3)      ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება „ისლამის მქადაგებლის მოსვლის თაობაზე“: ამ სექციაში განხილულია ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება მუჰამმედის მოსვლის თაობაზე.
4)      ყურანში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა: ყურანში ნახსენებია მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა. მაგალითად, რომაელების გამარჯვება ირანელებზე.
5)      ღვთის შუამავალ მუჰამმედის მიერ მოხდენილი სასწაულები: ღვთის შუამავალმა მუჰამმედმა ბევრი სასწაული მოახდინა. უამრავი ადამიანი იყო ამ სასწაულების მოწმე.
6)      მუჰამმედის ცხოვრება: ამ თავში საუბარია იმაზე, რომ მუჰამმედი არ იყო ცრუ შუამავალი და იგი ამ საქმიანობას მატერიალური სარგებლის, დიდებისა და ძალაუფლების მოსახვეჭად არ ეწეოდა.
ამ ექვსი ფაქტის გაცნობის შემდეგ, ჩვენ ვასკვნით, რომ: ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა, რომელიც მან გადმოგვცა. მუჰამმედი მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია. ისლამი ჭეშმარიტად ღვთიური რელიგიაა.
რელიგიის ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს და ტრადიციებს არ უნდა დავეყრდნოთ. სჯობს, რომ ჩვენს გონებასა და ინტელექტს მივენდოთ. როცა ღმერთმა შუამავლები წარმოგზავნა, მან ისინი წინასწარჭვრეტისა და სასწაულების მოხდენის ნიჭით დააჯილდოვა, ათა შესძლებოდათ იმის დამტკიცება, რომ ისინი მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავლები იყვნენ და მათ მიერ ნაქადაგები რელიგია ჭეშმარიტი იყო.
მეორე თავში - “ისლამის უპირატესობები - განხილულია ის უპირატესობები, რომლებსაც ისლამი ადამიანს ანიჭებს. მაგალითად:
1)      სამარადისო სამოთხის კარი.
2)      ხსნა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან.
3)      ნამდვილი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე.
4)      ჩადენილი ცოდვების მიტევება.
მესამე თავში - ნიშვნელოვანი ინფორმაცია ისლამზე - მოცემულია ინფორმაცია ისლამზე, რომელიც გვეხმარება მცდარი წარმოდგენის შეცვლაში და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს გვცემს. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა: რას ამბობს ისლამი ტერორიზმზე? რა მდგომარეობა ჭირავს ქალს ისლამში და ა.შ.