26 October 2018

29. სურა ალ-ანქაბუუთ აიათი 1-4 რწმენა და გამოცდა


29/1. ელიფ. ლამ. მიიმ.
2. ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?
3. ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!
4. ნუთუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი!
განმარტება:
ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“? - აიათში უარყოფითი კითხვაა მოცემული ანუ უზენაესი ალლაჰის მიერ, მორწმუნეების თავიანთი რწმენის მიხედვით, სირთულეებითა და გასაჭირით გამოცდა გარდაუვალია, რაზეც ბევრი სარწმუნო ჰადისიც მიგვანიშნებს.
ადამიანთა შორის ყველაზე რთულ გამოცდას შუამავლები გადიან. მათ შემდეგ კი, პიროვნებები რიგრიგობით თავიანთი რწმენის შესაბამისად კლებადობის მიხედვით. პიროვნება საკუთარი რწმენის შესაბამისად გამოცდას გაივლის. მისი რწმენა თუ მტკიცეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოცდაც რთული იქნება.[1]
ეს აიათი ალლაჰის სხვა სიტყვების მსგავსია:
„3/142. ან იქნებ გგონიათ , რომ სამოთხეში შეხვალთ ისე, რომ ალლაჰმა არ შეიტყოს, რომელი თქვენგანი იბრძოდა და არ შეიცნოს მომთმენნი?“
„2/214. ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხოთ და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: როდის შეგვეწევა ალლაჰი? უთუოდ, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა!“
ყოველივე ამის გამო, უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!“ - ანუ, მან (ალლაჰმა) იცის ის, ვინც თავის სიტყვაში გულწრფელია და ასევე ისიც, ვინც ცრუ და მატყუარაა, რის გამოც მათ გამოააშკარავებს/გამოყოფს გულწრფელებისგან. უზენაესმა ალლაჰმა იცის ის, რაც ახლა ხდება, რაც მოხდება და როგორ უნდა მოხდეს ის, რაც ჯერ არ მომხდარა. აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის სწავლულებს ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არ აქვთ. ამის გამო, იბნ აბბასმა და სხვებმა, ალლაჰის სიტყვები: „გავიგოთ“ თარგმნა, როგორც „დავინახოთ“, რადგან დანახვა არსებულთანაა დაკავშირებული, გაგება კი, დანახვისგან განსხვავებით, ზოგადი მნიშვნელობისაა. გაგება/ცოდნა არსებულთან და არარსებულთანაც კავშირშია.
„ნუთუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი!“ - ანუ, არ ეგონოთ ურწმუნოებს, რომ გამოცდას თავს დააღწევენ, რადგან ის სასჯელი, რაც მათ მომავალში ელოდებათ, უფრო მწვავე და სასტიკია. რის გამოც უზენაესი ბრძანებს: „ნუთუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ?“ ჰგონიათ, რომ უკან ჩამოგვიტოვებენ და გაგვექცევიან?! „რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი!“ ისინი რაოდენ ცუდს ფიქრობენ.






[1] წყარო სურა ანბიას 83-ე აიათის განმარტებაშია მოცემული

24 October 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 104-109 ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მოწოდება, რომელიც სიკეთეს მოუწოდებს და სიგლახეს აკრძალავს



3/104. (ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.
105. და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ. და სწორედ მათთვისაა (გამზადებული) მძვინვარე სასჯელი.
106. იმ დღეს, ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება და ზოგიერთი გაშავდება; მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ? მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა!
107. ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან ისინი, და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში.
108. აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ, და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის.
109. ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ყოველი საქმე ალლაჰთან იქნება მიქცეული.
განმარტება:
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი,“ ანუ, თქვენს შორის ჩამოყალიბდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც ალლაჰის ბრძანებას „სიკეთის მოწოდება და სიგლახის აკრძალვა“ იკისრავს.
და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.“ დაჰჰაკი ამბობს: ‘ისინი გამორჩეულ საჰაბეებთან ერთად, ჰადისის გამორჩეული გადმომცემები არიან.’ ანუ, ალლაჰის გზაზე მებრძოლეებთან ერთად სწავლულები.
აბუ ჯაფერ ალ ბაქირმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აიათი წაიკითხა „(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი“ შემდეგ კი ბრძანა: „სიკეთე ყურანსა და ჩემს სუნნეთზე გაყოლაა.“[1] აიათი, როგორც ყოველი პიროვნებისგან (შეძლებისდაგვარად), ასევე უმმეთის ცალკეული ჯგუფისგან ‘ამრი ბი’ლ მა’რუფ ვა ნეჰიი ანი’ლ მუნქერ’-ის (სიკეთის ბრძანებისა და სიგლახის აკრძალვის) შესრულებას მოითხოვს.
აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმე ცუდს თუ დაინახავს, ხელით გამოასწოროს. ამისთვის ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ ენით გამოასწოროს. ამისთვის ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ სიგლახეს გულით შეეწინააღმდეგოს. ეს უკანასკნელი კი, სუსტი რწმენის მდგომარეობაა.“[2]
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ.“ ანუ, უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს აფრთხილებს, რომ არ მოიქცნენ წინა ხალხის მსგავსად, რომლებმაც ნათელი ჭეშმარიტება უარყვეს, დაიყვნენ/დანაწევრდნენ და ‘ემრ-ი ბი’ლ მა’რუფ ვა ნეჰიი ანი’ლ მუნქერ’-ისკენ მოწოდება მიატოვეს.
იმამ აჰმედი, აბუ ამირ აბდულლაჰ ბინ ლუჰაიი-სგან გადმოგვცემს: მუავიიე ბინ სუფიანთან ერთად ჰაჯობაზე წავედი. მექქეში ჩასვლისა და შუადღის ნამაზის შესრულების შემდეგ ასე თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად ბრძანა: „ეჰლი ქითაბი (ქრისტიანები და ებრაელები) 72 ჯგუფად გაიყო. ეს უმმეთი კი, 73 ჯგუფად გაიყოფა. მხოლოდ ერთის გარდა, დანარჩენი ყველა ჯოჯოხეთში იქნება. ის ერთი ჯამაათია. ჩემი უმმეთიდან იქნება ისეთი ხალხიც, რომელიც საკუთარი ნება-სურვილების მონები იქნებიან და თავიანთ პატრონს მოემსახურებიან, როგორც ძაღლი...“ მუავიიე-მ შემდეგ თქვა: „ჰეი არაბებო! ვალლაჰი, თქვენ შუამავლის მოტანილს თუ არ განახორციელებთ, მაშინ სხვა ერი მას არ განახორციელებს.“[3]
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „იმ დღეს“, ანუ ყიამეთის დღეს „ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება“, ისინი აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის ხალხი არიან  „და ზოგიერთი გაშავდება“ ესენი მობიდათეები და დანარჩენი ჯგუფის ერთ-ერთის წევრები იქნებიან. ამას იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს.
„მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ?“ - ჰასანი ბასრიმ თქვა, რომისინი მუნაფიყები არიან.
მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა!“ - ეს ქააფირების საერთო სასჯელია.
ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან“ - ანუ ისინი სამოთხეში იქნებია.
და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში.“ - სამოთხეში უვადოთ დარჩებიან და იქიდან გასვლას ცოტახნითაც კი არ ისურვებენ.
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ“ - ანუ, ჰეი მუჰამმედ! ეს არის აიათები, რომელიც სააქაოსა და საიქიოს შესახებ ჭეშმარიტებას გამცნობს.
და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის.“ - ანუ, მათ არ დაჩაგრავს. უზენაესი ალლაჰი სამართალს არასდროს არ გადასცდება. ის სამართლიანობის ცენტრი ‘ალ ჰაქემ’-ია, რადგან ის არის ვინც, ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია, რის გამოც მის მიერ გაჩენილს უსამართლოდ არ მოექცევა.
ყოველივე ამის გამო, უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“ ანუ, ყველაფერი ალლაჰის ქონებაა.
და ყოველი საქმე ალლაჰთან იქნება მიქცეული“ - ანუ, ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ერთადერთი ბატონ-პატრონი ის არის.



[1] სუსტი ჰადისი, გადმოგვცემს იბნ მერდუიაჰი
[2] Sahih. Müslim, 49; Ebu Davud, 1140; Tirmizi, 2172; Nesai, 8/112; İbn Mace, 1275; Ahmed b. Hanbel, 3/20; İbn Hibban, 306
[3] Sahih. Ebu Davud, 4597; Ahmed b. Hanbel, 4/102

23 October 2018

შენი გემის კაპიტანი ვინ არის?

დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს, რომელმაც ჩვენ თავჰიდის გზაზე დაგვაყენა, ლოცვა და
მშვიდობა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), მის ოჯახს, საჰაბეებს და მათ
გზაზე მდგომ ყველა მუსლიმს.
ჩემო ძმაო! იცოდე, რომ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის წარმოთქმით, ალლაჰის რელიგიის
მეშვეობით პატივნაცემად და ღვაწმოსილად იქეცი. არ დაივიწყო ის, რომ ამ სიტყვებით
ცხოვრებისთვის, ამ სიტყვების განდიდებისთვის და მთელ დედამიწაზე მისი დამკვიდრებისთვის
ხარ გაჩენილი! განა ეს არ იყო ყოველი შუამავლის მისია? ასე, რომ შენც, ამ გზაზე დგომით,
შეიყვარე ის, გამოხატე (გარეგნულად) ის, და იყავი მისი ახლო ამხანაგი!... იცოდე, რომ შენ ღვიძლ
ძმაზე უფრო ღირებული ის ხალხია, რომლებსაც სწამთ ამ სიტყვის! და არ დაგავიწყდეს, რომ
ალლაჰის წინაშე შენი მიღწევა ამ სიტყვებით განისაზღვრება. ამ სიტყვების მიმართ თუ
გულწრფელი ხარ, მაშინ ორივე ქვეყანაზე ძვირფას, ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ ორივე
ქვეყანაზე საძაგელ ადამიანად იქცევი. რამდენი ჯგუფი/თემი ყოფილა, რომლებიც ამ სიტყვების
მეშვეობით ამაღლებულან და ამ სიტყვების მეშვეობით დამცირებულან. გაუფრთხილდი ამას,
რათა ერთ-ერთი მათგანი არ აღმოჩნდე!
იფიქრე/გაიხსენე ნუჰ-ი (‘ალეისალამ), ჰუდ-ი (‘ალეისალამ), ლუტ-ი (‘ალეისალამ), და სხვა
შუამავლები, რომლებმაც თავიანთ ხალხს უთხრეს: „ჰეი ხალხო, ემსახურეთ ალლაჰს. თქვენთვის
არ არის სხვა ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.“...
და გაიხსენე ჩვენი შუამავალი მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), რომელმაც ამ
სიტყვების (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) შესახებ თქვა: „ამ დავის (ლაა ილაჰა ილლალლაჰ)
დასათმობად, მარჯვენა ხელში მზე და მარცხენა ხელში მთვარე რომც მომცენ, მაინც არ
დავთმობ!...“
შენც ეს შეუპოვრობა, ძალისხმევა, მუდმივობა და გულმოდგინება გულით ატარე. აჩვენე მსგავსი
მეთოდი/მანერა მათ, ვინც ამ დავას/გზის მიტოვებისთვის შენზე ძალადობს.
არ მოხვდე იმათ სიაში, რომლებიც შუამავლების და მათი დავას წინააღმდეგ იყვნენ! შორს იყავი
მათგან! მთელი ძალით მოერიდე მათ! რადგან „35. რამეთუ როცა მათ ეტყოდნენ „არ არსებობს
ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ.“ (სურა ას-საფფაათ).
როცა, მას (ურწმუნოს) ალლაჰის დიდებაზე, მმართველობაზე და დამკანონებლობაზე
ესაუბრები, აშკარა მოწმე ხდები მისი შურის, ბოღმის და სიბრაზის. სურს, რომ ‘ერთ კოვზ’ წყალში
დაგახრჩოს... შენ კი იცოდე და კარგად გაიაზრე ის, რაც ზემოთ ავხსენი! კარგად
განსაზღვრე/დაადგინე ის გემი, რომელშიც ჩაჯდომას აპირებ! რადგან, ამ გზის ბოლოს, ის, ვინც
თავჰიდის (ერთღმერთიანობის) გემში ჩაჯდება გადარჩენილთა რიცხვებში აღმოჩნდება, ხოლო
ვინც, შირქის (ურწმუნოების) გემში ჩაჯდება, ქუფრის ზღვაში, დამხრჩვალთა რიცხვებში
აღმოჩნდება.
შენი გემის კაპიტანი ვინ არის? შუამავალი მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თუ
ტაღუთი (ურწმუნოება)? სჯობს ახლავე დაფიქრდე. შესაძლებელია, რომ ზღვაში გასული გემი
უკან არ დაბრუნდეს!
ალლაჰმა, ისევე როგორც მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), ნუჰ-ი (‘ალეისალამ)
და სხვები, თავჰიდის გემით გადარჩენილთა რიცხვებში ამყოფა, ასევე ალლაჰმა ჩვენც ამ
რიცხვებში გვამყოფოს (ჰიდაეთი მოგვცეს-სწორ გზაზე დაგვაყენოს). (ალლაჰუმმა ამინ).

22 October 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 102-103



2/102. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!
103. ყველანი მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის თოკს და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე: როცა იყავით მტრებად, შეაკავშირა  თქვენი გულები და ძმებად იქეცით მისი წყალობით. ასევე, როდესაც იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, დაგიხსნათ თქვენ ამისაგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების სწორი გზით წახვიდეთ.
განმარტება:
იბნ აბუ ჰათიმი, იბნ მეს’უდისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის მიმართ ჭეშმარიტი შიში ნიშნავს: ‘ალლაჰის ბრძანებების შესრულებას, ალლაჰის გახსენებას და მასზე მადლობის გადახდას.’“
იბნ მერდუიაჰი კი, იბნ მეს’უდისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ეს აიათი (გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით) ალლაჰის ბრძანებების შესრულებას, მასზე მადლობის გადახდას და მის ხსენებას გულისხმობს.“[1]
საიდ ბინ ჯუბეირის, აბუ ალიიეს, რაბი ბინ ანასის, ყათადეს, მუყათილ ბინ ჰაიიანის, ზეიდ ბინ ესლემის, სუდდის და სხვების მიხედვით, ეს აიათი შემდეგი აიათით „64/16. და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ.“ გაუქმდა. ალი ბინ აბუ ტალჰა, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ეს აიათი ‘გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით’ შემდეგი აიათით ‘64/16. და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ.’ არ გაუქმებულა. ალლაჰის სიტყვების: ‘გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით’ არსი შემდეგია: ‘ალლაჰის გზაზე მთელი ძალისხმევით ბრძოლა, ალლაჰის გზაზე ყოფნის დროს ვინმეს გაკიცვხის მიმართ უშიშარობა და საკუთარი თავის, მამის ან შვილების საწინააღმდეგოდაც კი, სამართლიანად მოქცევა.’
„და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!თუ გინდათ, რომ მუსლიმებად მოკვდეთ, დაიცავით თქვენი რელიგია (ისლამი) მანამ, სანამ ჯანმრთელად და მშვიდად ხართ. უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი კანონი (სუნნეთულლაჰ) შემდეგია: ‘პიროვნება რა მდგომარეობაშიც იცხოვრებს, იმ მდგომარეობაში მოკვდება. რა მდგომარეობაშიც მოკვდება, იმ მდგომარეობაში აღსდგება.’
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი მუჯაჰიდისგან გადმოგვცემს: ხალხი ტავაფს როცა აკეთებდა, იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) იქვე ჩამომჯდარიყო და გვერდით მიჰჯენიც იდგა. თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჰეი მორწმუნეებო! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! ერთი წვეთი ზაყყუმისა დედამიწაზე რომ დაცემულიყო, მასში არსებულს გაანადგურებდა. ახლა კი, დაფიქრდით იმის მდგომარეობაზე, რომელსაც საკვებად მხოლოდ და მხოლოდ ზაყყუმი გააჩნია!“[2]
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, აბდულლაჰ ბინ ამრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მას, ვისაც ჯოჯოხეთისგან შორს ყოფნა და სამოთხეში შესვლა სურს, ალლაჰისა და საიქიოს რწმენაში მოკვდეს...“[3]
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, ჯაბირისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავლის სიტყვები (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მოვისმინე, სადაც ის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამბობდა: „ალლაჰის მიმართ კარგ დამოკიდებულებაში მოკვდით.“[4]
„ყველანი მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის თოკს (ისლამს)“- ზოგიერთებმა ალლაჰის თოკზე ჩაჭიდებაში ‘ალლაჰზე მიცემული სიტყვის შესრულება’ იგულისხმეს. ზოგიერთებისთვის კი, ‘ალლაჰის თოკი’ ყურანია.
„და არ დაიყოთ“ - უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს ერთობისკენ მოუწოდებს, მუსლიმების გაერთიანებას ბრძანებს, დაყოფას კი, კრძალავს. ამასთან დაკავშირებით უამრავი ჰადისია.
აბუ ჰურაირა ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ალლაჰი თქვენგან სამი რამის გამო კმაყოფილი იქნება, სამი რამის გამო კი გაგიბრაზდებათ: თქვენგან კმაყოფილი იქნება თუ ღვთისმსახურებას მხოლოდ მას მიუძღვნით და თანაზიარს არ დაუდგენთ. ალლაჰის რელიგიას ყველანი ერთად თუ ჩაეჭიდებით და არ დაიყოფით. ალლაჰის რელიგიის მმართველთან (ამირთან, იმამთან) ურთიერთ საპირისპირო რჩევა დარიგება თუ გექნებათ. ხოლო, ჭორაობის, ბევრი შეკითხვის დასმისა და ზედმეტად ქონების ხარჯვის გამო გაგიბრაზდებათ.“[5]
„გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე: როცა იყავით მტრებად, შეაკავშირა  თქვენი გულები და ძმებად იქეცით მისი წყალობით. ასევე, როდესაც იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, დაგიხსნათ თქვენ ამისაგან.- ეს აიათი ავსისა და ჰაზრეჯის თემისთვისაა. ჯაჰილიას პერიოდში ამ ორ საზოგადეობას შორის არაერთი ომი მომხდარა. ერთმანეთის მიმართ სიძულვილის, შურისა და ბოღმის გამო მათ შორის ბევრი ომი და დაპირისპირება მოხდა. ისლამის მოსვლის შემდეგ კი, ზოგიერთმა მათგანმა ისლამი მიიღო და ალლაჰის კმაყოფილებისთვის ერთმანეთისთვის ძმებად იქცნენ, ერთმანეთი შეიყვარეს და ერთამენთს ეხმარებოდნენ. უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ სხვა აიათში შემდეგნაირად ბრძანებს:
„8/62... იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც.
63. და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!“
მართლაც, ისინი ქააფირობის გამო ჯოჯოხეთის უფსკრულის პირას იყვნენ. ალლაჰმა კი თავისი წყალობით (მათზე ბოძებული ჰიდაეთის საშუალებით) ისინი გადაარჩინა. ჰუნეინის დღეს ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ ალლაჰის მიერ ბოძებული წყალობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოპოვებულ ნადავლს ალლაჰის კანონების დაცვით ანაწილებდა, ზოგიერთს მეტი წილი მოუწია, რაზეც ანსარებიდან ზოგიერთმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამის შემდეგ კი, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ სიტყვით მიმართა: „ჰეი ანსარებო! ნუთუ არ გიპოვეთ მცდარ გზაზე და ალლაჰმა ჩემი საშუალებით ჰიდაეთი არ მოგცათ?! მაშინ, როცა დანაწევრებული იყავით, ალლაჰმა ჩემი საშუალებით არ გაგაერთიანათ?! მაშინ, როცა ღარიბები იყავით, ალლაჰმა ჩემი საშუალებით არ გაგამდიდრათ?!“ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყოველი წინადადების შემდეგ ანსარები გაიძახოდნენ: „ალლაჰი და მისი შუამავალი ყველაზე კეთილმოსურნენი არიან!“[6]



[1] Hakim, 2/294; Taberani, 8501; Taberi, 7539
[2] Tirmizi, 2585; Nesai, Sünen-i Kübra, 1107; İbn mace, 4324; Ahmed b. Hanbel, 1/300-301; İbn Hibban, 7470; Hakim, 2/294
[3] Ahmed b. Hanbel, 2/192 (6768); Müslim, 1844; Ahmed b. Hanbel, 2/161; İbn Hibban, 5961
[4] Müslim, 2877; Ebu Davud, 3113; İbn Mace, 4167; Ahmed b. Hanbel, 3/315 (13977); İbn Hibban, 636
[5] Müslim, 1715; Ahmed b. Hanbel, 2/327; İbn Hibban, 3388
[6] ალლაჰის ნებით, წყაროს მომდევნო აიათებში გადმოვცემთ

21 October 2018

ისლამის ნიშან-თვისების მატარებელი პიროვნება ჰუქმით მუსლიმია?

როგორც ვთქვით, რწმენისა და ურწმუნოების შესახებ ჰუქმის გაცემის დროს უპირატესობა გარეგნულ ნიშნებს ენიჭება. ამ საკითხში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ერთი პრობლემა კიდევ არის: ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ადამიანები ცოდნით თუ უცოდინრობით შირქში იმყოფებიან. ისინი ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-თან ერთად შირქს ან ქუფრსაც ასრულებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პიროვნება ალლაჰს ლანძღავს, შემდეგ კი ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს ამბობს. ასეთ სიტუაციაში რა არის ის ნიშნები, რისი მიხედვითაც პიროვნების მუსლიმობის ჰუქმს გავცემთ? იქ, სადაც შირქი და ურწმუნოება მძლავრია, პიროვნებისთვის მუსლიმობის სტატუსის გასაცემათ მხოლოდ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის წარმოთქმა საკმარისია თუ მუსლიმობის სტატუსის გასაცემად ისეთ ქმედებებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რაც შირქისგან და ქუფრისგან შორს ყოფნას გულისხმობს? რომელია ამ ორი პირობიდან ყველაზე მეტად მისაღები?
ახლა კი, ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემას შევუდგეთ.
ისლამის სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნება უნდა მივიჩნიოთ თუ არა მუსლიმად მაშინ, როცა ის ამჟღავნებს ისლამის ერთ-ერთ ნიშანს (მაგ. ნამაზი, მარხვა, ჰაჯობა და სხვა) და არ ამჟღავნებს შირქს ან ქუფრს. სწავლულთა ერთი ნაწილის მიხედვით, პიროვნების შირქი ან ქუფრი ცნობილი თუ არ არის, ყოველგვარი ნიშნების გამოკვლევის გარეშე ის მუსლიმია. სწავლულთა მეორე ნაწილი კი, ისეთ საზოგადოებაში, სადაც შირქი მძლავრია და პიროვნება ისლამის ზოგიერთ ნიშან-თვისებას ამჟღავნებს, ეგრევე მასზე მუსლიმის სტატუსის მინიჭებას არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ პიროვნებაზე მუსლიმის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მაშინ, როცა ის ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფ ქმედებას გამოამჟღავნებს.
ამ საკითხმა ისეთ მწვავე ეტაპს მიაღწია, რომ ის, ვინც გარეგნულად მუსლიმს მუსლიმის სტატუსს არ ანიჭებს ხარიჯიტად მოიხსენიება, ხოლო ის, ვინც გარეგნულად ისლამის ნიშნის მატარებელს მუსლიმის სტატუსს ანიჭებს, მუშრიქებზე თაქფირის არ გამოტანის გამო ქააფირად მოიხსენიება.
უეჭველად, ამ გაუგებრობის ერთ-ერთი მიზეზი მუშრიქ საზოგადოებაში ცხოვრებაა, სადაც ყველა მუშრიქი თავის თავს მუსლიმს უწოდებს და თვლის, რომ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ა’ლეიჰი ვა სალლამ) გზას მიყვება. სააიდ ქუთბიმ (რაჰიმაჰულლაჰ) დღევანდელი დღე შემდეგნარიად დაახასიათა: „დღესდღეობით დედამიწაზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავებს მუსლიმად და წინა მუსლიმების შთამომავლებად მიჩნევენ. ასევე, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უწინ ისლამური სახელმწიფო იყო. თუმცა დღესდღეობით ეს საზოგადოება ჭეშმარიტად არ უარყოფს, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს და ასევე ეს ქვეყნებიც ჭეშმარიტი ალლაჰის რელიგიით არ ხელმძღვანელობენ.“[1]
მსგავს საზოგადოებაში ცხოვრების ერთ-ერთი პრობლემა არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს მუსლიმი პიროვნება.
ორივე შეხედულების არგუმენტებს მოკლედ მოვიყვანთ, რის შემდეგაც ჩვენს არჩევანს გამოვაცხადებთ.

არგუმენტები იმის შესახებ, რომ გარეგნულად მუსლიმის ნიშან-თვისებების მატარებელი ჰუქმით მუსლიმია

1)       „ის, ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს, ჩვენი ყიბლის მიმართულებით დადგება და ჩვენს მიერ დაკლულს მიირთმევს, მუსლიმია.“[2]
ამ შეხედულების ძირითადი საყრდენი ჰადისი ეს არის. ჰადისიდან გამომდინარე ამბობენ, რომ „უცნობი პიროვნება ნამაზს თუ ასრულებს ის მუსლიმია მანამ, სანამ ქუფრსა და შირქს არ გამოააშკარავებს.“
2)       მეორე არგუმენტი კი, სალაფი სწავლულების სიტყვებია:
იბნი რეჯეფ ალ ჰანბელმა თქვა: „აუცილებელია ვიცოდეთ ის, რომ ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისული პიროვნების მიერ წარმოთქმული შაჰადა ისლამში შესასვლელად საკმარისი იყო, რის შემდეგაც მისი სისხლი დაცული ხდებოდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უსამე ბინ ზეიდის ქმედება (უსამე ბინ ზეიდმა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მთქმელი მოკლა) არ მოიწონა და გაკიცხა. შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისლამში შესასვლელად სხვა რაიმე პირობა არ დაუწესებია. თუმცა, ისლამში შესვლის შემდეგ პიროვნებას ნამაზის შესრულებას და ზექათის გადახდას ავალდებულებდა.“[3]
სხვა ადგილას კი, იბნი რეჯეფი ამბობს: „ის, ვინც შაჰადას წარმოთქვამს (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) ჰუქმით მუსლიმია. ამ ფორმით ისლამში თუ შევიდა, მაშინ მას სხვა აუცილებლად შესასრულებელი საქმეებიც დაემატება.“[4]
იბნ ჰაჯერი ამბობს: „ჰადისში მოცემულია ის, რომ ადამიანების მდგომარეობა გარეგნობის მიხედვით ფასდება. ის, ვინც რელიგიის ნიშან-თვისებებს ამჟღავნებს, ჰუქმით მუსლიმია მანამ, სანამ ისლამის საწინააღმდეგო ქმედებას არ შეასრულებს.“[5]

არგუმენტი მათი, ვინც მხოლოდ ნამაზს მუსლიმის ჰუქმის გასაცემად საკმარისად არ მიიჩნევს:

1.            შუამავალმა (..) ბრძანა: „ის, ვინც დაამოწმებს (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) და ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს მიატოვებს, მისი ქონება და სისხლი ჰარამია. გულში არსებული კი ალლაჰს ეკუთვნის.“
2.            ჰადისი:მებრძანა ვებრძოლო მათ მანამ, სანამ არ დაამოწმებენ.“
3.            ნასაიში გადმოცემული ჰადისი:ერთ-ერთი საჰაბე შუამავალს ეკითხება: ‘ისლამის ნიშანი რა არის?’ შუამავალი პასუხობს: ‘იმის თქმა, რომ სახე ალლაჰისკენ ვიბრუნე და დანარჩენ სხვას გავშორდი, ნამაზის ლოცვა, ზექათის გაცემა, მუშრიქების მიტოვება და მუსლიმების რიგებში გაწევრიანება.“ << ამ ჰადისის შესახებ იმამ თაჰავი ამბობს: პიროვნებას მუსლიმის სტატუსი ვერ მიენიჭება მანამ, სანამ ის აშკარად არ დაამოწმებს, რომ სხვა ღვთაება არ არსებობს, სხვა დანარჩენ რელიგიას არ უარყოფს, შირისგან და ქუფრისგან შორს არ იქნება. ეს იმამ ჰანეფის, იმამ მუჰამმედის და იუსუფის შეხედულებაა.“[6]

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების შეფასება

ოგორც ვთქვით იმ აზრის მთავარი საყრდენი, რომლის მიხედვითაც დღესდღეობით ისლამის ნიშან-თვისებების მქონე ადამიანი ჰუქმით მუსლიმია, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგი ჰადისია: „ის, ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს, ჩვენი ყიბლის მიმართულებით დადგება და ჩვენს მიერ დაკლულს მიირთმევს, მუსლიმია.“[7]
აქვე უნდა ავღნიშოთ ის ფაქტი, რომ სწავლულთა ერთმა ნაწილმა ზემოთ მოყვანილი ჰადისი გარეგნულად აიღო და მის შიგთავსსა და მნიშვნელობას ყურადღება არ მიაქცია. მეორე დანაკლისი კი, არის ის, რომ ამ საკითხის შესახებ მხოლოდ მცირე რაოდენობის სწავლულთა სიტყვებია მითითებული. განსაკუთრებით კი, ჰანბელი სწავლულების სიტყვები, რომელსაც უმმეთის საერთო შეთანხმების სახით წარმოადგენენ. მესამე დანაკლისი კი, მათ მიერ გადმოცემული ჰანბელი სწავლულების სიტყვებში მოცემული მოტივების გაუთვალისწინებლობაა. ასე, რომ საჭიროა საკითხის მიმართ შეიკრიბოს სრული თემა და ყოველ მხრივ გაანალიზებული იქნას.
შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რატომ არ თქვა „ვინც ნამაზს შეასრულებს...“ და რატომ თქვა „ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს...“? მაშინ, როცა ჰადისში სიტყვა „სალაათენა“ მუსლიმების კუთვნილ ნამაზზე მიანიშნებს.
რატომ არის ჰადისში ნამაზი მოხსენებული და არ არის მარხვა, ზექათი და ჰაჯობა. ესენიც ხომ ისლამის კუთვნილი ღვთისმსახურებებია?
რატომ არ იკმარა შუამავალმა სიტყვები „ჩვენი ნამაზი...“ და რატომ დაამატა შემდეგ პირობად „ჩვენი ყიბლის მიმართულებით დგომა“?
რატომ ახსენა მხოლოდ ყიბლის მიმართულებით დგომა და რატომ არ ახსენა ნამაზისთვის თაჰარეთი (სისუფთავე) ან „სათრულ ავრეთ“-ი (ჰარამი ადგილების დაფარვა)?
პირველი ორი პირობის წამოყენების შემდეგ, შუამავალმა მესამე პირობა წამოაყენა: „ვინც ჩვენს დაკლულს მიირთმევს...“ რა კავშირშია მუსლიმების დაკლული ხორცის ჭამა მუსლიმობასთან? ქააფირი პიროვნება მუსლიმის მიერ დაკლულს თუ მიირთმევს მუსლიმი გახდება?
ზემოთ მოყვანილ შეკითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე შეცდომაში ჩავარდნა გარდაუვალია, რაც ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ გადმოცემული შეტყობინების გაუგებრობასა და შეუსრულებლობას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ჰადისის ყოველ მხრივ შესწავლა აუცილებელია.
პირველ რიგში, სასარგებლოა იმის აღნიშვნა, რომ განცხადება, რომლის მიხედვითაც ნამაზის მატარებელი პიროვნების ჰუქმი პირდაპირ მუსლიმობაა, სწავლულების საერთო შეხედულება და იჯმა არ არის. ნამაზს ისლამის ნიშნად ოთხი იმამიდან მხოლოდ ჰანბელი მიიჩნევს. ჰანბელი სწავლულებიდან იბნი ყუდამე ალ მაყდისიმ, ჰანბელი მეზჰების შეხედულება შემდეგნაირად გადმოსცა: „ქააფირს ნამაზის შესრულების დროს მუსლიმის სტატუსი მიენიჭება. არ აქვს მნიშვნელობა ჯამაათით შეასრულებს მას თუ ცალკე. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ისლამურ მიწაზე იქნება თუ ქუფრის მიწაზე.“[8]
თუმცა, იბნი ყუდამემ ამ სიტყვების შემდეგ თქვა, რომ ზექათი, მარხვა და ჰაჯობის შესრულება ისლამის ნიშაში (მუსლიმის სტატუსის გასაცემად საკმარისი) არ არის, რადგან „ნამაზი ისევე, როგორც შაჰადას სიტყვა, მხოლოდ და მხოლოდ ისლამისთვის დამახასიათებელი ამელია. რაც შეეხება ზექათს, მარხვას და ჰაჯობას, მათი შემსრულებლისთვის ისლამის ჰუქმის მინიჭება საკმარისი არ არის, რადგან მუშრიქები შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დროს ჰაჯობას ასრულებდნენ. უფრო მეტიც, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მუშრიქებთან ერთად ჰაჯობის შესრულება აკრძალა. რაც შეეხება ზექათს, ეს სადაყაა. მექქელი მუშრიქებიც მოწყალებას გასცემდნენ. ამავე დროს კი მუსლიმებისთვისაც მოწყალების გაცემა ფარძად დაწესდა. რის გამოც (იმის გამო, რომ მოწყალება მუშრიქებისა და მუსლიმების საერთო ამელია) პიროვნება ზექათის (მოწყალების) გადახდით მუსლიმი ვერ გახდება. რაც შეეხება მარხვას, ყველა რელიგიის მიმდევარი თავიანთ კუთვნილ მარხვას იცავს. რაც შეეხება ნამაზს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების კუთვნილი ამელია, რის გამოც მუსლიმის ქააფირისგან გასნხვავება შესაძლებელია. ამასთან ერთად, მხოლოდ ყიბლის მიმართულებით დგომა პიროვნებისთვის მუსლიმის ჰუქმის გასაცემად საკმარისი არ არის მანამ, სანამ ქააფირისგან განსხვავებულ ყიამსა და სეჯდეს არ შეასრულებს., რადგან ქააფირებიც ნამაზის დროს ფეხზე დგანან.“[9]
საჭიროა, რომ იბნი ყუდამეს სიტყვები ბევრჯერ წავიკითხოთ და გავაანალიზოთ. როგორც მისი სიტყვებიდან ვხვდებით, მან ნამაზი მუსლიმობის ჰუქმისთვის საკმარისად იმიტომ მიიჩნია, რომ ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო, რითაც მუსლიმი და არამუსლიმი ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ. ამასთან ერთად, იბნი ყუდამე და არა მარტო იბნი ყუდამე, არამედ ჰანბელი მეზჰების ალიმებიც აღნიშნავენ, რომ პიროვნება ნამაზის დროს მხოლოდ ფეხზე დგომით, ჰაჯობის შესრულებით, ზექათის გადახდით ან მარხვით მუსლიმობის სტატუსს ვერ მიიღებს.
„ყველა წესის დაცვით შესრულებული ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შარიათისთვის დამახასიათებელი ღვთისმსახურებაა.“[10]
„პიროვნების სისხლის უსაფრთხოების ნამაზთან დაკავშირება იმიტომ ხდება, რომ ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შარიათისთვის დამახასიათებელი ღვთისმსახურებაა.“[11]
„რადგან ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შარიათისთვის დამახასიათებელი ღვთისმსახურებაა.“[12]
„რაც შეეხება ზექათს და მარხვას, მათი შესრულებით პიროვნება მუსლიმის სტატუსს ვერ მიიღებს.“[13]
როგორც ვხედავთ, ჰანბელის სწავლულებმა ნამაზი მუსლიმობის ჰუქმისთვის საკმარისად იმიტომ მიიჩნიეს, რომ ის (ნამაზი) მხოლოდ და მხოლოდ ისლამისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. სხვანაირად, რომ ვთქვათ, მათთვის ნამაზი ქააფირებისგან განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა. ასევე, მათთვის ზექათი და ჰაჯობა მუსლიმობის ჰუქმისთვის საკმარისი არ არის, რადგან ისინი ქააფირებისგან განმასხვავებელი ნიშან-თვისებები არ არიან. ყოვლად მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმი, რის გამოც ჰანბელი სწავლულები ნამაზს ისლამის ნიშან-თვისებად მიიჩნევენ. ეს კრიტერიუმი შემდეგია: „პიროვნებას ნამაზის შესრულებით მუსლიმის სტატუსი მიენიჭება, რადგან ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ ისლამისთვის დამახასიათებელი ღვთისმსახურებაა.“ აქედან გამომდინარე, ჰანბელი მეზჰების ფეთვა აშკარა და გასაგებია: „ის, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ისლამის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეასრულებს, მას მუსლიმის სტატუსს მივანიჭებთ.“
ოთხი მეზჰებიდან ჰანბელი მეზჰები ასახელებს ნამაზს, როგორც ისლამის კუთვნილ ნიშან-თვისებას, რასაც გარკვეულ კრიტერიუმს უკავშირებს. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ჰანბელი მეზჰების ეს შეხედულება მთელი უმმეთის საერთო შეხედულება ან იჯმაა, არის დანაშაული და შეცდომა. ასევე, ჰანბელი მეზჰებიც კი ნამაზს სრულად ისლამის ნიშან-თვისებად არ მიიჩნევს, რის გამოც ცალკე კრიტერიუმს ასახელებს, რაც ზემოთ უკვე მოვიყვანეთ. ჰანბელი მეზჰების გარდა, დანარჩენი მეზჰები ნამაზს და მის მსგავს ნიშან-თვისებებს მუსლიმობის ჰუქმის გასაცემად საკმარისად არ თვლის. ეს საკითხი გადმოცემულია ოთხი მეზჰების შეხედულებების ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „el-Mevsuatu-l-Kuveytiyye“:
„ჰანეფი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით, ნამაზის შესრულებით ქააფირი მუსლიმი გახდება. ჰანბელი მეზჰების მიხედვით, ნამაზი ჯამაათით იქნება შესრულებული თუ ცალკე მნიშვნელობა არ აქვს. ასევე მნიშვნელობა არ აქვს ნამაზი ისლამურ მიწაზე იქნება შესრულებული თუ ქუფრის მიწაზე. ჰანბელი მეზჰები ამბობს: ‘როდესაც ნამაზს შეასრულებს, მაშინვე მუსლიმის სტატუსს მიიღებს.’ ჰანეფი მეზჰები კი ამბობს, რომ პიროვნება მუსლიმის სტატუსს მაშინ მიიღებს, როცა სრულ ნამაზს თავის დროზე, ჯამაათით შეასრულებს. მალიქისა და შააფის მეზჰებიდან ზოგიერთი თვლის, რომ მხოლოდ ნამაზის შესრულებით არამუსლიმი პიროვნება მუსლიმი ვერ გახდება, რადგან ნამაზი ისლამის ერთ-ერთი პირობებიდანაა და არა საფუძვლებიდან. ისევე, როგორც მარხვით და ჰაჯობით პიროვნება ვერ გახდება მუსლიმი, ასევე პიროვნება მხოლოდ ნამაზის შესრულებითაც მუსლიმის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘მებრძანა ვებრძოლო ხალხს მანამ, სანამ არ იტყვიან ლაა ილაჰა ილლალლაჰ...’ ასევე, შაფი მეზჰებიდან ზოგიერთმა თქვა: ‘პიროვნება დარულ ისლამში მხოლოდ ნამაზის შესრულებით მუსლიმის ჰუქმს ვერ მიიღებს, რადგან არის ალბათობა, რომ ნამაზის შესრულებით თავისი ნამდვილი რწმენა დაფაროს.’“[14]
იბნი ნუჯაიმმა თქვა: „ძირითადად, არამუსლიმი პიროვნება ცალკეული ნამაზის, მარხვის, ჰაჯობისა და სადაყის მსგავსი სხვა რელიგიისთვის დამახასიათებელი ქმედებების შესრულებით მუსლიმობის სტატუსს ვერ მიიღებს. ასევე, თეიმუმის შესრულებითაც მუსლიმობის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან ის ფუძე ღვთისმსახურებებიდან არ არის.“[15]
ჰანეფის მეზჰებს თავისი შეხედულების არგუმენტად ჰადისში მოხსენებული სიტყვებს იყენებს „ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს...“ და ამბობს, რომ ჯამაათით შესრულებული ნამაზი ჩვენი რელიგიისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა:
„ქააფირი ჯამაათით ნამაზს თუ შეასრულებს, მაშინ ის ჩვენგან მუსლიმის სტატუსს მიიღებს, რადგან ჯამაათით შესრულებული ნამაზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უმმეთისთვისაა დამახასიათებელი. ცალკეული (ცალკე შესრულებული) ნამაზი კი, სხვა უმმეთის ქმედებებშიცაა. რის გამოც, ალლაჰის შუამავალმა (სალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) პირობად ‘ჩვენს მიერ შესრულებული ნამაზი და ჩვენი ყიბლის მიმართულებით დგომა’ წამოაყენა. სიტყვებში ‘ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზში’ მხოლოდ და მხოლოდ ამ უმმეთისთვის დამახასიათებელი ჯამაათით შესრულებული ნამაზი იგულისხმება.“[16]
„სიტყვებში ‘ჩვენს მიერ შესრულები ნამაზი..’ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უმმეთისთვის დამახასიათებელი ჯამაათით შესრულებული ნამაზი იგულისხმება.“[17]
როგორც ვხედავთ, ჰანეფი მეზჰების შეხედულების საფუძველში არსებული მთავარი კრიტერიუმი შემდეგია: „პიროვნებაზე მუსლიმის ჰუქმის გასაცემად შესრულებული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ამ უმმეთისთვის (ისლამისთვის) უნდა იყოს დამახასიათებელი.“
მალიქი მეზჰების სწავლულების შეხედულებას რაც შეეხება: სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „Eş-Şerhu’l-Kebir“, ნათქვამია, რომ ნამაზის შემსრულებელი პიროვნება მუსლიმის სტატუსს ვერ მიიღებს მანამ, სანამ შაჰადის ორივე პირობას არ დაამოწმებს.[18] ასევე, სხვა ადგილას ორივე შეხედულებაცაა გადმოცემული: ანუ ერთი შეხედულების მიხედვით, პიროვნების მიერ შესრულები ნამაზი მუსლიმობის ჰუქმისთვის საკმარია. მეორე შეხედულების მიხედვით კი, მუსლიმობის ჰუქმის გასაცემად საკმარისი არ არის.[19]
თუმცა, ისეთ ნაწარმოებში, სადაც ოთხივე მეზჰების შეხედულებებია მოყვანილი, გადმოცემულია, რომ ნამაზის შემსრულებელ პიროვნებას ეგრევე მუსლიმის ჰუქმი არ ენიჭება. იმამ ქურთუბი ამბობს, რომ პიროვნებას მხოლოდ ნამაზის შესრულებით მუსლიმის სტატუსი არ მიენიჭება მანამ, სანამ მისი ნამდვილი მდგომარეობა დადგენილი არ იქნება:
„პიროვნების მუსლიმობის შესახებ, რომელიც ნამაზს შეასრულებს ან რომელიმე სხვა ისლამის ნიშან-თვისებას გამოამჟღავნებს, ჩვენს მეზჰებში (ანუ მალიქი მეზჰებში) სხვადასხვა შეხედულება არსებობს. იბნუ’ლ არაბი ამბობს: ‘ჩვენი შეხედულების მიხედვით, მსგავსი ქმედებების მატარებელი პიროვნება მუსლიმი ვერ გახდება. თუ მას ვკითხავთ, რომ რა არის მის მიერ შესრულებული ნამაზის უკან (ანუ მის შესრულებულ ნამაზში რა აზრი დევს) და ის თუ გვიპასუხებს, რომ მისი შესრულებული ნამაზი მსგავსია მუსლიმების ნამაზისა, მაშინ მას ვეტყვით, რომ წარმოთქვას ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ და თუ წარმოთქვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მართალს ამბობს. ხოლო, თუ არ დაამოწმებს, მაშინ გავიგებთ, რომ მისი ქმედება და სიტყვები ტყუილია. ამასთან ერთად, ის, ვინც მსგავსი ქმედებით (ნამაზისა და სხვა ისლამის ნიშან-თვისებების შესრულებით) პიროვნებას მუსლიმის ჰუქმს მიანიჭებს, მისი ნამდვილი მდგომარეობის დადგენის შემდეგ (ანუ ქუფრი და შირქი თუ აღმოაჩნდა) მას მურთადის ჰუქმი უნდა მიანიჭოს. თუმცა, სინამვილეში ის მურთადი კი არა, არამედ ნამდვილი ქააფირია.“[20]
ძირითადად, მალიქი მეზჰების წყაროებში მოცემულია, რომ პიროვნებაზე მუსლიმობის სტატუსის გასაცემად დამოწმებასთან ერთად მისით (თავჰიდით) მოქმედებაცაა საჭირო. რამდენიც არ უნდა თქვათ, რომ მალიქი მეზჰებს ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა აზრი აქვს, ძირითადად მათი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მათ ამ საკითხის მიმართ სხვადსხვა აზრი არ აქვთ.[21]
რაც შეეხება შაფი მეზჰებს: მათ არგუმენტად შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვები მოჰყავთ: ‘მებრძანა ვებრძოლო მათ მანამ, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა’ და ამბობენ, რომ პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ ისლამის ნიშან-თვისების (ნამაზი, ეზანი, მარხვა, ჰაჯობა და ა.შ) გამოააშკარავებით მუსლიმის ჰუქმს ვერ მოიპოვებს. საკითხის შესახებ იმამ ნავავი ამბობს: „ქააფირი პიროვნება იმამობის შესრულებით ან ნამაზის დროს იმამზე მიყოლით ან ცალკე თუ ჯამაათით ნამაზის შესრულებით მუსლიმი ვერ გახდება. არ აქვს მნიშვნელობა დარულ ისლამის თუ დარულ ქუფრის მიწაზე იქნება. ეს სიტყვები იმამ შაფის სიტყვებია, რომელიც „Kitabu-l Umm”“ ნაწარმოებშია გადმოცემული.“[22]
ამის შემდეგ, იმამ ნავავს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი მოჰყავს და ამბობს, რომ მეზჰების სწავლულების ერთ ნაწილმა, დარულ ქუფრში პიროვნების მიერ შესრულებული ნამაზი საკმარისად მიიჩნია, დარულ ისლამში კი არა, რადგან მისი ნამდვილი მდგომარეობის დამალვის შესაძლებლობა არსებობს. ასევე, მოყავს სხვადასსხვა აზრი იმასთან დაკავშირებით, თეშეჰჰუდის დროს პიროვნების მიერ წარმოთქმული შაჰადა საკმარისია თუ არა.
ასევე, შაფი მეზჰების ზოგიერთმა სწავლულმა თქვა, რომ დარულ ისლამში პიროვნების მიერ შესრულებული ნამაზი, მასზე ჰუქმის გასაცემად საკმარისი არ არის, რადგან ალბათობაა იმისა, რომ პიროვნება შეიძლება მის ნამდვილ მდგომარეობას ფარავდეს.[23]
თუ დავაკვირდებით, შაფი მეზჰების მიხედვით, რაც არ უნდა იყოს, პიროვნება ნამაზის შესრულებით მუსლიმის ჰუქმს ვერ მოიპოვებს. სხვა მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ შაფი მეზჰებიდან ზოგიერთებმა დარულ ქუფრი და დარულ ისლამი განასხვავა, რომლის მიხედვითაც, ქააფირი პიროვნება დარულ ისლამში ნამაზის შესრულებით მუსლიმის ჰუქმს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი ნამდვილი მდგომარეობის დაფარვის ალბათობა არსებობს.
კარგი იქნება თუ ბუჰარში მოცემული ჰადისის („ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს...“) სხვა ვარიანტსაც მოვიყვანთ: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ადმიანებთან ბრძოლა მებრძანა მანამ, სანამ არ იტყვიან ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’. ამის შემდეგ, ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს თუ შეასრულებენ, ჩვენი ყიბლის მიმართულებით თუ დადგებიან და ჩვენს მიერ დაკლულს თუ შეჭამენ, მათი სისხლი და ქონება დაცული იქნება. გამონაკლისია ჰაყყი. მათი განსჯა კი ალლაჰს ეკუთვნის.“[24]
იბნი ჰაჯერი ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამ ჰადისში ერთღმერთიანობის სიტყვის მეორე ნაწილი (დამოწმება, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია) არ ახსენა. მიუხედავად ამისა, პირველი ნაწილით მეორე ნაწილიც ნაგულისხმევია, ისევე, როგორც ვინმე თუ იტყვის „ალ-ჰამდუ“ წავიკითხე, იგულისხმება, რომ სურა ფათიჰა ბოლომდე წაიკითხა. სხვა შეხედულების მიხედვთი კი, ჰადისის ეს ნაწილი თავჰიდის უარმყოფელებისთვის მოევლინა. თავჰიდის უარმყოფელი (მაგ. ათეისტი) თუ იტყვის შაჰადას, ის აჰლი ქითაბის მსგავსი იქნება, რომელსაც დაეკისრება სხვა ვალდებულებებიც. ამის გამოა, რომ ჰადისში ჩამოთვლილი ქმედებები თავჰიდზეა მიკუთვნებული. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვების „მებრძანა ვებრძოლო მანამ, სანამ არ იტყვიან ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ შემდეგ „ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს“ თქვა, რადგან ნამაზის შესრულება შუამავლობის მიღებასაც გულისხმობდა. ქმედებები, რითაც შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემოიფარგლა შემდეგია: ეჰლი ქითაბს რაც არ უნდა თავჰიდი (ანუ ერთი ღმერთის არსებობა) ეღიარებინათ, ყიბლისკენ დამდგარიყვნენ და ჩვენი დაკლული ეჭამათ, ისინი ჩვენს ნამაზს არ ასრულებდნენ და ჩვენი ყიბლისკენ არ დგებოდნენ. მათგან ერთი ნაწილი საქონელს ალლაჰის გარდა სხვისი სახელით კლავდა, მეორე ნაწილი კი ჩვენს მიერ დაკლული საქონლის ხორცს არ მიირთმევდა, რის გამოც ჰადისს სხვა ნაწილში გადმოცემულია, რომ ‘ვინც ჩვენს მიერ დაკლულს არ შეჭამს..’ პირველ პერიოდში ადამიანების ნამაზისა და ჭამის სტილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ადვილი იყო, რის გამოც ჰადისში ძირითადად ეს ქმედებებია გადმოცემული.[25] - ანუ, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც თქვა ‘ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა’ გამორიცხა უღერთოები, რომლებიც ალლაჰის არსებობს არ აღიარებდნენ. როდესაც თქვა ‘ვინც ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს შეასრულებს’ გამორიცხა ის ხალხი, რომლებიც ალლაჰის ერთობას აღიარებდნენ, თუმცა მუსლმიების ნამაზს არ ასრულებდნენ. როდესაც თქვა ‘ვინც ჩვენი ყიბლისკენ არ დადგება’ გამორიცხა ის ხალხი, რომლებმაც აღიარეს ალლაჰი და ასრულებდნენ ნამაზს, თუმცა არა მუსლმების ყიბლის მიმართლებით. როდესაც თქვა ‘ვინჩ ჩვენს მიერ დაკლულს არ შეჭამს’ გამორიცხა ის ხალხი, რომლებიც მუსლიმების მიერ დაკლულ ხორცს არ ჭამდნენ. აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ მუსლიმობის ჰუქმის გასაცემად საჭიროა არსებული დანაკლისი რაც არის, გათვალისწინებული იქნას.
ამ ბრწყინვალე განმარტების შემდეგ, ვხვდებით, რომ ალლაჰის შუამავალს ჰადისში მოცემული პირობები ტყულად არ დაუსახელებია. არსებობდა ხალხი, რომელიც ალლაჰს არ აღიარებდნენ. მსგავსი პიროვნებებისთვის შაჰადას წარმოთქმა მუსლიმის ჰუქმის გასაცემად საკმარისი იყო. არსებობდნენ ეჰლი ქითაბის ხალხი, რომლებსაც სწამდათ ალლაჰის ერთობის, თუმცა ჰუქმის გაცემისთვის ეს საკმარისი არ იყო და მათ ევალდებულებოდათ მუსლიმების მიერ შესრულებული მსგავსი ნამაზის შესრულება და ა.შ.
ჰადისის (მებრძანა ვებრძოლო მათ....) განმარტებაში იმამ ნავავი, ყადი იაზიდან და ჰატტაბიდან გადმოგვცემს:
ყადი იაზი ამბობს: „ის, რომ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სიტყვის მთქმელის სისხლი და ქონება დაცულია, ნიშნავს იმას, რომ იგი რწმენის მანიშნებელია. ამ სიტყვებით არაბი მუშრიქები, კერპთაყვანისმცემლები და ათეისტები იგულისხმებიან. რაც შეეხება მათ, რომელნიც უკვე ამბობენ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’, მათი სისხლის და ქონების დაცულობისთვის ეს სიტყვები საკმარისი არ არის, რადგან ისინი ამ სიტყვას ქუფრთან ერთად ამბობენ.“[26]
ჰადისის შესახებ ჰატტაბი ამბობს: „აშკარაა ის, რომ ამ სიტყვებში ეჰლი ქითაბი კი არა, კერპთაყვანისმცემლები იგულისხმებიან, რადგან ეჰლი ქითაბი ამბობს, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებას არ არსებობს, მიუხედავად ამისა, ისინი ხმლისგან გადარჩენილები არ არიან.“[27]
მინდა შეგახსენოთ ის, რომ საკითხთან დაკავშირებით, უმმეთის იმამებს შორის საერთო აზრი არ არის, რისი მაგალითებიც ზემოთ მოვიყვანეთ.
აქვე მინდა შევეხო სიტყვა „ნიშნის“ განმარტებას. რა არის ნიშანი? რა არის ისლამის ნიშანი?
ზოგადად ნიშანი არის ის, რაც არის ერთში და არ არის მეორეში ანუ ის, რაც ერთ მეორესგან განასხვავებს. აქედან გამომდინარე, ისლამის ნიშანი არის ის ნიშან-თვისება, რაც მხოლოდ ისლამს ახასიათებს და არცერთ სხვა რელიგიურ მიმდინარეობას. დღევანდელ საზოგადოებაში ნამაზს, მარხვას და ა.შ. ისლამის ნიშნობა დაკარგული აქვს, იმიტომ, რომ მუშრიქებიც ნამაზს ასრულებენ და მუვაჰიდებიც. ჩვენ ვთქვით, რომ ნიშანი არის ის, რაც ახასიათებს ერთს და არ ახასიათებს სხვას. ეს წესი თუ დარღვეულია, მაშინ ის ნიშანი აღარ არის.
საყურადღებოა შემდეგი საკითხი: დღესდღეობით არსებობენ პიროვნებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ მყოფ ერთღმერთიანებს, ამ საკითხის გამო თაქფირს უკეთებს, რაც არასწორი და დაუშვებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ეს საკითხი არ არის იჯმა ან უმმეთის საერთო შეხედულება. როგორც დაინახეთ, ამ თემის შესახებ სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს, რაც თაქფირის დამაბრკოლებელია, ანუ იქ, სადაც იხთილაფია თაქფირი არ კეთდება. ასეთ შეცდომას მხოლოდ და მხოლოდ დაუშვებს ის, ვისაც საკითხის შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია. ყოველივე ამის შემდეგ, თუ პიროვნება უარყოფს ტაღუთს, ამასთანავე წარსულში ჩადენილ ქუფრსა და შირქს თუ მოინანიებს და შემდეგ იწამებს ალლაჰსა და მის შუამავალს, ის მუსლიმი გახდება, რის შემდეგაც მას რელიგიის საფუძვლების შესწავლა და მისით მოქმედება მოეთხოვება. მსგავს პიროვნებას (ანუ მუსლიმს, ერთღმერთიანს) ამ საკითხის მიმართ (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) ჩვენი საწინააღმდეგო აზრი თუ გააჩნია, მხოლოდ ამის გამო მასზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია. ამ წინადადების უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: ავიღოთ ორი მუვაჰიდი (ერთღმერთიანი). ერთი მათგანისთვის ნამაზი ისლამის ნიშანია, რის გამოც უცნობ პიროვნებას ნამაზში თუ დაინახავს, მას მუსლიმად ჩათვლის. ხოლო, მეორესთვის კი, ნამაზი მუსლიმობის სტატუსის გასაცემად საკმარისი არ არის და იმისათვის, რომ პიროვნებაზე მუსლიმის სტატუსი გასცეს, სჭირდება ისეთი ნიშანი, რაც მუსლიმს და სხვას (მაგ. მუშრიქს) ერთმანეთისგან განასხვავებს. არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხში უთანხმოების გამო ერთმანეთს თაქფირი გამოუტანოს, მსგავსი რამ დაუშვებელია. ორივე მათგანი ერთმანეთისთვის მუსლიმ ძმად ითვლება.
წარმატების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია!




[1] Fi’Zilali’l-Kur’an, 2/1106
[2] Buhari, Kitabu’s-Salat, 28. Hadis no: 391
[3] Camiu’l-Ulumi ve’l-Hikem, გვ. 72
[4] Camiu’l-Ulumi ve’l-Hikem, გვ. 21
[5] Fethu’l-Bari, 1/497
[6] შერჰულ მაღინ მასალ > სათაური: პიროვნება მუსლიმი როგორ გახდება’
[7] Buhari, Kitabu’s-Salat, 28. Hadis no: 391
[8] El-Muğni, 19/488
[9] El-Muğni, 19/488
[10] Şerhu Munteha’l-İradat, Kitabu’s-Salat, 1/301
[11] Keşşafu’l-Kına an Metni’l-İkna, Kitabu’s-Salat, 2/114
[12] Şerhu Gayeti’l-Munteha, Faslu Tevbeti’l-Mürteddin, 18/399
[13] Şerhu Munteha’l-İradat, Faslu Tevbet’il-Mürteddin, 11/325
[14] El-Mevsuatu-lKuveytiyye, 1/1380
[15] El-Mevsuatu-lKuveytiyye, 1/1380
[16] Haşiyetu Reddi’l-Muhtar, 1/381
[17] Dureru’l-Hukkam Şerhu Gureri’l-Ahkam, 1/220
[18] Eş-Şerhu’l-Kebir, 1/326
[19] Haşiyetu’d-Dusuki ale’ş-Şerhi’l-Kebir, 3/227
[20] Kurtubı Tefsiri
[21] Haşiyetu-d-Dusuki, ale’ş_şerhi’l-Kebir, 3/227
[22] Şerhu’l-Mühezzeb, 4/252
[23] El-Mevsuatu’l-Kuveytiyyeh, ნაწ. ისლამი, 1/1380
[24] Fedlu İstikbali’l-Kible, hadis no: 379
[25] Fethu’l-Bari, 391 ნომრიანი ჰადისის განმარტება
[26] İmam Nevevi, Sahihi Müslim Şerhi, 2/156
[27] İmam Nevevi, Sahihi Müslim Şerhi, 2/156