10 October 2018

9.1 რწმენისა და ქუფრის საკითხებში მნიშვნელობა გარეგნობას ენიჭება

ისლამი ჩვენ ადამიანების გარეგნობის მიხედვით ჰუქმის გაცემას გვავალდებულებს. გულისა და განზრახვის მიხედვით ჰუქმის გაცემა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის უფლებაა. ყოველდღიურად ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა, რის გამოც მათი სიტყვისა და მოქმედების გაგონება/დანახვა გარდაუვალია. როგორ უნდა მოვექცეთ ისეთ, პიროვნებას, ვინც ისლამის ზოგიერთ თვისებას ამჟღავნებს? როგორ უნდა მოვექცეთ მას, ვინც ქუფრს და შირქს ასრულებს? ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკითხის უკეთ გაგება/გააზრება.
ცნობილია ის, რომ ქუფრისა და რწმენის საკითხებში ისლამი გვავალდებულებს, რომ ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გამოვიტანოთ. ამის მიხედვით, პიროვნება შარიათული დამაბრკოლებლების გარეშე ქუფრს თუ ასრულებს, მაშინ ჩვენ მას ქააფირის ჰუქმს მივანიჭებთ. ასევე, პიროვნება ისეთ საქმეს თუ ასრულებს, რაც ერთღმერთიანობაზე და რწმენაზე მიგვითითებს, მაშინ მასზე მუსლიმის სტატუსის მინიჭება ვააჯიბია. ყურანმა და სუნნეთმა მყარი არგუმენტებით ამის შესრულება გვიბრძანა. შევუდგეთ არგუმენტების გადმოცემას...
1)            ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „არ მბრძანებია ადამიანების გულის გაპობა და შიგნით არსებულის გამოძიება.“[1] მოცემული ჰადისი ამტკიცებს, რომ ჰუქმის გაცემა გარეგნობის მიხედვით სრულდება. იბნი ჰაჯერი ამბობს: „შუამავლის სიტყვები შემდეგს გულისხმობს: ‘მხოლოდ და მხოლოდ მათი გარეგნობის მიხედვით ჰუქმის გამოტანა მებრძანა.’“[2] ჩვენს წინაშე მყოფი ადამიანი სიტყვითა და საქმით მის ერთღმერთიანობას თუ გამოხატავს, მანამ, სანამ მის შირქს არ დავინახავთ, ის ჩვენთვის მუსლიმია. მსგავს პიროვნებას გულში ნიფაყი, ქუფრი ან შირქი, რომც ჰქონდეს, ჩვენ არ გვეხება და ეს მის გარეგნულ სტატუსს არ შეცვლის, რადგან ჩვენი ვალდებულება მისი გულის გაპობა და შიგნით არსებულის გამოძიება/დანახვა არ არის. ასევე, ის, ვინც გარეგნულად შირქსა და ქუფრს გვაჩვენებს, მიუხედავად მისი კარგი განზრახვისა, მას ქააფირის ჰუქმს მივანიჭებთ. ეს აჰლი სუნნეთის საერთო შეხედულებაა.
2)            უსამე ბინ ზეიდმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მთქმელი როდესაც მოკლა, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უთხრა: „ნუთუ გულწრფელობის გასაგებად (გულწრფელად წარმოთქვა თუ არა შაჰადა) მისი გული გააპე?“[3] იმამ ნავავი ჰადისის განმარტებაში ამბობს: „შუამავლის სიტყვებიდან გამომდინარე შემდეგი დებულება წარმოიშობა: ‘ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა, განზრახვა კი ალლაჰს ეკუთვნის...’“[4] იმამი ჰადისის მნიშვნელობას შემდეგნაირად გადმოსცემს: „ჰეი უსამე! შენ იძულებული ხარ ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გასცე. რაც შეეხება გულს, არ არის გზა, რისი საშუალებითად გულში არსებულს გაიგებ...“[5] იბნი ჰაჯერი (რაჰიმაჰულლაჰ) ქუთბის სიტყვებს გადმოსცემს: „ამ ჰადისში არგუმენტია იმის, რომ ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა და არა შინაგანის.“[6]



[1] Buhari, Meğazi, 61. Hadis no: 4351, Müslim, 1064
[2] Fethu’l-Bari, 7/835
[3] Müslim, 96
[4] Nevevi, “Şerhu Sahihi Müslim”, 1/282
[5] Nevevi, “Şerhu Sahihi Müslim”, 1/280
[6] Fethu’l-Bari, 12/275