30 November 2018

11.4 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

4)            სხვა დალილი შემდეგია:
ზოგიერთმა საჰაბეებმა, რომლის თავიც ყუდამა ბინ მაზ’უნი იყო, მაიდა სურას ერთ-ერთი აიათი (5/93) სხვაგვარად განმარტეს, რის შემდეგაც ალკ. სასმელი ჰალალად გამოაცხადეს და მისი მოხმარება დაიწყეს. ამ დროს ისინი შამში იმყოფებოდნენ. ხალიფა ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მათი ამბავი როდესაც გაიგო, ისინი მედინაში მოიხმო. მდგომარეობის შესახებ მის გვერდში მყოფ საჰაბეებს აზრი ჰკითხა. საჰაბეებიდან ზოგიერთმა თქვა:
-         ‘ჰეი მორწმუნეების ამირო? ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ალლაჰს ცილი დასწამეს და ნება გასცეს იმის შესახებ, რაც ალლაჰმა აკრძალა. დასაჯე ისინი სიკვდილით!’
-         ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჩუმად იყო, როდესაც ხალიფამ მას ჰკითხა: ‘ჰეი ჰასანის მამა! შენი მოსაზრება რა არის?’
-         ალიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უპასუხა: ‘ჩემთვის მისაღები იქნება თუ მათ მონანიებისკენ მოვიპატიჟებთ. თუ მოინანიეს, დალევისთვის 80 მათრახს მიიღებენ, ხოლო თუ არ მოინანიებენ, იმის გამო, რომ ალლაჰს ცილი დასწამეს და ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულზე ჰალალი თქვეს, თავებს მოჭრი.’
მედინაში ჩამოსვლის შემდეგ, ალიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საჰაბებს აიათის მართებული მნიშვნელობა განუმარტა, რის შემდეგაც მონანიებისკენ მოიპატიჟა. მათ მოინანიეს და სასჯელად 80 მათრახი მიიღეს. ბოლოს კი, ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ყუდამას მიმართა: ‘კარგი საქმეების გამკეთებელი, რომ ყოფილიყავი ალკ. სასმელს არ დალევდი.’“[1]
ყუდამას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ არასწორად გაგებული აიათი უჰუდის ბრძოლის შემდეგ მოევლინა. საჰაბეებიდან ზოგიერთმა იკითხა: ‘ალკ. სასმელი ჰარამი გახდა. რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ალკ. სასმელის აკრძალვამდე მის მოხმარებაში გარდაიცვალნენ?’ ამის შემდეგ, უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა, რითაც აღნიშნა, რომ მის (ალკ. სასმელის) აკრძალვამდე ვინც მას სვამდა, თუმცა მისაღებ/კარგ საქმეებსაც ასრულებდა, მათზე პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ყუდამამ და მისთან ერთად მყოფმა საჰაბეებმა აიათის მნიშვნელობა არასწორად გაიგეს, რის გამოც აიათს თავიანთი თავიც მიაკუთვნეს, რამაც ალკ. სასმელის ჰალალად გამოცხადება გამოიწვია.
ამ მოვლენის შემდეგ, საჰაბეების ერთიანი აზრით, იმისათვის, რომ მათ ჰარამი ჰალალად აქციეს, რწმენიდან გავიდნენ. ალიც (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ აზრზე იყო, თუმცა მურთადის ჰუქმის გაცემამდე, მონანიებისკენ მოპატიჟების აუცილებლობის სჯეროდა, რაც მართებულია. აქედან გამომდინარე, ვხვდებით, რომ საჰაბეების ერთიანი აზრით, ის, ვინც ჰარამს ჰალალად, ჰალალს კი, ჰარამად გამოაცხადებს, იჯმათი რწმენიდან გავა და ქააფირი გახდება.



[1] Tahavi, Şerhu Me’ani’l-Asar, 4778

11.3 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

3)            უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „6/121. და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის. უეჭველად, იგი (2) (მისი მირთმევა, რაზეც ალლაჰის სახელი არ იქნა მოხსენებული) ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს (ურწმუნოებს), რათა გეკამათონ თქვენ. თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!
უზენაესმა ალლაჰმა მკვდარი საქონლის ხორცის ჭამა, როდესაც აკრძალა, მექქელმა მუშრიქებმა მუსლიმებს მიმართეს: „თქვენ თუ საქონელს კლავთ და ჰალალია, მაშინ რატომ არ არის ის ჰალალი, როდესაც ბუნებრივი სიკვდილით კვდება?!“ ამ სიტყვების შემდეგ, ზოგიერთ მუსლიმს გულში ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც ალლაჰმა აიათი მოავლინა.[1]
აიათი გვამცნობს, რომ ჰარამისა და ჰალალის საკითხში მუშრიქებზე მორჩილება შირქია.
იბნი ქესირი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ალლაჰის შარიათს ზურგს თუ შეაქცევთ და სხვის სიტყვებს ალლაჰის სიტყევბის წინ თუ დააყენებთ, თქვენც მუშრიქებად გადაიქცევით.“[2]
იმამ ზაჯჯაჯი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აიათში არგუმენტია იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ალლაჰის მიერ ჰალალად გამოცხადებულს ჰარამად ჩათვლის ან ჰარამად გამოცხადებულს ჰალალად ჩათვლის, ურწმუნო გახდება. უზენაესმა ალლაჰმა მუშრიქი უწოდა მას, ვინც მის (ალლაჰის) გარდა, სხვა დამკანონებელს აღიარებს. აი ეს არის შირქი.“[3]
იბნი თეიმიიე (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „პიროვნება იჯმათი დამტკიცებულ ჰარამს ჰალალად ან ჰალალს ჰარამად თუ გადააქცევს ან ალლაჰის შარიათს თუ შეცვლის, ყოველი სწავლულის მიხედვით ქააფირი და მურთადი გახდება.“[4]
იმამ ქურთუბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აიათი გვამცნობს, რომ ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულს პიროვნება ჰალალად თუ გადააქცევს, მუშრიქი გახდება. უზენაესმა ალლაჰმა ლეში ჰარამად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, პიროვნება სხვა, რომელიმე კანონის მიხედვით, ლეშს ჰალალად თუ გამოაცხადებს, მუშრიქი გახდება.“[5]
ასე, რომ ის, ვინც ალლაჰის მიერ აკრძალულს ნებადართულად გამოაცხადებს ან ალლაჰის მიერ ნებადართულს აკრძალავს, რწმენიდან გავა. ამ საკითხში განზრახვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.



[1] Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 2/231
[2] Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 2/231
[3] Et-Tefsiru’l-Kebir, Fahreddin er-Razi, 10/152
[4] Mecmuu’l-Fetava, 3/267
[5] El-Cami’li Ahkami’l-Kur’an, 4/56

11.2 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

2)            უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!“
აიათის მოვლენის მიზეზი ალლაჰის შუამავლისა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და ადიი იბნი ჰათემს შორის გამართული საუბარია. ადიი იბნი ჰათემი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც მივედი კისერზე ჯვარი მქონდა. მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მითხრა: ‘ჰეი ადიი! გაიქნიე ეგ კერპი!’ ამის შემდეგ, სურა თავბას 31-ე აიათს როდესაც კითხულობდა, გავიგონე და ვუთხარი: ‘მაგრამ ისინი სწავლულებს და მღვდლებს არ ეთაყვანებიან!’ ამის შემდეგ მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიპასუხა: ‘ისინი (სწავლულები, წინამძღოლები, მღვდლები) ჰარამს ჰალალად, ჰალალს კი, ჰარამად აცხადებენ. ხალხი კი, მათ ემორჩილება. აი ეს არის მათდამი ღვთისმსახურების გამოხატულება.’“[1]
ადიი იბნი ჰათემი ფიქრობდა, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ნამაზს, რუქუ’ს, სეჯდეს და მსგავს ქმედებებს მოიცავდა. შუამავალმა კი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), მას აცნობა, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ნამაზითა და სეჯდით არ შემოიფარგლება, მისი (ღვთისმსახურების) მნიშვნელობა უფრო ვრცელი და ფართო მასშტაბურია. ჰარამისა და ჰალალის საკითხებში უპირობოდ მორჩილებაც ღვთისმსახურების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან აკრძალვისა და დაკანონების უფლება მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს, ვინც ბატონია...“[2]
საიიდ ქუთბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ებრაელები და ქრისტიანები თავიანთ წინამძღოლებს ღვთაებად და სამყაროს ბატონ-პატრონად არ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, უზენაესმა ალლაჰმა ისინი შირქითა და ქუფრით დაადანაშაულა, რადგან ისინი რელიიგის ბრძანებულებებს მათი წინამძღოლებიდან იღებდნენ და ემორჩილებოდნენ... ღვთისმსახურებასა და რწმენის საკითხებში მსგავსი მორჩილება ქმედების სუბიექტს ქააფირად აქცევს. ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მისი კუთვნილი უფლებების სხვაზე მინიჭებითაა შესაძლებელი. შარიათის (რელიგიური კანონის) გამოცემის უფლების სხვაზე მინიჭება პიროვნებას ქააფირად გადააქცევს... პიროვნება ალლაჰის კანონების გარდა, სხვა რომელიმე კანონს თუ ემორჩილება და ამავე დროს თავს მორწმუნედ თუ აცხადებს, მისი მსგავსი რწმენა ალლაჰის წინაშე მიუღებელია, მუშრიქია მსგავსი ებრაელებისა და ქრისტიანებისა, რომლებიც ჰარამისა და ჰალალის საკითხში თავიანთ წინამძღოლებს ემორჩილებიან.“[3]
აბდულმუნ’იმი აიათის შესახებ ამბობს: „ალლაჰის აიათს: ‘მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები,’ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ‘მათ დაიდგინეს დამკანონებელი, რომელიც ჰარამსა და ჰალალს ადგენს...’“[4]
იმამ ბაღავი ამბობს: პროტესტის ნიშნად თუ იტყვიან, რომ ‘ისინი მღვდელებს და მამაოებს არ ეთაყვანებიან’, ჩვენ შემდეგნაირად ვუპასუხებთ: ‘მღვდელებზე და მამაოებზე თაყვანისცემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი თვლიან ჰალალად მას, რაც მათმა წინამძღოლებმა ჰალალად ჩათვალეს და თვლიან ჰარამად მას, რაზეც ჰარამი თქვეს, რაც აშკარად მათი ბატონ-პატრონად გამოცხადებაა.’“[5]
ჰუზაიფა ბინ იემანი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ისინი მღვდელებისა და მამაოებისთვის ნამაზს არ ასრულებდნენ და მათთვის არ მარხულობდნენ. მაგრამ ისინი ჰალალად თვლიან მას, რაც წინამძღოლებმა ჰალალად გამოაცხადეს, თუმცა ალლაჰმა იგი აკრძალა. ასევე, ისინი ჰარამად თვლიდნენ მათი წინამძღოლების მიერ გამოცხადებულ ჰარამს, რაზეც ალლაჰმა ჰალალი თქვა. აი ამგვარად დაიდგინეს ბატონ-პატრონი.“[6]
აქედან გამომდინარე, უზენაესი ალლაჰის გარდა, სხვას არავის აქვს აკრძალვისა და დაკანონების უფლება. ის, ვინც მსგავს ქმედებას საკუთარ თავზე იტვირთავს ან ამ უფლებას სხვას მიანიჭებს, ურწმუნოებაში ჩავარდება.



[1] Tirmizi, 3095; İbn-i Kesir, 2/459
[2] Es-Sünnetü ve’l-Bid’a, Yusuf el-Karadavi, გვ. 31
[3] Fi Zilali’l-Kur’an, 7/264
[4] Kava’idu fi’t-Tekfir, 187
[5] Mealimu’t-Tenzil, 3/107, 108
[6] Tefsiru’t-Taberi, 14/211

11.1 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

ისლამის მიხედვით, ჰარამისა და ჰალალის დაწესების უფლება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს აქვს. ჰალალია ის, რაზეც ალლაჰმა ჰალალი თქვა და ჰარამია ის, რაც ალლაჰმა ჰარამად გამოაცხადა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ნებადართულია ის, რაზეც ალლაჰმა ნება დართო და აკრძალულია ის, რაზეც ალლაჰმა ნება არ მოგვცა. ამ საკითხში (ჰარამისა და ჰალალის დაწესების საკითხში) სიტყვის სრული უფლება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს აქვს. თვით შუამავლებსაც კი არ აქვთ სრული უფლება ანუ მათაც კი არ შეუძლიათ ალლაჰისგან დამოუკიდებლად მოქმედება. მათი ზეგავლენა ალლაჰის მიერ განსაზღვრულის შესაბამისია.
მაშინ, როცა თვით ალლაჰის შუამავლებს არ აქვთ სრული უფლება, რომ ალლაჰისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ ჰალალი ან ჰარამი, როგორი იქნება ჩვეულებრივი ადამიანის მდგომარება? - რათქმაუნდა ჩვეულებრივ ადამიანს მსგავსი უფლება საერთოდ არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ასეთი ნათელი და აშკარაა, დღესდღეობით არსებული მმართველები ალლაჰის სრულფასოვან უფლებას არაფრად აგდებენ და თავიანთ თავებს სრული ძალაუფლების მქონე პიროვნებებად ან ორგანოებად წარმოგვიდგენენ.
უზენაესმა ალლაჰმა ალკ. სასმელი, ყუმარი, პროცენტი, მრუშობა და მსგავსი ქმედებები ჰარამად დააწესა. მიუხედავად ამისა, შარიათის არ მქონე ქვეყნები ჰარამს ხელმისაწვდომობითა და თავისუფლებით ჰალალად აცხადებენ. უფრო მეტიც, თვით სახელმწიფო ხელს უწყობს მსგავსი ქმედებების გავრცელებას. თვითონ სახელმწიფო წყვეტს თუ რა უნდა იყოს ჰალალი და რა ჰარამი.
თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ მსგავსი ქმედებით ისინი ალლაჰის წინააღმდეგ მიდიან. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„9/63. განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!“
სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას მხოლოდ და მხოლოდ ქააფირი იმსახურებს ანუ სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნის მიზეზი მათი ურწმუნოებაა. აქედან გამომდინარე, ალლაჰის კანონების უგულებელყოფა და განსხვავებული კანონების გამოცემა, ალლაჰის წინააღმდეგ აჯანყებისა და ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ქუფრია, რომლის სასჯელიც სამუდამო ჯოჯოხეთია.
ახლა კი, საკითხის შესახებ არგუმენტები მოვიყვანოთ:
1)       უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/36. უეჭველად, თორმეტი (1) (ერთი წელი) თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში (2) (ლევჰი მაჰფუზში), ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია (3) (ესენია: ზილყა’დე, ზილჰიჯჯა, მუჰარრამი და რაჯაბი). სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს. და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (4) (ტოტალურად, ყოველ თვეში), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!
37. უეჭველად, გადავადება (ნაკრძალი თვეებისა) აღრმავებს ურჯულოებას და ამით ააცდენს იმათ, რომელთაც უარყვეს. ნებადართულად თვლიან ეგენი მას ერთ წელიწადს და კრძალავენ მას მეორე წელიწადს, რათა გაათანაბრონ რიცხვი, რაც აკრძალა ალლაჰმა. ამგვარად ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად თვლიან. მოეკაზმათ მათ საკუთარი საქციელი და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!
უზენაესმა ალლაჰმა ცისა და მიწის შექმნიდან დღემდე ადამიანებისთვის 12 თვე განსაზღვრა. 12 თვიდან 4 თვე ჰარამია. ამ 4 თვის განმავლობაში სისხლის დაღვრა, თავდასხმა, ბრძოლა და ყოველი ცუდის გაკეთება ჰარამია. მათგან სამი თვე ერთადაა, მეოთხე კი, ცალკე. აკრძალული თვეების სახელები შემდეგია:
A.           ზილყა’დე,
B.           ზილჰიჯჯა,
C.           მუჰარრამ,
D.          რაჯაბ.
ზილყა’დე მე-11, ზილჰიჯჯა მე-12, მუჰარრამ 1-ი, რაჯაბ კი, მე-7 თვეა. უვიცობის პერიოდში არაბების ზოგიერთი ნაწილი სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნილებებს ქურდობითა და ყაჩაღობით იღებდნენ. ასევე, არაბებს შორის ურთიერთდაპირისპირება და სისხლის დაღვრა ხშირი მოვლენა იყო. ოთხი ნაკრძალი თვიდან სამი ერთიმეორეს მიყოლებით იყო, რის გამოც ყაჩაღობისთვის და ქურდობისთვის თავის დანებება უწევდათ, რაც მათთვის სირთულეს წარმოადგენდა. ამ მდგომარეობის აღკვეთის მიზნით ნაკრძალი თვეები შეცვალეს. შეცვლის პროცესი შემდეგნაირად ხდებოდა: დაპირისპირებას ნაკრძალი თვე თუ მიუსწრებდა, ამ თვეს ჰალალად მიიჩნევდნენ და მის სანაცვლოდ ნაკრძალ თვედ რომელიმე სხვა, დაშვებულ თვეს ირჩევდნენ. სწორედ ამ ქმედებას უზენაესმა ალლაჰმა „ურჯულოების გაღრმავება“ უწოდა.
აიათის შესახებ წიგნში, რომლის სახელიცაა „Tahkimu’l-Kavinin“, გადმოცემულია: „უზენაესმა ალლაჰმა არაბებს ოთხ თვეში ბრძოლა და დაპირისპირება აუკრძალა. არაბებმა კი, თავიანთი ნება-სურვილების შესაბამისად, ალლაჰის მიერ აკრძალული თვეების ადგილები შეცვალეს, ჰარამი თვეები ჰალალად მიიჩნიეს, რის შემდეგაც ბრძოლას და დაპირისპირებას ამართლებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი მსგავს ქმედებას ანუ ჰარამი თვეების ჰალალად დაწესებას ურჯულოების გაღრმავებას უწოდებს. ყურადღებით თუ დააკვირდებით, უზენაესმა ალლაჰმა ქუფრად ნაკრძალ თვეში დაპირისპირება კი არა, ჰარამის ჰალალად გადაკეთება მიიჩნია, რაზეც ყურადღება გამახვილებულია. ალლაჰის მიერ აკრძალული ერთი თვის, სხვა მეორე თვით შეცვლა თუ ურჯულოების გაღრმავებაა, მაშინ როგორი იქნება მდგომარეობა მისი, ვინც ალლაჰის მიერ დაწესებულ საფუძვლებს მთლიანად შეცვლის და მის ნაცვლად სხვა, ადამიანის ხელით შექმნილ კანონს დააკანონებს და რომლის საშუალებითაც ეშმაკის საქმეს ჰალალად გამოაცხადებს? ნუთუ მსგავსი ქმედება ქუფრის მწვერვალი არ იქნება? იმამ ქურთუბი ამბობს: ‘ეს არაბების სხვადასხვა ქუფრ ქმედებებთან ერთად, მსგავსი ქმედების შედეგსაც გვიხსნის. ამგვარად, მათ თავიანთი ნება-სურვილებით ჰარამისა და ჰალალის დაწესების უფლება საკუთარ თავებს მიაკუთვნეს, რის შესაბამისადაც მოიქცნენ. მსგავსი ქმედებით კი, ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებული ჰალალად გამოაცხადეს. მუშრიქებს, რომც არ მოსწონდეთ, ალლაჰის კანონებს ვერავინ შეცვლის.’ იბნი ჰაზმი აიათის შესახებ ამბობს: ‘აიათში მოცემული სიტყვები ‘ურჯულოების გაღრმავება’ გვიჩვენებს, რომ ჰარამი თვეების ადგილის შეცვლა ურწმუნოებაა. ამ თვეების ადგილების შეცვლა ერთ-ერთი ქმედებაა, რაც ალლაჰის მიერ ჰარამად დაწესებულის ჰალალად გამოცხადებაა. აქედან გამომდინარე, ის, ვინც ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულს ჰალალად გამოაცხადებს, ქააფირი გახდება.’“[1]



[1] Hakimiyet Mefhumu Tahkimu’l-Kavanin Şerhi, გვ. 43, 44. ქურთუბის სიტყვებისთვის იხ: el-Cami’ li Ahkami’l Kuran, 8/225; იბნი ჰაზმის სიტყვებისთვის იხ: el-Fisal, 3/245

28 November 2018

სიტყვის თქმამდე და ქმედებამდე ცოდნა (ცოდნის მიღება) ვააჯიბია

ცოდნის გარეშე საუბარი მომეება ჰარმი. ყურანიდმის ახებ შემდია:

33. : მერთ ოლო ღრ (1) (, ობ ..) კრ, ა, ულ ავრ (2) (აებე) , ალლ ზიარ, რა ; ალ , .“ (სურა ალ-რაფ).

168. , ამ! ჭა ადრთულ ვენა ვეთ ე ალ, ეჭ, გი ტერ ქვ.
169. რძებ ოლო , .“ (სურა ალ-ბაარ).

3. ხთგა ეთნი, ცო გა ალლაჰ ა მვე აკს!

4. ერ სდ (1) (აკ), , მა ჩავლ, ბდ ა მ ჯე!. (სურალ-ჰაჯჯ).

ლაჰი უცოდიროით აუბარს ეშაკის თამაშს უწოდე, სი დასასული/ბოლო ცელი.
36. იმ, ვე . , ,ალ გა, გა ა! (1) (მ ტრ). (სურა ალ-ისაა).

15. კი ევ! , ნა აგ ქრობთ, მნ, ალლ ნა ცო! (ს-ნუ).

66. , თქ რთ, დი, (-) (1) (ისებ ლშ ნილი); ტო , რ (2) ( რა )? ეჭად, ლლ ! (სურა ალ-ი იმრნ).

ქურთუბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამ აითის შეახებ ამს: „აითი გვ, რომ უცორობითა საკარისი გმოკვლევის (იფორაციის მოიების) გარეშე კამათი ჰარამი. სე აიათი უკრძავს კმათს ათ, ვინც ცოდნ. უზენესი ალლაჰი ყურაში ძანეს:


125. მოწო ერთზისკენ იბძნ თი , თ სკე . ლა,ერთი კე წყ, ოფ! (ურა ან-ნაჰ).“[1]

1. ეი , მე! ლლ ალ გეშიოდ.ვე, ლლნი, . (სურა -ჰუჯუათ).

ლაჰ ანგელზეი შეა, რადგა: 26. (2) (აგეოზბი) ულ მსან!

27. მა ქმდე.“ (ურა -ნბიაა).

2. ეი , მე! ევ მა ავ ხმ ართ მ სევე , არ ერთმაეთ, მნ სა ა ვერ კი რძ ქვ. (სურა ალ-ჰუჯუათ).

იბნუ’ აიიმ-ი (რაჰულლაჰ)ობ: თუ ადამიაების ხა შუმავლის აზე მაღალი იქნე, რაც ამელს/მეს ამდ გადააქცევს, აშინ როგორი იმ აამნების დგომარეობ, რომლებმაც შუმავლს შეა, სიტყბი, გადმოები ბი შევაეს?! უთუ ეს მდგმარეობა უფ იდი ნალირის ა მათი სამენიოდ მნრო აჭიროე?![2]

62. ოლო , ეს ალლაჰ ალ. ის გვერ ერთ სა, ავენ (1) (შამავ) არ. ვე, ნერთ ით, რე , ეს ვას. თვ გთენ ია სა , ი მგა , ნე თხვე ვო .ვეად, ი მა,ყაბელი! (სურა ან-ურ).

36. ალ ილ , მა ავ უკ ილბა. , ვი ლლა შუავ, ვა ! (სურა ალ-აჰზაბ).

43. ენ , (1) ( გეოზ), მე. ენ , , კიოდ(2) (ბზეც ვლ) (სწლუ (3) (ბს ებ)),“ (ურა ან-ჰლ).

ბოლს: აა მტ, ბუ ქმ () გა რთ ა ცოდ.



[1] Kurtubi Tefsiri, 16/300
[2] İlamul Muvakkin, 1/51