22 November 2018

10. ქუფრი სიტყვის წარმოთქმა და ქუფრი ქმედების შესრულება ქუფრია

ყურანისა და სუნნეთის მიხედვით, პიროვნებას ქუფრი სიტყვების წარმოთქმა და ქუფრი ქმედებების შესრულება აბსოლუტური მნიშვნელობით აკრძალული აქვს. რომელიმე პიროვნება ყოველგვარი ნებადართული იქრაჰის გარეშე, ქუფრ სიტყვას წარმოთქვამს ან ქუფრ ქმედებას თუ შეასრულებს, მაშინ რწმენიდან გავა. არ აქვს მნიშვნელობა მისი ნიათი (განზრახვა) და გული კარგია თუ არა. რაც შეეხება ამის არგუმენტებს:
1)       „9/65. და თუ მათ შეეკითხები (1) (თებუქის მოგზაურობის დროს, როცა შენს ერთად გზას ადგანან: რატომ დაგცინოდნენ შენ, ყურანს და ალლაჰს?), უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?
9/66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ...“
აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: ‘თაბუქის’ ლაშქრობის პერიოდში ერთ-ერთმა პიროვნებამ თქვა: „არ მინახავს ისეთი მუცელ დაგდებულები, მტრის დანახვისას მშიშრები და მატყუარა ხალხი, როგორიც ჩვენი ყურანის მკითხველნი არიან.“ იქვე მყოფმა ერთ-ერთმა წამოიძახა: „შენ იტყუები. ერთ-ერთი მუნაფიყი ხარ. ამ ამბავს ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიტან.“ ყოველივე ამის შემდეგ ზემოთ მოყვანილი აიათი მოევლინა.[1]
აბდუ’ლ მუნ’იმ მუსტაფამ აიათისა და მისი მოვლენის მიზეზის გადმოცემის შემდეგ თქვა: „ზემოთ მოყვანილი არგუმენტი მოწმობს იმის შესახებ, რომ პიროვნება ხუმრობით, დაცინვით ან გართობის მიზნით ალლაჰის აიათებს და მის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თუ შეურაცხყოფს, ქააფირი გახდება. უმმეთის სწავლულებს შორის არ არის სხვადასხვა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ გართობის მიზნით წარმოთქმული ქუფრი სიტყვა ან შესრულებული ქუფრი ქმედება ურწმუნოებაა...“[2]
იმამ ქურთუბი, ყადი აბუ ბაქირ იბნუ’ლ არაბისგან გადმოგვცემს: „ქუფრი სიტყვებით ხუმრობა ქუფრია. ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არ არსებობს.“[3]
იმამ ჯასსასი აიათის განმარტებაში ამბობს: „აიათის მიხედვით, ხუმრობით ქუფრი სიტყვის წარმომთქმელი იგივეა, რაც სერიოზულად წარმოთქმული ქუფრი სიტყვები... აიათი მიგვითითებს, რომ ქუფრი სიტყვა სერიოზულობით იქნება წარმოთქმული თუ ხუმრობით მნიშვნელობა არ აქვს, ორივე შემთხვევაში ჰუქმი ერთიდაიგივეა.“[4]
იბნუ’ლ ჯავზი ამბობს: „მოცემული აიათი გვიჩვენებს, რომ ხუმრობით ქუფრი სიტყვების მთქმელი, იგივეა, რაც სერიოზულობით წარმოთქმული ქუფრი სიტყვები.“[5]
იმამ ალუსი ამბობს: „ზოგიერთმა სწავლულმა მოცემული აიათი მოიყვანეს არგუმენტად და თქვეს, რომ წარმოთქმული ქუფრი სიტყვა, ხუმრობით იქნება თუ სერიოზულობით, ერთიდაიგივეა, რაზეც უმმეთს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს.“[6]
2)       „9/74. იფიცებენ ალლაჰზე, რომ არაფერი გვითქვამსო! უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს.“
აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: ჯუჰაინის თემიდან ერთ-ერთმა ანსარებიდან ერთ-ერთთან იკამათა და კამათში მოუგო, რის შემდეგაც აბდულლაჰ იბნი უბეიიმ ენსარს მიმართა: „შენს ძმას არ დაეხმარები? ვფიცავ ღმერთს ჩვენს ერთად მუჰამმედის მდგომარეობა შემდეგი სიტყვების მსგავსია: ‘გამოკვებე ძაღლი, მერე კი, შეგჭამოს.’ უეჭველად, მედინაში დაბრუნების შემდეგ, ქებულნი მდაბიოებს გამოაძევებენ.“ მუსლიმებიდან ერთ-ერთმა ეს ამბავი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამცნო. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აბდულლაჰი მოიხმო და მომხდარის შესახებ ჰკითხა, რის შემდეგაც მან ალლაჰის სახელი მრავალჯერ დაიფიცა და უარყო ის, რაც თქვა. ყოველივე ამის შემდეგ ეს აიათი მოევლინა.[7]
როგორც ვხვდებით, უზენაესმა ალლაჰმა პიროვნების მიერ წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად ჰუქმი გამოიტანა: „წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს.“ აქედან გამომდინარე, ქუფრი სიტყვის მთქმელი ქუფრში ჩავარდება, რა დროსაც მის ნიათს მნიშვნელობა არ მიენიჭება.
3)       „9/12. და თუ შეთანხმების შემდგომ გატეხენ თავიანთ ფიცს და თქვენს რწმენას შეურაცხყოფენ, მაშინ შეებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს, რადგანაც ისინი არ იცავენ ფიცს; ეგების შეეშვნენ ეგენი.“
უზენაესი ალლაჰი ურწმუნოთა წინამძღოლად მოიხსენიებს მას, ვინც ისლამის შესახებ ცუდს საუბრობს (რელიგიის შესახებ ამბობს იმას, რაც არ შეეფერება რელიგიას ან არაფრად აგდებს იმას, რაც რელიგიაშია). ჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც ქუფრშია, ამასთანავე ის თუ რელიგიას ლანძღავს ან არაფრად აგდებს, მის ქუფრს ქუფრი ემატება და ის ურწუნოთა წინამძღოლი ხდება. იბნი თეიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „უზენაესმა ალლაჰმა მხოლოდ და მხოლოდ რელიგიისადმი უპატივცემულობის გამო ისინი ‘ურწმუნოთა წინამძღოლად’ მოიხსენია. რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ვინც ნებისმიერი ფორმით რელიგიას შეურაცხყოფს, ურწმუნოთა წინამძღოლის სტატუსს მიიღებს.“[8]
4)       “5/72. ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა;
73. ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა.”
უზენაესმა ალლაჰმა ქრისტიანებს წარმოთქმული ქუფრი სიტყვების გამო თაქფირი გამოუტანა. იმამ ქურთუბი ამბობს: „უზენაესმა ალლაჰმა მათ ამ სიტყვის გამო თაქფირი გამოუტანა.“[9]
5)       „16/106. გარდა მათი, ვისი გულიც რწმენით იყო გაჟღენთილი, მაგრამ იძულებული გახდა, ხოლო ვინც უარყო ალლაჰი მას მერე, რაც ირწმუნა და გული გაუხსნა ურწმუნოებას, მაშინ მათზეა რისხვა ალლაჰისგან და მათთვისაა დიდი სასჯელი!“
აიათი მოწმობს, რომ ის, ვინც იქრაჰის გარეშე გარეგნულად ან შინაგანად ქუფრს გამოავლენს, ის ქააფირი გახდება. პიროვნება ამას დაეთანხმება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მისი ამგვარი ქმედებით ის ქუფრს გულს გაუხსნის, რაზეც აიათი მიგვითითებს. იბნი თაიმიიე აიათში მოცემული სიტყვების „ვინც გული ურწმუნოებას გაუხსნა“ შესახებ ამბობს: „...პიროვნება ნებით ქუფრ სიტყვას თუ იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ურწმუნოებას გული გაუხსნა, რაც ქუფრია.“[10]
6)       „5/80. დაინახავ შენ (ო, მუჰამმედ): მათგან უმეტესი მეგობრად აიყვანს, რომელნიც ურწმუნონი არიან. რაოდენ ცუდია ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის წაიმძღვარეს. ალლაჰი განურისხდა მათ და ტანჯვაში დარჩებიან ეგენი სამუდამოდ.
81. მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი.“

„5/51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!“

„3/28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმნს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება.“
აიათებიდან გამომდინარე, ის, ვინც მორწმუნეებს მიატოვებს და ურწმუნოთა მეგობარი, დამხმარე, მხარდამჭერი გახდება, მაშინ ის ურწმუნოდ გადაიქცევა. მსგავსმა პიროვნებამ მისი მორწმუნეობა რომც ამტკიცოს, ალლაჰის წინაშე მიუღებელია. იმამ თაბერი ამბობს: „ის, ვინც მორწმუნის ნაცვლად მეგობრად ურწმუნოს აიყვანს, მურთადი გახდება და ალლაჰს განშორდება. ალლაჰი კი, მისგან შორს იქნება.“[11]

საკითხთან დაკავშირებული სწავლულების სიტყვები

იბნი ნუჯაიმი ამბობს: „ის, ვინც ხუმრობით ან სერიოზულობით ქუფრს იტყვის, ყველა სწავლულის მიხედვით, ქააფირი გახდება. ასეთ დროს ნიათს მნიშვნელობა არ აქვს.“[12]
იბნი ჰუმამი ამბობს: „მოკლედ, რომ ვთქვა: არსებობს ქმედებები, რომლებიც ურწმუნოების მანიშნებელია. როგორც საჭიროა, რომ ქუფრისგან შორს ვიყოთ, ასევე საჭიროა, რომ ქუფრი ქმედებებიც მივატოვოთ. უზენაესმა ალლაჰმა შემდეგნაირად უპასუხა მათ, რომელნიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობოდნენ: „ნუ ბოდიშობთ! რწმუნების შემდეგ, მართლაც და ქააფირები გახდით.“ უზენაეს ალლაჰს მათთვის არ უთქვამს, რომ ისინი ტყუოდნენ. არამედ, ალლაჰმა მათ აცნობა, რომ თავიანთი გართობით, მასხარაობითა და ტყუილ-უბრალო საქმეების შესრულებით, ისლამის მფარველობიდან გავიდნენ და ქუფრში ჩავარდნენ. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ მსგავსი ქმედების მატარებელი ადამიანი ქუფრს ასრულებს, რის დროსაც მისი განზრახვა მნიშვნელოვანი არ არის.“[13]
იმამ ქაშმირი ამბობს: „ის, ვინც ხუმრობით თუ სერიოზულობით ქუფრ სიტყვას წარმოთქვამს, საერთო შეხედულების მიხედვით, ქააფირი გახდება და მის განზრახვას მნიშვნელობა არ მიენიჭება...“[14]
ჰანეფი სწავლულებიდან სადრადდინ ალ ქონევი ამბობს: „პიროვნება იქრაჰის გარეშე, ნებაყოფლობით ქუფრს თუ იტყვის ქუფრში ჩავარდება...“[15]
ჰანეფის ცნობილი სწავლულებიდან ალი ალ-ყარი ამბობს: „პიროვნება ქუფრ სიტყვას თუ იტყვის, ქააფირი გახდება.“[16]
ჰანეფის ფიყჰის ერთ-ერთ წიგნში გადმოცემულია: „პიროვნება საკუთარი ნებით, იქრაჰის გარეშე, ქუფრს თუ იტყვის, ყველა სწავლულის მიხედვით ქააფირი გახდება.“[17]
იბნი ყუდამა ალ-მაყდისი ამბობს: „ვინც ალლაჰს გალანძღავს, ქააფირი გახდება. ასეთ დროს სიტყვა ხუმრობით იქნება წარმოთქმული თუ სერიოზულობით, მნიშვნელობა არ აქვს. იგივე მდგომარეობაა მაშინაც კი, როცა პიროვნება ალლაჰზე, მის შუამავალზე ან წიგნებზე ცუდს იტყვის.“[18]
ფაჰრედდინ ჰასენ ბინ მანსურ ალ-ჰანეფი ამბობს: „იქრაჰის გარეშე, ნებაყოფლობით ქუფრი სიტყვის წარმომთქმელი ქააფირი გახდება. მსგავსი პიროვნება ალლაჰის წინაშე მორწმუნე ვერ იქნება.“[19]
ბურჰანედდინ იბნი მაზეჰ ალ-ჰანეფი ამბობს: „იქრაჰის გარეშე, ნებაყოფლობით ქუფრი სიტყვის წარმომთქმელი ქააფირი გახდება. გულში არსებული რწმენა მას სარგებელს ვერ მოუტანს.“[20]
იბნი რეჯებ ალ-ჰანბელი ამბობს: „რელიგიის მიტოვებისა და ჯამაათიდან გასვლის მნიშვნელობა შემდეგია: ისლამიდან გასვლა, თუნდაც პიროვნება შაჰადას წარმოთქვამდეს. ალლაჰს და მის შუამავალს თუ შეურაცხყოფს, შაჰადას რომც ამბობდეს, მისი სისხლი მუბაჰია, რადგან მსგავსი ქმედებით მან რელიგია მიატოვა (მურთადი გახდა). ასევე, პიროვნება ყურანს თუ შეურაცხყოფს და სიბინძურეში მოათავსებს ან ნამაზის მსგავს, სხვა რომელიმე ქმედებებს თუ უარყოფს, იგივე მდგომარეობაში ჩავარდება (ანუ ქააფირი გახდება).“[21]
აქედან გამომდინარე, ის, ვინც ქუფრ სიტყვას ან ქუფრს ქმედებას იქრაჰის გარეშე შეასრულებს, ქააფირი გახდება. ასეთ დროს კი, მისი ნიათი (განზრახვა) მნიშვნელოვანი არ არის, რადგან განზრახვა ჰარამს ჰალალად, ჰალალს კი, ჰარამად ვერ გადააქცევს.



[1] Tefsiru’t-Taberi, 6/172
[2] რელიგიიდან გამყვანი ქმედებები’, გვ. 155
[3] El-Camiu li Ahkami’l-Kur’an, 4/101
[4] Ahkamu’l-kur’an, 3/207
[5] Zadu’l Mesir, გვ. 593
[6] Tefsiru Ruhi’l-Meani, 6/190
[7] Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 2/489
[8] Es-Sarimu’l-Meslul ala Şatimi’r-Rasul, გვ. 21
[9] El-Camiu li Ahkami’l-Kur’an, 3/149
[10] Mecmuu’l-Fetava, 7/220
[11] Mecmuu’l-Fetava, 6/313
[12] El-Bahru’r-Raik, 5/134
[13] Feydu’l-Bari, 11/50
[14] İkfaru’l Mulhidin, გვ. 59
[15] Şerhu’l Fıkhı’l Ekber, გვ. 241
[16] ŞerhuŞ Şifa, 2/453
[17] Mecmau’l-Enhur Şerhu Multeka’l-Ebhur, გვ. 696
[18] El-Muğni, 4/20. ნაწ: 7124
[19] Fetava Kadıhan, el-Fetava’l-Hindiye, 3/573
[20] El-Fetava’t-Tatarhaniyye, 5/458
[21] Camu’l-Ulum ve’l-Hikem, გვ. 179