30 November 2018

11.2 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

2)            უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!“
აიათის მოვლენის მიზეზი ალლაჰის შუამავლისა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და ადიი იბნი ჰათემს შორის გამართული საუბარია. ადიი იბნი ჰათემი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც მივედი კისერზე ჯვარი მქონდა. მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მითხრა: ‘ჰეი ადიი! გაიქნიე ეგ კერპი!’ ამის შემდეგ, სურა თავბას 31-ე აიათს როდესაც კითხულობდა, გავიგონე და ვუთხარი: ‘მაგრამ ისინი სწავლულებს და მღვდლებს არ ეთაყვანებიან!’ ამის შემდეგ მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიპასუხა: ‘ისინი (სწავლულები, წინამძღოლები, მღვდლები) ჰარამს ჰალალად, ჰალალს კი, ჰარამად აცხადებენ. ხალხი კი, მათ ემორჩილება. აი ეს არის მათდამი ღვთისმსახურების გამოხატულება.’“[1]
ადიი იბნი ჰათემი ფიქრობდა, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ნამაზს, რუქუ’ს, სეჯდეს და მსგავს ქმედებებს მოიცავდა. შუამავალმა კი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), მას აცნობა, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ნამაზითა და სეჯდით არ შემოიფარგლება, მისი (ღვთისმსახურების) მნიშვნელობა უფრო ვრცელი და ფართო მასშტაბურია. ჰარამისა და ჰალალის საკითხებში უპირობოდ მორჩილებაც ღვთისმსახურების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან აკრძალვისა და დაკანონების უფლება მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს, ვინც ბატონია...“[2]
საიიდ ქუთბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ებრაელები და ქრისტიანები თავიანთ წინამძღოლებს ღვთაებად და სამყაროს ბატონ-პატრონად არ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, უზენაესმა ალლაჰმა ისინი შირქითა და ქუფრით დაადანაშაულა, რადგან ისინი რელიიგის ბრძანებულებებს მათი წინამძღოლებიდან იღებდნენ და ემორჩილებოდნენ... ღვთისმსახურებასა და რწმენის საკითხებში მსგავსი მორჩილება ქმედების სუბიექტს ქააფირად აქცევს. ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მისი კუთვნილი უფლებების სხვაზე მინიჭებითაა შესაძლებელი. შარიათის (რელიგიური კანონის) გამოცემის უფლების სხვაზე მინიჭება პიროვნებას ქააფირად გადააქცევს... პიროვნება ალლაჰის კანონების გარდა, სხვა რომელიმე კანონს თუ ემორჩილება და ამავე დროს თავს მორწმუნედ თუ აცხადებს, მისი მსგავსი რწმენა ალლაჰის წინაშე მიუღებელია, მუშრიქია მსგავსი ებრაელებისა და ქრისტიანებისა, რომლებიც ჰარამისა და ჰალალის საკითხში თავიანთ წინამძღოლებს ემორჩილებიან.“[3]
აბდულმუნ’იმი აიათის შესახებ ამბობს: „ალლაჰის აიათს: ‘მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები,’ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ‘მათ დაიდგინეს დამკანონებელი, რომელიც ჰარამსა და ჰალალს ადგენს...’“[4]
იმამ ბაღავი ამბობს: პროტესტის ნიშნად თუ იტყვიან, რომ ‘ისინი მღვდელებს და მამაოებს არ ეთაყვანებიან’, ჩვენ შემდეგნაირად ვუპასუხებთ: ‘მღვდელებზე და მამაოებზე თაყვანისცემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი თვლიან ჰალალად მას, რაც მათმა წინამძღოლებმა ჰალალად ჩათვალეს და თვლიან ჰარამად მას, რაზეც ჰარამი თქვეს, რაც აშკარად მათი ბატონ-პატრონად გამოცხადებაა.’“[5]
ჰუზაიფა ბინ იემანი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ისინი მღვდელებისა და მამაოებისთვის ნამაზს არ ასრულებდნენ და მათთვის არ მარხულობდნენ. მაგრამ ისინი ჰალალად თვლიან მას, რაც წინამძღოლებმა ჰალალად გამოაცხადეს, თუმცა ალლაჰმა იგი აკრძალა. ასევე, ისინი ჰარამად თვლიდნენ მათი წინამძღოლების მიერ გამოცხადებულ ჰარამს, რაზეც ალლაჰმა ჰალალი თქვა. აი ამგვარად დაიდგინეს ბატონ-პატრონი.“[6]
აქედან გამომდინარე, უზენაესი ალლაჰის გარდა, სხვას არავის აქვს აკრძალვისა და დაკანონების უფლება. ის, ვინც მსგავს ქმედებას საკუთარ თავზე იტვირთავს ან ამ უფლებას სხვას მიანიჭებს, ურწმუნოებაში ჩავარდება.



[1] Tirmizi, 3095; İbn-i Kesir, 2/459
[2] Es-Sünnetü ve’l-Bid’a, Yusuf el-Karadavi, გვ. 31
[3] Fi Zilali’l-Kur’an, 7/264
[4] Kava’idu fi’t-Tekfir, 187
[5] Mealimu’t-Tenzil, 3/107, 108
[6] Tefsiru’t-Taberi, 14/211