23 November 2018

არასწორად იქცევით!


არასწორად იქცევით! ამქვეყნიური სარგებლის გამო რელიგიას ნუ გაყიდით! ნუ მოტყუვდებით ისეთ ფეთვებზე, რომელიც თქვენს მიერ ჩადენილ ცუდს გაამართლებს! ხვალ აღსდგომის დღეს მათგან, რომლებიდანაც არასწორ ფეთვებს ღებულობთ, სარგებელს ვერ მიიღებთ! ალლაჰის წინაშე მარტო წარსდგებით!
„26/88. იმ დღეს, როცა არც სიმდიდრე, არც ძენი არავის წაადგება,
89. გარდა იმისა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე უბიწო გულით!“
მოდით ყველამ ერთად, ქუფრისა და შირქისგან გაწმენდილი, სუფთა გულით ალლაჰის წინაშე წარვსდგეთ. ჩვენი გულები შირქისგან, ქუფრისგან, ნიფაყისგან და ამქვეყნიური სიყვარულისგან გავწმინდოთ!
გონს მოეგეთ! კიდევ ერთხელ დაფიქრდით თქვენს ქმედებებზე! გამოიკვლიეთ და დარწმუნდით თქვენს ქმედებას უზენაესი ალლაჰი ამართლებს თუ არა! ნუ დაშორდებით ალლაჰის მყარ თოკს/ყურანს. მისი კანონების მიხედვით, ქუფრის შემსრულებელი ქააფირია. ამ კანონებს თუ მიატოვებთ და თქვენი წინამძღოლის გზას თუ გაჰყვებით, მაშინ ეშმაკი ჭეშმარიტი გზიდან აგაცდენთ ისე, რომ ვერც კი გაიგებთ ამას და იფიქრებთ, რომ ჭეშმარიტ გზაზე ხართ. უზენაესი ალლაჰი ყურანში შემდეგნაირად ბრძანებს:
„43/36. და ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას, მივუჩენთ მას ეშმაკს. ამგვარად, იგი მისი უახლოესი მეგობარი იქნება.
37. უეჭველად, ისინი ააცდენენ მათ გზიდან, თუმცაღა მათ ეგონებათ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან.“
ალლაჰის კმაყოფილებისთვის გთხოვთ, რომ ზემოთ მოყვანილი აიათების შესახებ კარგად დაფიქრდეთ.
ალლაჰის კანონების მიტოვებით, სხვა რომელიმე კანონს თუ მიყვებით, ქუფრს თუ ასრულებთ და თუ ამბობთ, რომ თქვენი ნიათი (განზრახვა) კარგია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ უკვე არასწორ გზაზე იმყოფებით. ასეთ დროს თქვენი აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორ გზაზე ხართ თუ არა, არაფერს შეცვლის!
გთხოვთ, რომ ალლაჰის კმაყოფილებისთვის კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ჭეშმარიტების ძიებაში გავატაროთ დრო. ჩვენთვის რთული რომც იყოს, ჭეშმარიტების მიმდევრები ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დასასრული/ბოლო ცუდი იქნება.
უზენაესმა ალლაჰმა სწორი და ჭეშმარიტი გზით გვატაროს!