30 November 2018

11.1 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

ისლამის მიხედვით, ჰარამისა და ჰალალის დაწესების უფლება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს აქვს. ჰალალია ის, რაზეც ალლაჰმა ჰალალი თქვა და ჰარამია ის, რაც ალლაჰმა ჰარამად გამოაცხადა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ნებადართულია ის, რაზეც ალლაჰმა ნება დართო და აკრძალულია ის, რაზეც ალლაჰმა ნება არ მოგვცა. ამ საკითხში (ჰარამისა და ჰალალის დაწესების საკითხში) სიტყვის სრული უფლება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს აქვს. თვით შუამავლებსაც კი არ აქვთ სრული უფლება ანუ მათაც კი არ შეუძლიათ ალლაჰისგან დამოუკიდებლად მოქმედება. მათი ზეგავლენა ალლაჰის მიერ განსაზღვრულის შესაბამისია.
მაშინ, როცა თვით ალლაჰის შუამავლებს არ აქვთ სრული უფლება, რომ ალლაჰისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ ჰალალი ან ჰარამი, როგორი იქნება ჩვეულებრივი ადამიანის მდგომარება? - რათქმაუნდა ჩვეულებრივ ადამიანს მსგავსი უფლება საერთოდ არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ასეთი ნათელი და აშკარაა, დღესდღეობით არსებული მმართველები ალლაჰის სრულფასოვან უფლებას არაფრად აგდებენ და თავიანთ თავებს სრული ძალაუფლების მქონე პიროვნებებად ან ორგანოებად წარმოგვიდგენენ.
უზენაესმა ალლაჰმა ალკ. სასმელი, ყუმარი, პროცენტი, მრუშობა და მსგავსი ქმედებები ჰარამად დააწესა. მიუხედავად ამისა, შარიათის არ მქონე ქვეყნები ჰარამს ხელმისაწვდომობითა და თავისუფლებით ჰალალად აცხადებენ. უფრო მეტიც, თვით სახელმწიფო ხელს უწყობს მსგავსი ქმედებების გავრცელებას. თვითონ სახელმწიფო წყვეტს თუ რა უნდა იყოს ჰალალი და რა ჰარამი.
თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ მსგავსი ქმედებით ისინი ალლაჰის წინააღმდეგ მიდიან. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„9/63. განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!“
სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას მხოლოდ და მხოლოდ ქააფირი იმსახურებს ანუ სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნის მიზეზი მათი ურწმუნოებაა. აქედან გამომდინარე, ალლაჰის კანონების უგულებელყოფა და განსხვავებული კანონების გამოცემა, ალლაჰის წინააღმდეგ აჯანყებისა და ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ქუფრია, რომლის სასჯელიც სამუდამო ჯოჯოხეთია.
ახლა კი, საკითხის შესახებ არგუმენტები მოვიყვანოთ:
1)       უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/36. უეჭველად, თორმეტი (1) (ერთი წელი) თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში (2) (ლევჰი მაჰფუზში), ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია (3) (ესენია: ზილყა’დე, ზილჰიჯჯა, მუჰარრამი და რაჯაბი). სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს. და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (4) (ტოტალურად, ყოველ თვეში), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!
37. უეჭველად, გადავადება (ნაკრძალი თვეებისა) აღრმავებს ურჯულოებას და ამით ააცდენს იმათ, რომელთაც უარყვეს. ნებადართულად თვლიან ეგენი მას ერთ წელიწადს და კრძალავენ მას მეორე წელიწადს, რათა გაათანაბრონ რიცხვი, რაც აკრძალა ალლაჰმა. ამგვარად ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად თვლიან. მოეკაზმათ მათ საკუთარი საქციელი და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!
უზენაესმა ალლაჰმა ცისა და მიწის შექმნიდან დღემდე ადამიანებისთვის 12 თვე განსაზღვრა. 12 თვიდან 4 თვე ჰარამია. ამ 4 თვის განმავლობაში სისხლის დაღვრა, თავდასხმა, ბრძოლა და ყოველი ცუდის გაკეთება ჰარამია. მათგან სამი თვე ერთადაა, მეოთხე კი, ცალკე. აკრძალული თვეების სახელები შემდეგია:
A.           ზილყა’დე,
B.           ზილჰიჯჯა,
C.           მუჰარრამ,
D.          რაჯაბ.
ზილყა’დე მე-11, ზილჰიჯჯა მე-12, მუჰარრამ 1-ი, რაჯაბ კი, მე-7 თვეა. უვიცობის პერიოდში არაბების ზოგიერთი ნაწილი სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნილებებს ქურდობითა და ყაჩაღობით იღებდნენ. ასევე, არაბებს შორის ურთიერთდაპირისპირება და სისხლის დაღვრა ხშირი მოვლენა იყო. ოთხი ნაკრძალი თვიდან სამი ერთიმეორეს მიყოლებით იყო, რის გამოც ყაჩაღობისთვის და ქურდობისთვის თავის დანებება უწევდათ, რაც მათთვის სირთულეს წარმოადგენდა. ამ მდგომარეობის აღკვეთის მიზნით ნაკრძალი თვეები შეცვალეს. შეცვლის პროცესი შემდეგნაირად ხდებოდა: დაპირისპირებას ნაკრძალი თვე თუ მიუსწრებდა, ამ თვეს ჰალალად მიიჩნევდნენ და მის სანაცვლოდ ნაკრძალ თვედ რომელიმე სხვა, დაშვებულ თვეს ირჩევდნენ. სწორედ ამ ქმედებას უზენაესმა ალლაჰმა „ურჯულოების გაღრმავება“ უწოდა.
აიათის შესახებ წიგნში, რომლის სახელიცაა „Tahkimu’l-Kavinin“, გადმოცემულია: „უზენაესმა ალლაჰმა არაბებს ოთხ თვეში ბრძოლა და დაპირისპირება აუკრძალა. არაბებმა კი, თავიანთი ნება-სურვილების შესაბამისად, ალლაჰის მიერ აკრძალული თვეების ადგილები შეცვალეს, ჰარამი თვეები ჰალალად მიიჩნიეს, რის შემდეგაც ბრძოლას და დაპირისპირებას ამართლებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი მსგავს ქმედებას ანუ ჰარამი თვეების ჰალალად დაწესებას ურჯულოების გაღრმავებას უწოდებს. ყურადღებით თუ დააკვირდებით, უზენაესმა ალლაჰმა ქუფრად ნაკრძალ თვეში დაპირისპირება კი არა, ჰარამის ჰალალად გადაკეთება მიიჩნია, რაზეც ყურადღება გამახვილებულია. ალლაჰის მიერ აკრძალული ერთი თვის, სხვა მეორე თვით შეცვლა თუ ურჯულოების გაღრმავებაა, მაშინ როგორი იქნება მდგომარეობა მისი, ვინც ალლაჰის მიერ დაწესებულ საფუძვლებს მთლიანად შეცვლის და მის ნაცვლად სხვა, ადამიანის ხელით შექმნილ კანონს დააკანონებს და რომლის საშუალებითაც ეშმაკის საქმეს ჰალალად გამოაცხადებს? ნუთუ მსგავსი ქმედება ქუფრის მწვერვალი არ იქნება? იმამ ქურთუბი ამბობს: ‘ეს არაბების სხვადასხვა ქუფრ ქმედებებთან ერთად, მსგავსი ქმედების შედეგსაც გვიხსნის. ამგვარად, მათ თავიანთი ნება-სურვილებით ჰარამისა და ჰალალის დაწესების უფლება საკუთარ თავებს მიაკუთვნეს, რის შესაბამისადაც მოიქცნენ. მსგავსი ქმედებით კი, ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებული ჰალალად გამოაცხადეს. მუშრიქებს, რომც არ მოსწონდეთ, ალლაჰის კანონებს ვერავინ შეცვლის.’ იბნი ჰაზმი აიათის შესახებ ამბობს: ‘აიათში მოცემული სიტყვები ‘ურჯულოების გაღრმავება’ გვიჩვენებს, რომ ჰარამი თვეების ადგილის შეცვლა ურწმუნოებაა. ამ თვეების ადგილების შეცვლა ერთ-ერთი ქმედებაა, რაც ალლაჰის მიერ ჰარამად დაწესებულის ჰალალად გამოცხადებაა. აქედან გამომდინარე, ის, ვინც ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულს ჰალალად გამოაცხადებს, ქააფირი გახდება.’“[1]



[1] Hakimiyet Mefhumu Tahkimu’l-Kavanin Şerhi, გვ. 43, 44. ქურთუბის სიტყვებისთვის იხ: el-Cami’ li Ahkami’l Kuran, 8/225; იბნი ჰაზმის სიტყვებისთვის იხ: el-Fisal, 3/245