15 November 2018

4. სურა ნისა აიათი 59



4/59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის(თუკი მოგიწოდებენ ჭეშმარიტებისაკენ...). ამის შემდეგ, თუ რამე სადაო გექნებათ, თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა(ეძიეთ ალლაჰის წიგნში) და შუამავალს(შუამავალის სუნნეთში - ჰადისებში). ეს სასარგებლო და მშვენიერი გამოსავალია.
განმარტება:
იმამ ბუჰარი საიდ ბინ ჯუბაირისგან იბნ აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სიტყვებს გადმოგვცემს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის(თუკი მოგიწოდებენ ჭეშმარიტებისაკენ...).აიათი აბდულლაჰ ბინ ჰუზაფე ბინ ყაის ბინ ადიი-ს შესახებ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ის ჯარის მეთაურად როდესაც დანიშნა, მაშინ მოევლინა.“[1]
იმამ აჰმედი ალისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რამოდენიმე ჯარისკაცი დავალებაზე გაგზავნა, წინამძღოლად კი, ერთ-ერთი ენსარი დანიშნა. გზაში ყოფნის დროს, წინამძღოლმა ხელქვეითებს გაბრაზებით მიმართა: „შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჩემზე მორჩილება არ გიბრძანათ?“ უპასუხეს: „დიახ.“ წინამძღოლმა შეშის შეგროვება ბრძანა, რის შემდეგაც შეშას ცეცხლი წაუკიდა და მის ხელქვეითებს მიმართა: „ცეცხლში შესვლას გიბრძანებთ!“ ისინი შესვლას ლამობდნენ, მაშინ, როცა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ წამოიძახა: „თქვენ ცეცხლისგან შორს ყოფნის სურვილით შუამავალთან მიხვედით. სანამ შუამავალთან არ მიხვალთ, მანამ არ იჩქაროთ და ცეცხლში არ შეხვიდეთ. შუამავალიც ცეცხლში შესვლას თუ გიბრძანებთ, მაშინ შეხვალთ.“ ამის შემდეგ შეჩერდნენ და შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მომხდარის შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ცეცხლში, რომ შესულიყავით, იქიდან ვერასდროს გამოხვიდოდით. მორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ნებადართულ საქმეებშია.““[2]
აბუ დავუდი აბდულლაჰ ბინ ამრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუსლიმის ვალდებულებაა -მოსწონს ეს თუ არა- დაემორჩილოს მანამ, სანამ ცოდვის ბრძანება გაცემული არ იქნება. ხოლო, ცოდვა თუ არის ნაბრძანები, მაშინ ის არ არის ვალდებული, რომ მოისმინოს ან შეასრულოს იგი.“[3]
უბადე ბინ სამითისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: გაჭირვებასა და სიდუხჭირის დროს, რთულ და მარტივი მდგომარეობის დროს, ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შევფიცეთ იმ პირობით, რომ დავემორჩილებოდით და წინამძღოლის მართველობის წინააღმდეგ არ წავიდოდით, თუნდაც ჩვენი უფლებები არ გაეთვალისწინებინა. ამ სიტყვების შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „გამონაკლისია მდგომარეობა, როდესაც არ ნახავთ მასში (წინამძღოლში) ძლიერ და აშკარა დალილს ჩადინილა ქუფრისა.“[4]
ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენი წინამძღოლი შავკანიანი ხუჭუჭთმიანი ეთიოპიელი მონა რომც იყოს, მოუსმინეთ და დაემორჩილეთ!“[5]
აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: „ჩემმა მეგობარმა მიბრძანა, რომ მუსლიმების მმართველს დავემორჩილო, თუნდაც ის ხელმოჭრილი მონა იყოს.“[6]
აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ)  გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ისრაელის შვილებს შუამავლები მართავდნენ. შუამავალი რომ გარდაიცვლებოდა, მის ადგილს სხვა შუამავალი დაიკავებდა. ჩემს შემდეგ კი, შუამავალი აღარ მოვა. ბევრი ხალიფატი იქნება.“ საჰაბეებმა ჰკითხეს: „ჰეი შუამავალო! ამ საკითხის შესახებ რას გვიბრძანებ?“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „პირველად ვისაც შეჰფიცეთ, მისი ერთგული დარჩით და უფლებები დაიცავით.“[7]
იბნ აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც წინამძღოლში დაინახავს იმას, რაც არ მოეწონება, მოითმინოს, რადგან ის, ვინც ჯამაათს, თუნდაც ერთი მტკაველით დაშორდება და ისე მოკვდება, მისი სიკვდილი იქნება, როგორც უმეცრების.“[8]
იბნ ომერს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვები გაუგონია: „ის, ვინც მუსლიმ წინამძღოლს გაშორდება, აღსდგომის დღეს ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე აღსდგება. ის, ვინც ბიათის გარეშე მოკვდება, მისი სიკვდილი უმეცრების სიკვდილის მსგავსი იქნება.“[9]
იმამ მუსლიმი აბდურრაჰმან ბინ აბდურაბბი’ლ-ქაბე-სგან გადმოგვცემს: „მესჯიდში შესვლისას დავინახე, რომ აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-ასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ქააბეს ჩრდილში ჩამომჯდარიყო, მის ირგვლივ კი, სხვებიც იყვნენ. მეც მათ შევუერთდი. ის შემდეგნაირად ამბობდა: ‘შუამავალთან ერთად (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მგზავრი ვიყავი. ზოგი კარავს შლიდა, ზოგი ისრებს იქნევდა, ზოგი კი, საქონელს აბალახებდა. ასეთ დროს მუეზზინმა ნამაზის ლოცვისკენ მოგვიხმო, რის შემდეგაც ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ირგვლივ შევიკრიბეთ. მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ჩემამდე მყოფი ყოველი შუამავლის მისია სასარგებლოს მოწოდება და სიგლახის აკრძალვა იყო. თქვენთვის სიმშვიდე თავიდანვეა. ბოლოს კი, გასაჭირი და ფითნე იქნება, რომელიც არ მოგეწონებათ. რომელიმე ფითნას მოსვლის დროს, მუსლიმი იტყვის, რომ ეს ფითნა მისთვის გამანადგურებელია. შემდეგ კი, როდესაც ეს ფითნა წავა და სხვა მოვა, იტყვის, რომ ეს ფითნა მისთვის გამანადგურებელია. მას, ვისაც ჯოჯოხეთისგან შორს, ხოლო სამოთხესთან ახლოს ყოფნა სურს, ალლაჰისა და აღსდგომის დღის რწმენაში მოკვდეს. ადამიანებს მოეპყროს ისე, როგორ მოპყრობასაც სხვისიდან მოელის. ვინც იმამს ხელს გაუწოდებს და გულს გადაუშლის, შეძლებისდაგვარად დაემორჩილოს. სხვა თუ მოვა და ავტორიტეტის გამო არსებული იმამის წინააღმდეგ წავა, მას თავი მოჭარით.’ მე აბდულლაჰ ბინ ამრს დავუახლოვდი და ვკითხე: „შენ ეს შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გაიგონე?“ ხელებით ყურსა და გულზე მიმანიშნა და მიპასუხა: „ჩემმა ყურებმა გაიგონა, გულმა კი დაამოწმა.“ მას ვუთხარი: „შენი ბიძაშვილი მუავიე, ჩვენს შორის ქონების უუფლებოდ მითვისებას და ერთმანეთის მოკვლას გვიბრძანებს. ალლაჰი კი ყურანში შემდეგნაირად ბრძანებს: ‘4/29. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა თქვენდამი!““ ამის შემდეგ ცოტახნით გაჩუმდა და მიპასუხა: ‘მას (მმართველს) ალლაჰის მიერ ნებადართულ ქმედებებში დაემორჩილე, ალლაჰის მიერ აკრძალულ ქმედებებში კი, არ დაემორილო.’“[10]
ალი ბინ აბუ ტალიბი იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს, რომ სიტყვა „ხელმძღვანელში“ ფიყჰის მცოდნე და მორწმუნე პიროვნება იგულისხმება. მუჯაჰიდი, ათა, ჰასან-ი ბასრი და აბუ ალიიე ამ სიტყვას თარგმნის, როგორც „სწავლულებს“. აქედან გამომდინარე, სიტყვა „ხელმძღვანელში“ მმართველი და სწავლულის მსგავსი პიროვნებები იგულისხმებიან, რომლებსაც ბრძანების უფლება აქვთ. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი სხვა აიათებში ბრძანებს:
„5/63. რატომ არ უკრძალავენ მათ რაბბანები და სწავლულნი ავსიტყვაობას (1) (ტყუილის თქმას), და აკრძალულის ჭამას? რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ეგენი.“
„16/43... თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს.“
ბუჰარისა და მუსლიმის მიერ გადმოცემულ ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვინც მე დამემორჩილება, ეს მისთვის ალლაჰზე მორჩილება იქნება. ვინც მე შემეწინააღმდეგება, ეს მისთვის ალლაჰის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება. ვინც ჩემს მიერ დანიშნულ ხელმძღვანელს დაემორჩილება, ჩემი მორჩილების ტოლფასი იქნება. ვინც ჩემს მიერ დანიშნული ხელმძღვანელის წინააღმდეგ წავა, მისთვის ეს ქმედება ჩემს წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება.“[11]
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი იმრან ბინ ჰუსაინისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვას გადმოგვცემს: „ალლაჰისა და მისი კანონების წინააღმდეგ არსებულ ქმედებებში მორჩილება არავითარ შემთხვევაში არ არსებობს.“[12]
ამის შემდეგ, თუ რამე სადაო გექნებათ, თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა(ეძიეთ ალლაჰის წიგნში) და შუამავალს(შუამავალის სუნნეთში - ჰადისებში) - მუჯაჰიდმა და სხვებმა ეს აიათი შემდეგნაირად განმარტეს: „ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთს მიუბრუნეთ.“ მოცემული აიათით უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს უბრძანებს, რომ გაურკვევლობისა და სადაო შემთხვევის დროს, გამოსავალი ყურანსა და სუნნეთში იპოვონ. საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში შემდეგნაირად ბრძანებს: „42/10. და რაშიც არ უნდა მოგივიდეთ უთანხმოება, მისი მსჯავრი ალლაჰს ეკუთვნის.“ აქედან გამომდინარე, ყურანისა და სუნნეთის მიერ გამოცემული და დამოწმებული ყოველი ჰუქმი ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტების მიღმა კი, სიმრუდეა, რის გამოც უზენაესი ბრძანებს: „თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი - ანუ, თუ გწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, მაშინ სადაო შემთხვევისა და უთანხმოების დროს ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთს მიმართეთ. რაც ამავდროულად მოწმობს, რომ უთანხმოების დროს, პიროვნება ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთს თუ არ მიმართავს, მაშინ მას არ უწამია ალლაჰი და დღე უკანასკნელი.
ეს სასარგებლო და მშვენიერი გამოსავალია - ანუ, ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთზე მიმართვა სასარგებლოა. ასევე, როგორც სუდდიმ და სხვებმა თქვეს, ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთზე მიმართვით, საქმის ბოლო და შედეგი მშვენიერია. მუჯაჰიდის განმარტებით კი, სასჯელის მხრივ მასზე (სასჯელზე) მშვენიერი და უკეთესია.



[1] Buhari, 4584; Müslim, 1834; Ebu Davud, 2624; Tirmizi, 1674; Nesai, et-Tefsir, 129; Ahmed b. Hanbel, 1/337
[2] Buhari,  7257; Müslim, 1840; Ebu Davud, 2625;Nesai, 7/109; Ahmed b. Hanbel, 1/82; İbn Hibban, 4567
[3] Buhari, 2955, 7144; Müslim, 1839; Ebu Davud, 2626; Tirmizi, 1839; Nesai, 7/160; İbn Mace, 2864; Ahmed b. Hanbel, 2/17; Beğavi, et-Tefsir, 647
[4] Buhari, 7055, 7199; Müslim, 1840, Hadis no: 42; Ahmed b. Hanbel, 5/321; Beyhaki, 8/145; Nesai, 7/138; Malik, 2/445; İbn Hibban, 7537; Beğavi, 648
[5] Buhari, 693, 7142; İbn Mace, 2860; Ahmed b. Hanbel, 3/114
[6] Müslimi, 1837
[7] Buhari, 3455; Müslim, 1842; İbn Mace, 2871; Ahmed b. Hanbel, 2/297; Ebu ya’la, 6211
[8] Buhari, 7053; Müslim, 1846; Ahmed b. Hanbel, 1/275; Ebu Ya’la, 2347; Darimi, 2/241
[9] Müslim, 1851; Ahmed b. Hanbel, 2/111; İbn Hibban, 4578; Beyhaki, 8/156
[10] Müslim, 1844; Ahmed b. Hanbel, 2/161; Ebu Davud, 4248; Nesai, 7/152; İbn Mace, 3956; İbn Hibban, 5961
[11] Buhari, 7137; Müslim, 1835; Nesai, 7/154; Ahmed b. Hanbel, 2/270; İbn Hibban, 4556;
[12] Ahmed b. Hanbel, 4/426; Taberani, 3159. Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 5/226