30 November 2018

11.4 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

4)            სხვა დალილი შემდეგია:
ზოგიერთმა საჰაბეებმა, რომლის თავიც ყუდამა ბინ მაზ’უნი იყო, მაიდა სურას ერთ-ერთი აიათი (5/93) სხვაგვარად განმარტეს, რის შემდეგაც ალკ. სასმელი ჰალალად გამოაცხადეს და მისი მოხმარება დაიწყეს. ამ დროს ისინი შამში იმყოფებოდნენ. ხალიფა ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მათი ამბავი როდესაც გაიგო, ისინი მედინაში მოიხმო. მდგომარეობის შესახებ მის გვერდში მყოფ საჰაბეებს აზრი ჰკითხა. საჰაბეებიდან ზოგიერთმა თქვა:
-         ‘ჰეი მორწმუნეების ამირო? ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ალლაჰს ცილი დასწამეს და ნება გასცეს იმის შესახებ, რაც ალლაჰმა აკრძალა. დასაჯე ისინი სიკვდილით!’
-         ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჩუმად იყო, როდესაც ხალიფამ მას ჰკითხა: ‘ჰეი ჰასანის მამა! შენი მოსაზრება რა არის?’
-         ალიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უპასუხა: ‘ჩემთვის მისაღები იქნება თუ მათ მონანიებისკენ მოვიპატიჟებთ. თუ მოინანიეს, დალევისთვის 80 მათრახს მიიღებენ, ხოლო თუ არ მოინანიებენ, იმის გამო, რომ ალლაჰს ცილი დასწამეს და ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულზე ჰალალი თქვეს, თავებს მოჭრი.’
მედინაში ჩამოსვლის შემდეგ, ალიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საჰაბებს აიათის მართებული მნიშვნელობა განუმარტა, რის შემდეგაც მონანიებისკენ მოიპატიჟა. მათ მოინანიეს და სასჯელად 80 მათრახი მიიღეს. ბოლოს კი, ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ყუდამას მიმართა: ‘კარგი საქმეების გამკეთებელი, რომ ყოფილიყავი ალკ. სასმელს არ დალევდი.’“[1]
ყუდამას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ არასწორად გაგებული აიათი უჰუდის ბრძოლის შემდეგ მოევლინა. საჰაბეებიდან ზოგიერთმა იკითხა: ‘ალკ. სასმელი ჰარამი გახდა. რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ალკ. სასმელის აკრძალვამდე მის მოხმარებაში გარდაიცვალნენ?’ ამის შემდეგ, უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა, რითაც აღნიშნა, რომ მის (ალკ. სასმელის) აკრძალვამდე ვინც მას სვამდა, თუმცა მისაღებ/კარგ საქმეებსაც ასრულებდა, მათზე პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ყუდამამ და მისთან ერთად მყოფმა საჰაბეებმა აიათის მნიშვნელობა არასწორად გაიგეს, რის გამოც აიათს თავიანთი თავიც მიაკუთვნეს, რამაც ალკ. სასმელის ჰალალად გამოცხადება გამოიწვია.
ამ მოვლენის შემდეგ, საჰაბეების ერთიანი აზრით, იმისათვის, რომ მათ ჰარამი ჰალალად აქციეს, რწმენიდან გავიდნენ. ალიც (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ აზრზე იყო, თუმცა მურთადის ჰუქმის გაცემამდე, მონანიებისკენ მოპატიჟების აუცილებლობის სჯეროდა, რაც მართებულია. აქედან გამომდინარე, ვხვდებით, რომ საჰაბეების ერთიანი აზრით, ის, ვინც ჰარამს ჰალალად, ჰალალს კი, ჰარამად გამოაცხადებს, იჯმათი რწმენიდან გავა და ქააფირი გახდება.



[1] Tahavi, Şerhu Me’ani’l-Asar, 4778