30 June 2022

4. ნავაყიდუ'ლ ისლამი

   მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა:

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით.

იცოდე, რომ ისლამის მომშლელი რამ, ათია.

პირველი: ღვთისმსახურებებში ალლაჰზე თანაზიარის დადგენა. ალლაჰი ბრძანებს:

„სურა ნისა 4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!“

„სურა მაიდა 5/72. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.“

ალლაჰის გარდა სხვისი სახელით... ასევე, ჯინებისა და გარდაცვლილთა სახელით ყურბნის შეწირვა შირქის ქმედებებიდანაა.

მეორე: ის, ვინც ალლაჰსა და მის შორის შუამავლებს (შუამდგომლებს) დაიყენებს, მათ შეევედრება, მათგან შუამდგომლობას მოითხოვს ან მათ მიენდობა, იჯმათი[1] ქააფირი გახდება.

მესამე: ის, ვინც მუშრიქებს არ დაათექფირებს[2] ან მათ ქუფრში ეჭვს შეიტანს ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება.

მეოთხე: ის, ვინც სხვის გზასა და ჰუქმს, შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად სცნობს, ქააფირი გახდება. მსგავსად ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე მაღლა დაყენებისა.

მეხუთე: ის, ვინც შუამავლის მიერ მოტანილი რაღაცეებიდან რომელიმეს შეიძულებს, თუნდაც რომ ამ ქმედებას ასრულებდეს, იჯმათი ქააფირი გახდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა მუჰამმედ 47/9. ეს იმიტომ, რომ შეიძულეს, რაც ზემოავლინა ალლაჰმა. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.“

მეექვსე: ის, ვინც შუამავლის მიერ მოტანილი ისლამიდან ნებისმიერ რამეს ან სასჯელისა და ჯილდოს შესახებ საკითხებიდან რომელიმეს დაცინებს და სამასხარაოს გახდის, იჯმათი ქააფირი გახდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა თავბა 9/65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“

მეშვიდე: ჯადოს გაკეთება. სარფ[3]-იც და ათფ[4]-იც ჯადოს სახეობებიდანაა. ვინც, მას გააკეთებს ან მისი შესრულებისთვის კმაყოფილი იქნება, ქააფირი გახდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა ბაყარა 2/102... მაგრამ ეს ორი ისე არ ასწავლიდა ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენ ვართ ცდუნება (გამოცდა თქვენთვის), (ჯადოსნობის შესწავლით) არ იქმნათ ურწმუნონი!“

მერვე: მუსლიმების წინააღმდეგ მუშრიქების მხარდაჭერა და დახმარება.

სურა მაიდა 5/51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!“

მეცხრე: ქააფირი გახდება ის, ვისაც სწამს, რომ შეუძლია შუამავლის შარიათს გადაუხვიოს, ისევე, როგორც ‘ჰიზირი’ გავიდა მუსას (ალლაჰის სალამი მას) შარიათიდან.

მეათე: ალლაჰის რელიგიაზე ზურგის შექცევა, მისი არ შესწავლა და მისით არ მოქმედება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა საჯდა 32/22. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მას? უეჭველად, მივუზღავთ ცოდვილთ!“

ზემოთ ჩამოთვლილი ისლამის მომშლელი პუნქტებიდან რომელიმე სერიოზულად შესრულდება, ხუმრობით თუ შიშით, მნიშვნელობა არ აქვს. გამონაკლისია იქრაჰი[5].

ისლამის მომშლელი პუნქტები ძალიან საშიში და გავრცელებულია. ამის გამო, ყოველი მუსლიმი ფრთხილად უნდა იყოს, რომ რომელიმე მათგანი არ შეასრულოს. ალლაჰს მივეკედლებით ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც მის მრისხანებას იწვევს.

სალამი და მშვიდობა ქმნილებათა შორის საუკეთესო შუამავალ მუჰამმედს, მის ოჯახსა და საჰაბეებს.



[1] სწავლულთა ერთხმიანი აზრით

[2] დათექფირება - ურწმუნოდ შერაცხვა.

[3] ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეძულება.

[4] ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეყვარება.

[5] ძალდატანება.

12 June 2022

3. ნავაყიდუ'ლ ისლამი - ქუფრის განმარტება და შინაარსი

 სიტყვა „ქუფრი“-ს ტერმინოლოგიური მნიშვნელობა დამალვა-დაფარვაა. ეს მნიშვნელობა ჭეშმარიტების დაფარვისთვის მიიღო.[1]

ისლამის ტერმინოლოგიაში კი, ქუფრი არის: იმანის საწინააღმდეგო და მისი (იმანის) გამაუქმებელი რწმენა, სიტყვა თუ ქმედება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმანი არის ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით მოვლენილის დამოწმება-დაჯერება, ენით წარმოთქმა და ორგაონებით შესრულება. ყოველივე ამის გამო, ქუფრი და იმანი ერთად ვერასდროს ვერ მოთავსდება. ანუ, ერთის არსებობა მეორეს არარსებობას იწვევს. ყოველი მოაზროვნე ერთხმად აღარებს, რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ერთად ვერ იარსებებს.

აქედან გამომდინარე, ქუფრი არის ალლაჰისა და შუამავლის უარყოფა ან შუამავლის საშუალებით მოვლენილი შარიათის არ დაჯერება ან შარიათის კუთვნილი რაიმეს უარყოფა. მნიშვნელობა არ აქვს უარყოფა გულით იქნება განხორციელებული, ენით, თუ საქმით. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს სიცრუიდ შერაცხვას ექნება ადგილი, დაცინვას თუ ხუმრობას.

როგორც უკვე ითქვა, თავჰიდი შედგება რწმუნებისგან, ენით დამოწმებისგან და ქმედებისგან. ხოლო, ქუფრს ადგილი ექნება მაშინ, როცა მათგან რომელიმე იმანის საწინააღმდეგოდ მოიქცევა. შეიხუ’ლ ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის ან ქუფრ ქმედებას შეასრულებს, ქააფირი გახდება.“[2]

იმანისა და ქუფრის ჰუქმები ზააჰირის (გარეგნობის) მიხედვითაა

ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვითაა. მსგავსია იმანისა და ქუფრის ჰუქმებიც. აქედან გამომდინარე, ვინც სიტყვითა და საქმით იმანს და ისლამს გამოამჟღავნებს, მას მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა. დაფარული მდგომარეობა კი, ალლაჰთანაა. ასევე, ვინც სიტყვითა და საქმით ქუფრს გამოამჟღავნებს, ქააფირის ჰუქმი მიეცემა. მაშინ, როდესაც უსამემ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ერთ-ერთ ლაშქრობაში „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მთქმელი მოკლა, შუამავალმა იგი გაკიცხა და რამოდენიმეჯერ გაუმეორა: „ნუთ გააპე მისი გული და ჩახედე შიგნით?“[3] ამ ამბავთან დაკავშირებით, იმამ ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლის სიტყვები არგუმენტია იმისა, რომ ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა, ხოლო დამამული საქმეები კი, მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“[4]

იმამ იბნ ჰაჯერი კი,  (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამ საკითხთან დაკავშირებით იჯმას[5] გადმოსცემს და ამბობს: „სწავლულთა ერთხმიანი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვით გაიცემა.“[6]

როგორც უკვე გავიგეთ, გამონაკლისი მდგომარეობების გარდა[7] ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვით გაიცემა.



[1] ისფაჰაანი, ალ-მუფრედათ; ფირუუზააბაადიი, ალ-ქაამუუსუ’ლ-მუჰიით; იბნ მანზუურ, ლისაანუ’ლ-არაბ;

[2] იბნ თეიმიია, ას-საარიმუ’ლ-მესლუულ: 177.

[3] მუსლიმ, ას-სახიიხ: 1/196; აბუ დავუდ, ას-სუნენ: 3/44.

[4] ნავავი, ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ: 2.107.

[5] სწავლულთა საერთო შეხედულება.

[6] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/273.

[7] მსგავსად იქრაჰისა (ძალდატანებისა).