18 March 2024

11.2 მეოთხე პუნქტი - ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე აღმატებულად ცნობა

ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე აღმატებულად ცნობა

ტაღუთი მოიცავს ყველა იმას, ვინც არ აკანონებს ალლაჰის კანონს. პირველ საფეხურზე ტაღუთს მიეკუთვნება დემოკრატიის მსგავსი სისტემა, სადაც ალლაჰის კანონების დაკანონება არ ხდება. ასევე, ამ სისტემის მმართველები და წარმომადგენლები. ამ კანონით განმსჯელი მოსამართლეები.

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ტაღუთი ნიშნავს ‘ყულს’, რომელიც ითხოვს მასზე თაყვანისცემას, დაკავშირებასა და მორჩილებას. ადამიანთა ტაღუთი არის ალლაჰისა და მისი შუამავლის კანონების არ დამკანონებელი, სხვა კანონებით განმსჯელი და თაყვანისცემის სუბიექტი, რომელსაც ალლაჰზე მორჩილების გარეშე ემსახურებიან.“[1]

ქააფირი გახდება პიროვნება, რომელიც ტაღუთის ჰუქმს ალლაჰისა და მისი შუამავლის ჰუქმზე აღმატებულად ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს ალლაჰის კანონების გარდა, სხვა კანონის დაკანონებას ექნება ადგილი, თუ ამ კანონების მიხედვით განსჯას.[2]

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთის გარდა, სხვა რამით გასამართლებას მოითხოვს, ეს ქმედება ტაღუთზე მიმართვაში ჩაითვლება, მაშინ, როდესაც ალლაჰმა მორწმუნეებს მისი (ტაღუთის) უარყოფა და მისგან განშორება უბრძანა. მუსლიმი ვალდებულია ყოველი საკითხი და პრობლემა ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთის მიხედვით განსაჯოს. ხოლო, ვინც ამ ორის გარდა, სხვასთან წაიღებს პრობლემას და სხვის წინაშე გასამართლდება (განისჯება), მაშინ ეს ნიშნავს, რომ იგი ზღვარს გადავიდა. მისი ეს ქმედება მიუთითებს, რომ მან ალლაჰის მიერ მისთვის მოვლენელი შარიათი მიატოვა და სხვა კანონი ალლაჰის შარიათს გაუტოლა, რის მიხედვითაც განსჯას ითხოვს... ამგვარად მისი ეს ქმედება შარიათის საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, ვინც ალლაჰის გარდა სხვას ეთაყვანება, ნიშნავს, რომ იგი ტაღუთს ეთაყვანება... ის, ვინც ადამიანებს მოუწოდებს, რომ ალლაჰისა და მისი შუამავლის კანონების გარდა სხვა კანონებით გასამართლდნენ, მორჩილებაში ალლაჰს შირქს დაუდგენენ. მაშინ, როცა ალლაჰმა მათი უარყოფა გვიბრძანა... ვინც ალლაჰისა და მისი შუამავლის ბრძანებას აღუდგება... ვინც ადამიანებს მოუწოდებს, რომ ალლაჰისა და მისი შუამავლის ჰუქმის გარდა, სხვა კანონით იხელმძღვანელონ, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთმა ადამიანმა ისლამის პირობა დაარღვია. მიუხედავად იმისა, საკუთარ თავს მუსლიმად, რომც თვლიდეს, ის მაინც არ არის მუსლიმი.“[3]

უზენაესი ალლაჰი საკითხთან დაკავშირებით ბრძანებს:

„სურა მაიდა 5/44... და ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი.

45… ზალიმთაგანია ის, ვინც არ განსჯის იმით, რაც მოავლინა ალლაჰმა.“

„სურა მაიდა 5/47... და ვინც არ განსჯის ალლაჰის მოვლენილის მიხედვით, სწორედ ეგენი არიან ფასიყთაგანი!“

აიათის მიხედვით, ალლაჰი გვამცნობს, რომ მისი კანონების გარდა სხვა კანონებით დამკანონებელი ქააფირი, ზაალიმი და ფაასიყია. აქედან გამომდინარე, დემოკრატიითა და მსგავსი კანონებით მმართველები ქააფირები არიან.

მოსამართლეების აღიარება, რომ ადამიანისეული კანონებით განსჯა ჰარამია, ვერ გადაარჩენს მათ ურწმუნოებისგან. ვინაიდან, აიათი ზოგადია და მსგავსი პირობა „თუ ჰალალად მიიჩნია“ მოყვანილი არ არის.

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „როგორც ცნობილია, ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით გამოგზავნილი ბრძანებებისა და აკრძალვების გამაუქმებელი ვინმე, მუსლიმების, იაჰუდებისა და ქრისტიანების ერთხმიანი აზრით ქააფირია.“[4]

ალლაჰი ყურანში საუბრობს მათ შესახებ, რომლებსაც წყეული კანონებით სურთ განსჯა:

„სურა ნისა 4/59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის. ამის შემდეგ, თუ რამე სადაო გაქვთ, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა და შუამავალს. თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და მშვენიერი გამოსავალი ექნება მას!“

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის შესახებ თქვა: „ალლაჰი ბრძანებს, რომ ნებისმიერი გაუგებრობის დროს საკითხის მოგვარებისთვის ალლაჰსა და შუამავალს უნდა მივმართოთ. ეს ბრძანება მორწმუნეებს ეხებათ, ამიტომ ალლაჰმა ‘ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ’ სიტყვებით, რწმენის საკითხი წამოაყენა. აქედან გამომდინარე, რწმენის პირობად, გაუგებრობის დროს ალლაჰსა და შუამავალზე მიმართვა განსაზღვრა. თუ სწამთ, მაშინ გაუგებრობა ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთის მიხედვით უნდა მოაგვარონ. ხოლო, თუ რწმენა არ აქვთ, მაშინ მათ მსგავსი ვალდებულებაც არ გააჩნიათ. თუ არსებობს პიროვნება, რომელსაც საკითხის მოგვარება ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთის მიხედვით არ სურს, მაშინ ასეთ პიროვნებას რწმენა არ აქვს.“[5]

იმამ იბნ ქასირი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებისას ამბობს: „ალლაჰი ბრძანებს: ‘თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი’, ანუ ვინც შეუთანხმებლობისა და გაუგებრობის დროს საკითხს ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთის შესაბამისად არ განიხილავს, ნიშნავს, რომ მას არ სწამს ალლაჰისა და უკანასკნელი დღის.“[6]

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ნისა 4/60. განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.“

შეიხ შანქითი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებისას ამბობს: „ალლაჰის შარიათის გარდა, სხვა შარიათზე განსასჯელად მიმართვა იგივეა, რაც ტაღუთზე განსასჯელად მიმართვა.“[7]

„სურა ნისას მე-60 აიათი არგუმენტია იმისა, რომ ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონებით განსჯის მსურველი აშკარა შირქშია. ამგვარი ხალხი კი, მუსლიმობას მთელი აღტაცებით იჩემებენ. ამოწმებენ, რომ მორწმუნენი არიან და თან ალლაჰის გარდა სხვა კანონით სურთ მსაჯულება. სინამდვილეში კი, ალლაჰისადმი რწმენა და ტაღუთით განსჯაზე კმაყოფილების გამოხატვა ერთ ადგილას ვერ მოთავსდება. აი ეს ფაქტი კი, მიუთითებს მათ სიცრუეზე, თითქოს მორწმუნენი არიან.“[8]

აქედან გამომდინარე, ქააფირი გახდება ის, ვინ ტაღუთისგან ანუ ადამიანისეული კანონებისგან, გინდ დიდი საკითხი იყოს, გინდ პატარა, გასამართლებას მოისურვებს.

იმამ იბნ ქასირი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „ის, ვინც შარიათს მიატოვებს და აკრძალულ/გაუქმებული სხვა კანონებით განისჯება, ქააფირი გახდება...“[9]

„სურა ნისა 4/65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! მორწმუნენი ვერ იქნებიან ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის შესახებ თქვა: „ალლაჰი ბრძანებს, რომ ყოველი სახის გაუგებრობის დროს საკითხი, თუ არ იქნება შუამავლისკენ მიმართული, მაშინ რწმენა არ იქნება მიღებული და ამგვარად იგი იფიცება საკუთარ თავზე. იმანი მოითხოვს, რომ ყოველი საკითხის მოსაგვარებლად მოსამართლე იყოს მუჰამმედ შუამავალი. ასევე, გვამცნობს, რომ მუჰამმედთან, რომც იყოს საკითხი მიმართული, თუმცა გამოტანილ ჰუქმზე არ გამოხატავენ მორჩილებას და სრულად არ მიიღებენ მას, ასეთ დროსაც არ იქნება რწმენა მიღებული. უფრო მეტიც, ყოველი ეს შესრულებული რომც იყოს, გამოტანილი ჰუქმისადმი სრული მორჩილებისა და კმაყოფილების გარეშე მორწმუნეები ვერ იქნებიან.“[10]

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ნამდვილი მორწმუნე ვერ იქნება ის, ვინც გაუგებრობის ან უთანხმოების დროს ყურანსა და სუნნეთს არ მიმართავს, გამოტანილ ჰუქმზე სრულ კმაყოფილებასა და მორჩილებას არ გამოხატავს.

ვინც პრობლემის დროს გამოსავალს ადამიანისეულ კანონებში მოძებნის, ნიშნავს იმას, რომ ადამიანის მიერ ხელით დაწერილი კანონები შარიათზე მაღლა დააყენა. ამგვარი პიროვნება კი, სწავლულთა საერთო აზრით, ქააფირია.


[1] იბნ ყაიიმ, ილამუ’ლ-მუვაყყიინ: 1/40;

[2] ანუ ორივე შემთხვევაში ქუფრია.

[3] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მაჯიდ: 391-392;

[4] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 8/106;

[5] იბნ ყაიიმ, ბედაიუ’თ-თაფსირ: 1/542;

[6] იბნ ქასირ, თეფსირუ’ლ-ყურ’ანი’ლ-აზიმ: 2/304;

[7] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან: 7/50;

[8] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან: 3/259;

[9] იბნ ქასირ, ალ-ბიდაია ვა’ნ-ნიჰაია: 13/139;

[10] იბნ ყააიმ, ათ-თიბიან ფი აქსამი’ლ-ყურ’ან: 430;