ჩვენი აყიდა

1.      რწმენა არის ალლაჰის, შუამავლების, ანგელოზების, წმინდა წიგნების, ახირეთის დღის, ბედ-იღბალის, ცუდისა და კარგის მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგან დაჯერება.

„2/285. ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და (იწამეს) მორწმუნეებმაც. იწამა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ: შევისმინეთ და ვიქმენით მორჩილნი! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) მიტევებასა შენსას და შენდა მოვიქცევით!“

2.    რწმენა ერთი მთლიანობაა. რწმენის პირობებიდან ერთ-ერთი პირობის უარმყოფელიც კი, მორწმუნე ვერ იქნება. უზენაესმა ალლაჰმა იუდევლების სიძულვილი ჯიბრაილის მიმართ, თავიანთი რწმენის მთლიანობის უარყოფაში ჩაუთვალა.

„2/97. უთხარი შენ: ვინც მტრობს ჯებრაილს (1) (ოთხ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთი, რომლის ვალდებულებაა უზენაეს ღმერთსა და შუამავლებს შორის ურთიერთობის დამყარება), უეჭველად, მან ზემოუვლინა ის შენს გულს ალლაჰის ნებით. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მანამდე, გზად ჭეშმარიტად და ხარებად მორწმუნეთათვის.

98. ვინც მტერია ხოლმე ალლაჰის, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯებრაილისა და მიქაილის (1) (ოთხ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთი, რომლის ვალდებულებაა ბუნებრივი მოვლენების მართვა), უეჭველად, ალლაჰიც მტერია (მათთვის) ურწმუნოთათვის!“

„4/150. უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი [((სურთ ირწმუნონ ალლაჰი თვინიერ შუამავალნისა))], და ამბობენ: ჩვენ გვწამს ზოგი (1) (შუამავალნი) და ზოგს უარვყოფთ. და სურთ ამათ (2) (რწმენასა და ურწმუნოებას შორის) შორის გაიდონ გზა,

151. სწორედ ეგენი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი (1) (ჯოჯოხეთი)!“

3.      უზენაესი ალლაჰის რწმენა სამ ძირითად საფუძველს ეყრდნობა:

a)    ულუჰიეთ თავჰიდი: ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემენ. ულუჰიეთ თავჰიდში შედის ისეთი ქმედებები და ღვთისმსახურებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰისთვის სრულდება. როგორიცაა ვედრება, შეწირვა, ნამაზი, ტავაფი, კანონის გამოცემა და სხვა. ამათგან რომელიმე ალლაჰის გარდა, სხვა ვინმეზე ან რაიმეზე თუ იქნება მიმართული, ნიშნავს იმას, რომ პიროვნებამ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება დაიყენა, რაც შირქია.

„6/161. უთხარი: უეჭველად, ღმერთმა ჩემმა სწორ გზას, მტკიცე რწმენას, იბრაჰიმის სარწმუნოებას მაზიარა, და არ იყო წარმართთაგანი იგი (1) (იბრაჰიმი).

162. უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი (1) (ღვთისმსახურებანი) ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.

163. მოზიარე არ ჰყავს მას (1) (162-ე აიათში მოხსენებულნი). მე ეს (2) მონოთეიზმი, ერთღმერთიანობა მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი.

„12/40. მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!“

b)   რუბუბიეთ თავჰიდი: ბატონ-პატრონი, შემქმნელი, მმართველი, ხელმძღვანელი. რუბუბიეთ თავჰიდი ღვთისმსახურებაში და ქმედებაში ალლაჰის ერთობის მტკიცებაა.

„10/31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან (1) (წვიმას) და მიწიდან (2) (მცენარეულს)? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? (3) (სამყაროთა შორის) მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?

32. აი, ესაა (1) (ამ ყველაფრის გამჩენი) ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა, თუ არა გზააბნევა? მაშ, როგორღა უხვევთ (2) (ჭეშმარიტებას, რწმენას, უამრავი მტკიცებულების შემდეგ)!

„7/54. უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და 'არშზე ამაღლდა. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც უმალ მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მორჩილებენ მას. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!“

c)    სახელ-თვისებების თავჰიდი: უზენაესი ალლაჰის შეცნობა იმ თვისებებითა და სახელებით, რაც ყურანში და სუნნეთშია გადმოცემული.

„20/5. მოწყალე 'არშზე ამაღლდა!“

„5/64. და თქვეს იუდეველებმა: „შეკრული აქვს ალლაჰს ხელი.“ მათაც შეეკრათ ხელები და წყეულიც არიან იმისათვის, რაცა თქვეს. პირიქით, გაშლილია ორივე ხელი მისი (ალლაჰის)..“

„48/6. განურისხდა მათ ალლაჰი და დაწყევლა ისინი და გაუმზადა მათ ჯოჯოხეთი...“

„57/29. რათა იცოდნენ წიგნის ხალხმა, რომ არაფრის მიღება არ ძალუძთ ალლაჰის მადლისგან და რომ წყალობა ალლაჰის ხელთაა, მიჰმადლის მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!“

„48/10. უეჭველად, რომელნიც შენ გმორჩილებენ, მხოლოდ ალლაჰს ჰმორჩილებენ. ხელი (1) (ძლევამოსილება და მოწყალება) ალლაჰისა მათ ხელთა ზედაა...“

უზენაესი ალლაჰის ზოგიერთი თვისების ადამიანის თვისებებზე შედარება იუდეველების სუნნეთია! უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„2/245. ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას მრავალჯერი ნამატით? და ალლაჰი შეუზღუდავს და გასცემს უხვად (თავის წყალობას), და თქვენ მასთან მიიქცევით.“

იუდეველებმა ამ აიათის გაგონებაზე თქვეს: „ალლაჰი ღარიბია, რომ ჩვენგან სესხს ითხოვს?“ ამის შესახებ უზენაესმა შემდეგი აიათი მოავლინა:

„3/181. ალლაჰმა უთუოდ გაიგონა მათი საუბარი, მათ თქვეს: ალლაჰი ღატაკია, ჩვენ კი მდიდრები. ჩვენ ჩავიწერთ რაც იმათ თქვეს და იმასაც, როგორ უსამართლოდ კლავდნენ (უსწრაფავდნენ სიცოცხლეს) შუამავლთ და ვეტყვით: „იგემეთ წამება მწველი!““

4.      პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ ის რომელიმე რელიგიის მიმდევარია... მანამ ვერ იქნება იმ რელიგიის მიმდევარი სანამ, რელიგიის კუთვნილ დოგმებს არ მიიღებს და შესაბამისად არ იცხოვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიტყვები, მის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

იუდეველები, ქრისტიანები და მექქელი მუშრიქები იბრაჰიმის (‘ალეისალამ) მიმდევრებად აცხადებდნენ თავს, თუმცა მათი ცხოვრების სტილი და დოგმატიკა იბრაჰიმის რელიგიას არ ემთხვეოდა, რის გამოც მათი წარმოთქმული სიტყვები არაფერს არ ნიშნავდა.

„3/67. იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი (1) (მონოთეიზმის მაღიარებელი და ალლაჰის ყველა ეპითეტის ჭეშმარიტად მცნობი. ერთმორწმუნე.) მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი.

68. უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს (მუჰამმედს) და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა.“

5.      ისლამის საფუძველი - ქელიმეი თავჰიდი - ყოველი შუამავლის საერთო მოწოდებაა.

„21/25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!““

„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!“

„43/26. და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით,

27. გარდა, რომელმაც გამაჩინა. უეჭველად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!

28. და დააგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში (1) (შთამომავლობაში), ეგების უკუმოიქცნენ!“

„2/256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.“

ცნობილ ჯიბრაილის ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ისლამი არის: დამოწმება, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. ნამაზის შესრულება, ზექათის გაცემა, რამადნის თვეში მარხვა და ჰაჯობის შესრულება.“[1]

ჰადისის სხვა გადმოცემებში ნათქვამია:

„...ისლამის საფუძველი ხუთია: ალლაჰის ერთობა....“[2]

„...ისლამის ბურჯი ხუთია: მხოლოდ და მხოლოდ ალლაზე თაყვანისცემა და სხვა ღვთაების უარყოფა...“[3]

ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა (თუმცა ერთმანეთის მსგავსი) გადმოცემები არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით, რომ ყოველი შუამავლის მოწოდება უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ვინმეზე ან რაიმეზე თაყვანისცემას კრძალავს. ისლამი სამ საფუძველზეა აგებული: 1) ღვთისმსახურების მხოლოლ და მხოლოდ ალლაჰზე მიძღვნა, 2) ალლაჰზე თანაზიარის არ დადგენა, 3) ტაღუთის უარყოფა.

ის, ვინც ამ საფუძვლებს არ იცავს და მათ შესაბამისად არ მოქმედებს, მის მიერ წარმოთქმული ქელიმეი თავჰიდი სარგებელს არ მოუტანს.

6.      ზემოთხსენებული ნაწილების შემცველი სურა „ქააფირუნ“-ია.

„109/1. (საყვარელო შუამავალო) უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო!

2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით!

3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე.

4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით,

5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები!

6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე!“

„ალლაჰის შუამავლთან ერთად (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვიყავი. შუამავალმა გაიგონა თუ როგორ კითხულობდა ერთი პიროვნება სურა ქააფირუნს. შუამავალმა თქვა: ‘ეს ადამიანი შირქისგან შორს დგას.’“[4]

„ალლაჰის შუამავალმა ერთს ჰკითხა: ‘რა მიზნით მოხვედი ჩემთან?’ მან უპასუხა: ‘მითხარი ისეთი რამ, რასაც დაწოლის შემდეგ წავიკითხავ.’ შუამავალმა უთხრა: ‘დაწოლის დროს სურა ქააფირუნი წაიკითხე და ისე დაიძინე. ის (სურა ქააფირუნ) შირქისგან დაცვაა.“[5]

„6/82. რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობის (1) (კერპთაყვანისცემით) სამოსით არ ბურავენ, აი მათთვისაა უსაფრთხოება (2) (ისინი დაცული არიან ტანჯვისაგან) და სწორ გზაზე ადგანან ეგენი.“

„39/65. და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.“

სურა ქააფირუნ-ი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:

·         თაქფირი მუშრიქებს.

·         რწმენა იმისა, რომ მუშრიქების ‘ღვთაებები’ და მათ მიმართ მიძღვნილი ღვთისმსახურებები მიუღებელია/ბათილია.

·         გამოცხადება იმის, რომ მათ ‘ღვთაებებს’ არ ეთაყვანები.

·         მათგან შორს ყოფნა, ვინაიდან მათი შირქი და ისლამი ერთად არ მოთავსდება.

7.      ბატონ-პატრონობა უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. სარჩოს მომცემი, ქონების პატრონი, დამკანონებელი, ჰალალისა და ჰარამის განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.

უზენაესი ალლაჰის მბრძანებლობა ოთხ საფუძველს ეყრდნობა:

a.       დაჯერება იმისა, რომ მბრძანებლობა და ბატონ-პატრონობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.

„12/40... უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!“

„18/26... მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!“

„7/54... განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!“

b.      მმართველებმა მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰის კანონებით უნდა იხელმძღვანელონ.

„38/26. ჰე, დავუდ! უეჭველად, დაგადგინეთ შენ ხალიფად (1) (ნაცვალად) დედამიწაზე. მაშ, ხალხთა შორის განსაჯე სამართლიანად და არ გაყვეთ გულისნადებს, რამეთუ გადაგაცდენს ალლაჰის გზიდან. უეჭველად, რომელნიც გადაცდნენ ალლაჰის გზიდან, მათთვისაა სასტიკი სასჯელი იმისათვის, რომ დაავიწყდათ ანგარიშგების დღე.“

„5/44. უეჭველად, ჩვენ ზემოვავლინეთ თევრათი, მასშია ჭეშმარიტი გზა და ნათელი, განსჯიან იმით შუამავალნი, რომელთაც ჰმორჩილეს, იუდეველნი და აგრეთვე რაბბანები (1) (რაბინები, ვინც თავისი თავი ალლაჰის გზას მიუძღვნა) და სწავლულნიც, რომელთაც დასაცავად ჰქონდათ მიბარებული ალლაჰის წიგნი და მოწმენი იყვნენ ამისა. ამიტომ ნუ გეშინიათ ადამიანების და გეშინოდეთ ჩემი; და არ გაყიდოთ ჩემი აიათები მცირე რამ ფასეულობაზე. და ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი.“

„5/49. და განსაჯე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა და არ აჰყვე მათ სურვილებს. სიფრთხილე გმართებს მათთან, რომ იმის ნაწილისგან არ გაცდუნონ, რაც ზემოგივლინა ალლაჰმა. თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰი აწევს სასჯელს (1) (ამავქვეყნად) ზოგიერთ მათგანს მათივე ცოდვებიდან გამომდინარე. და უეჭველად, ადამიანთა უმეტესნი ურჩნი არიან.

50. განა მათ უმეცრების დროინდელი მსაჯულება სურთ? ალლაჰზე უკეთესად განა ვინ განსჯის იმ ხალხთათვის, რომელთაც მტკიცედ სჯერათ?!“

c.       მმართველობის ქვეშ მყოფმა პიროვნებებმა ეს უფლება (დაკანონება-მბრძანებლობის უფლება) მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს უნდა მიანიჭონ.

“42/21. ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია?..”

“6/114. განა, ვეძიო მსაჯულად (1) (ჩემსა და თქქვენს შორის) ალლაჰის გარდა? და იგია, რომელმაც ზემოგივლინათ წიგნი (ყურანი) დაწვრილებით განმარტებული (2) (ნათლადაა გარჩეული მასში ჭეშმარიტება ცდომილებისაგან). და რომელთაც ჩვენ ვუბოძეთ წიგნი, მშვენივრად უწყიან (3) (თორა, როგორც ამბულლაჰ იბნი სელამე და მისი დამხმარენი), რომ იგი ზემოვლენილია შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით. მაშ, ნუ იქნები ეჭვიანთაგან!

115. და სრულყოფილ იქმნა შენი ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტად და მართლად. მისი სიტყვების შეცვლა არავის ძალუძს, ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა იგი.”

“6/121. და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული. უეჭველად, იგი (2) (მისი მირთმევა, რაზეც ალლაჰის სახელი არ იქნა მოხსენებული) ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა. და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს (ურწმუნოებს), რათა გეკამათონ თქვენ (3) (და ის ხორცი, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული, ალალად გადააქციონ). და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!”

“9/31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!”

d.      ყოველდღიური პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰის კანონებით უნდა გადაწყდეს და არა სხვა კანონებით.

„4/60. განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.“

8.      სახელმწიფოები, რომლებიც ალლაჰის კანონებით არ იმართებიან, ასევე მმართველები, რომლებიც ადგილობრივი პარტიის წევრები არიან, ყველა მათგანი ტაღუთია. მუსლიმანობისთვის მათი ქუფრის რწმენა[6], მათი უარყოფა და მათ მიერ განსაზღვრული გზისა და მეთოდებისგან შორს ყოფნაა საჭირო.

მმართველობაში მყოფ პიროვნებებსა და ისლამის სახელით დემოკრატიის ერთ-ერთ საშუალებად მიმჩნეველ ხალხს შორის განსხვავება არ არის.

ისევე, როგორც სიბინძურე სიბინძურით არ სუფთავდება, ასევე შირქითა და ტაღუთით ალლაჰის რელიგიისთვის სამსახური დაუშვებელია.

9.      დემოკრატია, რომელიც ეყრდნობა შემდეგ საფუძველს: „მმართველობა უპირობოდ ხალხის ხელშია.“ ერთ-ერთი სახალხო რელიგიაა. როგორც ყოველ რელიგიას, ასევე დემოკრატიასაც თავისი ‘მსახურება’ გააჩნია, რაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაა. ხმის მიცემა შირქია, რაც დემოკრატიის რელიგიაში შესვლას ნიშნავს.

ამის დალილი ყურანში მრავლად და ნათლად მოიძებნება. ის, ვინც ამბობს, რომ ეს საკითხი ‘დახურული/გაუგებარი’ საკითხია, რის საფუძველზეც მუშრიქ ხალხს მუსლიმად აცხადებს, ძალიან დიდ შეცდომას ჩადის.

10.  ყოველი ტაღუთის სისტემა ადამიანების გაბრუებით თავიანთი სისტემის მონებად გადაქცევის მცდელობაა

“34/33. რომელნიც სუსტები იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: „არა, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობაა. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი“! და როცა დაინახავენ სასჯელს, გულში ჩაირაზავენ მონანიებას. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს, რომელთაც უარყვეს. განა მიეზღვებათ, გარდა რასაც თავად სჩადიოდნენ?”

ეს სისტემა გულში შირქისა და ქუფრის მქონე ადამიანებს ზრდის, რომლებიც კლასებად იყოფა.

11.  მორწმუნეები ალლაჰის რწმენის საჭიროებისამებრ ალლაჰს, შუამავალს და მორწმუნეებს დაუმეგობრდებიან.

„5/55. თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან;“

მორწმუნეები მეგობრად ალლაჰის მტრებს, შირქისა და უბედურებების გამავრცელებლებს, ალლაჰის კანონის არაფრად მიმჩნევს და ისლამის წინააღმდეგ მებრძოლს მეგობრად არ აიყვანს. მსგავსი ურთიერთობა (მეგობრობა) რწმენას მოშლის.

„5/51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!“

„5/80. დაინახავ შენ (ო, მუჰამმედ): მათგან უმეტესი მეგობრად აიყვანს, რომელნიც ურწმუნონი არიან. რაოდენ ცუდია ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის წაიმძღვარეს, და რომ ალლაჰი განურისხდა მათ და ტანჯვაში დარჩებიან ეგენი სამუდამოდ.

81. მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი.“

მეგობრობა: სიახლოვეს, დამორჩილება-გაყოლას, დახმარებას და შეყვარებას ნიშნავს. დღესდღეობით ისლამის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ალლაჰის წინააღმდეგ წამსვლელნი, რომლებიც ომს მათი მებრძოლეებით აწარმოებენ. ხოლო მათ რიგებში მონაწილე ხალხი, რომელიც ჯარისკაცის ან პოლიციის სტატუსს ატარებს, ეს მათთან მეგობრობას ნიშნავს, რის გამოც მათი რწმენა განულებულია.

12.  საზოგადოება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ტაღუთს არ იცნობს და შესაბამისად მას არ უარყოფს, ალლაჰს ყველანაირი სახეობით თანაზიარს უდგენს ანუ ისლამის ჭეშმარიტებისგან შორს მდგომი საზოგადოებაა.

მათ მიერ წარმოთქმული შაჰადა, შესრულებული ნამაზი და ნაკითხი ეზანი საზოგადოების ჰუქმზე გავლენას არ ახდენს. მსგავსი ქმედებები (ნამაზი, შაჰადა, ეზანი) ისეთი ქმედებებია, რომელსაც ისლამის ჭეშმარიტების არ ცოდნის საფუძველზე ალლაჰზე თანაზიარის დადგენასთან ერთად ანუ შირქთან ერთად ასრულებენ. ქრისტიანებისა და მექქელი მუშრიქების მიერ გაკეთებული განცხადებები, როგორც კი მიუღებელი იყო, ასევე მიუღებელია დღევანდელი საზოგადოების გამოცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მუჰამმედ შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გზაზე არიან.

შირქზე გაზრდილი საზოგადოება, შუამავლის გზაზე, რომც აცხადებდეს თავს, ის მაინც ქუფრში მყოფი საზოგადოებაა.

13.  ისლამის ნიშანი არის ის, რაც ისლამს სხვა დანარჩენი რელიგიისგან განასხვავებს

ისლამის ნიშნები ცვალებადია. ყოველ დროსა და ადგილას მუსლიმების გამომხატველი თვისებები ისლამის ნიშნად ითვლება. ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) პერიოდში დამოწმება, ნამაზი, ეზანი და სიტყვა ‘მე მუსლიმი ვარ’ იმის გამო, რომ მხოლოდ მუსლიმებისთვის კუთვნილი ნიშნები იყო, ისლამის ნიშნებად ითვლებოდა.

აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) დროს მურთადობამ თავი იჩინა. ისინი, რომლებიც მატყუარა ‘შუამავლებს’ ემორჩილებოდნენ და რომლებმაც ზექათის გადახდაზე უარი განაცხადეს, ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს ამბობდნენ, ნამაზს ასრულებდნენ და ეზანს კითხულობდნენ. საჰაბეს მათი ეს ნიშნები ისლამის ნიშნებად არ უღიარებია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ნიშნებს ატარებდნენ, მათ წინააღმდეგ იბრძოლეს. მათ დამატებით ისლამის ნიშნად მატყუარა ‘შუამავლების’ უარყოფა, ზექათის უარმყოფელების მიტოვება და რწმენა იმისა, რომ მათგან გარდაცვლილი ცეცხლში აღმოჩნდება, ისლამის ნიშნებად მიიჩნევდნენ.

დღესდღეობით მდგომარეობა წინასთან შედარებით განსხვავებული არ არის. ვხედავთ, რომ „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს წარმოთქვამს და ნამაზს ასრულებს ისეთი პიროვნება, რომელიც ალლაჰისა და მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლობს. ამის გამო მათ განმასხვავებლის თვისება დაკარგული აქვთ და მათი ეს ქმედებები ისლამის ნიშნებს არ მიეკუთვნება.

ისლამის ნიშანი: არსებული შირქის, ქუფრისა და ტაღუთის უარყოფა და მათგან შორს ყოფნაა. ასევე, მათ მიმყოლთა მიმართ თაქფირი...

14.  თაქფირი შარიათული ჰუქმია, როგორც ნამაზი, მარხვა და ზექათი, რაც ალლაჰის შუამავლის სიტყვებით მტკიცდება. თაქფირის უარყოფა, ალლაჰის აიათების დაცინვასა და შარიათული ჰუქმების არაფრად მიჩნევას გულისხმობს.

„9/65. და თუ მათ შეეკითხები (1) (თებუქის მოგზაურობის დროს, როცა შენს ერთად გზას ადგანან: რატომ დაგცინოდნენ შენ, ყურანს და ალლაჰს?), უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს (1) (რომელნიც გულწრფელად შესთხოვენ ალლაჰს მიტევებას, როგორც მოიქცა ჯეხშ ბინ ჰემირი), დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“

15.  პიროვნებები, რომლებიც თაქფირს საჭიროებენ, სიტყვით, საქმით და რწმენით სამ კლასად იყოფიან:

a)      ის, ვინც უზენაესი ალლაჰის მიმართ შესასრულებელ ღვთისმსახურებას ალლაჰის გარდა სხვას უძღვნის, ალლაჰზე თანაზიარის დამყენებელნი ან ტაღუთის არ უარმყოფელნი. მათ ყველა შუამავლის მიერ მოტანილი საერთო ისლამის რელიგია დაამახინჯეს და შირქში ჩავარდნენ.

b)      ისინი, ვინც ისეთ ჰარამს ჰალალად და ჰალალს ჰარამად მიიჩნევენ, რომელთა შესწავლაც აუცილებელია.

c)      საპატიოა მათი მდგომარეობა, რომლებიც ისეთი საკითხების უცოდინრობით ვარდებიან შეცდომაში, რომელთა შესწავლაც რელიგიის საფუძვლებში არ შედის. ჰუჯჯათის შესრულებისა და ეჭვების გაქარწყლების შემდეგ უფლებამოსილი პირი მსგავსი ადამიანის შესახებ ჰუქმს გასცემს.

16.  რელიგიის საფუძვლებში უცოდინრობა იქრაჰისა[7] და შეცდომის[8] გარდა საპატიო არ არის.

უზენაესმა ალლაჰმა ჰუჯჯათი ადამიანებს მოუვლინა, რის გამოც საპატიო მიზეზი განულებულია:

„7/172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ უეჭველად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.

173. ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს (1) (ღმერთს) და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ (2) (დაგვსჯი), რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?“

უზენაეს ალლაჰს სურს, რომ ადამიანი მუვაჰიდი იყოს და არა მუშრიქი:

„30/30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ ურწიან!

(ალლაჰისკენ მიიქეცით) სინანულით მოცულნი და მოკრძალებულნი, აღავლინეთ ლოცვა ჭეშმარიტად და არ იყოთ წარმართთაგან,“

უზენაესმა ალლაჰმა მხოლოდ ეს არ იკმარა და ადამიანების გასაფრთხილებლად სამყაროს შესახებ დალილები მოავლინა. ყურანი თავიდან ბოლომდე ალლაჰის აიათებს ადამიანებს ახსენებს და მათი სწორ გზაზე დაყენება სურს:

„2/163. და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია, არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, მოწყალისა, მწყალობელისა.

164. უეჭველად, ცათა და დადამიწის გაჩენაში, დღე-ღამის ცვლაში, და გემებში, ზღვით რომ მიმოაქვთ რაც ადამიანებს სჭირდებათ; და წყალში, რომელიც ალლაჰმა ცით მოავლინა და გააცოცხლა მიწა მისით სიკვდილის მერე და ყველანაირი ცხოველი მიმოფანტა მასზე; ქარების მონაცვლეობაში და მორჩილ ღრუბლებში, ცასა და მიწას შორის სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.“[9]

ესეც არ იკმარა და შუამავლები გამოგზავნა:

„4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“

უზენაესი ალლაჰი ყიამეთამდე დაცული ყურანის საშუალებით ყოველი შუამავლის საერთო შეტყობინებას და რელიგიის საფუძველს დაიცავს:

„11/1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ (1) (ალლაჰის მიერ).

2. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. უეჭველად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ (მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი.“

ყოველივე ამის შემდეგ, ჰუჯჯათის საკმარისობის შესახებ ამბობს:

„6/149. უთხარი შენ: უცილობელი საბუთი ალლაჰს ეკუთვნის, და რომ ენება (1) (თქვენი ჭეშმარიტ გზაზე დადგენა), ნამდვილად, ყველას ჭეშმარიტ გზაზე დაგადგენდათ თქვენ!“

17.  ყოველივე ამის შემდეგ, ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიის საფუძვლების წინააღმდეგ წამსვლელნი უცოდინრები არიან, თა’ვილი გააჩნიათ და ამის გამო იყამეთულ ჰუჯჯათამდე მუშრიქი-ქააფირის წოდება არ შეიძლებაო, აშკარა ცდომილებაში არიან. მსგავსი პიროვნებები ამტკიცებენ იმას, რომ უზენაესმა ალლაჰმა ადამიანებს თავიანთი გაჩენის მიზეზი და არსი, თავჰიდი ბოლომდე ვერ განუმარტა და ვერ გადასცა. ასევე ფიქრობენ, რომ ალლაჰის ამ ნაკლს სწავლულები შეავსებენ. მსგავსი შეხედულების მქონე პიროვნება აშკარა ცდომილებაშია.

18.  იმანი ენით წარმოთქმა, გულით დამოწმება და ორგანოებით მოქმედებაა. სამივე ერთად შარიათულ იმანს ქმნის.

პიროვნება გულით თუ არ დაამოწმებს, აბსოლუტური მნიშვნელობით ქუფრში ჩავარდება.

პიროვნება ენით თუ არ წარმოთქვამს (საპატიო მიზეზის გარეშე: მუნჯობა) მაშინ ქუფრში ჩავარდება.

ამელს, რაც შეეხება დეტალებისგან შედგება. ის, ვინც ამელს სრულიად მიატოვებს, იმანის პირობების მიტოვების გამო ქააფირი გახდება. ხოლო იხთილაფია ისეთ პიროვნებაზე, რომელიც ამელს სრულად კი არა, არამედ ზოგჯერ არ ასრულებს.

19.  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეების მიმართ სიყვარული იმანი, ხოლო მათ მიმართ სიძულვილი ქუფრი და ნიფაყია. საჰაბეებისადმი ჩვენი შეხედულება ისეთია, როგორც უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „59/10. და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი და ჩვენი ძმების, რომელთაც ჩვენ გაგვასწრეს რწმენით. და არ ჩაგვინერგო გულებში შური იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ ლმობიერი და მწყალობელი ხარ!“

20.  ბედისწერა იმანის საფუძველისგანაა. პიროვნებას, რომელსაც ბედისწერის არ სწამს, მუსლიმი ვერ იქნება. ყურანისა და სუნნეთის მიხედვით, ბედისწერა ოთხი ნაწილისგან შედგება:

a)      უზენაესი ალლაჰი აბსოლუტური ცოდნის მფლობელია. მოსახდენი ყველაფერი იცის: „65/12... რათა შეიმეცნოთ, რომ ალლაჰს ძალუძს ყველაფერი და რომ ალლაჰი ყველაფერს მოიცავს ცოდნით!“

„2/231... და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.“

b)      უზენაესმა ალლაჰმა ეს ინფორმაცია „ლავჰ-ი მაჰფუზ“-ში დაწერა, რომელიც დაცულია: „10/61. და რა მდგომარეობაშიც უნდა იყო და რასაც უნდა კითხულობდე ყურანიდან, და რა საქმითაც უნდა იყო დაკავებული, როგორც უნდა ჩაიძიროთ მასში, ჩვენ უთუოდ, მოწმედ ვართ თქვენდა. არაფერია დაფარული შენი ღმერთისგან არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, თუნდ იყოს იოტისოდენა, ან მასზე მცირე ან მეტი, რომ არ იყოს (1) (ყოველივე ეს) ცხად წიგნში (2) (ლავჰი მაჰფუზში).“

„უზენაესმა ალლაჰმა ყოველივეს ბედისწერა მიწისა და ცის გაჩენამდე 50 ათასი წლის წინ დაწერა და მისი (ალლაჰის) არში წყლის ზედაპირზეა.“[10]

c)      ყველაფერი უზენაესი ალლაჰის ნება-სურვილით ხორციელდება. მისი სიტყვის გარეშე ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება:

„28/68. შენი ღმერთი აჩენს იმას და ირჩევს, ინებებს რასაც, მაგრამ მათ არა აქვთ არჩევანის უფლება. დიდება ალლაჰს! იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!“

„6/125. და ვის ჭეშმარიტ გზაზე დადგენას ინებებს ალლაჰი, გახსნის იმის გულს ისლამისთვის. და ვის გზააბნევაში დატოვებასაც ინებებს, შეუკუმშავს იმას გულს, და შეუწუხებს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. და ასე მიაგებს ალლაჰი სასჯელს (1) (ასე მიუჩენს ალლაჰი მას ეშმაკს, რათა ააცდინოს ჭეშმარიტებას), რომელთაც არ სწამთ.“

„76/29. უეჭველად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.

30. და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

d)      უზენაესი ალლაჰი ყველაფრის შემქმნელია:

„39/62. ალლაჰი გამჩენია ყველაფრის. და იგია მფარველი ყველაფერსა ზედა.“

უზენაესმა ალლაჰმა ადამიანს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება მისცა, რის მიხედვითაც ადამიანი საკუთარი ქმედებებზე პასუხისმგებელი იქნება. ამასთანავე, იმის გამო, რომ ადამიანის არჩევანი და ქმედებები უზენაესი ალლაჰის მფლობელობაშია, ისინი ალლაჰის ნება-სურვილზე არიან დამოკიდებულნი.

21.  დიდი შირქის გარდა სხვა დიდი ცოდვები ადამიანს ფასიყს გახდის, თუმცა ისლამიდან არ გაიყვანს. ამასთანავე, პიროვნება მის მიერ ჩადენილ ცოდვას ჰალალად თუ მიიჩნევს ან ჰარამობას თუ უარყოფს, მაშინ ქუფრში ჩავარდება.

22.  ჩვენ გვჯერა, რომ რელიგია ისე უნდა გავიგოთ, როგორც სალაფებმა გაიგეს.

ისლამის წყარო ყურანის გარდა არაფერია. იმისათვის, რომ ვაჰი (ის, რაც ალლაჰისგან მოევლინა) გაგება-მიხვედრასთანაა დაკავშირებული, ადამიანებმა იგი სხვადასხვაგვარად გაიგეს, რის გამოც სალაფების ვაჰისადმი გაგება საზომ ერთეულად დაწესდა:

„9/100. კეთილწარმატებულნი უპირველესნი (1) (რომელთაც სხვებს დაასწრეს ისლამში შესვლა) მუჰაჯირთაგან და ენსართაგან და რომელნიც მიჰყვნენ (3) (წარღვნის დღემდე) მათ სიკეთით, ალლაჰი კმაყოფილია მათგან და ისინი კმაყოფილი არიან მისგან. და მოუმზადა მათ სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. სწორედ ესაა უდიდესი წარმატება.“

აიათში ნათქვამია, რომ ალლაჰის კმაყოფილება ანსარების, მუჰაჯირებისა და მათზე მიმყოლებისთვისაა.

უზენაესმა ალლაჰმა აჰლი ქითაბისთვის, რომლებსაც რწმენის მიღება სურდათ, საჰაბეების იმანი სამაგალითოდ დაახასიათა:

„2/137. და თუ ეგენი ირწმუნებენ ისე, როგორც თქვენ ირწმუნეთ მისი (ალლაჰისა), უეჭველად, სწორ გზას ადგანან. და თუ ზურგი შეაქციეს, მაშინ ნამდვილად განდგომილნი (1) (ალლაჰის რწმენისგან შორს) არიან. ხოლო ალლაჰი საკმარისია შენთვის მათ წინაშე, და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.“

23.  იჯმა რელიგიის წყაროებიდანაა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჩემი უმმეთი მცდარ შეხედულებაზე არ შეიკრიბება (არ შეთანხმდება).“[11] საჰაბეების დროს წარმოქმნილი იჯმა სანდო და ყოვლად აღიარებულია. საჰაბეების შემდგომი თაობის მიერ გამოცხადებული იჯმას დიდი ნაწილი იჯმა კი არა, არამედ უმეტესობის შეხედულებაა. ჭეშმარიტად, როგორც ალიმებმა თქვეს, ყველა ალიმის ერთ აზრზე ყოფნა მას შემდეგ შეუძლებელია, რაც უმმეთი დედამიწის ოთხ მხარეს გაიფანტა.

24.  მეთოდოლოგიაში პირობებით განსაზღვრული შედარება (ყიასი), სანდო დალილია. ისლამის კანონების ყველა თაობისთვისა და დროის შესაფერისად, ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის საჭიროა.

25.  მუთევათირი[12] ჰადისებით გამყარებული საფუძვლები აყიდის თემაა. ასე, რომ საფლავის სასჯელი, შუამდგომლობა, წარღვნამდე ‘ისას (‘ალეისალამ) მოსვლა, მაჰდი (‘ალეისალამ), დაჯჯალი და ა.შ. ჭეშმარიტებაა და აუცილებლად განხორციელდება.

26.  დაფარულის ცოდნა მთლიანად ალლაჰთანაა. უზენაესი ალლაჰი გადასცემს დაფარულ ცოდნას შუამავალთაგან იმას, ვინც მას სურს.

„72/26. იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ, 27. გარდა ვინც მიაღწია სათნოებას შუამავალთაგან. მაშინ, იგი გადაისვრის მის წინიდან და უკნიდან მცველებს,“

„3/179. ალლაჰი არ დატოვებს მორწმუნეებს იმ ყოფაში, როგორშიც თქვენ ხართ, სანამ არ გაარჩევს ბოროტს კეთილისაგან. და არ იქნება, თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული, მაგრამ ალლაჰი ირჩევს თავის შუამავალთაგან იმას, ინებებს ვისაც. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი; და თუ იწამებთ და ღვთისმოშიშნი იქნებით, მაშინ თქვენთვისაა უდიდესი საზღაური!“

ის, რომ უზენაესმა ალლაჰმა შუამავალს წარღვნის ნიშნები აცნობა, ნიშნავს იმას, რომ უზენაესმა მას დაფარულისგან რაღაც ნაწილი უბოძა. ეს (წარღვნის შესახებ) გადმოცემები ჭეშმარიტებაა, რაც არ მოდის იმ აიათების წინააღმდეგობაში, სადაც უზენაესი ალლაჰი წარღვნის უცებ მოსვლას გვაცნობებს. უზენაესმა ალლაჰმა წარღვნის მოსვლა და მისი მოახლოების ნიშნები ერთ კონტექსტში ახსენა: „47/18. ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ, რამეთუ უკვე მოვიდა ნიშნები მისი. მაშ, როგორღა არგებთ შეხსენება, როცა იგი მიუვათ მათ?!“

27.  ალლაჰის შუამავალზე (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გაყოლა არჩევანი კი არა, ‘მუჰამმადუნ რასულულლაჰ’ დამოწმების აუცილებელი პირობაა. ალლაჰისა და ახირეთის მიმართ რწმენა შუამავლის სიცოცხლეში მასზე გაყოლას, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, მის სუნნეთზე გაყოლას მოითხოვს:

„4/59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის (1) (თუკი მოგიწოდებენ ჭეშმარიტებისაკენ...). ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა (2) (ეძიეთ ალლაჰის წიგნში) და შუამავალს (3) (შუამავალის სუნნეთში - ჰადისებში). თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და მშვენიერი გამოსავალი ექნება მას!“

28.  რელიგიაში ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგ გამოგონილი ყველაფერი ბიდ’ათია. ჭეშმარიტი გზა ალლაჰის შუამავლის სუნნეთების შესრულება და სიახლეების მიტოვებაა, ხოლო მრუდე გზა ბიდ’ათების შესრულებით ალლაჰზე მსახურებაა:

„სიტყვათა შორის საუკეთესო ალლაჰის სიტყვაა, გზათა შორის საუკეთესო მუჰამმადის გზაა. საქმეებიდან ყველაზე ცუდი შემდეგ გამოგონილია. ყველაფერი შემდეგ გამოგონილი ბიდ’ათია. ყოველი ბიდ’ათი გზასაცდენილობაა. ყოველი გზასაცდენილობა კი ცეცხლშია.“[13]

„ჩემს შემდეგ ძალიან ბევრი განხეთქილება იჩენს თავს. ჩემსა და ჩემი ხალიფების სუნნეთს ჩაეჭიდეთ. ფრთხილად! ყველაფერ შემდეგ გამოგონილს უფრთხილდით, რადგან ყველაფერი ახალი ბიდ’ათია, ყოველი ბიდ’ათი კი გზასაცდენილობაა.“[14]

29.  სიტყვა „ბიდ’ათი ჰასანა“[15] არ არსებობს და ვერც იარსებებს. იმის შემდეგ, რაც ალლაჰის შუამავალმა ბრძანა, რომ ყოველი ბიდ’ათი გზასაცდენილობაა, მათი ნაწილებად დაყოფა დიდი შეცდომაა.

30.  ბიდ’ათი, გინდ ამელი იყოს, გინდ რწმენა, „ამრ-ი ბი-ლ მა’რუფს და ნეჰიი ‘ანილ მუნქერს“[16] საჭიროებს. სიბრძნით მოპატიჭებისა და რჩევა-დარიგებისს შემდეგ, მუსლიმი ბიდ’ათის კეთებას თუ გააგრძელებს, მაშინ ის მიტოვებას დაიმსახურებს: „ალლაჰის მიერ გამოგზავნილ ყოველ შუამავალს საჰაბეები და ჰავარები თან ახლავთ. მათ შემდეგ, ზოგიერთები მოვლენ და იტყვიან იმას, რაც არ გაუკეთებიათ და შეასრულებენ იმას, რაც არ ბრძანებიათ. ის, ვინც მათ წინააღმდეგ ხელით წავა, მორწმუნეა. ის, ვინც მათ წინააღმდეგ ენით წავა, მორწმუნეა. ის, ვინც მათ წინააღმდეგ გულით წავა, მორწმუნეა. ამის იქით კი, ცოტაოდენი რწმენაც კი არ არის.“[17]

31.  თასავვუფი ორ ნაწილად იყოფა:

a)      ისლამი, რომელიც ზნეობრივ და სულიერ გზებს ითვალისწინებს, ამქვექნიურ სილამაზესთან შედარებით ახირეთს უპირატესობას ანიჭებს. მუბაჰი[18], რომც იყოს, გადაჭარბებულ ჭამა-სმისგან, ძილისგან და მსგავსი საქმეებისგან გვაფრთხილებს. ყოველივეს შესრულება ალლაჰის შუამავლის სუნნეთის მიხედვით უნდა მოხდეს.

b)      მეორე კატეგორიის მიხედვით თასავვუფი არის: ქმნილების შეფასება, როგორც ალლაჰი. შეიხებზე ალლაჰის სახელ-თვისებების მინიჭება, გულით გარდაცვლილზე დაკავშირება და ა.შ.

პირველი კატეგორია ისლამს მიეკუთვნება. მნიშვნელობა არ აქვს რა სახელს უწოდებთ მას.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას: ეშმაკის შეგონებით, მეოცნებე მუშრიქების მიერ ალლაჰისადმი ცილისწამებაა. რა სახელიც არ უნდა ერქვას, მას ისლამთან კავშირი არ აქვს.



[1] მუსლიმ, 8

[2] მუსლიმ

[3] მუსლიმ

[4] მუსნედ, 16605

[5] აბუ დავუდ, 5055; თირმიზი, 3403

[6] რწმენა იმისა, რომ ისინი ქუფრში არიან.

[7] იქრაჰი: ადამიანის ნება-სურვილის გარეშე რაიმეს იძულება.

„16/106. გარდა მათი, ვისი გულიც რწმენით იყო გაჟღენთილი, მაგრამ იძულებული გახდა (1) (ენით უარეყო. ეს რწმენის ყველაზე სუსტი მხარეა, თუმცა მას ცოდვა არ მოეკითხება), ხოლო ვინც უარყო ალლაჰი მას მერე, რაც ირწმუნა, და გული გაუხსნა ურწმუნოებას, მაშინ მათზეა რისხვა ალლაჰისგან და მათთვისაა დიდი სასჯელი!“

[8] შეცდომა: დაუფიქრებლად ენის წაბორძიკება, იმის საპირისპიროს მოქმედება, რაც სურს.

„პიროვნების მონანიების საფუძველზე მიღებული ალლაჰის კმაყოფილება, იმ ადამიანის კმაყოფილებაზე უფრო მეტია, რომელმაც უდაბურ უდაბნოში სასმელითა და საკვებით დატვირთული აქლემი დაკარგა და მაშინ როცა ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, აქლემი ისევ უკან დაბრუნდა. კაცმა კი გადაჭარბებული სიხარულისგან „ჩემო ალლაჰო, შენ ჩემი ბატონ-პატრონი ხარ, მე კი შენი მონა-მსახური“ სიტყვების მაგივრად, „ჩემო ალლაჰო, მე შენი ბატონ-პატრონი ვარ, შენ კი ჩემი მონა-მსახური“ თქვა.“  (ბუხარი, 6308; მუსლიმ, თევბე, 1, ჰადისის N: 2747)

[9] საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ სხვა აიათებსაც გადახედოთ: 2/21-22; 21/17-33; 23/84-92; 28/71-75; 30/28-32; 13/16; 41/37;

[10] მუსლიმ, ყადერ 16.

[11] იბნი მაჯე, თაბერი

[12] ჰადისი, რომელიც გადმოცემულია სანდო პიროვნებისგან.

[13] მუსლიმ, 867; ნესაი, 1557.

[14] აბუ დავუდ, 4607; თირმიზი, 2676.

[15] კარგი ბიდ’ათი

[16] ცუდის აკრძალვისა და ვალდებულების შესრულებისკენ მოწოდება

[17] მუსლიმ, 50.

[18] ნებადართული