28 April 2024

13.0 მეექვსე პუნქტი

·   სწავლულების ერთხმიანი აზრით ქააფირი გახდება ის, ვინც შუამავლის მიერ მოტანილი ისლამიდან ნებისმიერ რამეს ან სასჯელისა და ჯილდოს შესახებ საკითხებიდან რომელიმეს დაცინებს და სამასხარაოს გახდის.

ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა თავბა 9/65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“

პიროვნების მიერ შუამავლის მოტანილიდან რომელიმეს მიმართ დაცინვა

უეჭველად, ის, ვინც შუამავლის მიერ მოვლენილიდან რომელიმე საკითხს სამასხარაოდ აქცევს, განზრახვის მიუხედავად, სწავლულთა ერთხმიანი აზრით ურწმუნო გახდება.

იმამ იბნ ნუჯაიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პიროვნება, რომელიც ქუფრ სიტყვას დაცინვის ან ხუმრობის მიზნით ამბობს, სწავლულთა ერთხმიანი აზრით ქააფირია.“[1]

შუამავლის მოტანილიდან რომელიმეს მიმართ დაცინვა ქუფრია

რელიიგიის კუთვნილი რომელიმე საკითხისადმი ხუმრობა და დაცინვა სწავლულთა ერთხმიანი აზრით ურწმუნოებაა. მაგალითად, დაცინვა რელიგიური პირების, ქალის სამოსისა და კაცის წვერის, სამოთხისა და სამოთხის წყალობების, ჯოჯოხეთისა და მისი სასჯელის, ბედისწერის და ა.შ.

მწერალს არგუმენტად შემდეგი აიათი მოჰყავს:

„სურა თავბა 9/65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰმა გვაცნობა, რომ ალლაჰის აიათების დაცინვა ურწმუნოებაა და მათი სიტყვების[2] მიუხედავად, რწმენის შემდეგ ურწმუნოებაში მოექცნენ. აიათი მიუთითებს, რომ მათი აზრით თავიანთი ქმედება ქუფრი არ იყო, თუმცა პირიქით, ალლაჰის აიათებისა და შუამავლის დაცინვა რწმენიდან გამყვანი ქუფრია. ასევე, ეს აიათი მათი რწმენის სისუსტეზე მიუთითებს. მათ ეს ქმედება ჰარამი ეგონათ და არა ქუფრი. თუმცა, მათი ქმედება ისეთი ქუფრი იყო, რომელიც ადამიანს ურწმუნოდ აქცევს...“[3]

იმამ იბნ არაბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მათ მიერ ნათქვამი სიტყვები შეიძლება სერიოზული იყო ან ხუმრობა, თუმცა რაც არ უნდა იყოს, წარმოთქმული სიტყვები ქუფრია. ვინაიდან, სწავლულთა ერთხმიანი აზრით, ქუფრი სიტყვების ხუმრობით წარმოთქმაც ქუფრია...“[4]

ალლაჰი აიათში ღიად გვამცნობს, რომ ქააფირია ის, ვინც ალლაჰს, მის აიათებს და შუამავალს დაცინებს. ეს ჰუქმი მოევლინა მასზე, ვინ ნამაზს ასრულებდა, მარხულობდა, ზექათს გასცემდა და შუამავალთან ერთად ჯიჰადში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ვინც რელიგიურ საკითხს დაცინებს ქუფრში აღმოჩნდება. დროისა და ადგილის ცვლილება ამ ჰუქმს არ შეცვლის. ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა თავბა 9/74. იფიცებენ ალლაჰზე, რომ არაფერი გვითქვამსო! უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს...“

ალლაჰმა აიათში გვამცნო იმ ადამიანების ისლამის შემდეგ ქუფრში შესვლა, რომლებმაც დაიფიცეს, რომ ქუფრი სიტყვა არ უთქვამთ. აიათში მოხსენებულ სიტყვა „ქუფრ“-ში იგულისხმება, რელიგიის კუთვნილი რომელიმე საკითხისადმი ყბედობა. შესაბამისად, რელიგიური საკითხების გაცინვა ქუფრია, დამცინავი კი, ქააფირი. იმამ ყურტუბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის ან შუამავლის ბრძანებებიდან რომელიმე მათგანის უბრალოდ და უმნიშვნელოდ მიმჩნევის ჰუქმი, იბლისის ჰუქმის მსგავსია. ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არ არსებობს.“[5]

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „დაცინვა იქნება, თუ ხუმრობა, ქუფრ და განქორწინების საკითხებში პიროვნების მიერ ნათქვამი მისაღებია, რადგან სიტყვა ნებით იქნა წარმოთქმული. მავიწყარის, ძალდატანების ქვეშ მყოფისა და მცდარისგან განსხვავებით, ხუმრობისა და დაცინვის მიზნით ნათქვამი სიტყვა მისაღებია. ვინაიდან, მან ის სიტყვა წარმოთქვა, რაც გაიფიქრა. დაცინვისა და ხუმრობის მიზნით წარმოთქმული სიტყვა ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე საპატიო არ არის. უფრო მეტიც, დამცინავი უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს...“[6]

როგორ უკვე ითქვა, ისლამის კუთვნილი აშკარა საკითხებიდან რომელიმეს დაცინვა და არაფრად მიჩნევა ქუფრია. არ აქვს მნიშვნელობა ქმედებით იქნება შესრულებული თუ რწმენით, სიტყვით თუ წერილობით, ხუმრობით თუ სერიოზულობით. მსგავსი ქმედების ჩამდენი ქააფირი გახდება.

ალლაჰისა და შუამავლის გალანძღვა ან მათი დაცინვა ქუფრია

უეჭველად, ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვა ან დაცინვა დიდი ქუფრია. ამ საკითხში სწავლულთა შორის ერთხმიანი აზრია.

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიაამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის, მისი აიათების და შუამავლის დაცინვა ქუფრია...“[7]

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა თავბა 9/12. და თუ შეთანხმების შემდგომ გატეხენ თავიანთ ფიცს და თქვენს რწმენას შეურაცხყოფენ, მაშინ შეებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს, რადგანაც მათთვის არ არსებობს ფიცი; ეგების შეეშვნენ ისინი.

იმამ ყურტუბი აიათის განმარტებისას ამბობს: „ზოგიერთმა სწავლულმა ეს აიათი არგუმენტად გამოიყენა და თქვა, რომ რელიგიაზე ცუდის მთქმელის სიკვდილით დასჯა ვააჯიბია. ვინაიდან, მსგავსი ადამიანი ქააფირია... იბნ მუნზირმა თქვა: ‘ყველა სწავლული თანხმდება, რომ შუამავლის მლანძღველი უნდა მოიკლას.’“[8]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა აჰზაბ 33/57. უეჭველად, რომელნიც აწყენენ ალლაჰსა და მის შუამავალს, დაწყევლა ისინი ალლაჰმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც და გაამზადა მათთვის სასჯელი დამამცირებელი!„

ყადი იიადი, მუჰამმედ ბინ საჰნუნისგან გადმოგვცემს: „სწავლულებმა ქააფირი უწოდეს მათ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ შუამავლის მოძულე და მლანძღველი ქააფირია...“[9]

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰისა და მისი შუამავლის მლანძღველი ყოველმხრივ (შინაგანად და გარეგნულად) ქუფრში აღმოჩნდა. მნიშვნელობა არ აქვს მას სწამს თუ არა ქმედების ჰარამობის. ამ ქმედების ჩამდენი მუსლიმი თუ იყო, მაშინ იჯმათი მისი სიკვდილით დასჯა ვააჯიბია. ვინაიდან, საკუთარი ქმედების საფუძველზე მურთადი გახდება. უფრო მეტიც, მისი მდგომარეობა ჩვეულებრივ ქააფირზე უარესია...“[10]

აქედან გამომდინარე, ქააფირი გახდება ის, ვინც იქრაჰის (ძალდატანების) გარეშე, ალლაჰს ან მის შუამავალს გალანძღავს[11], ან დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებს, ან გაამასხარავებს. შარიათული კანონით სიკვდილით დაისჯება. მნიშვნელობა არ აქვს ქმედება სიტყვით იქნება განხორციელებული, წერილობით, თეატრით, თუ მინიშნებებით. ყოველი მათგანი იგივე ჰუქმის ქვეშაა და იგივე სასჯელს საჭიროებს.



[1] იბნ ნუჯაიმ, ალ-ბაჰრუ’რ-რაიყ: 5/134;

[2] მათ თქვეს: „ქუფრი სიტყვა დაჯერების გარეშე წარმოვთქვით. მხოლოდ ვერთობოდით.“

[3] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 7/270, 273.

[4] იბნ არაბი, აჰქამუ’ლ-ყურ’ან: 2/543;

[5] ყურტუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 2/196;

[6] იბნ ყაიიმ, ილამუ’ლ-მუვაყყიინ, 3/55.

[7] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/272;

[8] ყურტუბი, ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 8/82;

[9] ყადი იიად, აშ-შიფა: 2/515;

[10] იბნ თაიმიია, ას-სარიმუ’ლ-მასლუულ: 512;

[11] მნიშვნელობა არ აქვს ხუმრობით იქნება ნათქვამი, თუ სერიოზულად.