26 April 2020

ნაწილი 2.9: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

მეორე ფორმა: არგუმენტები, რომლებსაც ორიგინალი სახე უცვალეს იმისათვის, რომ სხვა მნიშვნელობა მიეღო:
იმისათვის, რომ მათი სიტყვები „ადამიანები მისაყით შეგონებულები არიან. ის, ვინც თავჰიდის მომშლელ რომელიმე ქმედებას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, მასთან რისალეთ ჰუჯჯათი მიღწეული რომც არ იყოს, ქააფირი გახდება.“ უნაკლო ყოფილიყო, საწინააღმდეგო არგუმენტებს ორიგინალისგან განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭეს.
1-      აიათის „ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!“ შესახებ მათ თქვეს: „აიათში მოხსენებული სასჯელი შუამავლის გამოგზავნას უკავშირდება. თუმცა, მასში იმქვეყნის სასჯელი კი არა, არამედ დედამიწისეული სასჯელი იგულისხმება.“
შემდეგი აიათის „67/8... ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: ‘განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?’“ წინაშე როდესაც აღმოჩდნენ, თქვეს: „ამგვარი რამ ჯოჯოხეთის მკვიდრთაგან ზოგიერთს ეხება და არა ყველას. მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც შუამავალი უარყო. ამიტომაა, რომ შემდეგ ნათქვამია: ‘’67/9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ...’“
და რას მოიმოქმედებენ შემდეგი აიათების წინაშე?
„39/71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგროდ. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა.“
“6/130. ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.”
“35/36. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი. და არ იქნება განჩინება, რომ მოკვდნენ ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი. ასე მივუზღავთ ყველა უმადურს!
37. და მოთქვამენ: „ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან და ვიქმთ სიკეთეს და არღა ვიქმთ, რასაც ვაკეთებდით“. განა თქვენთვის არ გვიბოძებია საკმაო სიცოცხლე იმისათვის, რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად, ვინც შეიგონა? და თანაც თქვენთან შემგონებელი მოვიდა. მაშ, იგემეთ, რამეთუ არ ჰყავთ უსამართლოებს მეოხე!”
ეს აიათები ზოგადია და არაფერია ნათქვამი შუამავლის უარყოფაზე (რასაც ისინი აცხადებენ).
ასევე, კიდევ რასაც ისინი ამბობენ შემდეგია: „შუამავლები თავჰიდისთვის კი არა, შარიათული ჰუქმების დაწვრილებით განსამარტად მოევლინენ.“ ამგვარი სიტყვა მუთაზილებს ეკუთვნით, რაზეც პასუხი წინა ნაწილებში გავეცით.
ყოველივე ეს რელიგიის შეცვლის მცდელობა და მისით თამაშია.
2-      გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ იმ ჰადისის წინაშე, რომელიც გვამცნობს, რომ არასათში[1] გამოიცდებიან ისინი, ვისთანაც სიცოცხლეშივე შუამავალი არ მისულა. ვინაიდან, ეს ჰადისი რისალეთ ჰუჯჯათის შემავსებელია. ის ფაქტი, რომ იბნ აბდულბარმა ეს ჰადისი უარყო, არგუმენტად გამოიყენეს. ამასთან დაკავშირებით იბნუ’ლ-ყაიიმის პასუხი წინა ნაწილში მოცემულია.
3-      ზათ-უ ანვათის ჰადისის წინაშეც უძლურნი აღმოჩდნენ. შუამავლისგან ხის დადგენის მოთხოვნით ისინი ქუფრში არ ჩავარდნილან. ამასთან დაკავშირებით ისინი ამბობენ: „მათ ეს მოითხოვეს, თუმცა არ შეასრულეს.“ ამ განცხადებას კი პასუხი უკვე გავეცით.
4-      იგივე მდგომარეობაში აღმოჩდნენ იმ ჰადისი წინაშე, სადაც საუბარია კაცზე, რომელსაც ალლაჰის ერთ-ერთ თვისებაზე, „სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება“-ზე ეჭვი გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ალლაჰმა იგი შეიწყალა. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ თქვეს: „’ალლაჰს ჩემი გაცოცხლებისთვის ძალა თუ ეყოფა...’ აქ ნახსენები სიტყვა ‘ყადირა’ გადათარგმნეს, როგორც ‘თუ არ შემიწყალა’. ამგვარ მანიპულაციას იბნ თაიმიიამ პასუხი გასცა და აბუ ჰურაირასგან გადმოცემული ჰადისის გადმოცემის შემდეგ თქვა: „ჰადისი სხვა ფორმით შემდეგნაირადაა მოღწეული: ‘ერთმა კაცმა საკუთარი ნაფსის (სულის) მიმართ სისასტიკე გამოიჩინა, რის გამოც სიკვდილის წინ შვილები დაიბარა და უთხრა: ‘სიკვდილის შემდეგ დამწვით და ჩემი სხეული ფერფლად აქციეთ, შემდეგ კი ზღვაში მიმოფანტეთ. ვალლაჰი! ჩემი ბატონი ჩემს გაცოცხლებას თუ შეძლებს, დამსჯის ისე, რომ ჯერ არავინ დაუსჯია.’ შემდეგ შუამავალმა თქვა: ‘შვილებმა მისი დანაბარები შეასრულეს.’ ალლაჰმა დედამიწას უბრძანა: ‘მომეცი ის, რაც აიღე.’ იმ მომენტში კაცი გაცოცხლდა და ფეხზე დადგა. ალლაჰმა მას ჰკითხა: ‘რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამგვარად მოიქეცი?’ კაცმა უპასუხა: ‘შენს მიმართ შიში. ია ალლაჰ!’ ამ სიტყვების გამო ალლაჰმა მას აპატია.“
იბნი თაიმიია გაგრძელებაში ამბობს: „კაცმა იფიქრა, რომ ფერფლად თუ გადაიქცეოდა და ზღვაში გაიფანტებოდა, ალლაჰს მისი გაცოცხლება აღარ შეეძლებოდა და ძველ მდგომარეობაში ალლაჰი მას ვერ დააბრუნებდა. ეს ყოველივე ალლაჰის ძალაუფლებისა და სხეულების ხელმეორედ გაცოცხლების უარყოფაა, რაც ქუფრია. თუმცა, კაცმა ალლაჰის, მისი ბრძანებებისა და აკრძალვების რწმუნებასთან და ალლაჰის მიმართ შიშთან ერთად, ჯაჰილობით (უცოდინრობით) და შეცდომით ამგვარი რამ გააკეთა. ალლაჰმაც ამის გამო აპატია. ჰადისი ნათლად გვაუწყებს შემდეგს: კაცმა ამგვარი რამ იმ იმედით შეასრულა, რომ ალლაჰი მას ხელმეორედ ვერ გააცოცხლებდა. მინიმუმ, ამ კაცს ხელმეორედ გაცოცხლებისადმი ეჭვები გააჩნდა, რაც კი ქუფრია (ურწმუნოებაა). შუამავლის ჰუჯჯათის შესრულების დროს მისი ჰუქმი იქნება, როგორც ქააფირი, რაც ალლაჰისადმი რწმენის არარსებობას ნიშნავს. მათი თა’ვილი (ინტერპრეტაცია), რომლებმაც ჰადისში ნახსენები სიტყვა ‘ყადირა’ გადათარგმნეს, როგორც ‘მოხიბვლა’, ‘ჰუქმი’ და ‘შემწყნარებლობა’, ჭეშმარიტებისგან შორსაა, რადგან ჰადისში მოხსენებულმა კაცმა საკუთარი თავის დაწვა და ფერფლის ზღვაში მიმოფანტვა იმიტომ მოითხოვა, რომ ხელმეორედ არ გაცოცხლებულიყო: ‘სიკვდილის შემდეგ დამწვით და ჩემი სხეული ფერფლად აქციეთ, შემდეგ კი ზღვაში მიმოფანტეთ. ვალლაჰი! ჩემი ბატონი ჩემს გაცოცხლებას თუ შეძლებს, დამსჯის ისე, რომ ჯერ არავინ დაუსჯია.’“
ნათელია ის, რომ წინადადების „ვალლაჰი! ჩემი ბატონი ჩემს გაცოცხლებას თუ შეძლებს, დამსჯის ისე, რომ ჯერ არავინ დაუსჯია.’“ მეორე ნაწილი, პირველი ნაწილის საბაბია (ანუ იმისათვის, რომ წინადადების მეორე ნაწილი შესრულდეს (შედეგი), წინადადების პირველი ნაწილის აღსრულებაა საჭირო (პირობა). სხვანაირად რომ ვთქვათ: კაცმა სასჯელი, რომ მიიღოს, ამისათვის ჯერ ხელმეორედ უნდა გაცოცხლდეს). მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ალლაჰს მისი ხელმეორედ გაცოცხლება ვერ შეეძლო. ამ კაცს, რომ ცოდნოდა ფერფლის მიმოფანტვის შემდეგ ალლაჰი მას გააცოცხლებდა, მაშინ შვილებს მისი სხეულის დაწვას და ფერფლის მიმოფანტვას აღარ დაავალებდა, რადგან ამას აზრი აღარ ექნებოდა. ‘შეუწყნარებლობა’ და ‘დასჯა’ ერთიდაიგივე შინაარსისაა. კაცმა თქვა: ‘ვალლაჰი! ჩემი ბატონი ჩემს გაცოცხლებას თუ შეძლებს, დამსჯის ისე, რომ ჯერ არავინ დაუსჯია.’ ამ სიტყვების პირველი ნაწილი (პირობა) ვერ იქნება იგივე მნიშვნელობისა, რაც მეორე ნაწილს (სასჯელი) გააჩნია, რადგან მეორე ნაწილში არსებული რამ (ამ შემთხვევაში დასჯა), რომ განხორციელდეს, ამისათვის პირველ წინადადებაში არსებული (პირობა ანუ ხელმეორედ გაცოცხლება) უნდა შესრულდეს.
კაცმა ალლაჰის სახელ-თვისებები სრულად არ იცოდა, მათ შორის არც ‘ალ-ყადირ’-ი (უსაზღვრო ძალაუფლების მქონე). როგორც ამ კაცმა, ასევე მორწმუნეთა უმრავლესობამ ალლაჰის სახელ-თვისებები სრულად არ იცის. ამის გამო ისინი ქააფირები არ გახდებიან.“[2]
იბნი თაიმიამ არაერთ ადგილას გაიმეორა: „ალლაჰის სახელ-თვისებებიდან ზოგიერთის არ ცოდნა ადამიანს ქააფირს არ გახდის. მსგავსად კაცისა, რომელმაც შუამავლის მიერ მოტანილი იწამა, თუმცა მის ოჯახს საკუთარი სხეულის დაწვა და ფერფლის მიმოფანტვა უბრძანა... ინფორმაციის მიუღწევადობის საფუძველზე, ადამიანმა თუ არიცის ისეთი რამეების შესახებ, რომელთა მიუღებლობაც ქააფირობას იწვევს, მაშინ ის ქააფირი არ გახდება.
ადამიანის შესახებ, რომელიც ისრაელთა შვილებს მიეკუთვნება, ყველაზე სწორი არის ის, რომ მას არასრული იმანი გააჩნდა და ცხოვრობდა ფათრათის პერიოდში, რის გამოც ალლაჰის სახელ-თვისებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მასთან მიღწეული არ იყო. ამგვარად, ის სამოთხეში მცირე იმანით შევიდა. მისი მდგომარეობა მსგავსია წინა თავებში მოხსენებული ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილისა.“[3]



[1] ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ ყოველი სული გაცოცხლდება და შეკრებილი იქნება.
[2] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 11/408-411.
[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 3/231, 35/166; ყადი იიაად, „აშ-შიფაა“, 2/1082-1085, გამოცემა: ალ-ჰალები;

12 April 2020

ნაწილი 2.8: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

შენიშვნა: უცოდინრობით თავჰიდის მომშლელი ქმედების შესრულების დროს, მისაყის საფუძველზე მსგავსი მდგომარეობის არასაპატიო მიზეზად მიჩნევაში დაშვებული შეცდომა
გამოვიკვლიე თანამედროვე სწავლულების შეხედულებები, სადაც ისინი ამბობენ, რომ „თავჰიდში შირქის გარევის საკითხში“ უცოდინრობა საპატიო მიზეზი არ არის. ამასთან დაკავშირებით, მათ წიგნებში მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც ეხება ფითრათს და მისაყს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ისინი ზემოთ ნახსენები საკითხის არგუმენტები ვერ იქნებიან.[1] ისინი არგუმენტებით გაძლიერების ორ ფორმას მიმართავენ:
პირველი: თავიანთი შეხედულებების მხარდასაჭერად დალილებს ის მნიშვნელობები მიანიჭეს, რაც მათთვის გამოსადეგარი იყო.
მეორე: საკუთარი შეხედულებების საწინააღდეგო არგუმენტებს სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს,  თა’ვილი[2] შეასრულეს ან დალილის ორიგინალი სახე შეცვალეს.
პირველი ფორმა: ისინი ამბობენ: „რისალეთ ჰუჯჯათი[3] რომც არ იყოს მიღწეული, ადამიანები მისაყით უკვე შეგონებულებად ითვლებიან.“ არგუმენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისინია, რომლებიც შუამავლის მოსვლამდე მცხოვრები არაბი ხალხის ქააფირობაზე და მათ ჯოჯოხეთში დასჯაზე მიუთითებს. მოვიყვანოთ ზოგიერთი მათგანი:
1 - „3/103...თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნათ თქვენ მისგან...“
2 - ჰადისი, რომელსაც ანასი გადმოგვცემს: „ერთმა კაცმა შუამავალს ჰკითხა: ‘მამაჩემი სად არის?’ შუამავალმა უპასუხა: ‘ცეცხლშია.’ კაცი მიბრუნდა და წავიდა, რა დროსაც შუამავალმა უთხრა: ‘მამაჩემიც და მამაშენიც ცეცხლში არიან.’“
3 - ჰადისი, რომელსაც აიშა გადმოგვცემს: „თქვა: ‘ჰეი შუამავალო! იბნ ჯად’ანი ჯაჰილობის დროს ‘სილა-ი რაჰმ’-ს[4] ასრულებდა და ღარიბებს აპურებდა. ეს ყველაფერი მისთვის სასარგებლო იქნება?’ შუამავალმა უპასუხა: ‘სარგებელს ვერ მისცემს, რადგან მას შირქის გამო მონანიება ერთხელაც კი არ შეუსრულებია.’“
4 - ლუყაით იბნ ამირ ათ-თავიილის ჰადისიც ერთ-ერთია. ის ამბობს: „შუამავალს ვკითხე: ‘ჰეი შუამავალო! ჯაჰილობის პერიოდში შესრულებული რომელიმე კარგი (სიკეთის მომტანი) საქმის სანაცვლოდ პიროვნება სარგებელს ნახავს? ყურაიშელებიდან ერთ-ერთმა თქვა: ‘ვალლაჰი მამაშენი ცეცხლშია.’ ამ სიტყვების გამო თითქოს ჩემს სახეზე ცეცხლი წამეკიდა. შემდეგ მინდოდა რომ შუამავლისთვის მეკითხა თუ სად იყო მისი მამა. მაგრამ გადავიფიქრე და შემდეგნაირად ვკითხე: ‘და რას გვეტყვი შენს ახლობლებზე? ჰეი შუამავალო?’ შუამავალმა მიპასუხა: ‘ვფიცავ ალლაჰს, ჩემი ახლობლებიდან, ყურაიშელებიდან ან აამირიიელებიდან რომელიმე მუშრიქის სასაფლაოზე თუ წახვალ, უთხარი მათ: ‘მე მუჰამმედმა გამომგზავნა. თქვენთვის მოუწონარ ამბავს გიამბობთ. ცეცხლში სახეებითა და მუცლებით იხოხებთ.’“[5]
იბნუ’ლ-ყაიიმი ამბობს: „ეს დიდი და ცნობილი ჰადისია. ჰადისის გადმომცემებმა ის სახიხად მიიჩნიეს. ამას შეიხუ’ლ-ისლამ ალ-ანსარი გადმოსცემს.“[6]
არგუმენტად მოყვანილი ეს გადმოცემები არაბი მუშრიქებიდან ზოგიერთის ჯოჯოხეთში მოხვედრაზე მიუთითებს. მათი ქააფირობის დასამტკიცებლად სხვა არგუმენტებიც არსებობს, მაგრამ მოცემულ არგუმენტებში არაფერია მათ დასჯასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ორი საკითხი (ჰუქმი და სასჯელი) ერთმანეთზე დაკავშირებული არ არის. როგორც პირველი ნაწილის დასასრულს ვთქვით, შესაძლებელია, რომ პიროვნებამ ქააფირის ჰუქმი მიიღოს, თუმცა მასთან რისალეთ ჰუჯჯეთი თუ არ მიღწეულა, მაშინ არ დაისჯება.
ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც შუამავლის მოსვლამდე მათ ქააფირობაზე მიუთითებს, შემდეგია: „98/1. ღვთიური წიგნის მფლობელნი და წარმართნი, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, სანამ არ მოუვათ ნათელი მტკიცება (ცხადი სასწაული), მანამ არ გაემიჯნებიან (ურჯულოებას). 2. ალლაჰის მხრიდან წარმოგზავნილი შუამავალი უკითხავს მათ სიცრუისგან განწმენდილ (ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ) ფურცლებს, 3. მასშია ძირითად საკითხთა უცვლელი კანონები.“
„2/89. და როცა მიიღეს წიგნი (ყურანი) ალლაჰისგან, დასტურად იმისა, რაც მათთან იყო (თორაში), ხოლო ადრე ძლევას ითხოვდნენ მათზე, რომელთაც უარყვეს. და როცა მოუვიდათ მათ, რაც იცოდნენ (1) (მუჰამმედ შუამავალის თვისებები, რაც მოხსენებული იყო მათ წიგნში), უარყვეს იგი. დაე, ალლაჰის წყევლა ექმნეთ ურწმუნოთ!“ ანუ ებრაელებს სურდათ, რომ მათ შორის მოსულიყო შუამავალი, რომელთან ერთადაც ქააფირებს ანუ არაბებს დაამარცხებდნენ.
ასევე, მსგავსი არგუმენტებიდან ერთ-ერთი აბუ ტალიბის გარდაცვალების შესახებ ჰადისია, რომლის მიხედვით, იგი (აბუ ტალიბი) აბდულმუტტალიბის რელიგიაზე გარდაიცვალა.[7] რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბდულმუტტალიბი შირქში ყოფნის დროს, შუამავლის მოვლენამდე გარდაიცვალა.
ამის მსგავსი სხვა ჰადისი კი, ალლაჰის მიერ ალლაჰის შუამავლის დედისთვის შეწყალების თხოვნის აკრძალვაა.[8] ეს კი არგუმენტია იმისა, რომ შუამავლის დედა გარდაიცვალა, როგორც მუშრიქი.
მოცემული არგუმენტებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისინი, რომლებიც გვაუწყებენ ზოგიერთი არაბის ქააფირობისა და ჯოჯოხეთში დასჯის შესახებ, რომლებიც შუამავლის მოვლენამდე ცხოვრობდნენ.
ზოგიერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ამ არგუმენტებიდან ზოგიერთი „აჰად ჰადისებს“[9] მიეკუთვნება, რის გამოც ისეთი მტკიცე არგუმენტების წინააღმდეგ არ გამოდგება, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანთან რისალეთ ჰუჯჯათი თუ არ მიღწეულა, მაშინ ალლაჰი მას არ დასჯის. აქედან გამომდინარე, მათ (ამ ჯგუფმა) თქვეს, რომ შუამავლამდე მცხოვრებ არაბებთან მოპატიჟება არ მისულა. ამ აზრზე მყოფთაგან ერთ-ერთი არის სუიუტი (რაჰიმაჰულლაჰ). ამგვარი მოსაზრების საფუძველზე სუიუტი ზღვარს გადავიდა და განაცხადა, რომ შუამავლის დედ-მამა ცეცხლისგან გადარჩენილები არიან: „მათი (შუამავლის დედ-მამის) სიკვდილის შემდეგ, ალლაჰმა ისინი გააცოცხლა, რის შემდეგაც მათ შუამავლის იწამეს.“ ნათვამია, რომ ამის არგუმენტად სიზმარი და შთაგონებაა გამოყენებული. ამ ყოველივეს გამო სწავლულები სუიუტს კიცხავენ.[10] ალ-ბაიჯურიც სუიუტის ამ შეხედულებას იზიარებს.“[11]
ისინი, რომლებიც შუამავლის მოსვლამდე მცხოვრები არაბების ჯოჯოხეთში დასჯაზე საუბრობენ, ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მოჰყავთ და ამბობენ: „ის ფაქტი, რომ არაბი მუშრიქები ჯოჯოხეთში დაისჯებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შუამავლის მოსვლამდე ცხოვრობდნენ, მოწმობს იმაზე, რომ მათი სასჯელი აღებული მისაყისა და დამოწმების საფუძველზე გამომდინარეობს.
ამგვარი შეხედულება შეცდომაა, ვინაიდან არაერთი არგუმენტი ცხადჰყოფს, რომ შუამავლის მიღწევამდე ადამიანი ჯოჯოხეთში არ დაისჯება. მსგავსად აიათისა: „„17/15... და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ)“ ის, ვინც ამ აიათში მოხსენებულ სიტყვა „სასჯელში“ ამქვეყნიურ (დედამიწისეულ) სასჯელს და უბედურებებს იგულისხმებს, მაშინ ის შემდეგი აიათის წინაშე მუნჯად გადაიქცევა: „67/6. ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის. და რა საზარელი ფინიშია! 7. როცა ჩაგდებულ იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა, 8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი? 9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი...“ ასევე, ამ საკითხის შესახებ შეგვიძლია მოვიყვანოთ სურა ან’ამ/130, ფათირ/37 და ზუმარ/71.
ჯოჯოხეთში შევა მხოლოდ ის, ვისთანაც შუამავლის მოპატიჟება მიაღწევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სიტყვა შუამავალში მხოლოდ მუჰამმედ შუამავალი არ იგულისხმება. არასწორია იმის თქმა, რომ არაბები მუჰამმედ შუამავლის მოსვლამდე რადგან გარდაიცვალნენ, მათთან ჰუჯჯათი არ მისულა. იბრაჰიმ შუამავლის (‘ალეისალამ) რელიგიით მათთვის რისალეთ ჰუჯჯათი უკვე შესრულებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმის რელიგიაში ჩანაცვლებები მოხდა, არსებობდნენ ისინი, ვინც თავჰიდის გზაზე იყვნენ. ამგვარად, თავჰიდის გზაზე მყოფთაგან ერთ-ერთი ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილი იყო. ის ამბობდა: „ჰეი ყურეიშელებო! ჩემს გარდა თქვენგან იბრაჰიმის რელიგიაზე არავინაა.“[12]
სალიმ იბნ აბდულლაჰ იბნ ომარი გადმოგვცემს: „ვაჰის მოვლენამდე შუამავალი ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილს გზაში შეხვდა. შუამავალს მაგიდა გაუშალეს. მან (იბნ ნუფაილმა)) კი ჭამას თავი აარიდა და თქვა: ‘მე მხოლოდ იმას მივირთმევ რაც ალლაჰის სახელითაა და არა იმას, რომელიც კერპების სახელითაა.’“ ზეიდ იბნ ამრი ყურეიშელებს კიცხავს იმის გამო, რომ ისინი კერპებს შესაწირს წირავენ. მათ ეუბნებოდა: „ცხვარი ალლაჰმა გააჩინა, მისთვის წყალი ციდან მოავლინა, მიწიდან მცენარე ამოიყვანა, თქვენ კი ალლაჰის გარდა სხვისი სახელით სწირავთ შესაწირს.“[13]
როგორც ჰადისშია მოცემული, ზეიდი შუამავალს შეხვდა, თუმცა მანამ გარდაიცვალა, სანამ მუჰამმედს შუამავლობა დაეკისრებოდა. ზეიდმა იმოქმედა იმით, რაც იბრაჰიმის რელიგიიდან იცოდა. როგორც იბნი ქასირმა აღნიშნა, ამის გამო ქააფირი ყურეიშელები მას აწვალებდნენ.[14]
იბნი ქასირი, ჯაბირის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჰადისს გადმოსცემს: „შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც ჯაჰილობის პერიოდში ყიბლისკენ მიტრიალდებოდა და ამბობდა: ‘ჩემი ღვთაება იბრაჰიმის ღვთაება, ჩემი რელიგია კი იბრაჰიმის რელიგიაა.’ შუამავალმა კი უპასუხა: ‘ჩემსა და ‘ისას შორის ის აღსდგება, როგორც ერთი უმმეთი.“[15]
აიშადან (რადიალლაჰუ ‘ანჰა) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „სამოთხეში შევედი და დავინახე ბაღი, რომელიც ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფეილს ეკუთვნოდა.“[16]
მუჰამმედ შუამავლის მოსვლამდე არაბებთან იბრაჰიმის რელიგია მიღწეული იყო ანუ მათთან იყამეთუ’ლ-ჰუჯჯა უკვე შესრულებული იყო. არსებობდნენ ისეთები, რომლებიც ჭეშმარიტ გზაზე იდგნენ და მათ „ჰანიფები“ ეწოდებოდათ. მათ შორის იყო ზეინ იბნ ამრ იბნ ნუფაილიც. მსგავსი მორწმუნეების ჩამონათვალი სუიუტის ნაწარმოებშია მოცემული, ნაწარმოების სახელია „ალ-ჰაავი ლილ ფათავა“. იბნი ჰიშამის ნაწარმოების „სიირეთ“-ის შესავალში მოცემულია, რომ ყურეიშელები სხვა არაბებთან შედარებისას თავიანთ თავებს იბრაჰიმის (‘ალეისალამ) მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, ამით ამაყობდნენ და საკუთარ თავებს „ჰუმს“-ს[17] უწოდებდნენ.[18]
ნავავი ჰადისის - „მამაჩემიც და მამაშენიც ცეცხლშია“ - განმარტებისას ამბობს: „ჰადისიდან გამომდინარეობს ის, რომ ქუფრის გზაზე გარდაცვლილი ჯოჯოხეთში მოხვდება და მას მისი ახლობელი ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს. ასევე, ნათქვამია ისიც, რომ ფათრათის პერიოდში გარდაცვლილიც ჯოჯოხეთის მკვიდრია, მსგავსი არაბი მუშრიქებისა, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ. ეს უკანასკნელი არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება დაისჯება მაშინაც კი, როდესაც მასთან რელიგია არ მიღწეულა. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ არაბებთან იბრაჰიმისა და სხვა შუამავლების მოპატიჟება მიღწეული იყო.“[19]
იბრაჰიმის (‘ალეისალამ) რელიგიაზე ცვლილება მოხდა და ორიგინალი სახე იცვალა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „ჯოჯოხეთში დავინახე ამრ იბნ ლუჰაი იბნ ქამ’ა იბნ ჰანდეფი, რომელიც ძირს ნაწლავებით ეთრეოდა. ეს არის ის, ვინც იბრაჰიმის რელიგია პირველად შეცვალა...“
ამასთან ერთად, მართლმორწმუნეთაგან იყვნენ ისინიც, რომლებიც შესაძლებლობის არ ქონის გამო პირნათლად ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს, თუმცა ერთღმერთიანობას იცავდნენ და ალლაჰს თანაზიარს არ უდგენდნენ. იმის შესრულება, რაც მათ შეეძლოთ, მათი გადარჩენის საბაბი გახდა.
თითქოსდა წინააღმდეგობაშია შემდეგი აიათი და ის არგუმენტები, რომლებიც დასტურია იმისა, რომ შუამავალ მუჰამმედის მოსვლამდე მცხოვრებ არაბებთან იბრაჰიმის რელიგია მიღწეული იყო: „28/46... რათა შეგეგონებია ხალხი, რომელთანაც შენამდე არ მოსვლიათ ცხადი შემგონებელი. ეგების შეიგონონ!“ ასევე შემდეგი აიათები: საჯდა/3, საბა/44, იასინ/6.
ერთი შეხედვით ეს აიათები მეტყველებენ იმის შესახებ, რომ მუჰამმედის მოსვლამდე არაბებთან შემგონებელი არ მისულა. თუმცა, სხვა აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„35/24. უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ ჭეშმარიტებითურთ მახარობლად და შემგონებლად; არ არს თემი, რომ არ ყოფილიყო იქ შემგონებელი!“ როგორც ამ აიათშია ნათქვამი, მათთან შემგონებელი მივიდა და ეს არის იბრაჰიმი (და მისი რელიგია). ამ ორი არგუმენტის (რომლებიც ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღდეგოა) გაერთიანება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: „სურა ყასასსა და მსგავს აიათებში ნაგულისხმევია შემდეგი: ‘მხოლოდ მათთვის კუთვნილი შემგონებელი არ მისულა.“ ამ საკითხს იბნ ქასირი თაფსირში ამგვარად განმარტავს.[20] ანუ იბრაჰიმი (‘ალეისალამ) განსაკუთრებულად მათთვის (შუამავალ მუჰამმედამდე მცხოვრები არაბებისთვის) არ წარგზავნილა.
ასევე, შეგვვიძლია ეს ორი არგუმენტი შემდეგნაირად დავუკავშიროთ ერთმანეთს: შუამავალ მუჰამმედამდე (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არაბთა შორის შუამავალი არ ყოფილა. იბრაჰიმ შუამავალი (‘ალეისალამ) ერაყისა და შამის ტერიტორიებზე, კერძოდ ბაბილსა და ქენანში იყო. ეს შეხედულება ეკუთვნის ქურთუბს. ალლაჰის შემდეგი სიტყვებიც ამას ადასტურებს: „3/164. მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან...“
ასევე, უზენაესი ალლაჰი იბრაჰიმზე საუბრის დროს ბრძანებს: „2/129. ღმერთო ჩვენო! და მოავლინე მათში შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც წაუკითხავს მათ შენს აიათებს, ასწავლის მათ წიგნს და სიბრძნეს, განწმენდს მათ...“ იგივე მნიშვნელობისაა შემდეგი აიათებიც: ბაყარა/151 და ჯუმა/2.
აქედან გამომდინარე, სურა ყასსასი და მსგავსი აიათები, იბრაჰიმის რელიგიით არაბების შეგონების საკითხში ურთიერთწინააღმდეგობაში არ არიან. მუჰამმედის შუამავლობამდე გარდაცვლილი და ასევე, ის ხალხი, რომელზეც შუამავალმა თქვა რომ ცეცხლში მოხვდნენ, იბრაჰიმის რელიგიით შეგონებულები იყვნენ.
ასევე, ამ არგუმენტების შერწყმით ფიყჰის წესიც არ ირღვევა. წესი შემდეგია: „არავინ შევა ჯოჯოხეთში მანამ, სანამ სიცოცხლეშივე შუამავალი არ მივა ან ყიამეთის დღეს არასათში გამოცდას არ გაივლის.“
ამგვარად, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები ვერ ჩაითვლება თავიანთი შეხედულების[21] არგუმენტებად.
ზემოთ მოცემულიდან გამომდინარეობს ის, რომ ორი ჯგუფი შეცდომაში ჩავარდა:
პირველი ჯგუფი, რომლებიც უარყოფენ ზემოთ მოცემულ ყოველივეს და ამბობენ, რომ ეს არგუმენტები აჰადია, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს ეხებათ და ასევე აცხადებენ იმას, რომ ეს არგუმენტები არ არიან იმ არგუმენტების წინააღდეგობაში, რომელთა მიხედვითაც ადამიანი არ დაისჯება მანამ, სანამ მასთან რისალეთ ჰუჯჯათი არ მიაღწევს.
მეორე ჯგუფი, რომლებიც აღიარებენ ზემოთ მოცემულ ყოველივეს, თუმცა მოჰყავთ არგუმენტად იმისა, რომ ისინი მისაყით არიან შეგონებულნი და მიუხედავად იმისა, რომ მათთან რისალეთ ჰუჯჯათი არ შესრულებულა, მაინც ჯოჯოხეთში დაისჯებიან.

საბოლოოდ, ზემოთ მოხსენიებულ ორ ჯგუფს გააჩნია საერთო შეცდომა, რაც შემდეგია: „ორივე მათგანი აცხადებს იმას, რომ არაბებთან რისალეთ ჰუჯჯათი არ მიღწეულა.“



[1] ავტორი ყურადღებას ამახვილებს საკითხის მიმართ მოყვანილ არგუმენტებზე და არა უშუალოდ მოცემულ საკითხზე. ანუ ის ამბობს, რომ მათ ამ საკითხის მიმართ რა არგუმენტებიც მოჰყავთ, არასწორი და არასრულია. თუ რატომ ამას შემდეგ აბზაცებში ხსნის.
[2] ორიგინალი აზრისგან განსხვავებული აზრი/შეხედულება.
[3] შუამავლისეული ჰუჯჯათი.
[4] ნათესავებს შორის კავშირის გამყარება.
[5] ჰადისს აჰმედ ბინ ჰანბელი, „ას-სუნნა“-ში გადმოგვცემს. ასევე, გადმოსცემენ იბნი აბი ასიმი, თაბერანი, იბნი მენდე და სხვები.
[6] იბნუ’ლ-ყაიიმ, მუჰთასარუ’ს-სავაიყი’ლ-მურსალა, გვ: 379-380;
[7] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ: ბუხარისა და მუსლიმის სახიხთა კრებულში არსებულ ჰადისებს ეწოდებათ.
[8] ჰადისს გადმოგვცემს აბუ ჰურაირა, რომელიც მუსლიმში, „ჯანაზის“ ნაწილშია მოცემული.
[9] „აჰადის“ გადმოცემები ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა, რაც ვარაუდს უხსნის გზას. „აჰადი“ ჰადისები ქუფრისა და იმანის საკითხში არგუმენტად არ გამოდგება, რადგან აყიდის საკითხში მოყვანილი არგუმენტები ვარაუდს არ უნდა შეიცავდეს. აყიდაში ვარაუდი მისაღები არ არის. „აჰადის“ გადმოცემები ძირითადად ფიყჰისა და აჰლაყის საკითხებში გამოიყენება.
[10] სუიუტი, ალ-ჰაავიი ლილ ფათავა, 2/353.
[11] ალ-ბაიჯური, თუჰფეთუ’ლ-მურიიდ შერხუ ჯევაჰირი’თ-თავჰიდ, გვ: 29-30.
[12] ბუხარი, 3828.
[13] ბუხარი, 3826.
[14] იბნ-ქესირ, ალ-ბიდაია ვა’ნ-ნიჰაია, 2/238.
[15] გადმოგვცემს მუჰამმად იბნ ოსმან იბნ აბუ შეიბი. იბნი ქასირი ამბობს, რომ ჯაჭვი მყარი და ჰასენია. იხ: ალ-ბიდაია ვა’ნ-ნიჰაია, 2/241.
[16] გადმოგვცემს ალ-ბა’ენდი. იბნი ქასირი ამბობს, რომ ჯაჭვი მყარია. ალ-ბიდაია ვა’ნ-ნიჰაია, 2/241; ფათხუ’ლ-ბარი, 7/142-145.
[17] ისლამამდელ პერიოდში მექქაში მცხოვრები ქაბას მომვლელი ყურაიშელები და მათთან შეთანხმებული ზოგი თემი იწოდებოდა, როგორც „ჰუმსი“, ხოლო დანარჩენებს მოიხსენიებდნენ, როგორც „ჰილლა“. „ჰუმსი“ მამაცს და გმირს ნიშნავს. თავიანთი რწმენისა და ცხოვრების მკაცრი სტილის საკითხში, ასევე ომში სიძლიერისა და მამაცობის გამო, მათ ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ.
[18] იბნ თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 11/402; აშ-შატიბი, ალ-მუვაფაქათ, 1/175;
[19] სახიხუ მუსლიმ ბი შარხი’ნ-ნავავი, 3/79;
[20] 3/563-564.
[21] შეხედულება შემდეგია: „შუამავალ მუჰამმედამდე მცხოვრები არაბი მუშრიქები მისაყით შეგონებულად ითვლებიან, რის გამოც მათთან შუამავალი რომც არ იყოს მიღწეული, ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან.