11 June 2023

11.0 მეოთხე პუნქტი - ქააფირი გახდება ის, ვინც სხვის გზასა და ჰუქმს, შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად ცნობს. მსგავსად ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე მაღლა დაყენებისა.

 ·               ქააფირი გახდება ის, ვინც სხვის გზასა და ჰუქმს, შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად სცნობს. მსგავსად ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე მაღლა დაყენებისა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სწავლულების ერთხმიანი აზრია.

გზებიდან და ჰუქმებიდან ყველაზე სასარგებლო შუამავლის გზა და ჰუქმია

გზათა შორის ყველაზე საუკეთესო შუამავლის საშუალებით მოვლენილი ჰიდაეთის (ჭეშმარიტების) გზაა. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა შურა 42/52... უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.“

ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „სიტყვათა შორის საუკეთესო ალლაჰის წიგნია. გზათა შორის საუკეთესო შუამავლის გზაა. საქმეთა შორის ყველაზე ცუდი შემდეგ გამოგონილია. ყოველი შემდეგ გამოგონილი კი, გზასაცდენილობაა.“[1]

დიდი საჰაბე, აბდულლაჰ იბნ ომარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: „სუნნეთის მოწინააღმდეგე ქააფირია.“[2]

როგორ შეიძლება, რომ შუამავლის გზის გარდა, სხვა გზა გზასაცდენილობა არ იყოს? მაშინ, როდესაც ეს გზა ალლაჰის მიერ გამოგზავნილი შუამავლის გზაა. შუამავლის მიერ გაცხადებული ჰუქმები, ალლაჰის მიერ მოვლენილის გარდა სხვა არაფერია. ამასთან დაკავშირებით, ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ნეჯმ 53/3. და არც მეტყველებს თავისი ნებით.

4. რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.“

მიყდად ბინ მა’დიქარბ ალ-ყინდის (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „ფრთხილად იყავით. მებოძა ყურანი და კიდევ, მისი მსგავსი სუნნეთი.“[3]

იმამ იბნ ჰაზმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლის მიერ, რელიგიის შესახებ ნათქვამი ყოველი სიტყვა ალლაჰისგანაა მოვლენილი. ამ საკითხში ეჭვი არ არსებობს. არ არის უთანხმოება სწავლულებს შორის, რომ ალლაჰისგან მოვლენილი „მოვლენილი ზიქრია“. ყოველი მოვლენილი კი, დაცულია. ალლაჰის მიერ დაცული რამ, არასოდეს განადგურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰის სიტყვა სიცრუე იქნებოდა. არანაირი საშუალება და გზა არსებობს იმის, რომ რელიგიის შესახებ შუამავლის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა განადგურდეს ან დამახინჯდეს. ასეთი, რამ დაშვებული, რომ ყოფილიყო, მაშინ ალლაჰის სიტყვები „სურა ჰიჯრი 15/9. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ ზიქრი (ყურანი) და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი.“  სიცრუე იქნებოდა, რასაც მუსლიმი ვერ იტყვის...

არგუმენტი არ აქვთ მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაცული რაც არის, ეს მხოლოდ ყურანია. „ზიქრი“ არის წოდება, რაშიც მოიაზრება ალლაჰის ყურანი და ყურანის განმმარტებელი სუნნეთი, რომელიც შუამავალს უბოძა. ალლაჰი ბრძანებს: „სურა ნაჰლ 16/44. (ისინი) ცხადი სასწაულებითა და წიგნებით (გამოვგზავნეთ). და მოვავლინეთ შენზეც ზიქრი (ყურანი), რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!“ ამ აიათით ალლაჰმა შუამავალს ყურანის განმარტება დაავალა.“[4]

აიათის მიხედვით, ალლაჰმა რელიგიის შესახებ შუამავლის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას „ვაჰიი“[5] უწოდა. ასევე, შუამავალმა განაცხადა, რომ ყურანთან ერთად ებოძა მისი (ყურანის) განმმარტებელი სუნნეთი. აქედან გამომდინარე, მის მიერ მოტანილი ყოველი ჰუქმი სამართლიანი და ჭეშმარიტია. მის მიერ ჰალალად დაწესებული რამ, ჰალალია; ჰარამად დაწესებული რამ, კი, ჰარამი.



[1] საჰიჰია. მუსლიმ, 867; ნესაი 1578;

[2] აბდურრაზზაყ, ალ-მუსანნად: 2/519;

[3] საჰიჰია. აბუ დავუდ, 4601; აჰმედ 17174;

[4] იბნი ჰაზმ, ალ-იჰქამ: 1/117-118;

[5] ალლაჰისგან მოვლენილი