10 February 2020

ნაწილი 2.3: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

3)      პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ ჭკუა-გონებაა


არსებობს ორი საკითხი, რომელთა შესახებ ალიმებმა იკამათეს:
პირველი: ჭკუას/გონებას მარტოდმარტო, საკუთარი ძალებით, კარგისა და ცუდის გაგება/გააზრება შეუძლია? თუ შარიათის გარეშე, მარტოდმარტო გაგება/გააზრება არ შეუძლია? ეს თემა ფიყჰის უსულში[1] ნახსენებია, როგორც „ათ-თაჰსიინუ ვა’თ-თაქბიიჰუ’ლ-აყლიი (კარგისა და ცუდის ჭკუით ცოდნა)“.
მეორე: თუ ვიტყვით, რომ „ჭკუას მარტოდმარტო კარგისა და ცუდის გაგება შეუძლია“, მაშინ შემდეგი კითხვები დაიბადება: ალლაჰი ადამიანს დასჯის იმის გამო, რომ გონების საფუძველზე ალლაჰის ბრძანების წინააღმდეგ მოექცა? თუ დასჯისთვის შუამავლის საშუალებით ჰუჯჯათის მიღწევაა საჭირო?
შეიხულ ისლამ იბნ თაიმიია ამ ორი საკითხის შესახებ ნათქვამ სიტყვებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ადამიანებმა სიტყვებისა და ქმედებების კარგისა თუ ცუდის შესახებ იკამათეს. მაგალითად, მსგავსი მდგომარეობისა, როდესაც სამართლიანობა, თავჰიდი და სისწორე კარგია, ხოლო სისასტიკე, შირქი და ტყუილი კი ცუდია. ესენი (მათი სიკარგე და სიგლახე) ჭკუით განისაზღვრება თუ შარიათით? თუ ვიტყვით, რომ ესენი ჭკუით განისაზღვრება, მაშინ შემდეგი კითხვა იჩენს თავს: ‘შუამავლის მოსვლამდე ამ ქმედებების შემსრულებელნი დაისჯებიან?’ ოთხი იმამის ასჰაბისა[2] და სხვების სამი ცნობილი შეხედულება არსებობს. ასევე, იმამ აჰმედის ასჰაბის შეხედულებაც სამ ნაწილად იყოფა.
პირველმა ჯგუფმა თქვა: „ეს ჭკუით/გონებით კი არა, არამედ მხოლოდ შარიათითაა განსაზღვრული.“[3] ამ შეხედულებას იზიარებენ ჯაჰმ იბნ საფვანის მსგავსი ჯაბრიია-ს თეორიტიკოსნი, აბუ’ლ-ჰასენ ალ-აშ’არი და ოთხი იმამის ასჰაბი. ასევე, ყადი აბუ ბაქრ იბნ ტაიიბ, აბუ აბდულლაჰ იბნ ჰამიდ, ყადი აბუ ია’ლა აბუ’ლ-მეალი, აბუ’ლ-ვეფა, იბნ აყილი და სხვები.
მეორე ჯგუფმა თქვა: „კარგი და ცუდი ჭკუით/გონებით შეიცნობა.“ აბუ’ლ-ჰატტაბ მაჰფუზ იბნ აჰმადმა თქვა: „ეს შეხედულება ეკუთვნის ფიყჰის წარმომადგენელთა უმეტესობას. ასევე, როგორც გადმოცემულია, ამ აზრს იზიარებს აბუ ჰანიფა და მისი მიმდევრების ძირითადი ნაწილი, მალიქის ასჰაბის უმრავლესობა, შაფიი, აჰმედი, აბუ’ლ-ჰასენ ათ-თამიმი, აბუ’ლ-ჰატტაბი, აბუ ბაქრ ალ-ქაფფალი, აბუ ნასრ ას-სიჯზიი, აბუ’ლ-ყასიმ სა’დ იბნ ალი აზ-ზენჯანი, ქერრამიია, მუ’თაზილები და ყადარიია.“ შემდეგ, ამ შეხედულებაზე მყოფნი ისევ ორ ჯგუფად დაიყვნენ:
-          ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ მხოლოდ ჭკუის/გონების საფუძველზე წინააღმდეგობაში მყოფნი[4] ახირეთში დაისჯებოდნენ. ამ შეხედულებას იზიარებდნენ მუ’თაზილები, ჰანეფისტები და აბუ’ლ-ჰატტაბი. ეს შეხედულება ყურანისა და სუნნეთის საწინააღმდეგოა.
-          ისინი ეთანხმებოდნენ ყურანისა და სუნნეთის შეხედულებას, რაც იყო ის, რომ შუამავლის გამოგზავნამდე ახირეთში არ დაისჯებოდნენ. მიუხედავად ამისა,[5] ალლაჰმა მათ ცუდ ქმედებებსა და სიტყვებს ცუდი, მიუღებელი ან ქუფრი უწოდა. მსგავსად შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვებისა, რომელიც სახიხია: „ალლაჰმა დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს შეხედა. აჰლი ქითაბის გარდა ყველას გაუბრაზდა. ჩემმა ბატონმა მითხრა: ‘ადექი და ყურაიშელები გააფრთხილე/შეაგონე!’ მე ვუთხარი: ‘თავს შუაზე გამიპობენ.’ ბრძანა: ‘წყალი მას[6] ვერ ჩამორეცხავს. მას ძილის დროს და ფხიზელ მდგომარეობაშიც წაიკითხავ. მეომართა ერთი ჯგუფი გაგზავნე, მე კი ორმაგს გამოვგზავნი. შენს გვერდით მყოფებთან ერთად მათ[7] წინააღმდეგ იბრძოლე. მოწყალება გაიღე და მეც შენთვის იგივეს გავაკეთებ. მე ჩემი მსახურნი/ქმნილებანი ერთღმერთიანობის საფუძველზე გავაჩინე, ეშმაკმა კი ისინი აცდინა. მათთვის ნებადართული ჰარამად დაუწესა და ადამიანებს ჩემზე თანაზიარის დადგენა უბრძანა, რაზეც მე არაფერი მომივლენია.’“
ასევე, ალლაჰის შუამავალი სხვა ჰადისში ბრძანებს: „ყოველი ახალდაბადებული ისლამის ფითრათით[8] იბადება.“
სხვა ჰადისში ნათქვამია: „ყოველი დაბადებული ამ მილლეთის[9] (რელიგიის) საფუძველზე იბადება. შემდეგ კი დედ-მამა მას ებრაელად, ქრისტიანად ან მეჯუსად[10] გადააქცევს. მსგავსი პირუტყვის სრულყოფილად დაბადებისა. მასში რაიმე ნაკლოვანებას ხედავ?“ ამის შემდეგ აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „თუ გინდათ ეს წაიკითხეთ: ‘30/30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე.’ ითქვა, რომ: „ჩემო შუამავალო! და თუ პატარაობის დროს გარდაიცვალა?“ შუამავალმა თქვა: „ალლაჰმა იცის მათი ის ნამოქმედარი, რომელსაც სიცოცხლის პერიოდში შეასრულებდნენ.“
ალლაჰი გვამცნობს, რომ ადამიანების ცუდ ნამოქმედარს[11] ცუდს უწოდებს, ამასთანავე გვაუწყებს, რომ შუამავლის გამოგზავნამდე მათ არ დასჯის, რაც არგუმენტია იმ არასწორი განცხადებებისა, როგორიცაა:
-          რელიგიის მიღწევამდე ცუდის შესრულება ცუდად არ ჩაეთვლებათ.
-          ყადერიიას ერთ-ერთი ჯგუფის შეხედულების მიხედვით, იმის გამო, რომ ჭკუის/გონების საშუალებით მათთან ჰუჯჯათი მიღწეულია, ისინი თავიანთი ცუდი ნამოქმედარის გამო დაისჯებიან.
-          ჯაბრიიას მსგავსად, იმ აზრის მატარებელნი, რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიამ მათთან რომც არ მიაღწიოს, ისინი მაინც დაისჯებიან.
28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს. და არ ვიყავით ჩვენ გამნადგურებელნი ქვეყნებისა, თუ მათი მცხოვრებლები არ იყვნენ უსამართლონი!
28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?“
20/134. და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე (1) (მუჰამმედ შუამავალზე უწინ), უთუოდ იტყოდნენ (2) (აღდგომის, ანგარიშსწორების დღეს): „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს (3) (შენს მიერ მოვლენილი შუამავლის ჩვენამდე მოტანილ აიათებს), სანამ შევიქნებოდით დამცირებულნი (4) (აღდგომის დღეს) და დაკნინებულნი (5) (ჯოჯოხეთში)?“
ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმას, რომ ალლაჰი შუამავლის გამოგზავნამდე ქააფირებს ახირეთში არ დასჯის. ასევე შუამავლის გამოგზავნამდე მათ მიერ ცუდ ქმედებებს ცუდად მიიჩნევს და მტრობს,[12] თუმცა დასჯის პირობად ჰუჯჯათის შესრულებას ასახელებს.[13]



[1] ისლამის პრინციპების სამართალწარმოება.
[2] თანამონაწილე.
[3] ანუ: ქმედებების სიკარგე და სიგლახე მხოლოდ შარიათითაა განსაზღვრული.
[4] ალლაჰის ბრძანებების წინააღმდეგ მყოფნი.
[5] ანუ: მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი ცუდი ქმედებების გამო ახირეთში არ დაისჯებოდნენ მანამ, სანამ შუამავალი არ მივიდოდა მათთან.
[6] ყურანს.
[7] თქვენი მტრების წინააღმდეგ.
[8] ბუნებით.
[9] ამ შემთხვევაში: რელიგიის.
[10] ზოროასტრიზმი.
[11] ქუფრი, შირქი თუ სხვა ნებისმიერი ცუდი ქმედება.
[12] ანუ: მიუხედავად იმისა, რომ ალლაჰი ადამიანებს შუამავლის მისვლამდე არ დასჯის, მათ მიერ ნამოქმედარი ცუდი, შირქი და ქუფრი ალლაჰის მხრიდან შეფასებულია, როგორც ცუდი, შირქი და ქუფრი.
[13] იბნი თაიმიია, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმან ბედდელე დინე’ლ-მესიჰ: 1/314-316.