01 May 2023

10.3 მესამე პუნქტი - თაქფირის დამაბრკოლებლები

 ზემოთ მოხსენებული პირობების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დამაბრკოლებლების განულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსლიმზე თაქფირის გაკეთება დასაშვები არ არის. არსებობს ოთხი დამაბრკოლებელი:

შეცდომა

მისაღები შეცდომის მნიშვნელობა შემდეგია: პასუხისმგებელი პირის ნებისა და განზრახვის გარეშე წარმოთქმული ყოველი სიტყვა და შესრულებული ქმედება.

შეცდომა მისაღები, რომ იყოს უნდა აკმაყოფილებდეს ერთ პირობას. პირობა შემდეგია: ქუფრი ქმედება უნდა შესრულდეს   განზრახვის გარეშე და შეცდომით.[1] ის ქმედებები, რომლებიც ამ პირობას არ აკმაყოფილებენ, თაქფირის დამაბრკოლებლები არ არიან.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „საჰაბეები, პირველი ოთხი ხალიფა და სალაფები განზრახვის გარეშე ჩადენილ ქმედებას შეცდომას უწოდებენ...[2]

„საჰაბეებსა და მუსლიმ იმამებს შორის იჯმაა, რომ შეცდომით ნათქვამი სიტყვების პატრონი თაქფირს არ იმსახურებს, თუნდაც ეს რელიგიის წინააღმდეგ ნათქვამი იყოს...[3]

თა’ვილი

თა’ვილში იგულისხმება: შარიათული არგუმენტის სხვაგვარად გამოყენება. ანუ ეჭვი, რომელიც მისაღები იჯთიჰადის საფუძველზე, არგუმენტის გაუგებრობით გაჩნდა. ასევე, იმის არგუმენტად მიღება, რაც არგუმენტი არ არის და შესაბამისად, შარიათული არგუმენტის სხვაგვარად გაგება ან მიხვედრა.

თა’ვილი, რომ მისაღები იყოს ოთხი პირობა გააჩნია:

1.            თა’ვილი არ უნდა იყოს „ზარუურაათ-ი დინიია“ თემებში.

ანუ თა’ვილი დაუშვებელია იქ, სადაც ადგილი აქვს რელიგიის ფუძეს, თავჰიდთან დაკავშირებულ საკითხებსა და ღია-აშკარა თემებს.

იბნ ვეზირ ალ-იემანი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „სხვადასხვა აზრი არ არის იმაში, რომ ქააფირია ის, ვინც ყველასთვის სავალდებულო და ღია თემებს თა’ვილის სახელით უარყოფს.“[4]

2.            თა’ვილის საფუძველზე არ უნდა მოხდეს რელიგიის საფუძვლების, მაგალითად, ზექათის, ჯიჰადის და რაჯმ-ის მსგავსი ჰუქმების გაუქმება-უარყოფა.

იმამ ალ-ისფეჰანი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „თა’ვილის შესრულების დროს, შემსრულებელი თუ შეცდება, გასათვალისწინებელია შემდეგი: ეს თა’ვილი, თუ ალლაჰის წიგნის ზოგიერთ ჰუქმებს ან სუნნეთს, რომელსაც წყალი არ გაუვა ან იჯმას საწინააღმდეგოდ მოექცევა, მაშინ თაქფირს მიიღებს და მისი მდგომარეობა საპატიოდ არ ჩაითვლება. ვინაიდან, ეჭვი მათ შესახებ არ არის ისეთი ძლიერი, რომ საპატიო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ისეთ საკითხში თა’ვილი, რომელიც შარიათულ არგუმენტს ეფუძვნება, საპატიო არ არის.“[5]

3.            თა’ვილი უნდა ეფუძნდებოდეს შარიათულ ან ლექსიკურ ნიშანს.

იმამ იბნ დაქიქ ალ-იდმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „თა’ვილის შედეგად მიღებული მნიშვნელობა თუ არაბების საუბრების მნიშვნელობის მსგავსია, მაშინ თა’ვილი მიიღება. თუ არადა, არ მიიღება.“[6]

4.            თა’ვილის მიზეზი არ უნდა იყოს რელიგიის დაცინვა, შეგნებით უარყოფა და სიცრუედ გამოცხადება.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „თა’ვილი არ მიიღება თუ იგი მიმართულია შარიათის არგუმენტების დაცინვასა და ქუფრი სიტყვების წარმოთქმაზე. არცერთი თა’ვილი და იჯთიჰადი არ უნდა იყოს მიმართული ქუფრის შესრულებისკენ. ვინაიდან, არ არსებობს ისეთი ქააფირი, რომელსაც თავისი ქუფრის არგუმენტი არ გააჩნდეს.[7][8]

უცოდინრობა

უცოდინრობაში იგულისხმება: პიროვნების უცოდინრობა ან რაღაცის სხვაგვარად ცოდნა.

იმისათვის, რომ უცოდინრობა მისაღები იყოს, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

1)            უცოდინრობა არ უნდა იკვეთებოდეს რელიგიის საფუძვლებში.

იმამ ყარაფიიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „როგორც იჯმათია ცნობილი, ალლაჰი რელიგიის საფუძვლებში უცოდინრობას საპატიო მიზეზად არ მიიჩნევს.“[9]

2)            უცოდინრობა უნდა ვლინდებოდეს ისეთ საკითხში, რომლის აღკვეთაც შეუძლებელია.

იმამ იბნ ლაჰჰაამმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პიროვნება, რომელმაც არ იცის ჰუქმის შესახებ, საპატიო მდგომარეობაში იქნება მანამ, სანამ მის შესწავლაში ძალისხმევას გამოავლენს (მის შესწავლაში ძალისხმევას იჩენს). ხოლო, მის შესწავლაში შესაბამის ძალისხმევას თუ არ გამოავლენს (და უცოდინარი დარჩება), მაშინ მისი მდგომარეობა საპატიო არ იქნება.“[10]

იქრაჰი

იქრაჰში იგულისხმება: ვინმესთვის ძალდატანებით იმის გაკეთებინება, რაც მას არ სურს. იმისათვის, რომ იქრაჰი მიღებული იყოს, ექვსი პირობა უნდა შესრულდეს:

1)            მოძალადის მუქარა ნების[11] საწინააღმდეგო უნდა იყოს.

ნების საწინააღმდეგო იქრაჰი მისაღები იქრაჰია. იქრაჰი, რომელიც იწვევს პიროვნების სიკვდილს ან რომელიმე ორგანოს მოკვეთას ან დიდი ხნით საპყრობილეში ყოფნას ან ქონების დიდი ნაწილის დაკარგვას, თაქფირის დამაბრკოლებელია.

იმამ იბნ ჰაჯერი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „იბნ ბათთალმა თქვა: ‘სწავლულების ერთხმიანი აზრით, ძალადობის მსხვერპლი გულში რწმენის ქონის პირობით, სიკვდილის შიშით ქუფრს თუ ჩაიდენს, თაქფირს არ დაიმსახურებს და მისი ნიქაჰიც გაუქმებული არ იქნება.“[12]

მიუღებელ იქრაჰს მიეკუთვნება: ცემა-გალახვა, რომელიც არ იწვევს ფატალურ შედეგს, მცირე ხნით საპყრობილეში გამომწყვდევა, ქონების მცირე ნაწილის დაკარგვა და ..

2)            მოძალადეს უნდა შეეძლოს მუქარის განხორციელება. ხოლო, ძალადობის მსხვერპლს არ უნდა შეეძლოს მუქარის თავიდან აცილება.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მოძალადეს მუქარის შესრულების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს. ხოლო, მსხვერპლს არ უნდა შეეძლოს მუქარისგან თავის არიდება. ანუ არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ გაქცევა შეეძლოს ან ძალით შეპირისპირება.“[13]

3)            მსხვერპლი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ თუ მოძალადეს არ დაემორჩილება, მუქარა აღსრულდება.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მსხვერპლი უნდა ფიქრობდეს, რომ მოძალადის სურვილის არ შესრულების შემთხვევაში, მოძალადე მუქარას განახორციელებს.“[14]

4)            მსხვერპლი მოძალადის მოთხოვნას თუ არ შეასრულებს, მოძალადემ თავისი მუქარა ეგრევე უნდა განახორციელოს.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მოძალადე უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ თავისი მუქარის ეგრევე შესრულება შეეძლოს. ანუ, მისი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, მუქარის ეგრევე შესრულების ძალა და სურვილი უნდა გააჩნდეს.“[15]

5)            მსხვერპლი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ თუ მოძალადის სურვილს შეასრულებს, გათავისუფლებული იქნება.

6)            მსხვერპლმა არ უნდა შეასრულოს იმაზე, მეტი რასაც მოძალადე მოითხოვს.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მსხვერპლმა არ უნდა შეასრულოს იმაზე მეტი, რასაც მოძალადე მოითხოვს. არ უნდა გამოხატოს ისეთი ემოცია, თითქოს მოთხოვნილის შესრულება სურს.[16]



[1] მთაგმნელის შენიშვნა: განსხვავებაა შემდეგ საკითხებს შორის: 1) ქუფრი ქმედების განზრახვით (მაშინ, როდესაც ქუფრ ქმედებას ქუფრად არ აღიარებს) ჩადენილი შეცდომა უპატიებელია და ეს თემა ამ უკანასკნელს არ მოიაზრებს. 2) თემა მოიაზრებს შემდეგს: ქუფრი ქმედების განზრახვის გარეშე შესრულებულ ქმედებას. მაგ, კაცი, რომელმაც უდაბნოში ყოფნის დროს დაკარგა აქლემი და მასთან ერთად საგზალიც. დამწუხრების პიკს მიღწეულმა დაინახა დაკარგული აქლემი და სიხარულისგან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „ღმერთო ჩემო, მე ვარ შენი ბატონი და შენ ჩემი მსახური“, ნაცვლად სიტყვებისა: „ღმერთო ჩემო, შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ვარ შენი მსახური.“ აი ეს არის განზრახვის გარეშე, შეცდომით წარმოთქმული ქუფრი სიტყვები, რა დროსაც პიროვნება თაქფირს არ იმსახურებს.

[2] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 20/24;

[3] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 7/675;

[4] ისარუ’ლ-ჰაყ ალე’ლ-ჰაყ: 377;

[5] ალ-ჰუჯჯა ფი ბეიანი’ლ-მეჰაჯჯა: 2/551;

[6] ალიიუ’ლ-ყარი, ფიყჰუ’ლ-აქბარ შერხი: 108;

[7] მთარგმნელის შენიშვნა: ანუ არ არსებობს ქააფირი, რომელმაც არ დაიცვას საკუთარი ქუფრი. მას მოჰყავს უამრავი არგუმენტი იმისათვის, რომ საკუთარი ქუფრი ქუფრად არ წარმოაჩინოს.

[8] იბნ თაიმიია, ას-სარიმუ’ლ-მესლულ: 527;

[9] ყარაფიი, შერხუ თანქიჰი’ლ-ფუსულ: 439;

[10] იბნ ლაჰჰაამ, ალ-ყავაიდ ვა’ლ-ფავაიდუ’ლ-უსულიია: 87;

[11] რაღაცის სურვილი და მისი გულით მიღება-დადასტურება.

[12] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/393;

[13] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[14] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[15] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[16] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;