12 March 2022

5.3 არამუსლიმების მიერ დარულ-ისლამის დაპყრობის შედეგები

 დაპყრობა ორი სახისაა:

1.    სრული დაპყრობა: არამუსლიმების მიერ დარულ-ისლამში ძალაუფლების მოპოვება და ქუფრი კანონების გატარება.

მუჰამმედ იბნ იბრაჰიმ ალუ’შ-შეიხს ჰკითხეს: „ისლამური ქვეყნიდან, რომელიც ადამიანის კანონით იმართება, გადასახლება საჭიროა?“ პასუხად: „ადამიანის კანონით მართული ქვეყანა ისლამის ქვეყანა არ არის. ასე, რომ იქიდან გადასახლება ვააჯიბია. ქვეყანაში მრავალღმერთიანობა ყოველი უარყოფისა და წინააღმდეგობის გარეშე როდესაც იარსებებს, მაშინ ჰიჯრათიც[1] ვააჯიბი გახდება. აქედან გამომდინარე, რომელიმე ადგილას ქუფრი თუ გავრცელდება და მაღალ საფეხურს მიაღწევს, ის უკვე ქუფრის ქვეყანაა.“[2]

2.    ნახევრად დაპყრობა: ქააფირების მიერ დარულ-ისლამის აღების მიუხედავად, ისლამის ჰუქმები მაინც მოქმედია. ამის მაგალითია, თათრების მიერ ჰიჯრით მე-7 საუკუნის მიწურულს[3] შამის აღება. იმ დროს თათრები ჩინგის ხანის კანონებით ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალიმებმა მათ თაქფირი გამოუტანეს, ისტორიით ცნობილია, რომ მუსლიმანებს შორის შარიათით მოქმედებისთვის (განსჯისთვის) ყადები[4] თავიანთ ადგილას (პოზიციაზე) დატოვეს.[5]

სწორია ის, რომ ქააფირების მიერ რომელიმე ისლამური ქვეყნის დაკავების შემდეგ, ისევ ისლამის კანონები თუ მოქმედებს, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ ეს მოვლენა ქააფირების ნებაზეა დამოკიდებული თუ მუსლიმების ძალაზე. ისლამის ჰუქმები მუსლიმების ძალის საფუძველზე ჯერ კიდევ თუ მოქმედია, მაშინ იქაურობა დარულ-ისლამია. ამის მაგალითი ზემოთ მოცემული თათრების მიერ შამის დაკავებაა. იმისათვის, რომ მუსლიმები არ აჯანყებულიყვნენ ამგვარად მოიქცნენ. ქააფირები ამგვარად მაშინ იქცევიან, როდესაც ქვეყნის სრულიად დაკავება არ შეუძლიათ. იმ პერიოდში თათრებსა და შამ-ეგვიპტელებს შორის ომი მიმდინარეობდა. ხან ერთი მხარე იმარჯვებდა ხან მეორე. ამის შესახებ იბნ ქასირი თავისი ნაწარმოების  - ალ-ბიდააია ვა’ნ-ნიჰააია-ს მე-14 ტომში გადმოსცემს: შეიხულ ისლამ იბნ თეიმიიაც ზოგიერთ ომში მონაწილეობდა. მართალია მმართველი ქააფირი იყო, თუმცა ძალაუფლების ხელში სრულიად ჩაგდება ვერ შეძლო, შედეგად კი, ისლამის კანონები მოქმედებას განაგრძობდა, რის გამოც ქვეყანა ჯერ კიდევ დარულ-ისლამად დარჩა. ასევე, მმართველი მურთადი რომც გახდეს, თუმცა შარიათი მოქმედად დარჩეს, ქვეყანა მაინც დარულ-ისლამია. ორივე შემთხვევაში, მუსლიმანების ვალდებულება დამპყრობელი ან მურთადი მმართველის წინაშე გალაშქრებაა, ვინაიდან მათ წინააღმდეგ წასვლა ფარძი ‘აინია, რადგან ეს თავდაცვითი ჯიჰადია.

ხოლო, ქააფირების მიერ დარულ-ისლამის აღების შემდეგ, ისლამური კანონების გატარება ქააფირების ნებართვის საფუძველზე თუ სრულდება, მაშინ იქაურობა უკვე დარულ-ქუფრია, რადგან მათ ამის გაუქმება, რომ სურდეთ გააუქმებენ. ეს ფაქტი განხორციელდა ესპანეთის აღების დასაწყისში. ამის შესახებ მუჰამმედ იბნ ჯაფერ ალ-ყათთანი ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „ნასიჰათუ აჰლი’ლ-ისლამ“, ამბობს: „ენდულუსების პირობები ესპანელებზე ჩაბარების შემთხვევაში: მათ ენდულუსები როდესაც შემოესივნენ, დიდი ომისა და დანაკარგის შედეგად, ენდულუსებმა პირობების დაცვის გათვალისწინებით ჩაბარება გადაწყვიტეს. პირობა დაახლოებით 55 ან 67 ნაწილისგან შედგებოდა. მათგან ზოგიერთი პირობა ეხებოდა ბავშვებისა და მოზრდილების უსაფრთხოდ ყოფნას, ქონებისა და ოჯახების, სახლ-კარის დაცვას, შარიათის მოქმედებას ისე, როგორც იყო, მესჯიდებისა და ორგანიზაციების დატოვებას ისევე, როგორც აქამდე მოქმედებდა და ა.შ... ალლაჰმა ისინი დაწყევლოს, როდესაც დაინახეს, რომ მდგომარეობა მათ სასარგებლოდ იყო და ენდულუსებზე ძალა შესწევდათ, ღალატი დაიწყეს. მუსლიმებთან დადებული შეთანხმება თითო-თითო დაარღვიეს მანამ, სანამ სრულიად არ მოშალეს. მუსლიმების უსაფრთხოება სრულიად დაირღვა. დიდი მარცხი განიცადეს... შემდეგ კი, ყველა მუსლიმანი აიძულეს, რომ ისლამის ყველა დოგმა მიეტოვებინათ და თავიანთი რელიგია მიეღოთ.“[6]

სიდდიყ ჰასან ჰანმა თქვა: „თუ გავიგეთ, რომ ქაფირებმა მუსლიმანური ქვეყანა დაიპყრეს და ძალაუფლება მოიპოვეს, ასევე, იქაური მუსლიმები მათი (ქააფირების) ნებართვის გარეშე ისლამურად ღიად თუ ვერ ცხოვრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ იქაურობა დარულ-ჰარბია, თუნდაც ნამაზი სრულდებოდეს.“[7]



[1] გადასახლება

[2] ფათავა ვა რასააილუ’შ-შეიხ მუჰამმედ იბნ იბრაჰიმ ალი’შ-შეიხ, 6/188;

[3] გრიგორიანული კალენდრით მე-13 საუკუნე.

[4] მოსამართლეები

[5] სიდდიყ ჰასენ ჰან, ალ-იბრა, გვ: 232; მუჰამმედ მაჰირ ჰამადე, ვასაიყუ’ლ-ჰურუბი’ს-სალიბიიეთი ვე’ლ-ღაზვი’ლ-მაღუულიი;

[6] ნასიჰათუ აჰლი’ლ-ისლამ, 102-103, მექთებეთუ ბედრ 1409 ჰ.

[7] ალ-იბრათუ ფიი მაა ჯააე ფი’ლ-ღავზი ვე’შ-შეჰადეთი ვე’ლ-ჰიჯრათი, 236;

06 March 2022

5.2 ქვეყნის თვისებისა და ჰუქმის ცვლილება

რომელიმე ქვეყნის თვისება არ არის მუდმივი და იგი მოქმედი კანონების მიხედვით იცვლება. ქვეყანა თავიდან შეიძლება დარულ-ქუფრი იყოს, შემდეგ კი დარულ-ისლამი გახდეს, მსგავსად ქალაქ მექქასა. ასევე, შეიძლება ჯერ დარულ-ისლამი, შემდეგ კი დარულ-ქუფრი გახდეს, მსგავსად ანდალუსიისა და პალესტინისა.

შეიხუ’ლ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: „რომელიმე ქვეყნის თვისება, როგორიცაა დარულ-ქუფრი, დარულ-ისლამ, დარულ-იმან, დარუს’სილმ, დარულ-ჰარბ, დარუ-თაათ, დარუ-მა’სიათ, დარუ’ლ-მუმინინ, დარულ-ფასიყინ - არ ნიშნავს მათ მუდმივობას. როგორც პიროვნება ექცევა ქუფრიდან რწმენაზე ან პირიქით, ასევეა ქვეყნის მდგომარეობაც.“[1]

იბნი ჰაჯერ ალ-მაქქიი ალ-ჰეითემიი ნაწარმოებში „თუჰფეთუ’ლ-მუჰთააჯ ლი შერხი’ლ-მინჰააჯ“, რომელიც შააფიი-ს ფიყჰის საფუძველზეა დაწერილი, თავის შეხედულებას გადმოსცემს: „ქააფირებმა დარულ-ისლამი რომ აიღონ და თავიანთი ჰუქმები გაატარონ, იქაურობა დარულ-ქუფრი მაინც არ გახდება.“ დალილად კი, შემდეგ ჰადისს ასახელებს: „ისლამი აღმატებულია, მასზე აღმატებული არაფერია.“[2] იბნ ჰაჯერ ალ-მაქქინის ამ სიტყვას გადმოსცემს სიდდიყ ჰასენი.[3]

ჩვენი პერიოდის ხალხიდან ზოგიერთმა იბნ ჰაჯერის ეს მოსაზრება გაიზიარა. თუმცა, ცხადია, რომ ეს შეხედულება მცდარია. აშკარა არგუმენტები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მიუთითებს, რომ ქვეყნის შესახებ გასაცემ ჰუქმზე გავლენას ქვეყანაში არსებული ჰუქმები ახდენს. ეს არგუმენტები იბნ ჰაჯერის მიერ მოყვანილ ზოგად არგუმენტებზე უპირატესია. სწავლულების იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო არგუმენტები ზოგად არგუმენტებზე უპირატესია. მსგავსად შემდეგი აიათებისა:

„65/4. თქვენს ქალთაგან, რომელთაც ქალთაწესისგან იმედი ამოეწურათ, თუ დაეჭვდებით დადგენილი ვადის თაობაზე, ვადა სამი თვეა, როგორც იმათთვის ვისაც ქალთაწესი ჯერ არ ჰქონია. და ისინი, რომელნიც ფეხმძიმები არიან მშობიარობამდე. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას საქმეში სიადვილეს.“ ეს აიათი უპირველესია შემდეგი აიათზე:

„2/228. გაცილებული ქალები თავს იკავებენ (ხელმეორედ დასაქორწინებლად) სამ დედათა წესს.“

სწავლულებს ამ საკითხისადმი სხვადასხვა აზრი არ აქვთ. იბნ ჰაჯერ ალ-მაქქის სიტყვა სწორი რომ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელია გვეთქვა, რომ მუსლიმანი პიროვნება ქუფრის შესრულების შემდეგ ქააფირი არასოდეს გახდებოდა, რადგან ‘ისლამი უპირატესია, მასზე უპირატესი არაფერია.’ თუმცა, ეს მოსაზრება არგუმენტებისა და იჯმას საწინააღმდეგოა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „ვინც რელიგიას შეიცვლის მოკალით.“[4]

როგორც იბნ ჰაჯერი მოიქცა, ზოგადი არგუმენტების უპირატესობა კონკრეტულ არგუმენტებზე და შესაბამისი ჰუქმების გამოცემა დასაშვები არ არის. მისი სიტყვები „დარულ-ისლამი დარულ ქუფრი ვერ გახდება“ - წინააღმდეგია, როგორც არგუმენტებისა, ასევე სწავლულების უმრავლესობის აზრის. მისი ეს სიტყვა ჭეშმარიტად, რომ მივიღოთ, მაშინ დღევანდელი ქრისტიანული ესპანეთი დარულ-ისლამად უნდა ვაღიაროთ, რადგან ის ადრე დარულ-ისლამი იყო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველი მუსლიმანის იქ გადასახლება ვააჯიბია და იქ მყოფთა სხვაგან წასვლა კი ჰარამი, რადგან დარულ-ისლამიდან გადასახლება არ ხდება.[5] ასევე, მათთან ბრძოლაც ჰარამი იქნება. ვინმე ესპანეთს თუ თავს დაესხმება, მაშინ ყოველი მუსლიმანი ვალდებულია მხარი დაუჭიროს მას. მოკლედ, რომ ვთქვათ იბნ ჰაჯერის ეს სიტყვები ზემოთ ჩამოთვლილ ყველაფერს და კიდევ სხვა ბევრ რამეს მოიცავს. ამ სიტყვის სიმცდარე აშკარაა.



[1] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 27/45; 17/282-284; 27/143-144;

[2] დარაქუთნი ჰასენის მიკუთვნებით როგორც მევფუ, გადმოგვცემს აიზ იბნ ამრისგან; ბუხარი გადმოსცემს, როგორც muallak ‘ქითაბუ’ლ-ჯენაიზ’-ში; ფეთხუ’ლ-ბარი, 3/218-220;

[3] ალ-იბრათუ ფი მაა ვერადე ფი’ლ-ღავზი ვე’შ-შეჰაადეთი ვე’ლ-ჰიჯრეთი, გვ: 240, დარუ’ლ-ქუთუბუ’ლ-ილმიიე 1405 ჰ.

[4] ბუხარი.

[5] გარდა გამონაკლისებისა.