09 July 2023

11.1 მეოთხე პუნქტი - სხვა გზისა და ჰუქმის შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად ცნობა ქუფრია

 ტაღუთის გზისა და ჰუქმის აღმატებულად ცნობა შუამავლის ჰუქმსა და გზაზე, ქუფრია. ვინაიდან, შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) გზა ალლაჰის რელიგია - ისლამია. ჰუქმი კი, სხვა არაფერია თუ არა, ალლაჰის მიერ მასზე მოვლენილი „ვაჰიი“. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ალ-ი იმრან 3/19... უეჭველად, ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია...“

„სურა ალ-მაიდა 5/3... დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად...“

„სურა ალ-ი იმრან 3/85. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.“

იმამ იბნ ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის სიტყვები ‘ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია’ განაცხადია, სადაც ხაზს უსვამს, რომ ისლამის გარდა სხვა რელიგია არ იქნება მიღებული. ისლამი არის ყოველ პერიოდში ალლაჰის მიერ შუამავლების საშუალებით გამოგზავნილზე დამორჩილება. ბოლო შუამავალი, მუჰჰამედ შუამავალი იყო (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას). ვინც ისლამის გარდა ალლაჰის წინაშე სხვა რელიგიით წარდგება, ის მისგან მიუღებელი იქნება.“[1]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ჰუჯურათ 49/1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა.

2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აუწევთ ხმას შუამავლის ხმაზე მაღლა და არ მიმართოთ მას ისევე ხმამაღლა, როგორც მიმართავთ ერთმანეთს. რომ არ შეიქმნას თქვენი საქმენი ამაოდ და ვერც კი იგრძნოთ თქვენ.“

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პირველ აიათში კრძალავს მისზე და შუამავალზე წინ გასწრებას. სალაფთა უმეტესობამ ამ აიათის შესახებ თქვა: ‘არ ისაუბროთ მანამ, სანამ შუამავალი არ ისაუბრებს. არ იმოქმედოთ მანამ, სანამ შუამავალი არ გიბრძანებთ.’ უეჭველად, უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთარი ჭკუის ან სხვისი ჭკუის ‘მოვლენილზე’ წინ დაყენება, შუამავლის წინააღმდეგ წასვლა და მისი სიტყვის არაფრად ჩაგდებაა... ადამიანის ხმა შუამავლის ხმაზე მაღალი თუ არის და ეს იწვევს მისი ქმედების ანულირებას, მაშინ როგორი იქნება მათი მდგომარეობა, რომლებმაც საკუთარი აზრი და შეხედულებები, ცოდნა და პოლიტიკა ყურანზე მაღლა დააყენა? მათი ამგვარი ქმედებები უფრო დიდი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ მათი ქმედება განულდეს?“[2]

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მუსლიმების რელიგიაში უპირობოთ ცნობილია, რომ ის, ვინც ისლამს განშორდება და მუჰამმედის შარიათისგან განსხვავებულ შარიათს გაჰყვება, ქააფირი გახდება.“[3]

აქედან გამომდინარე, ვინც შუამავლის გზას (ისლამს) არ დაემორჩილება ან ისლამის გარდა სხვა გზას მოძებნის, ნიშნავს, რომ მან სხვა გზა ისლამის გზაზე აღმატებულად აღიარა, რაც ქუფრია. დაადგება იმ გზას, რომელიც ალლაჰის მიერ არ იქნება მიღებული, შედეგად კი დამცირებულთა რიგებში აღმოჩნდება. ამ ჰუქმს პირველ რიგში მიეკუთვნება ის საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ ისლამი ამ საუკუნისთვის აღარ გამოდგება და შესაბამისად დემოკრატიას ან მსგავს სისტემებს განასახიერებენ.

როგორც უკვე ითქვა, შუამავლის მიერ გაცხადებული რელიგიური ჰუქმები სხვა არაფერია თუ არა, ალლაჰის მიერ მასზე მოვლენილი ‘ვაჰიი’. შედეგად, შუამავლის მიერ გაცხადებულ ჰუქმებზე მორჩილება თავჰიდი და იმანია, ხოლო წინააღმდეგ წასვლა შირქი და ქუფრია. საკითხთან დაკავშირებით ალლაჰი ბრძანებს:

„სურა ჰაშრ 59/7... და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!“

იმამ ქურთუბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებისას ამბობს: „ალ-მაჰდევიმ თქვა: ‘შუამავლის მიერ ნაბრძანები ყოველი საკითხი ალლაჰისგან მოსული ბრძანებაა...“[4]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ნისა 4/14. ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი!“

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლისადმი ზნეობის საწყისი შემდეგია: სრული მნიშვნელობით მასზე მორჩილება, ბრძანების შესრულება, გასაჩივრების გარეშე მის მიერ მოტანილი ამბის დასტური, მათში ეჭვის არ შეტანა, ადამიანების შეხედულებებისა და აზრების მის წინ არ დაყენება. როგორც ერთადერთ ალლაჰს უნდა ვეთაყვანოთ, ისევე უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ და მხოლოდ შუამავალს. აი, ეს არის ორი თავჰიდი. იმისათვის, რომ ადამიანი ალლაჰის სასჯელს გადაურჩეს ორივე ‘თავჰიდი’ უნდა შესრულდეს. პირველი არის ალლაჰისადმი თავჰიდი, ხოლო მეორე მის მიერ გამოგზავნილ შუამავალზე მორჩილების თავჰიდი.“[5]

ალლაჰი ბრძანებს, რომ ავიღოთ ის, რაც შუამავალმა მოგვცა და მივატოვოთ ის, რაც მან აგვიკრძალა. ვინაიდან, შუამავლის მიერ მოცემული არის ჰალალი და სასარგებლო, რომლებიც ალლაჰმა დააწესა. ხოლო, შუამავლის მიერ აკრძალული არის ჰარამი და ცუდი რაღაცები, რომლებიც ალლაჰმა აკრძალა, როგორიცაა პროცენტი და მრუშობა. ასე, რომ ის, ვინც ჰალალისა და ჰარამის საზღვრებს დაარღვევს და ჰარამის მსგავს, აზარტულ თამაშებსა და ალკ. სასმელს ნებადართულად ცნობს, ხოლო ისლამისკენ მოპატიჟებასა და ჯიჰადის მსგავსს მდგომარეობებს აკრძალულად მიიჩნევს, ადამიანისეულ კანონებს ისლამის კანონებზე წინ დააყენებს, ტაღუთის ჰუქმებს შუამავლის საშუალებით მოვლენილ ჰუქმებზე უპირატესად ჩათვლის... ქააფირი გახდება.


[1] იბნ ქესირ, თეფსირულ-ყურ’ანი’ლ-აზიმ: 2/20.

[2] იბნ ყაიიმ, ბედაიუ’თ-თაფსირ: 3/5;

[3] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 28/524;

[4] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 18/17;

[5] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 18/17;

11 June 2023

11.0 მეოთხე პუნქტი - ქააფირი გახდება ის, ვინც სხვის გზასა და ჰუქმს, შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად ცნობს. მსგავსად ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე მაღლა დაყენებისა.

 ·               ქააფირი გახდება ის, ვინც სხვის გზასა და ჰუქმს, შუამავლის გზასა და ჰუქმზე აღმატებულად სცნობს. მსგავსად ტაღუთის ჰუქმის შუამავლის ჰუქმზე მაღლა დაყენებისა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სწავლულების ერთხმიანი აზრია.

გზებიდან და ჰუქმებიდან ყველაზე სასარგებლო შუამავლის გზა და ჰუქმია

გზათა შორის ყველაზე საუკეთესო შუამავლის საშუალებით მოვლენილი ჰიდაეთის (ჭეშმარიტების) გზაა. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა შურა 42/52... უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.“

ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „სიტყვათა შორის საუკეთესო ალლაჰის წიგნია. გზათა შორის საუკეთესო შუამავლის გზაა. საქმეთა შორის ყველაზე ცუდი შემდეგ გამოგონილია. ყოველი შემდეგ გამოგონილი კი, გზასაცდენილობაა.“[1]

დიდი საჰაბე, აბდულლაჰ იბნ ომარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: „სუნნეთის მოწინააღმდეგე ქააფირია.“[2]

როგორ შეიძლება, რომ შუამავლის გზის გარდა, სხვა გზა გზასაცდენილობა არ იყოს? მაშინ, როდესაც ეს გზა ალლაჰის მიერ გამოგზავნილი შუამავლის გზაა. შუამავლის მიერ გაცხადებული ჰუქმები, ალლაჰის მიერ მოვლენილის გარდა სხვა არაფერია. ამასთან დაკავშირებით, ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ნეჯმ 53/3. და არც მეტყველებს თავისი ნებით.

4. რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.“

მიყდად ბინ მა’დიქარბ ალ-ყინდის (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „ფრთხილად იყავით. მებოძა ყურანი და კიდევ, მისი მსგავსი სუნნეთი.“[3]

იმამ იბნ ჰაზმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლის მიერ, რელიგიის შესახებ ნათქვამი ყოველი სიტყვა ალლაჰისგანაა მოვლენილი. ამ საკითხში ეჭვი არ არსებობს. არ არის უთანხმოება სწავლულებს შორის, რომ ალლაჰისგან მოვლენილი „მოვლენილი ზიქრია“. ყოველი მოვლენილი კი, დაცულია. ალლაჰის მიერ დაცული რამ, არასოდეს განადგურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰის სიტყვა სიცრუე იქნებოდა. არანაირი საშუალება და გზა არსებობს იმის, რომ რელიგიის შესახებ შუამავლის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა განადგურდეს ან დამახინჯდეს. ასეთი, რამ დაშვებული, რომ ყოფილიყო, მაშინ ალლაჰის სიტყვები „სურა ჰიჯრი 15/9. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ ზიქრი (ყურანი) და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი.“  სიცრუე იქნებოდა, რასაც მუსლიმი ვერ იტყვის...

არგუმენტი არ აქვთ მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაცული რაც არის, ეს მხოლოდ ყურანია. „ზიქრი“ არის წოდება, რაშიც მოიაზრება ალლაჰის ყურანი და ყურანის განმმარტებელი სუნნეთი, რომელიც შუამავალს უბოძა. ალლაჰი ბრძანებს: „სურა ნაჰლ 16/44. (ისინი) ცხადი სასწაულებითა და წიგნებით (გამოვგზავნეთ). და მოვავლინეთ შენზეც ზიქრი (ყურანი), რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!“ ამ აიათით ალლაჰმა შუამავალს ყურანის განმარტება დაავალა.“[4]

აიათის მიხედვით, ალლაჰმა რელიგიის შესახებ შუამავლის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას „ვაჰიი“[5] უწოდა. ასევე, შუამავალმა განაცხადა, რომ ყურანთან ერთად ებოძა მისი (ყურანის) განმმარტებელი სუნნეთი. აქედან გამომდინარე, მის მიერ მოტანილი ყოველი ჰუქმი სამართლიანი და ჭეშმარიტია. მის მიერ ჰალალად დაწესებული რამ, ჰალალია; ჰარამად დაწესებული რამ, კი, ჰარამი.



[1] საჰიჰია. მუსლიმ, 867; ნესაი 1578;

[2] აბდურრაზზაყ, ალ-მუსანნად: 2/519;

[3] საჰიჰია. აბუ დავუდ, 4601; აჰმედ 17174;

[4] იბნი ჰაზმ, ალ-იჰქამ: 1/117-118;

[5] ალლაჰისგან მოვლენილი

01 May 2023

10.3 მესამე პუნქტი - თაქფირის დამაბრკოლებლები

 ზემოთ მოხსენებული პირობების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დამაბრკოლებლების განულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსლიმზე თაქფირის გაკეთება დასაშვები არ არის. არსებობს ოთხი დამაბრკოლებელი:

შეცდომა

მისაღები შეცდომის მნიშვნელობა შემდეგია: პასუხისმგებელი პირის ნებისა და განზრახვის გარეშე წარმოთქმული ყოველი სიტყვა და შესრულებული ქმედება.

შეცდომა მისაღები, რომ იყოს უნდა აკმაყოფილებდეს ერთ პირობას. პირობა შემდეგია: ქუფრი ქმედება უნდა შესრულდეს   განზრახვის გარეშე და შეცდომით.[1] ის ქმედებები, რომლებიც ამ პირობას არ აკმაყოფილებენ, თაქფირის დამაბრკოლებლები არ არიან.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „საჰაბეები, პირველი ოთხი ხალიფა და სალაფები განზრახვის გარეშე ჩადენილ ქმედებას შეცდომას უწოდებენ...[2]

„საჰაბეებსა და მუსლიმ იმამებს შორის იჯმაა, რომ შეცდომით ნათქვამი სიტყვების პატრონი თაქფირს არ იმსახურებს, თუნდაც ეს რელიგიის წინააღმდეგ ნათქვამი იყოს...[3]

თა’ვილი

თა’ვილში იგულისხმება: შარიათული არგუმენტის სხვაგვარად გამოყენება. ანუ ეჭვი, რომელიც მისაღები იჯთიჰადის საფუძველზე, არგუმენტის გაუგებრობით გაჩნდა. ასევე, იმის არგუმენტად მიღება, რაც არგუმენტი არ არის და შესაბამისად, შარიათული არგუმენტის სხვაგვარად გაგება ან მიხვედრა.

თა’ვილი, რომ მისაღები იყოს ოთხი პირობა გააჩნია:

1.            თა’ვილი არ უნდა იყოს „ზარუურაათ-ი დინიია“ თემებში.

ანუ თა’ვილი დაუშვებელია იქ, სადაც ადგილი აქვს რელიგიის ფუძეს, თავჰიდთან დაკავშირებულ საკითხებსა და ღია-აშკარა თემებს.

იბნ ვეზირ ალ-იემანი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „სხვადასხვა აზრი არ არის იმაში, რომ ქააფირია ის, ვინც ყველასთვის სავალდებულო და ღია თემებს თა’ვილის სახელით უარყოფს.“[4]

2.            თა’ვილის საფუძველზე არ უნდა მოხდეს რელიგიის საფუძვლების, მაგალითად, ზექათის, ჯიჰადის და რაჯმ-ის მსგავსი ჰუქმების გაუქმება-უარყოფა.

იმამ ალ-ისფეჰანი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „თა’ვილის შესრულების დროს, შემსრულებელი თუ შეცდება, გასათვალისწინებელია შემდეგი: ეს თა’ვილი, თუ ალლაჰის წიგნის ზოგიერთ ჰუქმებს ან სუნნეთს, რომელსაც წყალი არ გაუვა ან იჯმას საწინააღმდეგოდ მოექცევა, მაშინ თაქფირს მიიღებს და მისი მდგომარეობა საპატიოდ არ ჩაითვლება. ვინაიდან, ეჭვი მათ შესახებ არ არის ისეთი ძლიერი, რომ საპატიო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ისეთ საკითხში თა’ვილი, რომელიც შარიათულ არგუმენტს ეფუძვნება, საპატიო არ არის.“[5]

3.            თა’ვილი უნდა ეფუძნდებოდეს შარიათულ ან ლექსიკურ ნიშანს.

იმამ იბნ დაქიქ ალ-იდმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „თა’ვილის შედეგად მიღებული მნიშვნელობა თუ არაბების საუბრების მნიშვნელობის მსგავსია, მაშინ თა’ვილი მიიღება. თუ არადა, არ მიიღება.“[6]

4.            თა’ვილის მიზეზი არ უნდა იყოს რელიგიის დაცინვა, შეგნებით უარყოფა და სიცრუედ გამოცხადება.

იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „თა’ვილი არ მიიღება თუ იგი მიმართულია შარიათის არგუმენტების დაცინვასა და ქუფრი სიტყვების წარმოთქმაზე. არცერთი თა’ვილი და იჯთიჰადი არ უნდა იყოს მიმართული ქუფრის შესრულებისკენ. ვინაიდან, არ არსებობს ისეთი ქააფირი, რომელსაც თავისი ქუფრის არგუმენტი არ გააჩნდეს.[7][8]

უცოდინრობა

უცოდინრობაში იგულისხმება: პიროვნების უცოდინრობა ან რაღაცის სხვაგვარად ცოდნა.

იმისათვის, რომ უცოდინრობა მისაღები იყოს, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

1)            უცოდინრობა არ უნდა იკვეთებოდეს რელიგიის საფუძვლებში.

იმამ ყარაფიიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „როგორც იჯმათია ცნობილი, ალლაჰი რელიგიის საფუძვლებში უცოდინრობას საპატიო მიზეზად არ მიიჩნევს.“[9]

2)            უცოდინრობა უნდა ვლინდებოდეს ისეთ საკითხში, რომლის აღკვეთაც შეუძლებელია.

იმამ იბნ ლაჰჰაამმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „პიროვნება, რომელმაც არ იცის ჰუქმის შესახებ, საპატიო მდგომარეობაში იქნება მანამ, სანამ მის შესწავლაში ძალისხმევას გამოავლენს (მის შესწავლაში ძალისხმევას იჩენს). ხოლო, მის შესწავლაში შესაბამის ძალისხმევას თუ არ გამოავლენს (და უცოდინარი დარჩება), მაშინ მისი მდგომარეობა საპატიო არ იქნება.“[10]

იქრაჰი

იქრაჰში იგულისხმება: ვინმესთვის ძალდატანებით იმის გაკეთებინება, რაც მას არ სურს. იმისათვის, რომ იქრაჰი მიღებული იყოს, ექვსი პირობა უნდა შესრულდეს:

1)            მოძალადის მუქარა ნების[11] საწინააღმდეგო უნდა იყოს.

ნების საწინააღმდეგო იქრაჰი მისაღები იქრაჰია. იქრაჰი, რომელიც იწვევს პიროვნების სიკვდილს ან რომელიმე ორგანოს მოკვეთას ან დიდი ხნით საპყრობილეში ყოფნას ან ქონების დიდი ნაწილის დაკარგვას, თაქფირის დამაბრკოლებელია.

იმამ იბნ ჰაჯერი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: „იბნ ბათთალმა თქვა: ‘სწავლულების ერთხმიანი აზრით, ძალადობის მსხვერპლი გულში რწმენის ქონის პირობით, სიკვდილის შიშით ქუფრს თუ ჩაიდენს, თაქფირს არ დაიმსახურებს და მისი ნიქაჰიც გაუქმებული არ იქნება.“[12]

მიუღებელ იქრაჰს მიეკუთვნება: ცემა-გალახვა, რომელიც არ იწვევს ფატალურ შედეგს, მცირე ხნით საპყრობილეში გამომწყვდევა, ქონების მცირე ნაწილის დაკარგვა და ..

2)            მოძალადეს უნდა შეეძლოს მუქარის განხორციელება. ხოლო, ძალადობის მსხვერპლს არ უნდა შეეძლოს მუქარის თავიდან აცილება.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მოძალადეს მუქარის შესრულების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს. ხოლო, მსხვერპლს არ უნდა შეეძლოს მუქარისგან თავის არიდება. ანუ არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ გაქცევა შეეძლოს ან ძალით შეპირისპირება.“[13]

3)            მსხვერპლი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ თუ მოძალადეს არ დაემორჩილება, მუქარა აღსრულდება.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მსხვერპლი უნდა ფიქრობდეს, რომ მოძალადის სურვილის არ შესრულების შემთხვევაში, მოძალადე მუქარას განახორციელებს.“[14]

4)            მსხვერპლი მოძალადის მოთხოვნას თუ არ შეასრულებს, მოძალადემ თავისი მუქარა ეგრევე უნდა განახორციელოს.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მოძალადე უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ თავისი მუქარის ეგრევე შესრულება შეეძლოს. ანუ, მისი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, მუქარის ეგრევე შესრულების ძალა და სურვილი უნდა გააჩნდეს.“[15]

5)            მსხვერპლი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ თუ მოძალადის სურვილს შეასრულებს, გათავისუფლებული იქნება.

6)            მსხვერპლმა არ უნდა შეასრულოს იმაზე, მეტი რასაც მოძალადე მოითხოვს.

იმამ იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მსხვერპლმა არ უნდა შეასრულოს იმაზე მეტი, რასაც მოძალადე მოითხოვს. არ უნდა გამოხატოს ისეთი ემოცია, თითქოს მოთხოვნილის შესრულება სურს.[16]



[1] მთაგმნელის შენიშვნა: განსხვავებაა შემდეგ საკითხებს შორის: 1) ქუფრი ქმედების განზრახვით (მაშინ, როდესაც ქუფრ ქმედებას ქუფრად არ აღიარებს) ჩადენილი შეცდომა უპატიებელია და ეს თემა ამ უკანასკნელს არ მოიაზრებს. 2) თემა მოიაზრებს შემდეგს: ქუფრი ქმედების განზრახვის გარეშე შესრულებულ ქმედებას. მაგ, კაცი, რომელმაც უდაბნოში ყოფნის დროს დაკარგა აქლემი და მასთან ერთად საგზალიც. დამწუხრების პიკს მიღწეულმა დაინახა დაკარგული აქლემი და სიხარულისგან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „ღმერთო ჩემო, მე ვარ შენი ბატონი და შენ ჩემი მსახური“, ნაცვლად სიტყვებისა: „ღმერთო ჩემო, შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ვარ შენი მსახური.“ აი ეს არის განზრახვის გარეშე, შეცდომით წარმოთქმული ქუფრი სიტყვები, რა დროსაც პიროვნება თაქფირს არ იმსახურებს.

[2] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 20/24;

[3] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 7/675;

[4] ისარუ’ლ-ჰაყ ალე’ლ-ჰაყ: 377;

[5] ალ-ჰუჯჯა ფი ბეიანი’ლ-მეჰაჯჯა: 2/551;

[6] ალიიუ’ლ-ყარი, ფიყჰუ’ლ-აქბარ შერხი: 108;

[7] მთარგმნელის შენიშვნა: ანუ არ არსებობს ქააფირი, რომელმაც არ დაიცვას საკუთარი ქუფრი. მას მოჰყავს უამრავი არგუმენტი იმისათვის, რომ საკუთარი ქუფრი ქუფრად არ წარმოაჩინოს.

[8] იბნ თაიმიია, ას-სარიმუ’ლ-მესლულ: 527;

[9] ყარაფიი, შერხუ თანქიჰი’ლ-ფუსულ: 439;

[10] იბნ ლაჰჰაამ, ალ-ყავაიდ ვა’ლ-ფავაიდუ’ლ-უსულიია: 87;

[11] რაღაცის სურვილი და მისი გულით მიღება-დადასტურება.

[12] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/393;

[13] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[14] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[15] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;

[16] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/311;