29 December 2021

4.1 ქვეყნების ჰუქმები - მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ჰუქმი ეძლევა

 ახლა კი, ჩამოვთვალოთ ზოგიერთი არასწორი ნიშან-თვისება, რომელთა გამოყენებითაც ქვეყანას დარულ-ისლამად მიიჩნევენ:

1)      ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის კუთვნილი რელიგია ქვეყნის ჰუქმზე გავლენას ვერ ახდენს

არგუმენტი შემდეგია: ჰაიბერის მაცხოვრებელთა უმეტესობა იუდეველი იყო. ჰიჯრათის მე-7 წელს, როდესაც შუამავალმა ჰაიბერი აიღო, მათ თავიანთი მიწის დამუშავების ნება მიეცა[1], მეთვალყურედ კი, ერთ-ერთი ანსარი დაინიშნა.[2] ომარ იბნუ’ლ-ჰატტაბის ხალიფობის დრომდე, როდესაც ისინი გაიყვანა ტერიტორიიდან, ჰაიბერის მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს იუდეველები შეადგენდნენ, თუმცა ეს ფაქტი არ ყოფილა დაბრკოლება იმისა, რომ ეს ტერიტორია დარულ ისლამი იყო. ვინაიდან, ჰაიბერი მუსლიმების მმართველობის ქვეშ იყო და ისლამის კანონებით რეგულირდებოდა.

ამ თემის შესახებ იბნ ჰაზმი ამბობს: „შუამავლის შემდეგი სიტყვები ხსნის ჩვენს სიტყვებს: ‘შორს ვარ ყოველი მუსლიმისგან, რომელიც მუშრიქებს შორის ცხოვრობს.’ შუამავალმა ამით დარულ ჰარბი იგულისხმა. ვინაიდან, (ასე, რომ არ ყოფილიყო) შუამავალმა ჰაიბერში მმართველი გაგზავნა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იუდეველი იყო. ასე, რომ უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ მყოფი არამუსლიმები მუსლიმებისგან განცალკევებით, სხვა ტერიტორიაზე თუ ცხოვრობენ, მათთან თავკაცად მუსლიმის დანიშვნა ან ვაჭრობის მიზნით მათში გარევა, არც ქააფირობის ნიშანი და არც ცოდვილის ნიშანია. არამედ, ასეთი ადამიანი მუსლიმანია. ის ქვეყანა დარულ შირქი კი არა, არამედ დარულ ისლამია, რადგან ქვეყანა მიეკუთვნება მას, ვინც განაგებს და რითიც განაგებენ.“[3]

აბუ’ლ ყაასიმ არ-რაფიი აშ-შაფიი-მ თქვა: „პირობა არ არის, რომ რომელიმე ქვეყნის დარულ ისლამად გამოცხადებისთვის იქ მუსლიმებიც იმყოფებოდნენ. საკმარისია, რომ იქაურობა მუსლიმანი იმამის ხელში იყოს.“[4]

2)      ქვეყანაში ისლამის (მაგ. ნამაზი, მარხვა, ეზანი და ა.შ) ან ქუფრის ნიშნების არსებობა არავითარ გავლენას არ ახდენს ქვეყნის შესახებ ჰუქმის გაცემაზე

შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მექქაში ყოფნის დროს თავის რელიგიას ააშკარავებდა, ქადაქებდა, მუშრიქებს მტრობდა და აცხადებდა, რომ ალლაჰის გარდა ვისაც ემსახურებოდნენ მათგან შორს იყო. ყველაფერ ამას მექქას აღებამდე ასრულებდა.

იგივე მდგომარეობაში, ზოგიერთი საჰაბე ნამაზს ღიად ლოცულობდა და ყურანს კითხულობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მექქა დარულ-ისლამი არ გამხდარა. პირიქით, იმისათვის რომ მმართველობა ქააფირების იყო, მუსლიმები იძულებულნი გახდნენ გადასახლებულიყვნენ. ეს ყველაფერი კი, ალ-მავერდის (რაჰიმაჰულლაჰ) სიტყვების არასწორობას ადასტურებს... ის ამბობს: „ქუფრ ქვეყანაში საკუთარი რელიგიით ღიად თუ ცხოვრობ, მაშინ ეს ქვეყანა დარულ-ისლამია. იმისათვის, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებით სხვების მიერ ისლამის მიღების დიდი ალბათობაა, დარჩენა უკეთესია გადასახლებაზე.“[5]

შავქანი ამ სიტყვებს გადმოსცემს და შემდეგნაირად კიცხავს: „ცხადია, რომ ეს შეხედულება (ალ-მავერდის შეხედულება) ეწინააღმდეგება ჰადისებს, რომელთა მიხედვითაც, ქააფირების ქვეყანაში ცხოვრება ჰარამია.“[6]

ასევე, ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ქვეშ მყოფი ზოგიერთი არამუსლიმი დარულ-ისლამში ცხოვრობს და თავიანთი რელიგიის დამახასიათებელ რომელიმე ნიშან-თვისებას ასრულებს, არ ნიშნავს იმას, რომ იქაურობა დარულ-ქუფრია, რადგან ამ შემთხვევაში, ქუფრი სიმბოლოების გამოააშკარავება ქააფირების ძალით კი არა, არამედ მუსლიმების ნებართვითაა მიღწეული.

ქვეყნის შესახებ ჰუქმის გაცემისთვის სიმბოლოების ღიად გამოხატვას არავითარი ზემოქმედება არ აქვს. როგორც შავქანიმ თქვა, საყურადღებოა ის, თუ ვის ხელშია სიტყვის თქმის უფლება. ქვეყნის ტერიტორიაზე ქააფირებიდან რომელიმეს მიერ საკუთარი რელიგიის გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების ნებართვასთანაა დაკავშირებული, ხოლო ბრძანებისა და აკრძალვის უფლების მუსლიმების ხელთ არსებობით იქაურობა დარულ-ისლამია. ქუფრის მახასიათებლების გამოხატვა ზიანს არ მოიტანს, რადგან ეს ქააფირების ძალით ან თავდასხმით არ მომხდარა. მსგავსად ებრაელის, ქრისტიანისა და შეთანხმების მქონე ხალხისა, რომლებიც ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობენ. მდგომარეობა ამის საწინააღმდეგო თუა, მაშინ ქვეყნის ჰუქმიც საწინააღმდეგო იქნება.“[7]

3)      ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე ჯგუფის უსაფრთხოდ ცხოვრება ქვეყნის შესახებ გასაცემ ჰუქმზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს

ისლამურ მიწაზე მცხოვრები უსაფრთხოების ქვეშ მყოფი არამუსლიმები დარულ-ისლამში უსაფრთხოდ არიან და ეს ფაქტი სულ არ უშლის ქვეყანას ხელს, რომ იგი დარულ-ისლამი იყოს. ისლამის პირველ წლებში მუსლიმები ეთიოპიაში გადასახლების შემდეგ უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ, თუმცა ის ქვეყანა მაინც დარულ-ქუფრი იყო. ასევე, მექქას მკვიდრთაგანს შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შეთანხმება როდესაც ჰქონდათ დადებული (ჰუდაიბის შეთანხმებიდან მექქას აღებამდე) მუსლიმები უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, გამოტოვებული უმრაც კი შეასრულეს. მიუხედავად ამისა, მექქას აღებამდე იქაურობა დარულ-ქუფრი იყო. შუამავალმა თქვა, რომ „მექქას აღების შემდეგ ჰიჯრათი აღარ არის...“ მას არ უთქვამს „შეთანხმების შემდეგ ჰიჯრათი აღარ არის.“ როგორც ხედავთ, რომელიმე ქვეყნის ჰუქმის შეცვლაზე მოქმედი ფაქტორი იქაური უსაფრთხოება არ არის.

აქამდე რაც განიმარტა, მოკლედ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: ადამიანის გამოგონილი კანონებით მომმართველი ქვეყნები დარულ-ქუფრია, თუნდაც რომ ამავე ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანი იყოს ან ისლამის ზოგიერთ ღვთისმსახურებებს, მაგ: ჯუმა ნამაზი, ჯამაათით შესასრულებელი ნამაზები და სხვა... თავისუფლად და უსაფრთხოდ რომც ასრულებდნენ. ვინაიდან, ძალაუფლება და მოქმედი კანონები ქააფირებს ეკუთვნით.

რაც შეეხება მუსლიმების მიერ რელიგიის ზოგიერთი ღვთისმსახურებებისა თუ რიტუალების შესრულების საკითხის: ეს ფაქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ მუსლიმები ძალაუფლებას ფლობენ. არამედ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქააფირმა მმართველმა მათ ამის შესრულების ნება მისცა. მას შესაძლებლობა აქვს, რომ მათი უსაფრთხოება საფრთხით შეცვალოს და თავისი ჯარისკაცებით მუსლიმები რთულ სიტუაციაში დააყენონ. ამის აშკარა მაგალითს ვხედავ არაერთ ქვეყანაში, სადაც ისინი „ტერორისა“ და „ზღვარგადასულობის“ მოტივით მუსლიმებს ავიწროებენ.



[1] ბუხარი, 4248;

[2] ბუხარი, 4246;

[3] ალ-მუჰალლაა, 11/200;

[4] ფეთხუ’ლ-აზიიზ შერხუ’ლ-ვაჯიზ, 8/14;

[5] ფეთხუ’ლ-ბარი, 7/229;

[6] ნეიჰუ’ლ-ავთარ, 8/178;

[7] ას-სეილუ’ლ-ჯერრარ, 4/575;