28 April 2024

12.0 მეხუთე პუნქტი

·         ის, ვინც შუამავლის მიერ მოტანილი რაღაცეებიდან რომელიმეს შეიძულებს, თუნდაც რომ ამ ქმედებას ასრულებდეს, იჯმათი[1] ქააფირი გახდება.

პიროვნების მიერ შუამავლის მოტანილიდან რომელიმეს უხამსოდ მიჩნევა

უეჭველად, ის, ვინც შუამავლის მიერ მოტანილი რაღაცეებიდან რომელიმეს შეიძულებს, თუნდაც რომ ამ ქმედებას ასრულებდეს, სწავლულების ერთხმიანი აზრით, ქააფირი გახდება. ამ საკითხისადმი ორ მუსლიმს შორის აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს. მოლლა ალიი’ულ-ყარიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ქააფირი გახდება ის, ვინც შარიათს ან შარიათისგან განუყოფელ რომელიმე საკითხს შეურაცხყოფს ან უმნიშვნელოდ მიიჩნევს.“[2]

შუამავლის მოტანილიდან რომელიმეს მიმართ სიძულვილი ქუფრია

შუამავლის საშუალებით მოვლენილიდან ანუ ისლამის კუთვნილ ყურანსა და სუნნეთში არსებული ჰუქმებიდან რომელიმეს უხამსოდ მიჩნევა ან ჩამორჩენილობად ჩათვლა, სიძულვილი ან შერცხვენა, უკმაყოფილება და მტრობა... მოკლედ, რომ ვთქვათ მის მიმართ სიძულვილი არის ქუფრი. მოლლა ალიი’ულ-ყარიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლის სუნნეთის უხამსოდ მიჩნევა ყოველგვარი იხთილაფის გარეშე ქუფრია.“[3]

აქედან გამომდინარე, ქააფირი გახდება ის, ვინც ისლამის სასჯელებს უხამსოდ მიიჩნევს, ჰიჯაბს ჩამორჩენილობად ჩათვლის, ნამაზისა და ზექათის მსგავს ფარძებს არ შეიყვარებს, წვერისა და ეზნის მსგავს რელიგიურ მახასიათებლებს შეურაცხყოფს, თავჰიდისა და თავჰიდისკენ მომპატიჟებლებს მტრობს. მწერალი არგუმენტად შემდეგ აიათს ასახელებს:

„სურა მუჰამმად 47/9. ეს იმიტომ, რომ შეიძულეს, რაც ღმერთმა ზემოავლინა. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.“

აიათის მიხედვით, მათი ქმედებების განულების მიზეზი ალლაჰის მიერ მოვლენილის უხამსოდ მიჩნევაა. იმამ ყურტუბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებისას ამბობს: „მათი გზასაცდენილობისა და განადგურების მიზეზი ალლაჰის მიერ მოვლენილი წიგნისა და შარიათის უხამსოდ მიჩნევაა.“[4]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ან-ნისა 4/65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! მორწმუნენი ვერ იქნებიან ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიია (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის შესახებ ამბობს: „ალლაჰი საკუთარ უზენაეს სახელზე იფიცება და ამით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ადამიანი მორწმუნე ვერ იქნება მანამ, სანამ  შუამავლის ჰუქმზე კმაყოფილი არ იქნება და გულით მის მიერ გამოტანილ განაჩენს არ დაემორჩილება. ყურანში ამის შესახებ არაერთი აიათია.“[5]

იმამ იბნ ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰი საკუთარ, უზენაეს სახელზე დაფიცებით ხაზს უსვამს შემდეგს: ნამდვილი მორწმუნე ვერ იქნება ის, ვინც ყოველ საქმეში მსაჯულად შუამავალს არ დაიდგენს. მის მიერ გამოცემული ჰუქმები ღია იქნება, თუ ფარული, ჭეშმარიტია და დამორჩილებას საჭიროებს. ამისთვის ალლაჰი ამბობს: ‘შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.’ ანუ, მსაჯულად როცა დაგიდგენენ, გულით დაგემორჩილებიან. შენს მიერ გამოცემულ ჰუქმში ეჭვს არ შეიტანენ. შინაგანად და გარეგნულად ამ ჰუქმს დაემორჩილებიან.“[6]

იმამ ჯასსასიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „აიათი არგუმენტია იმისა, რომ ვინც ალლაჰის ან მისი შუამავლის ბრძანებებიდან რომელიმეს უარყოფს, ისლამიდან გასულია. მნიშვნელობა არ აქვს უარყოფის მიზეზი ეჭვი იქნება, მიუღებლობა, თუ ბრძანებებზე დაუმორჩილებლობა.“[7]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა მუჰამმედ 47/28. ეს იმიტომ, რომ გაჰყვნენ ისინი იმას, რამაც განარისხა ალლაჰი და უგულებელჰყვეს ნება (ის, რაზეც ალლაჰი კმაყოფილია) მისი. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.“

ეს და სხვა რამოდენიმე აიათი არგუმენტია იმის, რომ ალლაჰის მიერ მოვლენილის უხამსოდ მიჩნევა ადამიანის ყოველ ქმედებას გაანულებს. როგორც უკვე ვიცით, ქმედებებს ქუფრი[8] აუქმებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ალლაჰის მიერ მოვლენილის უხამსოდ მიმჩნევი რწმენას დაკარგავს, რის გამოც მისი ქმედებები განულდება.

რელიგიაში მყარად არსებული რწმენიდან, სიტყვიდან ან ქმედებიდან რომელიმეს მიმართ სიძულვილი და მტრობა - ქუფრია. მსგავსი ქმედების ჩამდენი ქააფირი გახდება.


[1] სწავლულთა საერთო აზრით.

[2] ალიიუ’ლ-ყარი, ფიყჰუ’ლ-აქბარ შერხი: 454;

[3] ალიიუ’ლ-ყარი, ფიყჰუ’ლ-აქბარ შერხი: 451;

[4] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქაამი’ლ-ყურან, 16/233;

[5] იბნ თაიმიია, მაჯმუუ’ლ--ფათავა, 28/471;

[6] იბნ ქასირ, თეფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიმ: 2/306;

[7] ჯასსას, აჰქამუ’ლ-ყურან: 3/381;

[8] ურწმუნოება