12 June 2022

3. ნავაყიდუ'ლ ისლამი - ქუფრის განმარტება და შინაარსი

 სიტყვა „ქუფრი“-ს ტერმინოლოგიური მნიშვნელობა დამალვა-დაფარვაა. ეს მნიშვნელობა ჭეშმარიტების დაფარვისთვის მიიღო.[1]

ისლამის ტერმინოლოგიაში კი, ქუფრი არის: იმანის საწინააღმდეგო და მისი (იმანის) გამაუქმებელი რწმენა, სიტყვა თუ ქმედება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმანი არის ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით მოვლენილის დამოწმება-დაჯერება, ენით წარმოთქმა და ორგაონებით შესრულება. ყოველივე ამის გამო, ქუფრი და იმანი ერთად ვერასდროს ვერ მოთავსდება. ანუ, ერთის არსებობა მეორეს არარსებობას იწვევს. ყოველი მოაზროვნე ერთხმად აღარებს, რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ერთად ვერ იარსებებს.

აქედან გამომდინარე, ქუფრი არის ალლაჰისა და შუამავლის უარყოფა ან შუამავლის საშუალებით მოვლენილი შარიათის არ დაჯერება ან შარიათის კუთვნილი რაიმეს უარყოფა. მნიშვნელობა არ აქვს უარყოფა გულით იქნება განხორციელებული, ენით, თუ საქმით. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს სიცრუიდ შერაცხვას ექნება ადგილი, დაცინვას თუ ხუმრობას.

როგორც უკვე ითქვა, თავჰიდი შედგება რწმუნებისგან, ენით დამოწმებისგან და ქმედებისგან. ხოლო, ქუფრს ადგილი ექნება მაშინ, როცა მათგან რომელიმე იმანის საწინააღმდეგოდ მოიქცევა. შეიხუ’ლ ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის ან ქუფრ ქმედებას შეასრულებს, ქააფირი გახდება.“[2]

იმანისა და ქუფრის ჰუქმები ზააჰირის (გარეგნობის) მიხედვითაა

ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვითაა. მსგავსია იმანისა და ქუფრის ჰუქმებიც. აქედან გამომდინარე, ვინც სიტყვითა და საქმით იმანს და ისლამს გამოამჟღავნებს, მას მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა. დაფარული მდგომარეობა კი, ალლაჰთანაა. ასევე, ვინც სიტყვითა და საქმით ქუფრს გამოამჟღავნებს, ქააფირის ჰუქმი მიეცემა. მაშინ, როდესაც უსამემ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ერთ-ერთ ლაშქრობაში „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მთქმელი მოკლა, შუამავალმა იგი გაკიცხა და რამოდენიმეჯერ გაუმეორა: „ნუთ გააპე მისი გული და ჩახედე შიგნით?“[3] ამ ამბავთან დაკავშირებით, იმამ ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შუამავლის სიტყვები არგუმენტია იმისა, რომ ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა, ხოლო დამამული საქმეები კი, მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“[4]

იმამ იბნ ჰაჯერი კი,  (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამ საკითხთან დაკავშირებით იჯმას[5] გადმოსცემს და ამბობს: „სწავლულთა ერთხმიანი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვით გაიცემა.“[6]

როგორც უკვე გავიგეთ, გამონაკლისი მდგომარეობების გარდა[7] ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვით გაიცემა.



[1] ისფაჰაანი, ალ-მუფრედათ; ფირუუზააბაადიი, ალ-ქაამუუსუ’ლ-მუჰიით; იბნ მანზუურ, ლისაანუ’ლ-არაბ;

[2] იბნ თეიმიია, ას-საარიმუ’ლ-მესლუულ: 177.

[3] მუსლიმ, ას-სახიიხ: 1/196; აბუ დავუდ, ას-სუნენ: 3/44.

[4] ნავავი, ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ: 2.107.

[5] სწავლულთა საერთო შეხედულება.

[6] იბნ ჰაჯერ, ფეთხუ’ლ-ბარი: 12/273.

[7] მსგავსად იქრაჰისა (ძალდატანებისა).