28 May 2022

2. ნავაყიდუ'ლ ისლამი - იმანისა და ქუფრის საკითხების მნიშვნელობა

იმანისა და ქუფრის საკითხები, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ყველა დანარჩენ საკითხზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამქვეყნიური და იმქვეყნიური ყველა საკითხი იმანისა და ქუფრის ჰუქმებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ შეიხუ’ლ ისლამ იბნ თეიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „იცოდე, რომ ქუფრის შესახებ ყველა საკითხი ჰუქმებს ეფუძნება. იმქვეყნად მოსალოდნელი ჯილდოსა და სასჯელის საკითხები მასთანაა დაკავშირებული. ასევე, მეგობრობა-მტრობა და სულისა და ქონების დაცვაც ამ საკითხებთანაა დაკავშირებული. ალლაჰმა მორწმუნეებს სამოთხე უბოძა, ქააფირებს კი, ჯოჯოხეთი. ეს ჰუქმი ყოველ დროსა და ადგილას მოქმედია.“[1]

იმამ იბნ რეჯებმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „იმანისა და ისლამის, ქუფრისა და ნიფაყის საკითხები მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ალლაჰმა სამოთხეში მოხვედრა და ჯოჯოხეთში შესვლა ამ საკითხებს დაუკავშირა.“[2]

ყოველივე ამის გამო, სწავლულებისთვის და მოსწავლეებისთვის, მომპატიჟებლებისთვის და ჩვეულებრივი ხალხისთვის იმანისა და ქუფრის საკითხები ყველაფერ დანარჩენ საკითხზე უფრო უპირატესია და ყოველივე მათგანისთვის მათი სწავლა და სწავლება, გამოკვლევა და გამოძიება სავალდებულოა. ამ ვალდებულების შესრულებისთვის საჭიროა დაიწეროს შესაბამისი წიგნები, აშენდეს მესჯიდები და ხალხი იქნას შეგონებული.

იმანის განმარტება და შინაარსი

ლექსიკონში სიტყვა „იმან“-ი ორ მნიშვნელობას ატარებს:

პირველი: უსაფრთხოება, უსაფრთხოდ ყოფნა, რაც შიშის ანტონიმია.[3]

მეორე: დამოწმება-დადასტურება, რაც სიცრუედ გამოცხადების ანტონიმია.

ისლამის ტერმინოლოგიაში კი, იმანი არის: „ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით მოვლენილის[4] გულით დამოწმება-დადასტურება, ენით წარმოთქმა და საჭიროებისამებრ მოქმედება.“

იმამ იბნ რეჯებმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სწავლულთა უმეტესობამ თქვა: ‘იმანი არის სიტყვა და საქმე. ეს არის სალაფთა და ჰადისოლოგების იჯმა. შაფი’იმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საჰაბეებისა და თაბი’ინების საერთო შეხედულებაა. იგივე აზრზეა აბუ სევრიც. ავზაიმ თქვა: ‘სალაფთაგან ყველა, იმანსა და ამელს შორის სხვაობას არ აკეთებდა.’ გადმოცემულია არაერთი სალაფისა თუ აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათისგან. მათ შორისაა ფუდაი ბინ იიადი და ვექი ალ-ჯარრაჰიც.

ზოგიერთი მათგანი, ვინც ამბობს, რომ იმანი სიტყვა და საქმეა: ჰასენ ალ-ბასრა, საიდ ბინ ჯუბეირ, ომარ ბინ აბდულაზიზ, ათა, თავუს, მუჯაჰიდ, შაბი, ნეჰაი და ზუჰრი. ასევე, იგივე აზრზე არიან სევრი, ევზაი, იბნ მუბარექ, მალიქ, შაფი’ი, აჰმედ, ისჰაყ, აბუ უბეიდ, აბუ სევრ და სხვები.“[5]

იმანი არის შუამავლის საშუალებით ალლაჰის მიერ მოვლენილის გულით დამოწმება-დადასტურება ანუ გულის სიტყვა და ქმედება, ენით წარმოთქმა ანუ ენის სიტყვა და ქმედება და ორგანოებით შესრულება. გულის სიტყვა გულისხმობს ჭეშმარიტების მიღებას, დადასტურებას და ეჭვის არ ქონას. გულის ქმედება კი, გულით განზრახვის ალლაჰისკენ მიმართვას, მორჩილებას, მინდობას, შიშისა და იმედის ქონას, შეკედლებასა და დახმარების თხოვნას... მსგავსი ღვთისმსახურებები მხოლოდ ალლაჰისთვის უნდა შესრულდეს. ენის სიტყვა გულისხმობს, სიტყვით დამოწმებას იმის, რაც ირწმუნა. ენის ქმედება კი, ენით ქელიმეი თავჰიდის წარმოთქმას, ყურანის წაკითხვას, ზიქრების შესრულებას და ა.შ.

აი ამ სამი ელემენტის შესრულებით პიროვნების იმანი სახიხი იქნება. იმამ იბნ ბათთამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰმა შეგიწყალოთ! იცოდეთ, რომ ალლაჰმა ფარძად დააწესა გულით მისი რწმუნება და ასევე, რწმუნება შუამავლების, წიგნების და სუნნეთის ერთად მოვლენილი ყველაფრის. ენით მათი წარმოთქმა და სხეულით ნაბრძანები ყველაფრის შესრულება. მათგან რომელიმეს არარსებობა იწვევს დანარჩენის არარსებობასაც. ადამიანი ვერ იქნება მორწმუნე მანამ, სანამ ყველა მათგანს არ შეასრულებს. ასევე, თუნდაც, რომ გულით ირწმუნოს, ენით წარმოთქვას და ორგანოებით შეასრულოს, მაინც ვერ ჩაითვლება მორწმუნედ, თუ მისი ყოველი სიტყვა და საქმე არ იქნება ყურანისა და სუნნეთის შესაბამისი. განმარტებული ყველაფერი ყურანში და სუნნეთშია გადმოცემული და ამ საკითხთან დაკავშირებით უმმეთის სწავლულების ერთხმიანი აზრია.“[6]



[1] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფეთავა: 13/58.

[2] იბნ რეჯებ, ჯამიუ’ლ-ულუმ ვა’ლ-ჰიქემ: 1/114.

[3] საპირისპირო.

[4] მთარგმნელის შენიშვნა: იგულისხმება ყურანი და სუნნეთი.

[5] იბნ რეჯებ, ჯამიუ’ლ-ულუმ ვა’ლ-ჰიქემ: 1/104.

[6] იბნ ბათთა, ალ-იბანე, 2/778.